გამარჯობათ, დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის და უკაცრავად პასუხის დაგვიანებისათვის.
ბატონო შალვა; ალბათ სწორად ვერ ჩამოვაყალიბე;, ადრე გვყავდა სარეკლამო აგენტები, რომლებსაც ჩვენს მაღაზიებში მოჰყავდათ კლიენტი, და ამაში იღებდნენ საკომისიოს, წინასწარ დათქმული და გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ეხლა ვემსახურებით ძირითადად წვრილ და საშუალო ბიზნესს და ეგ სქემა ნამდვილად არ გვაწყობს, რადგან სარეკლამო აგენტს ხშირად მოჰყავდა ერთი ოჯახის წევრები, მეზობლები, და ამაში სისტემატიურად იღებდა საკომისიოს. იყო ისეთი სიტუაციებიც , როდესაც ერთი და იგივე პიროვნებას მოჰყვებოდა რამოდენიმეჯერ და იმის მაგივრად, რომ ჩვენ ის პიროვნება წაგვეხალისებინა იძულებული ვიყავით სარეკლამო აგენტისთვის გვეხადა საკომისიო. ეხლა გვინდა ერთხელ გადავიხდოთ თუ რეკომენდაციას გაგვიწევენ ამა თუ იმ ფირმასთან, მერე უკვე ჩვენი მომსახურების ხარისხზე იქნება დამოკიდებული იმ კლიენტის შენარჩუნება, რაც დამეთანხმებით არ არის ადვილი.
ბატონმა ტარიელმა ახსენა ატკატი, სწორედ მაგ ატკატზე ვსაუბრობდი, როდესაც ვირთხებზე მქონდა საუბარი. კატეგორიულად ვაცხადებ არ გადავუხდით საკომისიოს იმ ფირმის თანამშრომელს, რომელსაც ვემსახურებით.
Medea Tskhvariashvili
ციტატა
მე რამდენადაც მივხვდი, საუბარია ასეთ სიტუაციაზე: თუკი მე, კომპანია X, გავუწევ რეკომენდაციას და თქვენს კლიენტად ვაქცევ კომპანია Y-ს, ამისათვის მივიღებ გასამრჯელოს.
ქალბატონო მედეა აგაშენათ ღმერთმა

სწორედ მაგაზე მაქვს საუბარი.
ციტატა
რაც შეეხება იმას, რომ Y კომპანიამ იცოდეს საშუამავლო ანაზღაურების შესახებ - ამის აუცილებლობას, გამოგიტყდებით და, ვერ ვხედავ; თუნდაც იმიტომ, რომ შეიძლება ჩათვალოს X კომპანია ამას საკომისიოს გამო აკეთებს და სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვს ან შეიძლება არც მოწონს მიღებული მომსახურება; ხოლო X კომპანია უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ იმიჯს და დამკვეთს რეალური ინფორმაცია მიაწოდოს მომსახურების ხარისხის შესახებ...
კი, მართალი ბრძანდებით.