ნახტომი

გთხოვთ შეაფასოთ

გამოხმაურებათა რაოდენობა: 10

#1 Alexander Qarumashvili

L2: კვალიფიცირებული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 December, 2010 - 20:31

ვაპირებთ ახალი ვებ გვერდის გაშვებას, გთხოვთ მიგვანიშნოთ რა არ მოგწონთ

აი ვებიც www.ankshop.com
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#2 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 23 December, 2010 - 14:12

ეგ საიტი, რა მდგომარეობაშიც ეხლაა, რეკლამაზე მეტად ანტირეკლამას გაგიწევთ. დამწყები პროგრამისტის საშინაო დავალებას უფრო გაქვს ვიდრე კომერციულ პროდუქტს... პირველ რიგში შეამცირეთ შრიფტები.
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#3 Alexander Qarumashvili

L2: კვალიფიცირებული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 December, 2010 - 21:59

გამარჯობა გიორგი

ციტატა

ეგ საიტი, რა მდგომარეობაშიც ეხლაა, რეკლამაზე მეტად ანტირეკლამას გაგიწევთ.

მგონი მაგას ნელ-ნელა მეც ვხვდები :|
შრიფტების შემცირება, ვერ გავიგე რას გულისხმობ. თავფურცელი შეიცვლება. სხვა შრიფტები მგონი არც ისე დიდია, ამის გარდა იმდენი პრობლემა აქვს კიდევ, რომ ჩამოთვლაც კი მეზარება.
1) ვერ პოულობს ვერც-ერთი საძიებო სისტემა.
2) ფაქტიურად ვიქირავეთ საიტი და შევავსეთ ბაზები, სამართავი პანელი ზედმეტად მარტივი აქვს და ვინც მაგ სისტემას აქირავებს როგორც გაირკვა არ გვაძლევს ადმინის სრულ უფლებებს.
3) საძიები სისტემების ბოტები (შეიძლება სახელი მეშლება) თურმე თავისით ვერ პოულობენ და ყველგან სათითაოდ არის დასარეგისტრირებელი.
4) რაიმე ფლეშ ბანერსა და რეკლამის განთავსებაზე საუბარი ზედმეტია.
კიდევ ბევრი რამ არის რაც ეხლა არ მახსენდება.
რა აქვს პლიუსი;
კარგად მუშაობს სასაწყობო მარაგების და შეკვეთების მონიტორინგი.
სამართავად არის ძალიან ადვილი.
შენახვა ჯდება იაფი.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#4 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 24 December, 2010 - 00:18

იხილე გამოხმაურებაAlexander Qarumashvili, 23 December, 2010 - 21:59 -ში, განაცხადა:

გამარჯობა გიორგი

მგონი მაგას ნელ-ნელა მეც ვხვდები :|
შრიფტების შემცირება, ვერ გავიგე რას გულისხმობ. თავფურცელი შეიცვლება. სხვა შრიფტები მგონი არც ისე დიდია, ამის გარდა იმდენი პრობლემა აქვს კიდევ, რომ ჩამოთვლაც კი მეზარება.
1) ვერ პოულობს ვერც-ერთი საძიებო სისტემა.
2) ფაქტიურად ვიქირავეთ საიტი და შევავსეთ ბაზები, სამართავი პანელი ზედმეტად მარტივი აქვს და ვინც მაგ სისტემას აქირავებს როგორც გაირკვა არ გვაძლევს ადმინის სრულ უფლებებს.
3) საძიები სისტემების ბოტები (შეიძლება სახელი მეშლება) თურმე თავისით ვერ პოულობენ და ყველგან სათითაოდ არის დასარეგისტრირებელი.
4) რაიმე ფლეშ ბანერსა და რეკლამის განთავსებაზე საუბარი ზედმეტია.
კიდევ ბევრი რამ არის რაც ეხლა არ მახსენდება.
რა აქვს პლიუსი;
კარგად მუშაობს სასაწყობო მარაგების და შეკვეთების მონიტორინგი.
სამართავად არის ძალიან ადვილი.
შენახვა ჯდება იაფი.

კი თავფურცელზეა დასპატარავებელი, ასევე "ინფორმაცია" ბლოკში. ზომაზე დიდი შრიფტი სოლიდურობის შეგრძნებას სპობს ჩანასახშივე. კლიენტს თუ დასჭირდება შრიფტს თავისით გაზრდის ბრაუზერის საშუალებით. საერთოდ მიხედეთ თავფურცელს სერიოზულად (ვგულისხმობ ვიზუალურად). ეგ უქმნის თქვენს კომპანიას იმიჯს: "ერთი საიტი ვერ გააკეთეს და რაზე აქვთ პრეტენზია" რომ არ თქვას კლიენტმა.

ეხლა საკითხები:

1. დროთა განმავლობაში იპოვის აუცილებლად, შეეცადეთ რამე რეიტინგულ საიტებზე დადოთ ლინკები თქვენი საიტისკენ, ეს დაეხმარება;
2. ეგ ნორმალური პრაქტიკაა იმათთვის ვისაც არ უნდა საიტში ერთბაშად დიდი ფულის დახარჯვა;
3. არეგისტრირე არ არეგისტრირე განსხვავება დიდი არ იქნება, მთავარია ქონტენტი იცვლებოდეს ხშირად და ბევრი შემავალი ლინკი იყოს, პოვნით როგორც ვთქვი მაინც იპოვიან;

სასაწყობე მარაგები და შეკვეთების მონიტორინგი კარგია, მარა რაში გჭირდებათ? ინტერნეტით რომ ვინმე უკვეთავდეს ორგ-ტექნიკას ქართულ საიტებს, ალტას და PCShop.ge-ს ვერავინ დაასწრებდა - არც ერთს არ აქვს ონლაინ გადახდები ნორმალურად რეალიზებული. მაგეთი ტიპის საიტებს კლიენტი ძირითადად იყენებს როგორც ონლაინ პრაის ლისტს. ანუ საიტზე უნდა იყოს აქტუალური ინფორმაცია და რაც შეიძლება მარტივად ძებნადი, ანუ ეს თავის მხრივ გულისხმობს:

ა) ძებნის სიტემა იყოს კარგად გამართული, ეძებდეს ლათინური და სასურველია ქართული შრიფტითაც
ბ) არ არის საჭირო ძებნის რეზულტატში პროდუქტების გამოტანა სურათებით. სურათი უნდა იყოს როცა პროდუქტს დაკლიკავ მერე. პირველი მე მაინტერესებს სია სადაც შევადარებ ფასს და მოდელს და მერე როცა მეტი ინფორმაცია დამჭირდება უკვე სურათი და დეტალური მახასიათებელი. ბევრი სურათი უფრო ინფორმაციის აღქმას მირთულებს ვიდრე მეხმარება.

რედაქტორი George Chkhikvishvili, 24 December, 2010 - 00:26.

Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#5 Alexander Qarumashvili

L2: კვალიფიცირებული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 December, 2010 - 03:18

გიორგი მადლობა,
კი შრიფტებს გატეული აქვთ და დიზაინი საერთოდ შესაცვლელია.
ეს საიტი კომპ ტექნიკის გასაყიდად არ არის, უფრო სახარჯი მასალების და საკანცელარიო ნივთებისთვის.
საძიებო სისტემა სახარჯ მასალებში (კარტრიჯებში) კარგად მუშაობს. მომხმარებელმა შეიძლება არ იცოდეს რომელი კარტრიჯი სჭირდება, მაგრამ რომელი პრინტერი უდგას ეგ იცის და იმის მიხედვით შეუძლია დაადგინოს კარტრიჯი.
საკანცელარიო ნივთებს რაც შეეხება იქ დიდი გაურკვევლობაა და ამიტომ აქცენტი უფრო სურათებზე გავაკეთეთ.
კომპ. ტექნიკის პრაისი პრობლემა არ არის ჩამოსატვირთ ვერსიასაც დავდებთ, ვინც იცის რა უნდა ეს უფრო მოსახერხებელია ვიდრე სურათები.
საკანცელარიო ნივთებს კი სურათებს დავუმატებთ.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#6 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 24 December, 2010 - 12:40

ონლაინ ფრაის ლისტში ვიგულისხმე ონლაინ კატალოგი, ანუ დავუშვათ ვიზიტორმა დაკლიკა კატეგორია, მაგალითად ჰარდ დისკები. ამის შემდეგ საიტმა უნდა ჩამოყაროს სია (!) სადაც მე უცებ ვიპოვი (საძიებო ველში ტექსტის აკრეფის გარეშე) მოდელს (ძირითად მახასიათებელს, მაგ ზომას, ან ქართრიჯების შემთხვევაში პრინტერის მოდელ(ებ)ს) და შევადარებ ფასებს. სურათები ამ დროს უფრო ხელს შემიშლის.

საერთოდ საიტს რომ გადავხედე დამრჩა სემპლის შთაბეჭდილება, და აი რატომ. აშკარად ატარებს დასავლური დიდი ონლაინ კატალოგების სტერეოტიპებს (ანუ გაკეთებული მიბაძვით და კომპანიის მიერ ვინც ბევრს ყიდის ასეთ პროგრამებს), რაც პატარა და ქართულ კატალოგისთვის ოპტიმალური არ არის. აქ მარჯვენა ხელის წესი არის ის, რომ არ უნდა იყოს გადატვირთული. ამაზონს რომ ტვირთავენ იქ სხვა შემთხვევაა. 12 წელია მუშაობს და ყავს ერთგული კლიენტი. თქვენ ჯერ ეს გზა გასავლელი გაქვთ. პირველი რითიც მიიზადავთ კლიენტს არის ინფორმაციის მოძიების სიმარტივე და არაგადატვირთული ვიზუალი, თავის თავად :)

დაბოლოს, მინიმუმამდე შეამცირეთ ტექსტი რომელიც ჩანს ძიების რეზულტატში, პროდუქტების ქვევით. მაგალითად დავაკლიკე ჭავლურ პრინტერებს, ყველა პრინტერს სახელში უწერია ჭავლური პრინტერი ესა და ეს. ისედაც ვიცი რომ ჭავლურია, მით უმეტეს ქვევით აწერია DescJet, რა საჭიროა 12-ჯერ ამ სიტყვის გამეორება? მეორე მაგალითი: სალაროს ყუთი მეტ. დიდი, საკეტით,Eag-8878L,300X217X100მმ (F) 388782 , აუცილებელი არ არის დეტალური ზომების მითითება სათაურში. ეს უნდა გამოჩნდეს როცა იუზერი პროდუქტს დაკლიკავს. სათაურში სიტყვა დიდი (საშუალო/პატარა) უკვე საკმარისია.
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#7 Tariel Zivzivadze

L8: პროფესიონალი

• Members
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 24 December, 2010 - 22:43

ეს ის საიტია დაახლოებით 1.5 წლის წინ რომ ვისაუბრეთ?
და ამაზე ამ ხნის განმავლობაში მუშაობდით?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#8 Alexander Qarumashvili

L2: კვალიფიცირებული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 December, 2010 - 00:16

George Chkhikvishvili

ციტატა

ონლაინ ფრაის ლისტში ვიგულისხმე ონლაინ კატალოგი, ანუ დავუშვათ ვიზიტორმა დაკლიკა კატეგორია, მაგალითად ჰარდ დისკები. ამის შემდეგ საიტმა უნდა ჩამოყაროს სია (!) სადაც მე უცებ ვიპოვი (საძიებო ველში ტექსტის აკრეფის გარეშე) მოდელს (ძირითად მახასიათებელს, მაგ ზომას, ან ქართრიჯების შემთხვევაში პრინტერის მოდელ(ებ)ს) და შევადარებ ფასებს. სურათები ამ დროს უფრო ხელს შემიშლის.

გიორგი ამის საშუალებას არ გვაძლევს პროგრამა. კაი კი იქნებოდა
საძიებო სისტემა დიდად არ ბრწყინავს. წინ იმიტომ მივუწერეთ დასახელებები, რომ ადმინის პანელში საქონლის არჩევა კატეგორიების მიხედვით ვერ ხერხდება, მხოლოდ დასახელებებს ეძებს, ამიტომ იგივე ჭავლური პრინტერების კატეგორიაში რომელიმე საქონელზე ცვლილება რომ გვინდა, რომ არა ის წინა მინაწერი მთელი ბაზა უნდა ვფურცლოთ.
Eag-8878L,300X217X100მმ (F) 388782
ასეთი სისულეები იმიტომ აქვს, რომ შესყიდვის შემთხვევაში მოგვდის მხოლოდ დასახელება, რომ ამან და ამან, ამდენი და ამდენი, ესა და ეს შეიძინაო. ამიტომ კომპ.ტექნიკას პარტ.ნომრები მივუწერეთ და რაც მთავარია საკანცელარიო საქონელს (ეს საერთოდ ჭკუაზე გადაგიყვანს ადამიანს) შტრიხკოდები. დღეს სამი შეკვეთა შემოვიდა საკანცელარიოზე და რომ არა ეგ შტრიხკოდები შეუძლებელი იქნებოდა მათი მოძიება და შესრულება.

ციტატა

საერთოდ საიტს რომ გადავხედე დამრჩა სემპლის შთაბეჭდილება,

კი მასეა მაგრამ ვერაფერს ვცვლით ეს არის გადმოქართულებული
გიორგი დიდი მადლობა დახმარებისთვის. თუ გეცლება მერე კიდევ გადახედე.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#9 Alexander Qarumashvili

L2: კვალიფიცირებული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 December, 2010 - 01:22

Tariel Zivzivadze

ციტატა

ეს ის საიტია დაახლოებით 1.5 წლის წინ რომ ვისაუბრეთ?
და ამაზე ამ ხნის განმავლობაში მუშაობდით?

ტარიელ გამარჯობა, მაშინ არაკომერციულ პროექტზე იყო საუბარი, სამწუხაროდ ვერ გავქაჩეთ. თუმცა დღესაც მიტრიალებს ეგ იდეა. სამწუხარო ის იყო, რომ იმ პორტალისთვის, რომელიც სრულიად არაკომერციული უნდა ყოფილიყო და ბევრი (წესით არაკომერციული) ორგანიზაციის ერთობლივ თანამშრომლობას მოითხოვდა თანხები მოითხოვეს და თან საკმაოდ დიდი. საერთოდ მაგ თემაზე არ მინდა საუბარი. ეგ ცალკე თემაა და ბევრი არასასიამოვნო, მეტიც უნამუსო სიტუაცია შემიძლია ავღწერო. მე არ მაქვ საუბარი პერსონალზე, რომელიც უნდა დაკავებულიყო იმ საიტის მომზადებით და მართვით, თანხებს ითხოვდნენ ორგანიზაციები, რომლების მოვალეობაც არის და ფინანსდებიან კიდეც იმ სამუშაოს შესრულებისთვის. მეტიც კომერციული ორგანიზაციები, რომელთა დახმარებაც გვჭირდებოდა თავიაანთ დახმარებას მიზერულ ფასად გვთავაზობდნენ, არაკომერციულებს კი "მოშნად" ქონდათ გატეული. იგივე პროგრამისტები, ითხოვდნენ მინიმუმის მინიმუმს კოლოსალური სამუშაოს შესრულებისთვის, ყველას დიდი მადლობა, მათ შორის ჩვენი კონფერენციის წევრს გიორგი ქერეჭაშვილს. თქვენც დიდი მადლობა, რომ კონსულტაციისა და დახმარებისთვის მზად იყავით. უბრალოდ არ გახსოვთ, რომ ის პროექტი არაკომერციული იყო. დიდი ხანი გავიდა. ამასთანავე აქედანაც მინდა მოვუბოდიშო, იმ რამოდენიმე სკოლას, რომლების საწყის ეტაპზე დავაკავეთ იმ პროექტით და მოგვაწოდეს მასალები.
ამ საიტის ისტორია კი ორი კვირის წინ დაიწყო.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#10 Tariel Zivzivadze

L8: პროფესიონალი

• Members
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 25 December, 2010 - 14:39

რამოდენიმე ნიუანსი, რაც არ მომწონს საიტზე?

1. დიზაინი არ მომწონს.
2. ფონტებში დიდი არეულობაა.
3. ლოგო დიდი ხანია შესაცვლელია.
4. სტრატეგიას ვერ ვხედავ თუ როგორ უნდა გაშოვნინოთ საიტმა ფული ...
5. SEO კუთხით სერიოზული სამუშაოა, როგორც onpage ასევე offpage

6. სლოგანში - "Lets do IT better" ვხედავ კოპირებულ იდეას
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#11 Shako Baxia

დამწყები

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამა
• 30 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 April, 2011 - 21:40

ლოგოა შეაცვლელი ძალიან "ჩაინიკის" გაკეთებულს გავს და ძალიან სადაა დიზაინი ეს ორია მთავარი რაც მე შევნიშნე :)

1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share