ნახტომი



- - - - -

ჟურნალი ,,ცისკარი''-ს მარკეტინგის გეგმა


გამოხმაურებათა რაოდენობა: 19

#1 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,541 გამოხმაურება

დაწერილია 05 September, 2010 - 19:00

მოგესალმებით ძვირფასო კონფერენციელებო!

ისეთ ადგილზე აღმოვჩნდი,შეიძლება ხმა ვერ მოგაწვდინოთ, მაგრამ მაინც ვცდი....:)
მოკლედ, წარმოგიდგენთ ჟურნალ ,,ცისკრის'' განვითარების მოკლე მარკეტინგულ გეგმას...ველოდები თქვენს კომპეტენტურ მოსაზრებებს...ვიცი, რომ ლიტერატურა გიყვართ და შესაბამისად მხარს დამიჭერთ...


დადგა ჟურნალ ,,ცისკრის'' ,,გაცოცხლების'' დრო...გამოჩნდა სერიოზული დამფინანსებელი, ვინც 3 წლის მანძილზე უზრუნველყოფს ,,ცისკრის'' ფუნქციონირებას, მაგრამ ამ პერიოდში ჟურნალმა უნდა მოახერხოს სერიოზული მარკეტინგული გარღვევა და დამკვიდრება ბაზარზე..



მოკლე მარკეტინგული გეგმა


რეზიუმე


“ცისკარი” არის ერთ-ერთი პირველი, უძველესი და დიდი ტრადიციების მქონე მხატვრულ-პუბლიცისტური ჟურნალი. იგი თავის თავში მოიცავს იმ მნიშვნელოვან, წარმატებულ ისტორიას, იმიჯსა და პოპულარობას, რაც ასე აუცილებელია შემდგომი განვითარებისათვის. ჟურნალი ,,ცისკარი’’ არის უნიკალური პროდუქტი, რაც ეფექტური რებრენდინგის საფუძველს იძლევა. ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტის მიზანია, არსებული პროდუქტი მოაქციოს სწორი ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ჩარჩოში და მიაწოდოს მიზნობრივ აუდიტორიას ყველა მაჩვენებლების გათვალისწინებით.




ცისკარი – ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 და 1857-1875 წლებში. 1852-53 წლებში ”ცისკარს” ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი. ჟურნალის მთავარი მიზანი იყო მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა. ”ცისკარმა” ფართო საზოგადოებას გააცნო სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილი და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერთა სახით ვრცელდებოდა და მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

1857 წელს ჟურნალის გამოცემა განაახლა ივანე კერესელიძემ, რომელიც 19 წლის განმავლობაში უძღვებოდა მას. ”ცისკარში” თანამშრომლობდნენ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. აქ იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დანიელ ჭონქაძის, ლავრენტი არდაზიანის ნაწარმოებები. ”მოლაყბის” ფელეტონები და ანტონ ფურცელაძის წერილები, ჟურნალის ფურცლებზე გაიშალა თაობათა პაექრობა, რომელმაც დასაბამი მისცა საზოგადოებრივი ცხოვრების ახალ ეტაპს.

1957 წელს განახლებულ ”ცისკარს” სათავეში ჩაუდგა ცნობილი მწერალი ვახტანგ ჭელიძე. სხვადასხვა დროს ჟურნალს რედაქტორობდნენ: კოსტანტინე ლორთქიფანიძე, ხუტა ბერულავა, ჟანსუღ ჩარკვიანი, გურამ ფანჯიკიძე, მორის ფოცხიშვილი, ჯანსუღ ღვინჯილია, იორამ ქემერტელაძე, თეიმურაზ დოიაშვილი, დავით მაღრაძე, 1992 წლიდან დღემდე ”ცისკრის” მთავარი რედაქტორია ზაურ კალანდია.(ვიკიპედია)




სიტუაციური ანალიზი


ბაზრის ანალიზი


მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი ,,ცისკარი’’ მრავალი წელია ფუნქციონირებს, ჯერ-ჯერობით არ მომხდარა მისი განვითარებისათვის აუცილებელი ბიზნეს-გეგმის შემუშავება, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობოდა ინტეგრირებულ მარკეტინგულ სტრატეგიას; ამის გარეშე, ფაქტიურად, შეუძლებელია საკუთარი ნიშის მოპოვება, არსებულ კონკურენტულ გარემოში გარღვევა, ფინანსური სტაბილურობა და მოგებაზე ორიენტირება. ჟურნალს აქვს არაჩვეულებრივი სახელი ,,ცისკარი’’, რაც მისი ლიტერატურულ-საგამომცემლო ბრენდად ჩამოყალიბების საუკეთესო წინაპირობას იძლევა; წორედ, მკითხველთა გარკვეული ასაკობრივი სეგმენტის ცნობიერებაში მყარად ჩამჯდარი სახელწოდება არის ჟურნალის ძლიერი მხარე, რაც შეიძლება მისი სწრაფი განვითარების ლოკომოტივი გახდეს. ასევე ამ ეტაპზე არსებული ის მატერიალური ბაზა(ოფისი), რაც აუცილებელია ჟურნალის ეფექტური ფუნქციონირებისათვის; Mმიუხედავად იმისა, რომ დღეს ბაზარზე გვხვდება რამდენიმე კონკურენტი ბეჭდვური და ონლაინ- ლიტერატურული გამოცემა, ჟურნალ ,,ცისკარს’’ სწორი მენეჯმენტის, ინტეგრირებული მარკეტინგული სტრატეგიის, სარედაქციო ჯგუფის პროფესიონალიზმის, არსებული მატერიალური ბაზის გაძლიერების, მოქნილი სადისტრიბუციო ქსელის ჩამოყალიბებისა და სარეკლამო-სპონსორული მიმზიდველობის გათვალისწინებით, შეუძლია დაიბრუნოს ერთ-ერთი ლიდერი ლიტერატურული გამოცემის დაკარგული ადგილი, რაც შესაბამისად აისახება მის ტირაჟობრივ და ფინანსურ მაჩვენებელზეც.





მიზნობრივი ბაზარი:

• ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები;

• ლიტერატურის პროფესორ-მასწავლებლები და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ლიტერატურის პედაგოგები;

• ლიტერატურით დაინტერესებული მოსწავლეები და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტი-ახალგაზრდები;

• ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უყვარს ლიტერატურა და კითხვა.



მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალ ,,ცისკარს’’ აქვს გარკვეულწილად ცნობადი სახელი, დადებითი იმიჯი, საგამომცემლო გამოცდილება და ყავს ლიტერატორთა და მხატვართა შორის აღიარებული სარედაქციო ჯგუფი, მისი რებრენდინგისა და ინტეგრირებული მარკეტინგული გეგმის ამუშავებისათვის აუცილებელია გამოცდილი პრაქტიკოსის ან სააგენტოს მონაწილეობა, ვინც მუშაობს ამ მიმართულებით...მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ჟურნალ ,,ცისკრის’’ მენეჯმენტთან და სარედაქციო ჯგუფთან შეთანხმებით, აყალიბებს და განსაზღვრავს ჟურნალის ყოველდღიური განვითარების კონკრეტულ და ეფექტურ მიმართულებებს...



SWOT ანალიზი



ძლიერი მხარეები




• სრულიად უნიკალური სახელწოდება ,,ცისკარი’’ და ჟურნალის ცნობადობა.

• ჟურნალის სრულიად უნიკალური ბიოგრაფია, განსაკუთრებული როლი და ფუნქცია ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების, კულტურული და ლიტერატურული პროცესების აღორძინება-განვითარების საქმეში, მისი დამფუძნებლისა და რედაქტორის (გიორგი ერისთავის, ივანე კერესელიძის) შემდგომ ჟურნალ ,,ცისკრის’’ ამღორძინებლისა და გამომცემელ-რედაქტორის(ილია ჭავჭავაძის) ღვაწლი და დამსახურება ქვეყნის წინაშე; ჟურნალის დიდი ტრადიცია, მრავალწლიანი დადებითი იმიჯი, წლების მანძილზე ლიტერატურული გამოცემის ერთ-ერთი ლიდერის პოზიციაზე ყოფნა.

• ჟურნალი ,,ცისკარი’’ არის პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალი საქართველოში, ანუ მას აქვს ,,პიონერის’’ უპირატესობა ბაზარზე.

• ჟურნალ ,,ცისკრის’’ არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

• გამოცდილი და პროფესიონალი საგამომცემლო ჯგუფი და მათი მჭიდრო ურთიერთობა ყველა ასაკობრივი ჯგუფის პოტენციურ ავტორებთან.

• ინვესტორის დაინტერესება და მზადყოფნა ჟურნალ ,,ცისკრის’’ ასაღორძინებლად.





სუსტი მხარეები




• ჟურნალ ,,ცისკრის’’ ბიზნეს-გეგმისა და ინტეგრირებული მარკეტინგული სტრატეგიის არ არსებობა, რაც აუცილებელია გრძელვადიანი განვითარებისა და ბაზარზე მყარად დამკვიდრებისათვის.(მნიშვნელოვანია სარეკლამო-სპონსორული მიმზიდველობის უზრუნველყოფა და სადისტრიბუციო ქსელის გაფართოება მთელი ქვეყნის მაშტაბით; ჟურნალის რეალური ტირაჟის განსაზღვრა პირველი ეტაპისათვის და გასაყიდი ფასის დადგენა მისი ხარისხობრივი მაჩვენებლიდან, პერიოდულობიდან და თვითღირებულებიდან გამომდინარე)

• მიზნობრივი აუდიტორიისაა და ზოგადად საზოგადოების განწყობისა და მოთხოვნილბების არ ცოდნა(აუცილებელია სხვადასხვა სახის კვლევებისა და გამოკითხვების ჩატარება, რომ დავადგინოთ ჟურნალის პოტენციური მკითხველების მოსალოდნელი რეაქცია, მათი სურვილები და შეფასებები).

• ბაზარზე არსებული კონკურენტების ძლიერი და სუსტი მხარეების არ ცოდნა.(უნდა მოხდეს სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემების ანალიზი და ამისი გათვალისწინებით ინტეგრირებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება).

• ჟურნალ ,,ცისკრის’’ არსებული ფინანსური მდგომარეობა ინვესტორის გამოჩენამდე.

• ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციებისKკომპეტენტური მენეჯერის არ ყოლა და შესაბამისი განყოფილების არ ქონა.

• ჟურნალ ,,ცისკრის’’ ვებ-გვერდისა და ფორუმის არ არსებობა.

• აქამდე არსებული სუსტი ტექნიკური ბაზა.(უცილებელია ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით, ასევე სხვა სახის აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით რედაქციის უზრუნველყოფა, რომ ადგილზე მოხდეს ჟურნალის აწყობა-დაკაბადონება და მზა პროდუქტის სახით მიწოდება სტამბისათვის)

• უცილებელია ჟურნალ ,,ცისკრის’’ სახელფასო და საჰონორარო პოლიტიკის ეფექტური ჩამოყალიბება, რომ გაიზარდოს სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფის პასუხისმგებლობა, მოტივაცია და ყველა თაობის ნიჭიერი პოტენციური ავტორების ინტერესი.



შესაძლებლობები


• ქვეყნის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება ჟურნალ ,,ცისკრის’’ არსებობა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში, რადგან ლიტერატურისადმი სიყვარული და შესაბამისად მკითხველების მყიდველობითუნარიანობის გაზრდა, სწორი მენეჯმენტისა და კონკრეტული ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში, სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს.

• ჟურნალ ,,ცისკრის’’ არსებული პოტენციური შესაძლებლობები, მისი მატერიალურ-ინტელექტუალური რესურსი, მენეჯმენტის, სარედაქციო ჯგუფის სწორი ხედვა და საბაზრო გარემოსათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებზე ორიენტირება და ყველა მნიშვნელოვანი ნიუანსის გათვალისწინება, მოგვცემს საშუალებას, სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით განვითარდეს ჟურნალი და დაიკავოს ბაზრის დიდი წილი.



საშიშროებები



• მსოფლიო ფინანსური კრიზისი საქართველოზეც აისახა. ამ პროცესმა შეიძლება ჟურნალის სამომავლო განვითარებასაც შეუშალოს ხელი, რადგანაც იგი სრულიად არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარებასთან და პოტენციური მომხმარებლების(მიზნობრივი და არამიზნობრივი სეგმენტის) ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან; დღევანდელი რეალობა ასეთია: ლიტერატურული ხასიათის ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების პოტენციურ მკითხველთა მყიდველობითუნარიანობა ძალიან დაბალია...მათი სურვილისა და ინტერესის მიუხედავად, ფინანსური მდგომარეობა არ აძლევთ საშუალებას, სურვილისამებრ დაიკმაყოფილონ სულიერი მოთხოვნილებები, სისტემატიურად შეიძინონ საინტერესო მხატვრული ლიტერატურა და ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები.

• საშიშროება არის აგრეთვე უფასო ინტერნეტ-ლიტერატურული გამოცემებისა და პორტალების ზრდა, რომელებიც პოტენციურ კონკურენტებს წარმოადგენენ. შესვლის ბარიერები შედარებით დაბალია ინტერნეტ სივრცეში.







პროდუქტის/მომსახურების მოკლე აღწერა



“ცისკარი” მომხმარებელს(ყველა თაობის პოტენციურ მკითხველს) უნდა სთავაზობდეს მაღალი ხარისხის ლიტერატურულ პროდუქციას... უნდა წარმოაჩენდეს ახალგაზრდა ნიჭიერ ავტორებს...სარედაქციო ჯგუფის პროფესიონალიზმი უნდა იყოს მიმართული ჟურნალ ,,ცისკრის’’ მაღალაკადემიურობის(როგორც შინაარსობრივად, ასევე ვიზუალურად) მიღწევა-შენარჩუნებაზე. იმთავითვე უნდა გამოიკვეთოს ჟურნალის სტილი, უნდა იყოს მრავალფეროვანი, ადვილად საკითხავი, სხვადასხვა საინტერესო რუბრიკებით დატვირთული. ის უნდა გახდეს ,,სამაგიდო ჟურნალი’’ და მკითხველი ინტერესით უნდა ელოდებოდეს ,,ცისკრის’’ ყოველ ახალ ნომერს; ჟურნალმა ადგილი უნდა დაუთმოს ახალი წიგნებისა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესების მიმიხილვასაც.



მარკეტინგული სტრატეგია



მარკეტინგული საქმიანობა კონცენტრირებული იქნება ჟურნალის ცნობადობის გაზრდისკენ, რადგანაც იგი დღესდღეობით არაა ცნობილი ყველა თაობის მკითხველისათვის. სტრატეგიის ამომავალი წერტილები იქნება, დავანახოთ მომხმარებელს და ზოგადად ქართველ საზოგადოებას, ჟურნალ ,,ცისკრის’’ უდიდესი მნიშვნელობა, მის ფურცლებზე დაბეჭდილი ავტორებისა და ლიტერატურული პროდუქციის მაღალმხატვრული დონე.



მარკეტინგული მიზნებია


* უნდა ჩამოყალიბდეს ჟურნალ ,,ცისკრის’’ მმართველი და სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფი, განისაზღვროს სახელფასო და საჰონორარო პოლიტიკა, მოხდეს ოფისის კეთილმოწყობა, ტექნიკური სრულყოფა, სადისტრიბუციო მიმართულებისა და ხელმოწერების ორგანიზების განსაზღვრა; გამოიყოს კონკრეტული თანხა ინტეგრირებული მარკეტინგული სტრატეგიისათვის, რაც აუცილებელია ჟურნალის ეფექტური პოზიციონირებისათვის.



* უნდა შემუშავდეს ,,ცისკრის’’ ეფექტური დიზაინი, ლოგოტიპი, სლოგანი და სხვა სახის მიზნობრივი მესიჯები; უნდა გაკეთდეს ,,ცისკრის’’ ეფექტური ვებ-გვერდი; გამოიკვეთოს ჟურნალის სარეკლამო-სასპონსორო მიმზიდველობა-შესაძლებლობა და დადგინდეს შესაბამისი თანხობრივი მაჩვენებელი; განისაზღვროს ჟურნალის პერიოდულობა, ტირაჟი, საგამომცემლო თაბახის რაოდენობა, საბეჭდი ქაღალდის, სარედაქციო-საგამომცემლო და დისტრიბუციის(გავრცელების) ხარჯები, რომ დადგინდეს ერთი ცალი ჟურნალის გამოცემის თვითღირებულება და აქედან გამომდინარე, მისი სარეალიზაციო ფასი.



• ჟურნალის მენეჯმენტმა და სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფმა უნდა ჩაატარაოს ,,ფოკუს-ჯგუფის’’ რამდენიმე შეკრება და სამიზნე აუდიტორიის გამოკითხვა, რაც იქნება ჟურნალის საბოლოო სახის ჩამოყალიბების მყარი გარანტი. ,,ფოკუს-ჯგუფში’’ შევლენ ყველა ასაკობრივი ჯგუფის მწერლები, პროზაიკოსები, პოეტები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, მხატვარ-დიზაინრები, სხვადასხვა პროფესიის ლიტერატურის მოყვარული, ჟურნალის პოტენციური მკითხველები.

• უნდა შეიქმნას ჟურნალის სავარაუდო ავტორების მონაცემთა ბაზა და მოხდეს მისი მუდმივი სრულყოფა.

• ჟურნალ ,,ცისკრის’’ გამოცემამდე, უნდა მოხდეს რამდენიმე ნომრის წინასწარ მომზადება(3-4 ნომერი) და პირველი ნომრის დაბეჭდვამდე ერთი კვირით ადრე სხვადასხვა სახის სარეკლამო-საიმიჯო საშუალებების გამოყენება...კონკრეტულად, სატელევიზიო და რადიოგადაცემებში სარედაქციო ჯგუფის ან წარმომადგენლის მონაწილეობა, პრესკონფერენციის მოწვევა და ანონსირება, ინტერვიუების, წერილების მომზადება და გამოქვეყნება, ,,ცისკრის’’ მრავალფეროვანი ისტორიის ამსახველი გადაცემის მომზადება, სატელევიზოი და რადიოკლიპების მომზადება-გაშვება, ინტერნეტრეკლამირების უზრუნველყოფა, ფლეშბანერების გავრცელება სხვადასხვა პოპულარულ საიტებსა და ფორუმებზე; პორდაპირი ჩართვა დილის სატელევიზიო პროგრამაში ახალგარემონტებული ოფისიდან;(საინფორმაციო საბაბად შეიძლება გამოვიყენოთ ოფისის კურთხევა და ,,ცისკრის’’ ისტორიის ამსახველი ფოტომასალის გამომზეურება) ერთი სიტყვით, უნდა ამუშავდეს ე.წ. ,,მოლოდინის მარკეტინგი’’, რაც უფრო გაამძაფრებს პოტენციური აუდიტორიის ინტერესს.

• უნდა დაიგეგმოს ჟურნალ ,,ცისკრის’’ პირველი ნომრის პრეზენტაცია აკადემიურ დონეზე...

• გავზარდოთ ,,უნიკალური მომხმარებლების’’(მუდმივი მკითხველების) რაოდენობა და ჟურნალის ტირაჟი. (დღეს არსებობს გარკვეული აუდიტორია, ვინც ინტერესით წაიკითხავს ჟურნალს, მაგრამ სწორი მიდგომების შემთხვევაში, შესაძლებელია მკითხველთა რაოდენობის და შესაბამისად, ჟურნალის ტირაჟის მომატებაც 3-4 თვეში)



* დავარწმუნდოთ მომავალი პარტნიორი(სპონსორი და რეკლამის დამკვეთი) კომპანიები ჟურნალის მნიშვნელოვნობაში და ჩვენთან პარტიონორობის აუცილებლობაში. ეს გულისხმობს მარკეტინგს სტრატეგიის ამუშავებიდან დაახლოებით 2-3 თვეში, საშუალოდ 1-2-3 სპონსორი კომპანიისა და 5 სარეკლამო დამკვეთის მოზიდვას ყოველთვიურად.

• რადგანაც ,,ცისკარი არის პირველი ლიტეარატურული ჟურნალი ჩვენს სინამდვილეში და მას მოეპოვება განვითარებისათვის აუცილებელი ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი, სწორი და ეფექტური მოქმედებების შედეგად, შესაძლებელია უახლოესი 6 თვის მანძილზე მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და მოთხოვნადი ლიტეარატურული ჟურნალის სახელი; მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციური მიდგომებისკენ ორიენტირება, აუცილებელია წარმატების მოსაპოვებლად და მის შესანარჩულებლად; აუდიტორიის მოთხოვნილებების ცოდნა და გათვალისწინება მნიშვნელოვანია ეფექტური ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გასააქტიურებლად.





ჟურნალ “ცისკრის” მისია მდგომარეობს შემდეგში:

მთელი გუნდის მუდმივი ძიებებითა და მოტივაციით, სწორი მენეჯმენტის ორგანიზებით, კომპეტენტურობა- პრინციპულობის დაცვით, მივაწოდოთ ქართველ მკითხველს ღირებული ლიტერატურული პროდუქცია, წინ წავწიოთ მიმდინარე ლიტრატურული პროცესები, წარმოვაჩინოთ ახალი ნიჭიერი სახელები, დავაფასოთ აღიარებული მწერლებისა და ლიტერატორების ყოველდღიური შრომა, ხელი შევუწყოთ მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დავუბრუნოთ ჟურნალ ,,ცისკარს’’ ძველი სახელი და დიდება.



“ცისკარი” პოზიციონირებული იქნება, როგორც ლიტერატურული პროდუქტი, რომელიც სთავაზობს მკითხველს ღირებულ სულიერ საზრდოსა და ეროვნულ ფასეულობას.



უახლოესი ექვსი თვის სტრატეგია



მიზნობრივ აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და ჩვენი პროდუქტის ცნობადობის გაზრდა იქნება ჯურნალ ,,ცისკრის’’ მარკეტინგის საქმიანობის უპირველესი მიზანი. ამისათვის აუცილებელია გარკვეული მარკეტინგული ტაქტიკების შემუშავება, რაც გამოიხატება სხვადასხვა სახის პიარ აქციებში, პრეზენტაციებში და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მარკეტინგული გეგმის შემუშავებიდან რამდენიმე თვეში(დაახლოებით 3 თვეში) ხოლო შემოდგომი 3 თვე უკვე ტაქტიკები შეიძლება შეიცვალოს და ცნობადობის და ინფორმაციული სახის რეკლამებიდან უფრო კონკრეტული, პროდუქტის სიღრმისეული შესწავლის სტრატეგიის გამოყენება იქნება შესაძლებელი. პირველი ეტაპის – პროდუქტის ფართო აუდიტორიასთან გაცნობა მოხდება შემდეგი ძირითადი სახის ქმედებების გამოყენებით :

1. პრეზენტაციები უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში.



2. პრეზენტაციები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.



3. პრეზენტაციები სხვადასხვა ლიტერატურულ სალონებსა და კლუბებში.

4. სარეკლამო ლინკები და ბანერები ქართულ ონლაინ სივრცეში

სარეკლამო ლინკების გაცვლა უნდა მოხდეს სხვადასხვა პორტალებთან, ბლოგებთან და საიტებთან. Eეს არის საკუთარი ვებ-გვერდის რეკლამირების ყველზე იაფი ხერხი, რადგანაც ლინკის გათავსება არ ჯდება ძვირი და ლინკების გაცვლას კი არანაირი დანახარჯი არ აქვს(თუ არ ჩავთვლით ალტერნატიულ დანახარჯებს) ასევე შესაძლებელია ბანერების გაცვლაც.

5.პირდაპირი მარკეტინგის სხვადასხვა ფორმები, როგორიცაა ტელემარკეტინგი და ე-მაილ

დღესდღეობით ტელემარკეტინგი თანდათან იკიდებს ფეხს ქართულ ბაზარზე და შესაბამისად იხვეწება ის ხერხები, რომლითაც იგი არის გამოყენებული. ხოლო რაც შეეხება ელ.ფოსტას. ეს არის რეკლამის უიაფესი საშუალება, სადაც მომხმარებელს შეგიძლია ვიზუალური ეფექტების საშუალებით მივაწოდოთ ინფორმაცია პროდუქტზე. თუმცა ეს ძალიან სახიფათო ქმედებაა, რადგანაც ინტერნეტში გავრცელებულია უამრავი სპამი და არასასურველი სარეკლამო წერილები, რომელთაც ბევრი არც კი უყურებს ისე შლის. ხოლო იმ შემთხევვაში, თუ მიზნობრივმა აუდიტორიამ ასეთი სახის რეკლამები აღიქვა სპამად, მაშინ თვით ბრენდსაც დიდი პრობლემები შეექმნება.



6.საინფორმაციო სტატიები სხვადასხვა ქართულ ფორუმებზე და საიტებზე

ამ ეტაპზე საჭიროა აქტიური მოქმედება და თითქმის მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა. პირველი თვე იქნება გაცნობის პერიოდი. ამ დროს მომხმარებელი გაიგებს ,,ცისკრის’’ არსებობის შესახებ და გაეცნობა პროდუქტის შესახებ ზოგად ინფორმაციას მის ვებ-გვერდზეც; ხოლო მეორე ეტაპი, უკვე მკითხველის ჟურნალთან პირადი ურთიერთობა და ინტერესია... მთავარია, იმთავითვე ვაჩვენოთ მკითხველებს ჟურნალის უპირატესობები...პირველი შთაბეჭდილება განაპირობებს შემდგომ წარმატებებს... ამ მეორე ეტაპზე, მომხმარებელს უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება და ამიტომაც მარკეტინგული ტაქტიკები იცვლება. კერძოდ, რეკლამირებას და სხვადასხვა აქციებს არ აქვს უკვე შემეცნებითი და საინფორმაციო როლები, არამედ უკვე ჟურნალი იწყებს თავის შეხსენებას. სთავაზობს სიახლეებს და ამ სიახლეების შესახებ ატყობინებს, როგორც უკვე მის მომხმარებლებს, ასევე პოტენციურ მომხმარებლებსაც. ამ პერიოდში ბაზრის გაფართოებისთვის კარგი ქმედებები იქნება უკვე “სტაჟიან” პარტნიორებთან ერთობლივი აქციები. რადგანაც ბიზნესი ძირითადად ურთიერთნდობაზე და პარტნიორულ გამოცდილებაზეა აგებული, წარმატებული პარტნიორობა და მისი ხაზგასმა საკმაოდ ეფექტური ხერხი იქნება ჟურნალის რეკლამირებისთვის. ასევე ერთობლივი აქციები ცნობილ სახეებთან და საზოგადოებრივი აზრის ლიდერებთან, ცნობილ კომპანიებთან, სახელობითი ლიტერატურული ვიქტორინის, კონკურსის ორგანიზება და ლიტერატურული პრემიის დაწესება;





კონტროლი/შეფასება



მუდმივი კონტროლისა და ანალიზის ქვეშ უნდა იყოს რედაქციაში მიმდინარე მოვლენები. უნდა მოხდეს გარკვეული პერიოდულობით მკითხველებისა და ავტორების კმაყოფილება-უკმაყოფილების შესწავლა...ყურადღება უნდა მიექცეს ჩავლილი მარკეტინგული ღონისძიებების პროფესიონალურ შეფასებას...







ავტორი ელგუჯა მარღია



საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო

,,პროფილის’’ დამფუძნებელი, საკონსულტაციო

ჯგუფის ხელმძღვანელი, საინფორმაციო-ანალიტიკური

პორტალი ,,ქართული ბრენდის’’ მთავარი რედაქტორი







--------------------



Elguja Marghia

Head of consulting group

Public Relations agency PROFILE

0164, Georgia, Tbilisi

107 Tsinamdzgvrishvili str;

Tel/Fax: +(995 32) 94 36 03

Mob:+(995 99) 18 80 93

info@profile.com.ge

www.profile.com.ge

www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 07 September, 2010 - 09:33

მოგესალმებით ბნ. ელგუჯა,

გადავიკითხე ...
ვიცი, რომ ობიექტური შეფასება ამ დროს მნიშვნელოვანია, ამიტომაც პირდაპირ ვიტყვი:

რომ ეს გამოკვეთილად: არც მარკეტინგის [და არა მარკეტინგული] გეგმა არ არის ... ეს არც ბიზნეს გეგმაა ... არც ბიზნესის სტრატეგიაა ...

ეს ნაშრომი არის ამ სამის + კარგი სურვილების ნაზავი ...

ჩემი აზრით რაც უნდა მოხდეს პირველ რიგში არის:
1. განისაზღვროდ სტრატეგია - განვითარების გენერალური მიმართულება
2. გაკეთდეს ბიზნეს გეგმა - ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლილი და დათვლილი პროექტი
3. გაკეთდეს მარკეტინგის გეგმა - დაისვას კონკრეტული მარკეტინგული მიზნები და დაიდოს განხორციელების რეალური გზები
ეს სამი აუცილებელია ნებისმიერი დამფინანსებლისათვის, რომ რაიმე გაიღოს პროექტისათვის ...

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 07 September, 2010 - 09:34.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#3 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება

დაწერილია 07 September, 2010 - 13:54

ჯერჯერორბით არ გადამიკითხავს, მაგრამ თვალი მოვკარი მიზნობრივი ბაზრის სეგენტირებას და ძალიან დაფანტული მომეჩვენა, მით უფრო, რომ ბოლოში გიწერია "ნებისმიერი ადამიანი ვისაც უყვარს ლიტერატურა და კითხვა". ლიტერატურა და კითხვა ბევრს უყვარს, ელგუჯა:)
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#4 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 719 გამოხმაურება

დაწერილია 07 September, 2010 - 22:36

*
პოპულარული

დაახლოებით სამი დღეა ვუტრიალებ ამ თემას, რომ წამეკითხა და მისი მოცულობიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე, თუმცა შევეცადე თვალი გადამევლო მაინც. ”ცისკარი” ჩემთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი, მაგრამ არა მგონია ჩემზე თუნდაც ერთი წლით უმცროსი ან ბევრი ჩემი თაობის წარმომადგენლისთვის, ემოციურ დატვირთვას ატარებდეს. მე უბრალოდ მახსოვს სახლში, ბებიასთან ჯერ კიდევ შემორჩენილი ჟურნალი, თეთრი ყდითა და ცისფერი წარწერით ”ცისკარი”. ამიტომ ვგულშემატკივრობ. სხვებისთვის, უმრავლესობისთვის, ცისკარი ალბათ უბრალოდ ისტორიული ჟურნალია, რომელიც პირველად გამოიცა საქართველოს ისტორიაში. მიუხედავად ამისა, პირადად მე ვერ დავეთანხმები, რომ ცისკარს პიონერული ეფექტი აქვს. მაგრამ ვაღიარებ, რომ სახელი მისი ძლიერი მხარეა, განსაკუთრებით 40 წლის ზემოთ სეგმენტისათვის.
არა მგონია ცისკარი პრობლემა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების არ არსებობაში არსებობდეს, მე მის პრობლემას უფრო სიღრმეებძში ვეძებ და მიმაჩნია, რომ არის კიდეც. კერძოდ, რაც არ უნდა ძლიერი კომუნიკაცია აეწყოს, თუ მისი მიმართულება სწორად არ იქნება განსაზღვრული, წარმატებული ვერ იქნება. მიმართულებაში პოზიციონირებას ვგულისხმობ, რომელიც მე აქ ვერ დავინახე (შეიძლება უყურადღებობის ბრალიც იყოს). სეგმენტირება გასაგებია, თუმცა ესეც ძალიან ზოგადია, ლიტერატურა ბევრს უყვარს, მაგრამ კონკრეტულად როგორი იქნება ჟურნალი, ლიტერატურას როგორ წარმოგვიდგენს, რა პროდუქტს ასე ვთქვათ გვთავაზობს, ვერ ვხედავ.
თუ ცისკარი გამოვა იმ სახით, როგორითაც ის პოსტ საბჭოთა სივრცეში იყო, ადგილობრივი მწერლობის მიმოხილვა, რომელიც შედგებოდა ბიოგრაფია და მწერლის თუ პოეტის ნაწარმოებით, არა ეფექტური იქნება და კონკურენციას ვერ გაუძლებს. ამ შემთხვევაში კვირის პალიტრის გამომცემლობა უშვებს ლიტერატურულ ჟურნალს, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომია 2,5 ლარი. ვერც მე-19 საუკუნის ცისკარი იქნება, მაშინ ეს უკანასკნელი პოლიტიკურ მნიშვცნელობასაც კი ატარებდა.
მე ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნის ცისკარი უნდა იყოს აბსოლიტურად სხვა, რომელიც გაამართლებს წინაპრის სახელს, და განახორციელებს სამი საუკუნის სინთეზს. დღეს არ არის საჭირო ცისკარმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინოს, მაგრამ მისი მისია ლიტერატურასთან არსებული პრობლემების აღმოფხვრაა, რომელიც მდგომარეობს ქართული მწერლობის დეფიციტში და თანამედროვე ქართული მწერლობის წინ წამოწევაში (თუმცა ეს არ ნიშნავს,უკვე ცნობილი პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებების ხელმეორე გადაღეჭვას), მსოფლიო ლიტერატურასთან ქართული საზოგადოების ზიარებაში, (არა მხოლოდ პაოლო კოელიო და თითო-ოროლა მწერლები, სხვადაშორის უნიკალურია კვირის პალიტრის პროექტი, ფაქტიურად თბილისელებს და სარკეს ხელიდან არ ვუშვებ, წიგნებიოს გამო და ეს ვაკუუმი შეავსო) და კრიტიკა-ანალიზი. ცისკარის მისიად მე ვხედავ ქწართული საზოგადოების განათლების დონის ამაღლებას და ლიტერატურასა და კულტურასთან ზიარებას. მნიშვნელოვანი 21-ე საუკუნის მოტხოვნების გათვალისწინება. ელ. ვერსია არ იქნებოდა ცუდი.
ეს მოკლედ, არ ვიცი რამდენად გასაგებად ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი, მაგრამ შევეცადე ჩემი მოთხოვნები მსჰავსი ჟურნალის მიმართ და ჩემი ხედვა ცისკარის მიმართ, მოკლედ ჩამომეყალიბებინა.
პოზიციონირებისა და ცისკარის, როგორც ბრენდის ფუქნციონალური, მატერიალური, მორალური და სულიერი მხზარეების განსაზღვრის შემდეგ, უკვე შეიძლება კომუნიკაციაზე ფიქრი. მანამდე ჯერ სულ ტავიდან სრულყოფილი შესწავლა სჭირდება ქართულ ბაზარს, აქ ეს არ ჩანს ან შეგნებულად არაა წარმოდგენილი.

#5 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,541 გამოხმაურება

დაწერილია 09 September, 2010 - 09:51

დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის...ეს არ არის სრულყოფილი ვარიანტი ბუნებრივია და ამიტომაც დავარქვი პირობითად ,,მოკლე მარკეტინგული გეგმა''...თუმცა ისიც ვიცი, რომ ეს არ გახლავთ სრულყოფილი არც ბიზნეს და მარკეტინგული გეგმა...უფრო ზოგადი ხედვაა და ამ ეტაპზე ეს წარმოვადგინე...შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებ მუშაობის პერიოდში...რაც შეეხება ბაზრის სეგმენტირებას, ესეც ზოგადია...ანუ აქ წარმოდგენილია ჩემი ზოგადი ხედვა...ყველაფერი მოითხოვს დაკონკრეტებას და ეს ასეც მოხდება...დიდი მადლობა და იმედია, სხვებიც გამომეხმაურებიან...:)


Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#6 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 17 September, 2010 - 12:06

*
პოპულარული

მოგესალმებით კოლეგებო,

მეც გადავიკითხე წინამდებარე "მოკლე მარკეტინგული გეგმა" და ჩემს კომენტარებსაც მოგახსენებთ. (ვიმედოვნებ ბატონი ელგუჯა არ მიწყენს :) )
1. უპირველესყოვლისა, როცა საქმე მარკეტინგს და საერთოდ ბიზნეს-გეგმას ეხება აუცილებლად უნდა არსებობდეს ციფრობრიცი მონაცემები (თუ კონფიდენციალურია მაშინ % მაინც გამოისახება), რაზეც უნდა მოხდეს ოპერირება. ამიტომ შესაფასებლად, თუ რამდენად კარგი ნაშრომია ან ცუდი, წარმოუდგენელია.
2."ბაზრის ანალიზში" განხილული უნდა იყოს, ლიტერატურული ბაზრის სეგმენტები (ანუ რა სეგმენტებისაგან შედგება), ამ სეგმნეტების მდგომარება, ძირითადი ტენდენციები, მისი არსებული მდგომარეობა (სეგმენტების მოცულობა, პოტენციალი, მოთამაშეები, წილები და ა.შ.), მოთხოვნები და მოთხვნის ცვალებადობა (თუ სტატისტიკა არის ხო კარგი, თუ არა მიმდინარე წლის მაინც), პერსპექტივები, ანუ რა ელოდება ბაზარს და მის სეგმენტებს (შემცირე, სტაბილურიბა, ზრდა)და ა.შ.
3. "მიზნობრივი ბაზარი" , ამ ნაწილშიც უნდა გამოიკვეთოს ბაზრის მიმზიდველობის კრიტერიუმები, მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები. მითითებული უნდა იყოს თუ რატომ ირჩევ ამ აუდიტორიას და რითი ხასიათდება.
4. SWOT ანალიზი, აუცილებელია განისაზღვროს ბაზრისათვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, ხოლო შემდგომ მოხდეს მისი შეფასება არა თქვენი გადასახედიდან, არამედ მომხმარებლის თვალით დანახული. შესაძლოა თქვენ მიიჩნევთ რაღაც კრიტერიუმს ძლიერ მხარედ, როცა ამას შესაძლოა მომხმარებელი საერთოდ არ აქცევდეს ყურადღებას და ნაკლებად აინტერესებდეს. ალბათ ასევე მნიშვნელოვანია ექსპერტული და პროფესიონალური შეფასებებიც. ამის შემდგომ დგება საკითხი თუ სად გვაქვს პრობლემები და ისახება მისი გამოსწორების გზები.
5.პროდუქტი, ბატონო ელგუჯა ხშირად იყენებთ ფრაზას "უნდა იყოს", თუმცა ნათლად არ არის გამოკვეთილი "რა არის" თქვენი პროდუქტი, მისი ძლიერი "კოზირი", რითაც დაიკავებს კონკურეტულ პოზიციას და რაც უმნიშვნელოვანესია მომხმარებლისთვის.
6. ნამდვილად არ არის მარკეტინგის გეგმის სტრუქტურა სწორად დალაგებული. ჯერ ისაზღვრება მარკეტინგის მიზნები და ამოცანები, ხოლო მერე იწერება მიზნის მიღწევისა და ამოცანების გადაწყვეტის სტრატეგია.

მოკლედ რაც უცებ ერთი წაკითხვით შემეძლო მეთქვა.
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#7 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,541 გამოხმაურება

დაწერილია 19 September, 2010 - 01:57

ბატონო შალვა! დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის...მე ვთქვი, რომ ეს არის ზოგადი ვარიანტი...პირობითად დავარქვი ,,მოკლე მარკეტინგული გეგმა''...
Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#8 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება

დაწერილია 19 September, 2010 - 16:56

გამარჯობა ბატონო ელგუჯა, მე არ ვარ მარკეტოლოგი და ვერაფერს ვიტყვი თქვენი მარკეტინგული გეგმის ავკარგიანობაზე.
უბრალოდ მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ და გისურვოთ წარმატებები. დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება.

რედაქტორი Alexander Qarumashvili, 19 September, 2010 - 16:57.

შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#9 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება

დაწერილია 02 October, 2010 - 16:59

*
პოპულარული

მოგესალმებით, ვინაიდან ეს ყველაფერი ეხება ჟურნალ ცისკარს ვეცდები ჩემი რჩევა პირდაპირ გითხრათ

პირველ რიგში თქვენ არ ხართ "ლიტერატურის" ბიზნესში თქვენ ხართ გაცილებით უფრო დიდ ბიზნესში, საინფორმაციოში ბეჭდვითი და ა.შ შესაბამისად კონკურენტზე როცა მიდის საუბარი კონკურენტად უნდა აღიქვას ყველა ამ სფეროში..

(ამერიკის რკინიგზა იმიტომ დაიღუპა, რომ ეგონა სარკინიგზო ბიზნესში იყო სინამდვილეშჲ კი ის ტრანსპორტირების ბიზნესში მოღვაწეობდა და ა.შ)

მარკეტინგული გეგმა არ ვიცი ეს რამდენადაა მგონი თქვენც არ თვლით ამას მარკეტინგულ გეგმად, მაგრამ უფრო სტრატეგიას დავარქმევდი, რომელიც აუცილებელია და სტრატეგია აუცილებელია ჟურნალ ცისკარის შემთხვევაში რამოდენიმე, მისი დისტრიბუციიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია მყიდველის/მკითხველის კვლევა, მაგალითად რა ხარისხით უნდა დაიბეჭდოს ჟურნალი, ფონტი, ფერები, ხელში რამდენად კარგად გიჭირავს, ხომ არ ახლავს რაიმე სპეციფიური სუნი, რომლის გამოც შიგნით დიდი ნაწერის წაკითხვა გაგიჭირდება და ა.შ

უნდა იყოს გამოკვლეული ტრენდები საითაც ზოგადად ეს ბიზნესი მიდის, ანუ ბეჭდვითი ბიზნესი ზოგადად მსოფლიოს მაშტაბით კვდება. სულ უფრო ცოტა ადამიანი კითხულობს გაზეთს,ჟურნალს იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი ეს უკვე ელექტრონულია. შესაბამისად ბიზნესი მზად უნდა იყოს, რომ ერთ დღეს იგი ელექტრონულად უნდა გაიყიდოს..

სტრატეგიის ერთ ერთ მთავარ კომპონენტად მივიჩნევ, ლოიალურ მკითხველების/მყიველებს ანუ ჟურნალს უნდა ყავდეს ლოიალური მყიდველი, ლოიალობა არა თავისით მოტანილი, მაგალითად ჟურნალის ბოლოში ვაუჩერები, რომელიც ადამიანს საშუალებას მისცემს, რომელიმე ლიტ,კაფეში ყავა მიირთვას უფასოდ, რომელიმე წიგნის პრეზენტაციას დაესწროს უფასოდ და ა.შ ;) შესაბამისად უნდა მიეცეთ შესაძლებლობა 1-2 წლის განმავლობაში გამოიწერონ ჟურნალი (რაც ბიზნესს მისემს საშუალებას გარკვეული მყარი ფინანსური შემოსავალი ქონდეს) (ლოიალობისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სოციალური ქსელები, პირდაპირი მარკეტინგის ელემენტები და ა.შ მაგალითად მე მობილურზე მომდიოდეს მესიჯი ჩემი სურვილის შემთხვევაში, რო ახალი ნომერი გამოდის, ან სოციალურ გვერდზე იდებოდეს ინფო, ოღონდ სპამში არ უნდა გადაიზარდოს)

დიდი მნიშვნელობა მიაქციეთ ჟურნალის ვიზუალურ მხარეს მითუმეტეს მაშინ როცა ცისკარზე საუბარი,მაშინ როცა "ცისკარი" ერთ ძლიერ მხარედ მიგაჩნიათ რა ექნება საერთო ამ ცისკარს იმ ცისკართან? რა ასოციაციებს გამოიწვევს და ა.შ


გაითვალისწინეთ, რომ 21 საუკუნეში ისეთი ბიზნესი, როგორშიც ჟურნალი მოღვაწეობს ნელ ნელა იცვლის ფორმებს და ამ შემთხვევაში მისი მყიდველს ნაკლებად სურს იყოს პასიური, ანუ სხვადასხვა მეთოდებით უნდა მოხდეს მკითხველის ინტეგრაცია ჟურნალთან, მილიონი მეთოდია, საჯარო მსჯელობები, გასვლები, დამწყები მწერლების ნაშრომების გამოქვეყნება და ა.შ. და ა.შ

და ყველაზე მნიშვნელოვანი, თანამედროვა მარკეტინგი სულ უფრო უახლოვდება რიცხვებს :) შესაბამისად კარგი იქნება თუ ამოცანები დაისახება ისეთი რაც შეიძლება გაიზომოს + ამოცანები რომლებიც მოიტანს ფულს.
მაგალითად - ტირაჟის გაზრდა 2000 -მდე.
500 ნომრის გაყიდვა პირდაპირი გაყიდვით
ბაზრის წილის გაზრდა, ანუ მთლიანად რამდენი ჟურნალი იყიდება ქართულ/თბილისის ბაზარზე და აქედან რამდენი % ია თქვენი და ა.შ


ამ ეტაპზე ესაა დროის უქონლობის გამო მეტს ვერ დავწერ, მაგრამ წარმატებებს გისურვებთ ;)

რედაქტორი Ako Akhalaia, 02 October, 2010 - 17:10.

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#10 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 05 October, 2010 - 10:49

აკო მოგესალმები,

უმეტეს საკითხებში ნამდვილად გეთანხმები, თუმცა ჟურნალ "ცისკარს", ვფიქრობ არ უნდა ქონდეს საინფორმაციო–ბეჭდვით ბიზნესზე პრეტენზია. უბრალოდ არ გამოუვა და წამგებიანია მისთვის.
ეს ძაან გლობალური მიდგომაა და ვფიქრობ რომ ამით ბატონმა ელგუჯამ თავი არ უნდა გადაიტვირთოს.
სამოღვაწეო ბიზნესს ჟურნალის მისია განსაზღვრავს თუ ის ზედმიწევნით და ნათლად არის ჩამოყალიბებული.
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#11 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება

დაწერილია 09 October, 2010 - 20:41

Shalva Gordeziani

მე ვერავის ვერაფერს დავაძალებ, რა თქმა უნდა მაგრამ კიდე ერთი მაგალითI :)

დისნეის, რომ ეფიქრა, რომ "მულტფილმების" ბიზნესშია დღეს არ იარსებებდა :) როცა გაანალიზა, რომ გართობის ბიზნესშია დღემდე წარმატებით მოღვაწებს. მომხმარებლის კუთხიდან თუ შევხედავთ მე 3 ან 5 ლარი რო მიჭირავს ხელში და მინდა ეს გართობაში დავხარჯო ვიღაცამ უნდა დამაჯეროს, რომ ჟურნალი ცისკარი ვიყიდო და არა გაზეთი პრაიმტაიმი სიტყვაზე :)

ჩემის აზრით დღეს დღეობით არის იმის საჭიროება, რომ თუნდაც ჟურნალი ცისკარი სერიოზულ და აგრესიულად მოქმედებდეს ბაზარზე ვგულისხმობ კლიენტის მოზიდვის კუთხეს, თუ მხოლოდ კარგი სტატიები ჩასვი და იმის იმედად იყავი, რომ ხალხს ლიტერატურა უყვარს ვეჭვობ საქმე შორს წინ და მომგებიანად წავიდეს ..თუმცა ზოგადად მარკეტინგის სფეროში არ არსებობს სწორი და არასწორი ეს პრაქტიკაზა დამოკიდებული და შესაბამისად მენეჯმენტის გადასაწყვეტია რა გზას აირჩევს

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#12 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 10 October, 2010 - 15:35

აკო მოგესალმები,

ვფიქრობ, რომ ჟურნალი "ცისკარი" თუ იმ თემატიკით გააგრძელებს არსებობას,როგორიც ქონდა ვერ ექნება ამბიცია "საინფორმაციო" ან "ბეჭდვით" ბიზნესზე. ეს ძაან გლობალური ხედვაა და არა მგონი მისიაში აისახებოდეს.

შევეცდები მოვიყვანო მაგალითი კლასიკური მარკეტინგიდან და მაიტერესებს შენი აზრი. ერთ ერთი კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ამზადებდა შავი ქლიავის ჩირს და საკმაოდ წარმატებულად ყიდდა იმ ქვეყნებში სადაც კუჭ-ნაწლავების პრობლემა ქონდა საზოგადოებას. სარეკლამო მხარდაჭერაც სწორედ ამ კუთხით ქონდა დაყენებული - მისი პროდუქცია შავი ქლიავის ჩირი დაარეგულირებს კუჭნაწლავის მოქმედებას და მოხსნის პრობლემას. ეს მართლაც ასე იყო და საზოგადოებამ უცებ აიტაცა კიდეც.
შენ როგორ ფიქრობ შეიძლება თუ არა ამ კომპანიას გაჩენოდა ამბიცია და თავი გამოეცხადებინა ფარმაცევტულ ბიზნესში, რადგან მისი პროდუქტი გარკვეულ "სამკურნალო საშუალებასაც" წარმოადგენდა?
ან ცნობილი ფანქრების მწარმოებელ ბრენდს Koh-I-Noor-ს შეიძლება ქონდეს ამბიცია კომუნიკაციის ბიზნესზე, რადგან პროდუქცია კომუნიკაციისთვისაც გამოდგება?

მე მიმაჩნია, რომ ორივეს შეიძლება ქონდეს ასეთი პრეტენზია, თუმცა საკმაოდ გლობალური ხედვაა.
აკო შენ როგორ ფიქრობ?
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#13 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება

დაწერილია 10 October, 2010 - 16:28

Shalva Gordeziani

შალვა გამარჯობა კომპანია, რომელიც ამზადებდა შავ ქლიავისგან კუჭნაწლავის წამალს არ იყო შავი ქლიავის ბიზნესში, ჩემი ხედვით ის იყო კუჭნაწლავის მკურნალობის ბიზნესში, ანუ ნებისმიერი წამალი და სხვა საშუალება უნდა აღიქმებოდეს პირდაპირ კონკურენტად(თავის ტკივილის წამალი არა,ის რაც კუჭნაწლავს კურნავს) , მე ამ მოსაზრებებს უფრო ვეთანხმები. ასევე საინტერესოა კუჭნაწლავისთვის ყიდულობდა მას ხალხი თუ როგორც "სასუსნაოდ" . თუ ადამიანები ყიდულობენ ჩირს იმიტომ რომ ხილის კომპონენტია და ჯანმრთელობისთვისაა კარგი მაშინ არა შავი ქლიავის არამედ მინიმუმ ჩირის ბიზნესში შედიან.
ყველა შემთხვევაში უფრო მეტი ხედვა მართებთ ჩემი აზრით.

ფანქრებს, რომ აწარმოებს ის კომპანია ზოგადად საწერ ბიზნესში არის(როგორც გინდა ისე დაარქვი) , ნელ ნელა ფანქარი თუ ახალ ტექნოლოგიებზე გადავიდა და წერა მოგვიწია რაიმე ახალი საშუალებით ეგ კომპანია დაიხურება,მაგრამ თუ გაანალიზებს რომ ფანქარი ჩვენ გვჭირდება რომ ვწეროთ ისიც უნდა იცოდეს საით მიდის ეს "წერა"

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#14 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 719 გამოხმაურება

დაწერილია 11 October, 2010 - 11:59

მოგესალმებით, რა ცხელ – ცხელი დისკუსია გამართულა...

უბრალოდ სურვილი გამიჩნდა ჩემი აზრი დამეფიქსირებინა ჟურნალ "ცისკართან" დაკავშირებით. მე ვფიქრობ , რომ ჟურნალმა ცისკარმა ისე არ უნდა გაუკეთოს პოზიციონირება საკუთარ პროდუქტს, რომ მომხმარებელი დაფიქრდეს "პრაიმ–თაიმი" იყიდოს თუ ცისკარი. ეს ჟურნალი არის "ჟურნალი ლიტერატურის მოყვარულთათვის", პრაიმი კი სულ სხვა რამეა. ასე რომ ამ ორის შედარება მართებულად არ მიმაჩნია.

#15 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 11 October, 2010 - 12:12

აკო მოგესალმები,

არა მეგობარო, კომპანია არ ამზადებდა კუჭნაწლავის წამალს. ის კვების პროდუქტებს აწარმოებდა. უბრალოდ მან სხვა გამოყენებისა და დანიშნულების მიმართულება შესძინა თავის პროდუქტს. ისევე როგორც ამას აკეთებენ კბილის პასტების მწამოებელი კმპანიები. არც ის მიხსენებია, რომ შავი ქლიავის ბიზნესშია კომპანია.
რაც შეეხება მომხმარებელთა ქცევას, შეიძლება ასევე წარმოვიდგინოთ "приятное с полезным". ანუ პროდუქციას ყიდულობდნენ "სასუსნაოდ", ხოლო ყიდვის გადაწყვეტილების მიღების პროცესს კიდევ უფრო ამყარებდა მისი სასრგებლო თვისებებიც.
აკო, მე არ ვუყურებ ამას როგორც ჩირის, ან შავი ქლიავის ბიზნესს. ეს კვების პროდუქტების წარმოებაა და ალბათ ამ კუთხით უნდა განვიხილოთ მისი ბიზნესი.
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#16 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,541 გამოხმაურება

დაწერილია 11 October, 2010 - 15:53

მოგესალმებით...საინტერესოა თქვენი სჯა-ბაასი...გაიხარეთ...სხვების აზრიც მაინტერესებს...:)
Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#17 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 719 გამოხმაურება

დაწერილია 11 October, 2010 - 17:05

:) ცოტა თემას აცდენილია მგონი და იმდენად გლობალური პრობლემაა, ცალკე თემა დამატებით ხომ არ გაგვეხსნა? კომპანიის პოზიციონირება და ბიზნესის წარმომადგენლობა თუ რამე მსგავსი მიმართულებით? :)

#18 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 11 October, 2010 - 17:09

მოგესალმები ნინო,

მართალი გითხრა ვერ გავიგე :)
რას გულისხმობ?
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#19 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 719 გამოხმაურება

დაწერილია 11 October, 2010 - 17:44

შალვა გამარჯობა,

რა ვიგულისხმე, და გლობალური პრობლემის განხილვა დაიწყეთ, თუ რომელ ბიზნეს საქმიანობას მიეკუთვნება ესა თუ ის კომპანია, ზემოთ მოცემულ მაგალითებში და თუ ამ მიმართულებით გაგრძელდება მსჯელობა, ვიფიქრე, ცისკარი გვერდზე დარჩება მეთქი. არადა თემა მართლაც საინტერესოა, (აკოსა და თქვენს მიერ წამოჭრილ საკითხს ვგულისხმობ) და ცალკე თემას ხომ არ წამოჭრიდით მეთქი?
პოზიციონირების პრომლება თუ საკითხები ქართულ ბაზარზე? ან იქნებ მსოფლიოს მასშტაბით, ქეისების დონეზე?

#20 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 14 October, 2010 - 00:06

ნინო მოგესალმები,

ვინაიდან ეს შენი იდეაა, ასპარეზს დაგითმობთ თემისთვის ;)
ვფიქრობ აკოც არ იქნება ამის წინააღმდეგი
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share