ნახტომი


თანამედროვე მარკეტინგის მართვა
- - - - -

ორგანიზაციული კულტურა


გამოხმაურებათა რაოდენობა: 3

#1 Keti Rexviashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 34 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 January, 2011 - 13:48

ჩვენ ვცხოვორბთ და ვმუშაობთ გლობალური კონკურენციის, ახალი ტექნოლოგიების, დემოგრაფიული ძვრებისა და ცვლადი სოციალური ღირებულებების ეოქაში. დღევანდელი მაღალი კონკურენციის პირობებში აყვავებას განიცდიან ის ორგანიზაციები, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლების მოთხოვნებს ხარისხთან, მომსახურეობასთან და ფასთან მიმართებაში. თუმცა ხარისხი არ ნიშნავს მომხმარებლის კმაყოფილებას, საჭიროა მომსახურების და პროდუქციის ხარისხის უწყვეტი, მუდმივი გაუმჯობესება, ამის მიზანია, რომ ყველაფერი რაც კეთდება სამუშაო ადგილზე, მუდმივად უნდა გაუმჯობესდეს.

1)როგორ ფიქრობთ ქართულ კომპანიებში არსებობს ქცევის წესები? და რა დონეზეა.?
2)რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციული კულტურის არსებობა კომპანიებში?
3)ყოველდღიურად გვიხდება უამრავი ორგანიზაციის პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენა, თუ შეგიძლიათ გაიხსენეთ თქვენი პოზიტიური და ნეგატიური ემოციები სხვადსხვა ორგანიზაციებში??
4)რას ურჩევდით ქართულ კომპანიებს სერვისის გასაუმჯობესებლად?


აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,934 გამოხმაურება
33

დაწერილია 28 January, 2011 - 18:16

1. რა თქმა უნდა არსებობს. დონეები სხვადასხვაა. სადაც ზრუნავენ ამ თემაზე, იქ დონე მაღღლია
2. ძალიან, ოღონდ ეს აგნსაკუთრებით ფასობს ისეთ ორგანიზაციებში, რომლებიც ხვალინდელ დღეზე ზრუნავენ
3. ოჰ, ეს რთული გასახსენებელია. უმეტესი გამოცდილებანი უარყოფითია
4. ფორმულა მარტივია: სტრატეგია, ხალხი, მართვა
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
მობ: +995 577 73 79 64
http://tarielzivzivadze.ge

#3 Keti Rexviashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 34 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 February, 2011 - 19:27

ცნობილი ფრანგი მწერლის ფრანსუაზა დე მოტევილეს აზრით: ,,ჭეშმარიტი გზა თავის გაბედნიერებისა ეს საკუთარი სამუშაოს სიყვარული და ამ სამუშაოში სიამოვნების პოვნის უნარია”. ვფიქრობ მართლაც, თუკი ადამიანს საკუთარი საქმე არ უყვარს, იგი მას წარმატებით ვერ შეასრულებს. მაგრამ ჩვენს თანამედროვეობაში ეს ნაკლეად რეალურია, ადამიანები ძირითადად ხელფასის გამო მუშაობენ, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ, საქართველოში "მონური სისტემაა" დამკვიდრებული და ალბათ არამარტო საქართველოში, "გათიშე და იბატონე"-ს დავარქმევდი ქართული კომპანიების სამუშაო სისტემას.

#4 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 29 March, 2011 - 08:13

ქეთი გამარჯობა, წყენად არ მიმიღოთ, მაგრამ თქვენ უფრო აზრის გამოკითხვას ცდილობთ აქ ვიდრე კვლევას, კვლევის ყველა ნორმა დარღვეულია, მე ან ტარიელი რას ფიქრობს ეს არ ნიშნავს და არ ასახავს იმ მდგომარეობას რაც რეალურად ხდება, შესაბამისად ნუ დავარქმევთ ამას კვლევას, სემპლინგიც არასწორადაა შერჩეული. მხოლოდ იმიტომ ვაკომენტარებ რომ ბოლო ხანებში მხვდება ხშირი შემთხვევა, რომ მეუნებიან ჩავატარეთ "კვლევა" და "კვლევამ" ეს გვაჩვენა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს რადგან კვლევის ჩატარება მოითხოვს სხვადასხვა პროცესებს, სემპლინგის განსაზღვრა, მიზნების, ამოცანების, კითხვარის შედგენა, ადგილის განზაღვრა, მეთოდის და ა.შ

მცირე კომენტარს გავაკეთებ თქვენს მეოთხე კითხვაზე
თუ რას ურჩევდი კომპანიებს სერვისის გასაუმჯობესებლად: - და რატო თვლით, რომ ყველა კომპანია ვალდებულია კლიენტს სერვისით მოაწონოს თავი ? სხვადასხვა სტრატეგიული ორიენტაცია არსებობს, რაც აძლევს კომპანიას აირჩიოს თავისი გზა, მაგ, იზი ჯეტმა გადაწყვიტა იყოს ფასზე ორიენტირებული და მუდამ იაფი იყოს, მას სულ არ აინტერესებს თავისი სერვისი, შესაბამისად ეს სერვისზე ორიენტაცია საქართველოს პირობებში ცოტა კომპანიაას თუ შეუძლია შესთავაზოს კლიენტს, (არცაა ამის დიდი საჭიროება, ძირითადი ბაზრარი ფასზე ორიენტირებული მომხმარებელია)

წარმატებებს გისურვებთ

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"




1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET
ტარიელ ზივზივაძე

განათლება
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad
სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია - bstrat

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
SMS ქისა
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ინფორმაცია
Бизнес Грузия

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
მარკეტინგი - Marketing.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
პროფკურორტი

უძრავი ქონება
101.ge
Privatservice-Tbilisi Real Estate



Share