ნახტომი





- - - - -

რა ვქნა?


გამოხმაურებათა რაოდენობა: 10

#1 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 January, 2011 - 16:28

გამარჯობათ.
მოკლედ;
49 457 ფეისბუქის მომხმარებელი, რომელთაგან 95% საქართველოდანაა. (4 თვეა აღარ გვიზრუნია მათ დამატებაზე)
102 000 საფოსტო მისამართი რომელთაგან 80% საქართველოდანაა (1 წელია ბაზები არ გაგვიახლებია, არ დაგვიმატებია და არც სპამი გაგვიშვია, 1 წლის წინ მისამართების 65% მუშაობდა, შეიძლება მეტიც, უბრალოდ 65%–იდან მოგვივიდა ბოლო სარეკლამო წერილის მიღების რეპორტი).
20 000 თვითერის მომხმარებელი 95% არა საქართველოდან. (ეს დიდად არ მუშაობს, მაგრამ მათი გაზრდა ყველაზე ადვილი საქმეა).
მოკლედ ერთი კაი საარჩევნო კამპანიის ჩატარება შეგვიძლია : )) ეს ხუმრობით.
ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ჩვენს კომპანიას. აქ არ არის სრული ჩამონათვალი რისი დამატებაც შეიძლება, იგივე ვები და მისი სეო (შეგვიძლია მოვიწვიოთ სპეციალისტები). ინტერნეტ რადიო, ტელევიზია, ლოტო. და კიდევ უამრავი...
სიმართლე გითხრათ მოგვწყინდა მარტო ერთ კომპანიაზე მუშაობა და გვინდა სარეკლამო სერვისის სხვისთვისაც შეთავაზება. ამიტომ გადავწყვიტეთ ახალი კომპანიის ჩამოყალიბება, რომელიც მხოლოდ ინტერნეტ რეკლამაზე იქნება ორიენტირებული.
გვჭირდება თქვენი რჩევა და თუ დაგაინტერესებთ პარტნიორობაც. ჩვენ არ ვართ მარკეტოლოგები და ამიტომ ხშირად ბევრ შეცდომებს ვუშვებთ.
სავარაუდო სახელები;
Social Network Advertising Group
SNAG
United Advertising internet Group
UAIG
United Internet PR Group
UIPG
Georgia Internet PR Group
GIPG
Internet PR Group
IPG

Georgian Internet PR Group
GIPG
Internet PR in Georgia
IPiG
Advertising group social Networks
AGSN
ეს მხოლოდ სამუშაო ვერსიებია. მე რომელიც გავამუქე ის მომწონს, მაგრამ ისევ განვმეორდები და ვიტყვი; ჩვენ არ ვართ მარკეტოლოგები ამიტომ მარტო ჩვენ ამას ვერ გავქაჩავთ.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#2 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 24 January, 2011 - 23:21

ალექსანდრე ცოტა ვერ მივხდი, გვერდზე 14 -15 ათასი მომხამრებელია, და რას გულისხმობთ ზემოთ მოყვანილ ციფრებში? ან როგორ იღებთ ამ ჯამობრივ რიცხვს?
გმადლობთ

#3 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 January, 2011 - 17:54

ნინა გამარჯობა
გვერდზე კი მასეა 15 000 მდეა მომხმარებელი, მაგრამ იმ გვერდზე მხოლოდ იმ ექუნთებიდან მიდის მოწვევა, რომლებიც ANK-სია. თუმცა მარტო მაგ ექაუნთებს ჰყავს 37 000- მდე მეგობარი იხილე ეს ღონისძიება აქ მარტო ANK-ს ექაუნტებიდან არის მოწვევა გაგზავნილი. არის კიდევ ექაუნთები, რომელთაც არ ვიყენებთ. იმ ექაუნთებზე მეგობრების რიცხვი შეადგენს 12 500- სს, დაახლოებით. საიდან მოვიტანე ეგ ზუსტი ციფრი? დეკემბრის დასაწყისში გავაკეთე სატესტო ღონისძიება. ერთ-ერთი გვერდიდან (მაპატიეთ გვერდს და ღონისძიებას, რომ ვერ გისახელებთ) მოწვევა იყო ერთ ერთ თეატრში, ერთ-ერთ სპექტაკლზე. იმ ღონისძიებაში გამოვიყენე ყველა ექაუნთი და მიჩვენა ის ციფრი, რომელიც ზემოთ მივუთითე. მას მერე 2 თვე გავიდა და ეგ ციფრი კიდევ გაიზრდებოდა. ფბ სისტემატიურად იცვლება და ყველაფერი იქითკენ მიჰყავს, რომ ყველაფერში ფული იყოს გადასახადი, ნუ ეს მასეც უნდა იყოს. დავუშვათ თქვენ აკეთებთ რაიმე ღონისძიებას და გსურთ მისი რეკლამირება. დღეს კლიკის ფასი, მომხმარებლისთვის საქართველოდან არის 3 ცენტი (ახალი წლებისთვის იყო 7-8 ცენტი)ეხლა გაიაფდა. (თუ მარტო ამერიკელ მოქალაქეებს აირჩევ მინიმუმ 3$) ამდენად 50 000 კლიკი დაგიჯდებათ საქართველოს მოქალაქეებისთვის 1500$. ამისთანა მოწვევების გაგზავნა, პოსტების გამოქვეყნება, სიახლეების დამატება,სხვა სოც ქსელების, ბლოგების და ვებ გვერდების მიბმა,სარეკლამო ჩანაწერების კეთება და გაზიარება შეგიძლია აკეთო სანამ არ დაიღლები.
ეს ყველაფერი დღეს უფრო აქტუალური ხდება, რადგან დღეს უკვე აღარ შეგიძლიათ გვერდზე ხალხის დაპატიჟება, თუ გვერდის ადმინისტრატორი არ ხართ. არ შეგიძლიათ ივენთზე უამრავი ხალხის მოწვევა იგივე მიზეზის გამო. და კიდევ უამრავი ისეთი ცვლილებაა ამ პორტალზე, რომელთა განხილვაც შორს წაგვიყვანს. მოკლედ თუ გსურს საკუთარი ბიზნესი გაქაჩო ფბ-ზე უკვე კაი თანხებთან არის დაკავშირებული.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#4 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 25 January, 2011 - 21:04

საბოლოოდ ხომ სპამის დაგზავნაზე მიდის ყველაფერი?
სპამს პერსპექტივა არ აქვს!
ყოველ შემთხვევაში ამით ფულის შოვნის ალბათობა დაახლოებით ალბათ იგივ ეიქნება როგორც ეროვნული ლატარეის ჯეკ პოტის მოგების ალბათობაა ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#5 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 26 January, 2011 - 04:40

1) ნუ წახვალთ იმ ბიზნესში სადაც გამოცდილება ა გაქვთ
2) ეს ინფორმაცია მიყიდეთ, მიაქირავეთ სხვებს
3) სპამი სპამია
4) სოციალურ მედია დღეს ყველა ბიზნესს აინტერესებს , ტექნიკურად დაეხმარეთ მათ და არა მარკეტინგულად ;)

წარმატებები

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#6 Giorgi Zghuladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 January, 2011 - 10:27

იხილე გამოხმაურებაAko Akhalaia, 26 January, 2011 - 04:40 -ში, განაცხადა:

1) ნუ წახვალთ იმ ბიზნესში სადაც გამოცდილება ა გაქვთ
2) ეს ინფორმაცია მიყიდეთ, მიაქირავეთ სხვებს
3) სპამი სპამია
4) სოციალურ მედია დღეს ყველა ბიზნესს აინტერესებს , ტექნიკურად დაეხმარეთ მათ და არა მარკეტინგულად ;)

წარმატებები


აბსოლუტურად გეთანხმები

#7 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 January, 2011 - 13:48

Tariel Zivzivadze
Ako Akhalaia
ამ ყველაფრის მიწოდება მომხმარებლამდის არა სპამის საშუალებითაც შეიძლება. მერწმუნეთ სპამში დიდი გამოცდილება გვაქვს. სპამისგან ბოლო ერთი წელია თავს ვიკავებთ, როგორც სოც. მედიაში ასევე ფოსტაზე.სპამის ეფექტურობა? ამაშიც მერწმუნეთ, რომ სპამს ეფექტი დიდი აქვს.
მაგრამ კი სპამი სპამია.
მიყიდვას არ ვაპირებთ.
მიქირავების ვერ გავიგე, ეს როგორ? მივაქირავო მეილ ბაზები, ფბ–ს ექაუნთები, გვერდები, ჯგუფები? გუუგლის სამსახურები?
სოც მედია, რომ ყველას აინტერესებს და უახლოეს 2 წლის მანძილზე დააინტერესებს გასაგებია და ამიტომაც წამოვიწყე ეს თემა.
გამოცდილება არ გვაქვს და ამიტომაც ვახსენე პარტნიორობა, ეს რა ფორმით იქნება სხვა საკითხია.
ახალი კომპანიის ჩამოყალიბება არანაირად არ მინდა. მაგრამ თუ სხვა გამოსავალი ვერ ვნახე მომიწევს. თუმცა ვეთანხმები აკოს

ციტატა

ნუ წახვალთ იმ ბიზნესში სადაც გამოცდილება არ გაქვთ

რედაქტორი Alexander Qarumashvili, 26 January, 2011 - 13:50.

შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#8 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 26 January, 2011 - 20:00

Alexander Qarumashvili

ალექსანდრე, გააჩნია ვინ აკეთებს სპამს, კომპიუტერულ კომპანიისგან კიდე მიჲღებ სპამს, მაგრამ რედისონმა გააკეთა და ძალიან ცუდად იმოქმედა..სპამს ეფექტი აქვს ცალსახად, ვინაიდან რაღაც ეტაპზე ის ახალ ინფორმაციად ითვლება და მას ხალხი ვერს ანსხვავებს, მაგრამ ერთი მეილისგან, რო მივიღო დღეში 100 წერილი დავბლოკავ და იგივეს იზამს ნებისმიერი ადამიანი.. ანუ "სპამ"ზე ბიზნესს არ თვლიან თორე არი შემთხვვა როცა შეგიძლია ეს გამოიყენო.. უფრო კრიზისის დროს და უფულობის დროს ერთი ორჯერ. კომპანიის რეპუტაციაზეც მიუთითებს. ეს ისეთია პულივიზატორით, რომ მიაწერო შენი რეკლამა ქალაქის კედლებს, კი ეფექტი ექნება მაგრამ კარგი საქმე არაა ;)

მე რას ვგულისხმობ და პროდაქტ პლეისმენტი გააკეთეთ თქვენს გვერდებზე, ვიღაცას დაგზავნა თუ უნდა ბაზა არ მისცეთ და თქვენ დააგზავნეთ ასევე გაქირავება იმას გულისხმობს, რომ სია შგიძლიათ გაყიდოთ და 1000 კაციან სიაში ჩასვათ 70 თქვენი მეილი და ადამიანს უთხრათ ერთელ გამოიყენეთო კონტრაქტით. თუ ბევრჯერ გამოიყენეს შანსია რომ ეს წერილი თქვენთანაც მოვა შესაბამისად სასამართლო და ჯარიმები (ეს მეთოდი არ ვიცი საქართველოში რამდენად იმუშავებს, მაგრამ მთელ მსოფლიოში მოქმედებს მსგავის მომსახურება "სიის გაქირავება" და ამ მეთოდით ამოწმებენ, თუმცა საქართველოში ეთიკური ნორმები ცოტა დაბალ საფეხურზე დგას.

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#9 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 February, 2011 - 05:34

Ako Akhalaia

ციტატა

ნუ წახვალთ იმ ბიზნესში სადაც გამოცდილება ა გაქვთ

აქსიომაა.
მაგრამ ნახევრადკახელი ვარ(ანუ ჯიუტი, ნუ იტყვით ეხლა ეგ სიჯიუტე კია რა
https://dl-web.dropb...433c2&sjid=8092
ეს არისო. ნახევრად მეგრელი და ავანტიურა მიზიდავს. ანუ რა გამოდის? ჯიუტი ავანტიურისტი.
ამიტომ შემარჩევინეთ სახელი:
"გაერთიანებული პიარ ჯგუფი", "united PR group" UPG

"ინტერნეტ პიარ ჯგუფი", "Internet PR Group" IPG

"გაერთიანებული სარეკლამო ჯგუფი", "united publisher group" UPG
რომელი ამ სამიდან?
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#10 Vika Garibashvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 4,281 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 February, 2011 - 00:04

ციტატა

ნუ წახვალთ იმ ბიზნესში სადაც გამოცდილება ა გაქვთ

აქსიომაა


დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით.

საქართველოს სულ 15 წელია რაც ბიზნეს ისტორია გააჩნია და თავდაპირველად არავის არ ჰქონდა არაფრის გამოცდილება.

დარწმუნებული ვარ, მსგავსი კომპანიების გამოცდილების შესწავლა შეუძლებელი არ იქნება. მთავარია ველოსიპედის გამოგონება არ დაიწყოთ.

ციტატა

"united PR group" UPG

ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა.

რედაქტორი Vika Garibashvili, 26 February, 2011 - 00:05.

მე არ გავგიჟდები!!!

#11 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 February, 2011 - 13:14

ვიკა დიდი მადლობა.
რა თქმა უნდა არ დავიწყებთ კონსულტაციების გარეშე, არ დავიწყებთ დიდი პროექტებით, საწყისს ეტაპზე მომხმარებელს შევთავაზებთ მხოლოდ იმას რაც უკვე გვიკეთებია და გამოცდილებაც გვაქვს, მაგრამ მთელი ხიბლი იმაშია, რომ უამრავი საინტერესო რამის შემუშავება და შეთავაზება შეიძლება. კი კონკრეტულად ამ ბიზნესში არც გამოცდილება მაქვს და არც სპეციალური განათლება, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი მოსმენა. ასე თუ ისე მეხერხება კარგის და ცუდის გარჩევა. შემიძლია გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება.
ამ ეტაპზე გავდივარ კონსულტაციებს, ვაყალიბებ სხვა და სხვა ჯგუფებს. პირველი ეტაპის სამოქმედო გეგმას დავდებ 1 თვის მერე.
სახელი; თქვენი და კიდევ სხვა საყურადღებო ხალხის რჩევით იქნება, "united PR group" UPG
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
P.S. ძვირფასო კონფერენციელებო, როგორც მე ვიცი ეს ბიზნეს კონფერენციაა და უამრავი თავისი საქმის პროფესიონალია გაწევრიანებული. ყოველი რჩევა, რომელიც თქვენგან იქნება ჩემთვის მნიშვნელოვანია.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share