ნახტომი



- - - - -

აჭარა 2010: შთაბეჭდილებები


გამოხმაურებათა რაოდენობა: 2

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 28 August, 2010 - 21:28

მოდით აქ ერთმანეთს ის შთაბეჭდილებები გავუზიაროთ, რომლებიც შემოგვრჩა 2010 წლის ტურისტული სეზონიდან ...

ჩემით დავიწყებ ...
თუმცა იმდენი დეტალია, რომ საიდან დავიწყო და როგორ დავალაგო ...
ოჯახთან ერთად 1 კვირით ვიყავი გონიოში, კერძო სასტუმროში ...
რისი ჩატევაც ამ დროში იყო შესაძლებელი მაქსიმალურად ჩავატიე რითაც კმაყოფილი ვარ, თუმცა 1 კვირა ცოტაა ...

რამოდენიმე შთაბეჭდილება [აჭარაში 4 წელი არ დამისვენია]:

1. ბათუმი ძალიან შეცვლილა უკეთესობისაკენ ... საითაც არ გაიხედავ ყველგან მშენებლობებია ... ბულვარიც სერიოზულად დაგრძელებულა ... იმ ადგილებში სადაც ადრე ”მამალიც არ ყიოდა” უკვე მრავალსართულიანი შენობებია წამოჭიმულია. მე მგონი ბათუმი თამამად შეიძლება გაიყოს ძველ და ახალ ნაწილებად. ძველი ნაწილი ისევ ისე დაფეხვილია, როგორც იყო, ახალში კი იგრძნობა პროგრესი ... ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს ...

2. მთავარი სამოძრაო გზები ზედმიწევნითაა მოვლილი ... მეტიც, რომც არ გინდოდეს მანქანით მაინც სწრაფად ივლი ...

3. ტურისტები ბევრია ... მე მგონი ყველა წლის რეკორდი მოიხსნება ... დაველოდოთ სტატისტიკას ...

წუნს ერთს ვიტყვი მხოლოდ:
რაც გაკეთებულია ვიგრძენი რომ გაკეთებულია ”ზემოდან” ...
აი ”ქვემოდან” კი იგივე მოძრაობა ვერ დავინახე ...

აწი თქვენ დაამატეთ ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება

დაწერილია 31 August, 2010 - 15:49

ბატონო ტარიელ,

თქვენგან განსხვავებით მე ზუსტად მეოთხე სეზონზე მომიწია წელს აჭარაში ჩასვლა; ცნობილი სლოგანისა არ იყოს, გასაკეთებელი კიდევ ბევრია (განსაკუთრებით გონიოში, რომელიც ჯერ კიდევ სოფელია და არა კურორტი), მაგრამ რაღაცეები მაინც კეთდება, მაგალითად:

წელს პირველად დამხვდა შემოსაზღვრული ზონა სკუტერებისთვის, და თანაც ისე, რომ საბანაო არეალში არავინ გადმოსულა;

ბუნგალოები თვითონ გონიოშიც უფრო მეტი იყო, თუმცა ხარისხზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ფეხი არ შემიდგამს არცერთში, თუ არ ჩავთვლით საკალმახეს, სადაც აბსოლუტურად მისაღები მენიუ და გემრიელი კალმახი დაგვხვდა :)

ღამის გართობის მოყვარულთა უსაფრთხოებას პატრული იცავდა, რომელიც ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში მორიგეობდა

ტურისტების რაოდენობამ კი ალბათ მართლა ყველა რეკორდი მოხსნა, რადგან ამდენი ხალხი გონიოში არასოდეს მინახავს, და არც ასე რთული ყოფილა ბინის პოვნა...

რაც შეეხება იმას, რაც "ქვემოდან" კეთდება - ეს არის აჭარის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის უნდა დამთავრდეს (თანაც არა მხოლოდ ბათუმში, არამედ მთლიანად აჭარაში).

როგორც ჩემი ბათუმელი მეგობარი ამბობს, 2-3 წელი კიდევ გვჭირდება და ნახე მერე რა მაგარი ქალაქი იქნება ბათუმიო :)

#3 Avtandil Zivzivadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 100 გამოხმაურება

დაწერილია 03 September, 2010 - 11:17

მეც კმაყოფილი ვარ აჭარით, თუმცა სულ რაღაც 3 დღე ვიყავი :<):):

რედაქტორი Avtandil Zivzivadze, 03 September, 2010 - 11:18.




1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share