ნახტომი


- - - - -

პარტიზანული მარკეტინგი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 70

#1 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 16 October, 2010 - 17:06

მოგესალმებით ყველას!

ალბათ უმრავლესობამ ნახეთ ახალი ბლოგი, რომელზეც მცირე მიმოხილვა გუშინ შალვამ გააკეთა. გავეცანი ბლოგს და მასში განთავსებულ სტატიებს. ძალიან საინტერესოა, მით უფრო რომ აქ განხილულია მარკეტინგის არატრადიციული მეთოდები. იხ. http://partisani.ge/blog/?p=310
მაინტერესებს თქვენი აზრი? რა მომავალი აქვს პარტიზანულ მარკეტინგს საქართველოში? რამდენად აქტუალურად მიგაჩნიათ იგი და ხომ არ მოგეპოვებათ ქართული ქეისები?
იმედი მაქვს, შალვა აქტიურად ჩაებმევა და არც ტარიელი დაიშურებს კომენტარს. ეს ორი ადამიანი(ალბათ სხვა კონფერენციელებიც), რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საკმაოდ კარგად არიან ქართულ სარეკლამო ბიზნესში ჩახედულები.
მოკლედ ვიაქტიუროთ.
პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, აბსოლიტურად ვეთანხმები, და ვფიქრობ, რომ დროა შეიცვალოს და გაჯანსაღდეს რეკლამის ქართული ინდუსტრია.

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 16 October, 2010 - 17:50

თემა საინტერესოა, მაგრამ ნამდვილად არაა ახალი ...
უბრალოდ კარგად მივიწყებული ძველია ...

პარტიზანი ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ”პოზიციაა” და პარტიზანული ბრძოლა მარკეტინგული ბრძოლის ერთ-ერთი ტიპია ...
და ისევე როგორც ბრძოლის სხვა ტიპებს პარტიზანულსაც აქვს თავისი წესები ...
თუმცა ამას სასწავლებლებში არ ასწავლიან ...

გაჯანსაღებისა რა მოგახსენო, მაგრამ რაც მეტი ცოდნა ექნება საქართველოში მარკეტინგის მენეჯერს მარკეტინგის ინსტრუმენტებთან და ბრძოლის წესებთან დაკავშირებით, მით მეტი იქნება წარმატების შანსი ... [სხვა თანაბარ პირობებში] ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#3 Ucha Menafire

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 9 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 October, 2010 - 21:25

ვაა მაგარი რამეა ხო იცი. დამაინტერესა. :)
იბრძოლეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II



#4 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 17 October, 2010 - 06:40

*
პოპულარული

ჩემი აზრით ეს მიმართულება ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს ლოიალობისა და გაყიდვების ზრდაზე, ახალი ბრენდის პრეზენტაციისთვის შეიძლება გარკვეული ცნობადობა შექმნას ბაზარზე. (საქართველოს და ქართულ რეალობაზე მაქვს საუბარი)

საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მარკტინგი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ასეთ კრეატივთან ასოცირდება, კრეატივი კარგია, მაგრამ ვაღიაროთ, როცა კომპანიას სხვა სერიოზული პრობლემები აქვს თეატრალური აქციები მას ვერ უშველის,

ძირითადი მიმართულება არის გამოსასწორებელი პროდუქტის სწორი პოზიციონირება და განსხვავებული ღირებულების შექმნა, რაზეც არ მუშაობს საქართველოში კომპანიათა 90 %
ხელზე ჩამოსათვლელია კომპანიები, რომლებიც ბაზარზე არიან ორიენტირებული და პასუხობენ მოთხოვნებს, ძირითადად საქართველოში ბიზნესი ხო ასე კეთდება

"ვიცი თონის პურის ცხობა ე.ი თონის პური უნდა ვაცხო" იმაზე , რომ ამ თონის პურზე მოთხოვნა არის თუ არა არავინ ფიქრობს, შეიძლება ეს ყველაფერი ცოტა თემიდან გადახვევად მიგაჩნიათ, მაგრამ ვთვლი რომ საჭიროა აქ დაიწეროს, ვინაიდან ამ კონფერენციაზე "გრუზინი" ბიზნესმენი შემოვა და იტყვის ასეთ რამეს მეც მოვიფიქრებ მარკეტოლოგი რაში მჭირდებაო აქედან იწყება მერე კომპანიებში მარკეტინგის ზოგადად არჯთან ასოცირება და ა.შ

მოკლედ ალბათ თქვენც და შალვაც დამეტანხმება, რომ მხოლოდ პარტიზანული მარკეტინგი ვერვის უშველის თუ ეს მთლიანად კომპანიასთან არაა ინტეგრიგებული,

პატარა მაგალითს მოვიტან ერთ ერთ კომპიუტერულ მაღაზიაში მივედი და შევიძინე პრინტერი, ამ ადამიანმა მითხრა, რომ ეს რაღაც წლის გამარჯვებულია ყველაზე მოთხოვნადია და ა.შ და ა.შ ამ პრინტერს აღმოაჩნდა პრობლემა მივდივარ ამავე მაღაზიის სერვის ცენტრში და პასუხი "რამ გაყიდინათ ეს პრინტერი" ანუ იმის თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა კამპანია ჩაატარო აუცილებელია ჯაჭვი არსებობდეს მთელ კომპანიაში. (ერთმა მიქო და მიდიდა და მეორე საპირისპიროს მეუნება)

"პარტიზანული" მარკეტინგით რომ გამეცნოს კომპანია შეიძლება ვიფიქრო, რომ რაღაც ახალთან მაქვს საქმე რო მივალ და იგივე დამხვდება რასაც 100 სხვა აკეთებს იქვე მორჩება მისი მარკეტინგი.

მე მაინც ვთვლი, რომ მაქამდე ძალიან შორი გზა აქვთ კომპანიებს გასავლელი, მხოლოდ რამოდენიმე თუ მიცემს თავს მაგის უფლებას
მანამდე საჭიროა მარკეტინგში მომუშავე ადამიანებმა თავიანთ უფროსებს დაანახონ ამ დეპარტამენტის სტრატეგიული მნიშვნელობა კომპანიაში დაანახონ გაზომვადი შედეგი, თორე მხოლოდ კრეატივისთვის და "იდეინობასთან" და ტყუილთან რო ასოცირდება ისეთ გარემოში მოღვაწეობა ალბათ არავის გვსურს.
ხშირად გამიგია დამწყები მარკეტოლოგების ფრაზა "კი ვატყუებთ კლიენტს, მაგრამ ეგაა მარკეტინგი" არა, არა არა და არა, სადაც ტყუილია იქ მარკეტინგი არაა

პს. რაც შეეხება ამ ბლოგს მივესალმები ეს აუცილებელიც კია რომ ასეთი ბლოგები და საიტები განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში და მხოლოდ "კოტლერი"-ს წაკითხვა არ აღიქმეოდეს მარკეტინგის ცოდნასთან :)

რედაქტორი Ako Akhalaia, 17 October, 2010 - 06:45.

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#5 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 October, 2010 - 11:46

რატომ პარტიზანული? :)))

#6 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 18 October, 2010 - 12:02

მოგესალმებით ყველას,

ვა რა ცხარე დისკუსია გამართულა :)
მიხარია, რომ გარკვეულ პროფესიული და ექსპერტული შეფასებები მიეცა ჩვენს ახალ პროექტს.

ნინო,
მინდა გითხრა, რომ სანამ უშუალოდ ხელ მოვკიდებდით აღნიშნულ პროექტს, ჩვენმა კომპანიამ "პილოტური" კამპანიები ჩაატარა მარკეტინგის არატრადიციული კომუნიკაციების მიმართულებით.
მინდა გითხრათ, რომ შედეგები საკმაოდ კარგი მივიღეთ. ასე, რომ პრეცენდეტები ქართულ რეალობაში არსებობს.

ტარიელ

გეთანხმები ტარიელ, რომ თემა ახალი ნამდვილად არ არის, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ საქართველოსთვის არა თუ ახალი, ჯერ საერთოდ უცნობია მიმართულებაა.

უჩა

"პარტიზანული" სერიოზული ბერკეტია მარკეტინგში და მითუმეტეს მცირე ბიუჯეტბის არსებობის შემთხვევაში, უფრო აქტუალური ხდება

აკო

იმაში, რომ ეს მიმართულება ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს გაყიდვებზე, ნამდვილად არ გეთანხმები. როგორც ავღნიშნე ჩვენი გამოცდილება ამის თქმის საფუძველს მაძლევს.
რასაც შენ გულისხმობ, ეს მხოლოდ ნაწილია იმ გამოყენებად ინსტრუმენტებს შორის, რომელიც ბრენდის ცნობადობას ზრდის. დანარჩენში უმეტესწილად გეთანხმები :)
მინდა ავღნიშნო, რომ როცა დამკვეთი მოდის ჩვენთან, კომპანია კომპლექსურად უდგება საკითხს. პარტიზანული მარკეტინგი ერთ–ერთი შემადგენელი კომპლექსია იმ ინსტრუმენტებსა და მეთოდებს შორის, რომელსაც ვიყენებთ.

ზვიად

კარგი შეკითხვა იყო ნამდვილად :)
სტატიებსა და კონკრეტულ ქეისებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგზე. და თუ კიდევ დაგებადებათ კითხვა თუ რატომ "პარტიზანული" მერე შევეცდები პირადად კიდევ უფრო დეტალური ახსნა მივცე თემას :)

ყველას მადლობას გიხდით ვინც დაგვიმეგობრდით!!!!
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#7 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 18 October, 2010 - 15:47

მოგესალმებით, ორი დღეა გავეთიშე დისკუსიას, და ვერც დღეს მოვახერხე აქამდე დამეკომენტარებინა, საკმაოდ ცხარე კამათი გაგიმართიათ.
აკო, ვერანაირად ვერ დაგეთანხმები, სენი კომენტარის თანახმად, პარტიზანული მარკეტინგის შესაძლებლობებში მხოლოდ ბრენდის ცნობადობის ამაღლებააა, ხოლო ლოიალურობის პროგრამასა და გაყიდვებზე ზემოქმედებასთან კავშირი ვერ ექნება?
მე კი მგონია, რომ რადგან მარკეტინგის ეს მიმართულება ძირიტადად მაინც ემოციურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე თამაშობს, მარკეტინგის ამ ორ ამოცანასაც წარმატებით გაართმევს თავს.

სადღაც მაქვს წაკითხული, ელექტრო ტექნიკის მაღაზიამ როგორ გაზარდა მომენტალურად გაყიდვები პარტიზანული ილეთით. მოცვენებითი რიგი დააყენა მაღაზიაში დაქირავებული მსახიობებით და ამან იმდენად დააინტრიგა სრულიად მოსახლეობა, რომ ცოტა ხანში ბუნებრივად გაიტანეს პროდუქცია. :)

სწორედ ახლა ვნახე, ახალი პოსტი დაუდიათ ბლოგზე, ალბათ ავტორებმა ამ პოსტის წერისას, აკოს მინიშნება გაითვალისწინეს.
http://partisani.ge/blog/?p=399

#8 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 October, 2010 - 16:51

პარტიზანული მარკეტინგი - არანაირი მიმდინარეობა ან მიმართულება არ არის, ეგ ტერმინი გამოიგონეს მარკეტოლოგებმა, რომელსაც იგივე დასახელების წიგნის/ლექციების გაყიდვა სურდათ და კარგადაც მოითბეს ხელი, რასაც პარტიზანულ მარკეტინგის ეძახიან, უბრალოდ BTL, Sampling და Viral Marketing ია.
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#9 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 18 October, 2010 - 18:22

კარგი მოსაზრება იყო გიორგი :)

ხო, მართლა ისე თუ გაეცნობი სტატიების სერიას ჩვენს ბლოგზე, ვფიქრობ "ოდნავ" მაინც შეგეცვლება მოსაზრება.

შეეცადე თვალი გადაავლო და მერე დიდი სიამოვნებით მოვისმენ ახალ კომენტარს.
სტატიებია "პარტიზანული ბრძოლის წესებში"
მიყევი ბმულს:
http://partisani.ge/blog/?cat=6
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#10 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 18 October, 2010 - 19:58

კოლეგებო!

პროვოკაციული მარკეტინგის ახალი პრაქტიკული ქეისი დაიდო ჩვენს ბლოგზე
http://partisani.ge/blog/?p=434
ვინც უკვე გაეცნო, მაინტერესებს რამდენად ყურადსაღებია ამგვარი მაგალითების განხილვა?
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#11 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 18 October, 2010 - 20:15

Giorgi Pirtskhalava

ციტატა

პარტიზანული მარკეტინგი - არანაირი მიმდინარეობა ან მიმართულება არ არის, ეგ ტერმინი გამოიგონეს მარკეტოლოგებმა, რომელსაც იგივე დასახელების წიგნის/ლექციების გაყიდვა სურდათ და კარგადაც მოითბეს ხელი, რასაც პარტიზანულ მარკეტინგის ეძახიან, უბრალოდ BTL, Sampling და Viral Marketing ია.

გიორგის ვეთანხმები მხოლოდ ჩემს მიერ ციტირებული ტექსტის გამუქებულ ნაწილში

ბრძოლის პარტიზანული ტიპი ბრძოლის შეტევით, თავდაცვით და ფლანგურ ტიპებთან ერთად წარმოადგენენ მარკეტინგული ბრძოლის 4 ტიპს. ეს არ არის მხოლოდ ”შეფუთვა” და ნამუშევრის ”კარგად გაყიდვა” ... ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად პრაქტიკული რამ, რაც კი ჩემი აზრით საერთოდ მარკეტინგშის არსებობს ... და ეს არ არის გაზვიადება ...

რაც შეეხება პროვოკაციულ ქეისს

ჩემი აზრით ეს იყო წარმატებული აქცია გაყიდვების სტიმულირების ინიციატივის კონტესტში, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა არასტანდარტული მიდგომები [ზოგი ამას კრეატიულსაც დაარქმევდა, ზოგი კიდევ რას ...]. ეს აქცია უბრალოდ სტატიაში ”შეფუთულია” როგორც პროვოკაციული ... მეტი არაფერი ...

რაც შეეხება მთლიანად ბლოგს ...
ძალიან კარგია ... რომ ეს ბლოგი არის ... და არის კიდევ რამოდენიმე ბლოგი მარკეტინგში ...
ხალხი ქეისებს მაინც გაეცნობა ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#12 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 18 October, 2010 - 20:34

ელ რაისმა და ჯეკ ტრაუტმა, თავის ნაშრომში "მარკეტინგული ბრძოლები", საკმაოდ კარგად აღწერეს მარკეტინგის ახალი სტრატეგიები და ის ბრძოლის ხელოვნებას დაუკავშირეს.
ჯერ კიდევ 1832 წელს გენერალმა კარლ ფონ კლაუზევიცმა წიგნში On War ხაზი გაუსვა ნებისმიერი ომის წარმატების სტრატეგიულ პრინციპებს, რომელსაც წარმატებით იყენებენ მსოფლიო ბრენდები.
"შეიძლება ითქვას, რომ სწორედ გადამდგარი გენერალი ბატონი კარლ ფონ კლაუზევიცის წიგნი წარმოადგენს ყველაზე კარგ მარკეტინგულ სახემძღვანელოს, რომელიც კი აქამდე დაწერილა" – ასე მიაჩნიათ "მარკეტინგული ბრძოლების" ავტორებს.
სწორედ იქ არის განხილული პარტიზანული ბრძოლების სახე–სხვაობები და არანაირად არ უკავშირდება ის უბრალო BTL, Sampling და Viral Marketing–ს ესენი მხოლოდ ილეთებია, რომელიც განეკუთვნება სტრატეგიულ მეთოდოლოგიებს – "მასაზე", "ლოკალურ ბაზარზე" და "წერტილოვანი დარტყმის" ინსტრუმენტებს.

პ.ს.
ხო, მართალ რაც შეეხება ინსტრუმენტებს მე ერთ თავს მივუძღვნი ჩვენს ბლოგში და აუცილებლად შეგატყობინებთ. მერწმუნეთ საინტერესო იქნება :)

მადლობთ ყურადღებისთვის!
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#13 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 18 October, 2010 - 21:02

სწორედ მაგ წიგნის სრულად თარგმნა და ადაპტირება გავაკეთე 2003 წელს
ეს მასალები თავის დროზე ინტერნეტშიც მქონდა დადებული ... ცალკე საიტი მქონდა მაგისთვის ...
მას შემდეგ კიდევ ერთხელ გავაკეთე ადაპტირება, ჩემს მარკეტინგის ტრენინგ პროგრამაში ჩავრთე და სხვადასხვა დოზებით დღემდე ვიყენებ ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#14 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 18 October, 2010 - 21:32

საღამო მშვიდობი ტარიელ,

მიხარია, რომ შენ მაინც შეძელი გარკვულწილად ხელმისაწვდომი გაგეხადა შესანიშნავი წიგნი. თუმცა ყველასათვის არა.
როგორც ვხვდები თავიდან მოგიწევს "გარკვეული დოზებით" მისი ხელმეორედ გამოქვეყნება :)

მადლობ ქეისის შეფასებისთვის!

ხო, რაც შეეხება "პარტიზანულად შეფუთვას", აქ ერთი მნიშვნელოვანია ფაქტია გასათვალისიწნებელი:
აღსანიშნავია: აქციაში არ იყო გამოყენებული არცერთი სტანდარტული მექანიკის ელემენტი – „საჩუქარი მყიდველს“, „2+1“, „ფასდაკლება“, „ლატარეა“ და ა.შ.

მთავარი: მყიდველი არ იღებდა არანაირ „რაციონალურ“ სტიმულებს ყავის შეძენისას, რასაც ვერ ვიტყვით „ემოციონალურ“ მოტივებზე, რომელიც უხვად შეიგრძნეს.


როცა მყიდვლს კითხვა უჩნდება: "ვინ არის, ან რას აკეთებს უნიფორმაში გამოწყობილი ზანგ?" უკვე გარკვეულწილად მომხმარებელის პროვოცირებისკენაა მიმართული, ანუ "უბიძგებს მას პასუხის ძიება დაიწყოს".

პროვოკაციული აქციების უმეტესობა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება :)
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#15 Ucha Menafire

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 9 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 October, 2010 - 23:33

ამ თემამ საკმაოდ დამაინტერესა.

რამე ლიტერატურა არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით? თუნდაც ზემოთ ნახსენები წიგნი.

ლინკი რომ დამიდოთ? :)
იბრძოლეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II



#16 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 18 October, 2010 - 23:43

უჩა მოგესალმები,

წესით ტარიელს უნდა ქონდეს :)

მიხარია, რომ დაინტერესდი პარტიზანული მარკეტინგის საკითხებით
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#17 Ucha Menafire

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 9 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 October, 2010 - 23:54

Shalva Gordeziani
გაიხარე.

მართლა საინტერესო რამაა.
ინფორმაციით რომ შეივსება შენი საიტიც საკმაოდ საინტერესო გამოვა. :)
კარგი წამოწყებაა ნამდვილად. ;)

ლიტერატურა ვისაც გაქვთ რამე, თუ ღია ფორუმზე ვერ დადებთ იქნებ პმ-ში მაინც მომაწოდოთ.
მადლობა წინასწარ. :)
იბრძოლეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II



#18 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 19 October, 2010 - 00:33

უჩა,

ჩვენ ხშირად გამოვიტანთ ბლოგზე საინტერესო და სასრგებლო სტატიებს, ასე რომ შეგეძლება თვალი ადევნო სიახლეებს და გაეცნო :)
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#19 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 19 October, 2010 - 09:14

არა, 2001-ში იყო ...
2002-ში კი საიტი გავაკეთე აშშ-ში ყოფნის დროს ... მცირე გრანტი მქონდა სწორედ ამაზე

სამწუხაროდ ამ მასალებს ინტერნეტში ვერ დავდებ [ვერც აქ], ისევე როგორც სხვა მასალებს, რომლებსაც მე ვიყენებ ... მხოლოდ მათ ვაწვდი, ვინც ჩემს შესაბამის კურსზე სწავლობს და ისიც მხოლოდ იმდენს, რამდენიც საჭიროა/აუცილებელია
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#20 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 19 October, 2010 - 13:15

მე მესმის შენი ტარიელ :)

უჩას ვურჩიოთ რომ შენს ლექციებს დაესწროს

უჩა,

ჩვენ ჩვენს ბლოგზე ახალი სტატიაა

წარმატების „ხუთი აბი“
ანუ, რას გვირჩევენ ბიზნესის გიგანტები – სტივ ჯობსი (Steve Jobs)
http://partisani.ge/...476#comment-182

აბა გაეცანი და შენი აზრი გვითხარი, რამდენად მისაღებია ქართული რეალობისთვის :)
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share