ნახტომი





- - - - -

სარეკლამო კომპანიები /მარკეტინგის მენეჯერები


გამოხმაურებათა რაოდენობა: 20

#1 Khatuna Noniashvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 83 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 November, 2010 - 21:56

მოგესალმებით, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, განსაკუთრებით სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებისა და მარკეტინგის მენეჯერების.

ის რაც დღეს აღმოვაჩინე, პირადა ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. . .

ანუ როგორ შოულობენ სარეკლამო კომპანიები კლიენტებს, კომპანიის მარკეტოლოგები კი დამატებით შემოსავალს,

როგორ და, აი:

სარეკლამო კომპანია X-ის წარმომადგენელი მიდის კომპანია Y-თან და მის მარკეტინგის მენეჯერს ეუბნება, ისარგებლე X სარეკლამოთი და ამაში ფულს გადაგიხდითოოო, რა თქმა უნდა, Y კომპანიის გენ.მენეჯერი ამ დროს წყნარად ზის და მარკეტინგის მენეჯერის პატიოსნებაში ეჭვი არ ეპარება . . . . . .

უდიდესი ბოდიში იმ მარკეტოლოგებსა და სარეკლამო სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომლებსაც ეს არ გეხებათ, ვიცი ძალიაან ბევრნი იქნებით აქ ასეთები და ამიტომ მართლა ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ცუდად არ მიიღოთ ჩემი პოსტი :)

უბრალოდ, მაინტერესებს ამის შესახებ რამე იცით თუ არა?

ჩემი ზრით, თუ მართლა ასეთი რაღაც ხდება, ძალიან ცუდი ფაქტია :(

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 30 November, 2010 - 22:20

აქ ახალი არაფერია ... ასეც ხდება ...
თუმცა ყველა ერთნაირად არ მუშაობს ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#3 Khatuna Noniashvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 83 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 November, 2010 - 22:28

ხოდა ცუდი ძალიან, ჩემი აზრით, განსაკუთრებით ცოდოა Y კომპანიის გენ.მენეჯერი, რომლის ნდობასაც ბოროტად იყენებენ!

რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ყველა ერთნაირად არ მუშაობს :)

#4 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 December, 2010 - 13:39

მტკივნეული თემაა, და არა მხოლოდ სარეკლამო სფეროში, ყველა მომსახურებაში შეიძლება გადავაწყდეთ მსგავს მოდელს... დაზარალებული, რათქმაუნდა, დამკვეთი კომპანიაა ყოველთვის :(

#5 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 04 December, 2010 - 00:04

ხათუნა დავიჯერეო აქამდე არ იცოდი? :)

ეგ ორ კომპანიაში "ვირთხების" არსებობით არის განპირობებული.
არ უნდა დაინდო ასეთი ადამიანები და კომპანიიდან ისე უნდა გააძეო, რომ სხვაგან ვეღარ იმუშაოს საერთოდ
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#6 Natia Karumashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 7 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 December, 2010 - 12:50

ბევრი სარეკლამო კომპანიის წარმომადგენელი მიკავშირდება მაგრამ მსგავსი შემთხვევა (ისარგებლე X სარეკლამოთი და ამაში ფულს გადაგიხდითოოო) არ მქონია.

#7 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 07 December, 2010 - 13:59

ნათია უცხოებთან ნაკლებად ხდება, ძირითადად ეს სქემა უკვე მუშა-პროცესებში იკვეთება :)
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#8 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 December, 2010 - 23:23

კი ამ სიტუაციაში ახალი არაფერია, მეთოდი აპრობირებულია და მუშაობს, თუ ეს ბიუჯეტის თანხებს ეხება იჭერენ და უნდა დაიჭირონ კიდეც. თუ კერძო კომპანიაა არავინ იჭერს, წესით კი მსგავს სიტუაციაშიც სასამართლო უნდა ერეოდეს. ამ სიტუაციაში ყველაზე ამორალური მაინც X კომპანიის გენ.მენეჯერი მგონია.
თემას რაც შეეხება; მსგავსი თემის გახსნა მინდოდა, ოღონდ :-t პირიქით, როგორ გავაკეთო, რომ ამან ყველაფერმა არ მიიღოს არაეთიკური ფორმა და სამართლებრივადაც იყოს გამართული? საუბარი არ არის რომელიმე კომპანიაში მომუშავე ვირთხაზე. ვირთხა ვირთხაა და მასთან ურთიერთობაც ვირთხების საქმეა. მე მაინტერესებს, რა ფორმით დავაინტერესო მესამე პირი. მირჩიეთ რამე. კაი ხნის წინ სარეკლამო აგენტები გვყავდა ბევრი, მაგრამ მაშინ კერძო სექტორზე ვმუშაობდით და ამაში ამორალურს ვერაფერს ვხედავ. ეხლა მაინტერესებს ეს ყველაფერი როგორ მოვარგო კორპორატიულ ბაზარს, ისე რომ ყველა იყოს კმაყოფილი :>:D<: . და დამკვეთისთვისაც ცნობილი იყოს, რომ შუამავალი პირი, ან კომპანია, იღებს საკომისიოს. წინასწარ მადლობთ.
კინაღამ დამავიწყდა; გამარჯობათ
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#9 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 14 December, 2010 - 22:28

მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე

მე მაინტერესებს, თუ რა იგულისხმეთ, როცა დაყავით "კერძო სექტორი" და "კორპორატიული ბაზარი".
კორპორატიულ ბაზარში ისედაც შედის "კერძო სექტორი" და ცოტა დავიბენი :)
რაც შეეხება კომუნიუკაციების ფორმებს, იქნებ ამოცანა უფრო ჩამოგვიყალიბოთ და შევეცდები რეკომენდაციები შემოგთავაზოთ.
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#10 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 December, 2010 - 01:08

ბატონო შალვა, ბატონო ალექსანდრე

მე რამდენადაც მივხვდი, საუბარია ასეთ სიტუაციაზე: თუკი მე, კომპანია X, გავუწევ რეკომენდაციას და თქვენს კლიენტად ვაქცევ კომპანია Y-ს, ამისათვის მივიღებ გასამრჯელოს.

მე მგონია თუ ეს შეთანხმება მიიღებს კონტრაქტის სახეს ამაში არაფერი ცუდი და დასაძრახი არ იქნება... კომპანია Y-ისთვის რა მნიშვნელობა აქვს სატელევიზიო რეკლამა მოიყვანს თქვენთან თუ რეალური პირი, რომელსაც უკვე აქვს თქვენთან თანამშრომლობის გამოცდილება? მგონი მეორე ვარიანტი უფრო საიმედოც კია...

რაც შეეხება იმას, რომ Y კომპანიამ იცოდეს საშუამავლო ანაზღაურების შესახებ - ამის აუცილებლობას, გამოგიტყდებით და, ვერ ვხედავ; თუნდაც იმიტომ, რომ შეიძლება ჩათვალოს X კომპანია ამას საკომისიოს გამო აკეთებს და სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვს ან შეიძლება არც მოწონს მიღებული მომსახურება; ხოლო X კომპანია უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ იმიჯს და დამკვეთს რეალური ინფორმაცია მიაწოდოს მომსახურების ხარისხის შესახებ...

#11 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 15 December, 2010 - 15:36

მედეა,

საუბარი იმაზეა რომ დავუშვათ მე [X კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი] რომ მივიდე ეხლა სარეკლამო კომაპნიასთან და შევთავაზო შემდეგი:
"მე დავიყოლიებ ჩემს კომპანიას შენთან კონტრაქტის გაფორმებაზე, შენ კი პირადად მე "ლევად" გადამიხადე რაღაც %"
ფორმა მრავალნაირი შეიძლება იყოს, ერთ-ერთი სახელი კი ასეთია - "ატკატი"
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#12 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 December, 2010 - 17:02

ბატონო ტარიელ,

"ლევად" გადახდილ თანხებს ნამდვილად ერთი სახელი აქვს; მე ამჯერად ბატონ ალექსანდრე ქარუმაშვილს ვუპასუხე - რატომ არ შეიძლება წაახალისო ადამიანი/კომპანია, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროს? ასე თუ მივუდექით ნებისმიერი სახის ქსელური მარკეტინგი ამორალური გამოვა. მითუმეტეს, კონტრაქტით შეთავაზებული საკომისიო მეეჭვება რომ "ატკატის" მასშტაბებს გაუტოლდეს...

მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში სამივე მხარე მოგებულია, რადგან "შემსრულებელი" იღებს კლიენტს, კლიენტი იღებს მომსახურებას რომელიც ჭირდება, ხოლო რეკომენდაციის გამწევი მცირეოდენ წახალისებას

#13 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 December, 2010 - 22:32

გამარჯობათ, დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის და უკაცრავად პასუხის დაგვიანებისათვის.
ბატონო შალვა; ალბათ სწორად ვერ ჩამოვაყალიბე;, ადრე გვყავდა სარეკლამო აგენტები, რომლებსაც ჩვენს მაღაზიებში მოჰყავდათ კლიენტი, და ამაში იღებდნენ საკომისიოს, წინასწარ დათქმული და გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ეხლა ვემსახურებით ძირითადად წვრილ და საშუალო ბიზნესს და ეგ სქემა ნამდვილად არ გვაწყობს, რადგან სარეკლამო აგენტს ხშირად მოჰყავდა ერთი ოჯახის წევრები, მეზობლები, და ამაში სისტემატიურად იღებდა საკომისიოს. იყო ისეთი სიტუაციებიც , როდესაც ერთი და იგივე პიროვნებას მოჰყვებოდა რამოდენიმეჯერ და იმის მაგივრად, რომ ჩვენ ის პიროვნება წაგვეხალისებინა იძულებული ვიყავით სარეკლამო აგენტისთვის გვეხადა საკომისიო. ეხლა გვინდა ერთხელ გადავიხდოთ თუ რეკომენდაციას გაგვიწევენ ამა თუ იმ ფირმასთან, მერე უკვე ჩვენი მომსახურების ხარისხზე იქნება დამოკიდებული იმ კლიენტის შენარჩუნება, რაც დამეთანხმებით არ არის ადვილი.
ბატონმა ტარიელმა ახსენა ატკატი, სწორედ მაგ ატკატზე ვსაუბრობდი, როდესაც ვირთხებზე მქონდა საუბარი. კატეგორიულად ვაცხადებ არ გადავუხდით საკომისიოს იმ ფირმის თანამშრომელს, რომელსაც ვემსახურებით.

Medea Tskhvariashvili

ციტატა

მე რამდენადაც მივხვდი, საუბარია ასეთ სიტუაციაზე: თუკი მე, კომპანია X, გავუწევ რეკომენდაციას და თქვენს კლიენტად ვაქცევ კომპანია Y-ს, ამისათვის მივიღებ გასამრჯელოს.

ქალბატონო მედეა აგაშენათ ღმერთმა :$-): სწორედ მაგაზე მაქვს საუბარი.

ციტატა

რაც შეეხება იმას, რომ Y კომპანიამ იცოდეს საშუამავლო ანაზღაურების შესახებ - ამის აუცილებლობას, გამოგიტყდებით და, ვერ ვხედავ; თუნდაც იმიტომ, რომ შეიძლება ჩათვალოს X კომპანია ამას საკომისიოს გამო აკეთებს და სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვს ან შეიძლება არც მოწონს მიღებული მომსახურება; ხოლო X კომპანია უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ იმიჯს და დამკვეთს რეალური ინფორმაცია მიაწოდოს მომსახურების ხარისხის შესახებ...

კი, მართალი ბრძანდებით.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#14 Zviad Kamkamidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 49 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 December, 2010 - 21:28

მე პირადა სარეკლამო მაქვს,
და მქონია მსგავსი შემთხვევა და დღესაც ვემსახურები მსგავს კლიენტს
მაგრამ აქ არის ერთი მომენტი ეს ადამიანი არ უნდა "გაღორდეს" მის კომპანიას სარეკლამო მომსახურეობაში იმდენს არასოდეს გადავახდევინებ რაც ზოგად ფასზე რადიკალურად მეტი იქნება,
რადგან საბოლოოდ ისევ ჩემი კომპანიის ცუდი პიარი შეიძლება მოყვეს ამას.

ასე რომ თუ მე ჩემ მოგებას ამ ადამინს გავუყოფ და ეს ფასი სბაზრო ფას არ აცდება. ამით არაფერი არ შავდება არცეთი მხარისთვის.

მგონი გამიგეთ რისი თქმაც მინდა

#15 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 December, 2010 - 00:35

იმ ადამიანს თუ ის ხელფასს იღებს უკვე უყოფს მოგებას თავისი კომპანია. თქვენ კომპანია პრომოუტერის დირექტორი ბრძანდებით, მაინტერესებს; თქვენ, თქვენს კომპანიაში ისურვებდით მასეთ "არაღორ" თანამშრომელს?
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#16 Zviad Kamkamidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 49 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 December, 2010 - 11:36

იხილე გამოხმაურებაAlexander Qarumashvili, 22 December, 2010 - 00:35 -ში, განაცხადა:

იმ ადამიანს თუ ის ხელფასს იღებს უკვე უყოფს მოგებას თავისი კომპანია. თქვენ კომპანია პრომოუტერის დირექტორი ბრძანდებით, მაინტერესებს; თქვენ, თქვენს კომპანიაში ისურვებდით მასეთ "არაღორ" თანამშრომელს?


ბატო ალექსანდრე, თუ ეს კომპანიის ბიუჯეტს ზიანს არ აყენებს პრობლემა არ არის,
მოდი ერთს გკითხავთ თავად არ რომ აღმოჩნდეთ ”არაღორ” ადმიანის პოზიციაში?
უარს იტყოდი დამტებით შემოსავალზე?

#17 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 22 December, 2010 - 13:53

კორუფციაა მაი, სხვა არაფერი :)
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#18 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 December, 2010 - 22:23

George Chkhikvishvili

ციტატა

კორუფციაა მაი, სხვა არაფერი

გეთანხმებით.

Zviad Kamkamidze

ციტატა

მოდი ერთს გკითხავთ თავად არ რომ აღმოჩნდეთ ”არაღორ” ადმიანის პოზიციაში?

უკომენტაროდ
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#19 Zviad Kamkamidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 49 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 December, 2010 - 05:37

იხილე გამოხმაურებაGeorge Chkhikvishvili, 22 December, 2010 - 13:53 -ში, განაცხადა:

კორუფციაა მაი, სხვა არაფერი :)


არ ვიცოდე მაინც როგორ ქვეყანაში ვცხოვრობ, ))
მე ვამთავრებ ბატონებო კამათს ამ თემაზე

#20 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 29 March, 2011 - 08:28

თემას არასწორი სათაური აქვს, ამ კონფერენციაზე კი ბევრი ადამიანი შემოდის და არ შეიძლება მათ ეგონოთ, რომ მარკეტინგში მომუშავე ყველა ადამიანი ამითაა დაკავებული, "ატკატზე" მუშაობა არა მარტო მარკეტინგში, იტ-შიც ხდება, ლოჯისტიკაშიც, დირექტორებიც კი მუშაობენ როცა ისინი აქციონერების მიერ არიან დანიშნულნი, შესაბამისად არ შეიძლება მარკეტინგს მივაწეროთ ყველაფრი, "მარკეტოლოგობა" ხალხის და ბევრი ღირსეული ადამიანის პოზიციაა შესაბამისად ვირთხაზე თუ გაქვთ საუბარი ისაუბრეთ ვირთხაზე და არა მხოლოდ მარკეტოლოგებზე , რომლებიც ამას აკეთებენ. ისედაც ფლაერის მბეჭდავი და გაყიდვების აგენტი გონიათ მარკეტოლოგი და არ შეიძლება ასე პირდაპირ იარლიყის აკვრა ;)

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"




1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share