დაწერილია 20 October, 2010 - 10:30
მოგესალმებით ყველას, ყველას!
აკო, მაპატიე, მაგრამ ცოტა თემას გადავუხვიეთ მგონი. ან მე ვერ გავიგე რამე და მე მაპატიეთ, როგორც იტყვიან. შენ რასაც ამბობ, გეთანხმები, ქართული კომპანიების ლამის 99% სჭირს, ვგულისხმობ იმას, რომ მარკეტინგი მხოლოდ რეკლამა ჰგონიათ. რა თქმა უნდა მარკეტინგი მხოლოდ რეკლამა და მომხმარებელთან კომუნიკაცია არ არის, მე პირადად მას რამოდენიმე სტადიად ვყოფ და ვფიქრობ, რომ არც ვცდები. კომპანიას ზუსტად უნდა ჰქონდეს გათვლილი, რა ბაზარზე მოღვაწეობს, რა სეგმენტზე გადის და როგორ მიიტანოს ეს მომხამრებლამდე. მარტო მიტანაც არ შველი, თუ შემდეგ მომხმარებლის შენარჩუნებასა და მუდმივ კომუნიკაციაზე, ე.წ ლოალურობაზე არ იმუშავა. მოკლედ აქ არ განვავრცობ.
პარტიზანული მარკეტინგი ამ შემთხვევაში, არის კომუნიკაციის არატრადიციული მეთოდი, სწორედ იმ პირობებში, როდესაც კომპანიას გათვლილი და მოგვარებული აქვს ის სტრატეგიული ელემენტები, რომელზეც შენ საუბრობ. სხვა შემთხვევაში, ვერც ტრადიციული და ვერც არატრადიციული მეთოდი ვერ გიშველის.
კომუნიკაციის პარტიზანული მეთოდი საქართველოსი აქტუალური უნდა იყოს, რადგან ინფორმაციის მირების დონე საკმაოდ გაიზარდა, დღეში დაახლოებით 2000–მდე მესიჯს ვღებულობთ, აქედან კი მეხსიერებას მხოლოდ 10% –ღა ახსენდება. ხშირია, ტელევიზიის გადართვა სხვა არხზე, როდესაც რეკლამა მიმდინარეობს, არ ვაკვირდებით ბილბორდებს, მაშ როგორღა მივიტანოთ ჩვენი სათქმელი მომხმარებლამდე? – აშკარად რაღაც ახალი გვჭირდება, თანაც ინტერნეტსი მომხმარებლის აქტიურობა კი არ ორგამგდება სამმაგდება დღითიდღე. ბაგრამ არც ელექტრო ბანერებს აქვთ დიდი დატვირთვა.
ავღნიშნავ იმასაც, რომ მოთხოვნა დამკვეთებისგან (კომპანიების მხრიდან) არც ისე მაღალია, შესაბამისად სტამბებიც და სხვა დამხმარე მომწოდებლებიც არ არიან მზად ორიგინალური პროდუქტის დასამზადებლად. მგონი დროა, დავიწყოთ ფიქრი, მსგავსი პრობლემების მოგვარებაზე.
ნუ, ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა.
შალვა, ვნახე ქეისი. ცოტა არ იყოს, გამიჭირდა პასუხის გაცემა კითხვებზე. გამოვიყენებდი თუ არა? როგორ მიირებდა საზოგადოება?– მე მგონი ეროტიულობა ქეისში აღწერილი მაგალითის მსგავსად, საქართველოსი არ გაამართლებდა ჯერჯერობით. მაგრამ უფრო მსუბუქი ფორმებით –კი. რისი თქმა მინდა, ქართველი ქალი რინგზე– მეეჭვება ქართულმა საზოგადოებამ დადებიტად მიიღოს და მოწონება დაიმსახუროს. აი, თუ უკრაინელი ან რუსი იქნებაა? –– ხოო, მაშინ კიი...