ნახტომი


- - - - -

ტურიზმი საქართველოში


გამოხმაურებათა რაოდენობა: 27

#1 Niko Nikoladze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 13 გამოხმაურება
1

დაწერილია 31 January, 2011 - 15:52

მოგესალმებით ყველას!
ეს თემა იმიტომ გავხსენი რომ, ძალიან გული მწყდება როდესაც ესეთ რაღაცას ვხედავ!
თუ საქართველოში ტურიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ არ უნდა იყოს გათვალისწინებული რუქა :)
თან მითუმეტეს Google map-ზე როდესაც უცხოელები მაღაზიაში არ გადიან ისე რუკაზე თუ არ მოძებნეს და სხვა ქვეყანაში ჩასვლაზე არ მაქვს ლაპარაკი :)

ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია რატომ არ არის საქართველოს გზები Google map-ზე ან როდის იქნება და თუ არც არავის უფიქრია ამაზე ეგება ერთობლივი ძალებით მივიტანოდ საჭირო ყურამდე.

წინასწარ ყველას დიდი მადლობა!თანდართული ფაილი  Google map.jpg (252.5კ)
ჩამოტვირთვების #: 10

#2 Daniel Doinitsin

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 4 გამოხმაურება
0

დაწერილია 31 January, 2011 - 16:10

http://economy.ge/?c...ng=geo&item=523

#3 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 01 February, 2011 - 18:46

:) მეც მაქვს ლინკი ტურიზმზე და ტურიზმის განვითარებაზე:) ტურისტები
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#4 Tamar Giorgadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 57 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 February, 2011 - 00:47

იხილე გამოხმაურებაGiorgi Kalatozishvili, 01 February, 2011 - 18:46 -ში, განაცხადა:

:) მეც მაქვს ლინკი ტურიზმზე და ტურიზმის განვითარებაზე:) ტურისტები


ვერანაირად ვერ დავეთანხმები სტატიაში გადმოცემულ სულისკვეთებას.
შიდა ტურიზმი და საერთოდ საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობისა და მისი გაცნობის კულტურა ქართველებში ნამდვილად გასავითარებელი და დასახვეწია!
MSc Hospitality Management

#5 Keti Rexviashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 34 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 February, 2011 - 00:13

მსურველები თუ მოინდომებენ ადვილად მოძებნიან რუქას ინტერნეტის საშუალებით და როდესაც ჩამოვლენ აეროპორტში უფასოდ დევს რუქები,წიგნები საქართველოს ღირშესანიშნაობების, კულტურის, სანახაობების და ა.შ. შესახებ.
რაც შეეხება ტურიზმს კი ნამდვილად გასავითარებელია...თუმცა იმდენი ტურისტი ჩამოდის, რომ ინფლაცია არ აგვცდება :( .. საქართველოში ოთხივე სეზონი კარგად უნდა მუშაობდეს წესით, მაგრამ სათანადოდ ვერ მუშაობს ტურიზმის დეპარტამენტი,..

#6 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 04 February, 2011 - 00:48

თამარ, შიდა ტურიზმი რას ნიშნავს ჯერ ეგ მინდა კარგად გავიგო.
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#7 Paata Vardanashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 176 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 February, 2011 - 02:53

იხილე გამოხმაურებაGiorgi Kalatozishvili, 04 February, 2011 - 00:48 -ში, განაცხადა:

თამარ, შიდა ტურიზმი რას ნიშნავს ჯერ ეგ მინდა კარგად გავიგო.


აი განმარტება ;)
შიდა ტურიზმი - საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირებისათვის გაწეული ტურისტული მომსახურება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის საზღვრებში.

და შენ როდესაც დასათვალიერებლად მიდიხარ შენი ქვეყნის ფარგლებში რა თქმა უნდა ხარ ტურისტი. ჩვენ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მოგვმართავს დავათვალერებინოთ სხვადასხვა ადგილი. შენით როდესაც მიდიხარ ისე ვერ ეცნობი, ვერ გებულობ ისტორიას და მრავალ დეტალს, ან შეიძლება უბრალოდ არ იცოდე რომ გზის გვერდით, ვერ ხედავ და საინტერესო რამე გამოტოვე.
The Best Under the Georgian Sky

www.paata.ge

#8 Tamar Giorgadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 57 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 February, 2011 - 16:17

მადლობა პაატას განმარტებისთვის :)

ქეთი, ტურიზმის დეპარტამენტს ეხლა "საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო" ქვია და იქ ამ ეტაპზე სწორედ რომ შიდა ტურიზმის ხელშეწყობასა და განვითრებაზე მიდის პროგრამების შემუშავება...
MSc Hospitality Management

#9 Keti Rexviashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 34 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 February, 2011 - 19:15

საკითხავია რამდენად ეფექტიანი იქნება პროგრამა თორემ მუშაობით ბევრს მუშაობენ :D ............

#10 Giorgi Khachidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 19 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 February, 2011 - 23:24

გამარჯობათ,სად შეიძლება მოვიძიო საქართველოში რურისტების შესვლა გამოსვლის სტატისტიკა?

#11 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 15 February, 2011 - 09:21

სტატისტიკის დეპარტამენტი ... აქ იკრიბება ყველა ციფრი
ეკონომიკური განვითარების სამინისტროსაც ექნება, ტურიზმის დეპარტამენტს ეს ციფრები
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#12 Saba Javashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 289 გამოხმაურება
1

დაწერილია 15 February, 2011 - 11:21

იხილე გამოხმაურებაGiorgi Khachidze, 14 February, 2011 - 23:24 -ში, განაცხადა:

გამარჯობათ,სად შეიძლება მოვიძიო საქართველოში რურისტების შესვლა გამოსვლის სტატისტიკა?


იხილეთ "საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს" საიტზე განთავსებული სტატისტიკური მონაცემები
The Winner Of The Second Business Olimpiad (Company E)

#13 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 15 February, 2011 - 20:54

იხილე გამოხმაურებაPaata Vardanashvili, 04 February, 2011 - 02:53 -ში, განაცხადა:

აი განმარტება ;)
შიდა ტურიზმი - საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირებისათვის გაწეული ტურისტული მომსახურება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის საზღვრებში.

და შენ როდესაც დასათვალიერებლად მიდიხარ შენი ქვეყნის ფარგლებში რა თქმა უნდა ხარ ტურისტი. ჩვენ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მოგვმართავს დავათვალერებინოთ სხვადასხვა ადგილი. შენით როდესაც მიდიხარ ისე ვერ ეცნობი, ვერ გებულობ ისტორიას და მრავალ დეტალს, ან შეიძლება უბრალოდ არ იცოდე რომ გზის გვერდით, ვერ ხედავ და საინტერესო რამე გამოტოვე.


ვერ დაგეთანხმები! ტურისტი ხარ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და არა საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ შენ ახლა არ დათმობ პოზიციას, ამაზე მუშაობ და ამით შოულობ:) შენ იმას არ ეტყვი ქართველ, პოტენციურ მომხმარებელს, რომ ის ტურისტი არ არის. და პაატ, ანუ მე სტუმარი ვარ? მე სტუმარი ვარ საკუთარ ქვეყანაში? ეს გინდა მითხრა?
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#14 Tamar Giorgadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 57 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 February, 2011 - 22:00

იხილე გამოხმაურებაGiorgi Kalatozishvili, 15 February, 2011 - 20:54 -ში, განაცხადა:

ვერ დაგეთანხმები! ტურისტი ხარ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და არა საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ შენ ახლა არ დათმობ პოზიციას, ამაზე მუშაობ და ამით შოულობ:) შენ იმას არ ეტყვი ქართველ, პოტენციურ მომხმარებელს, რომ ის ტურისტი არ არის. და პაატ, ანუ მე სტუმარი ვარ? მე სტუმარი ვარ საკუთარ ქვეყანაში? ეს გინდა მითხრა?


გიორგი თქვენ შეიძლება ითქვას "შიდა ტურიზმის" კი არადა "ტურისტის" განმარტებაც არ გცოდნიათ და ჯობდა აქედან დაგვეწყო სანამ ზემოთ მოცემულ კითხვას დასვამდით :)

მოკლედ, საქართველოს კანონით "ტურიზმისა და კურორტების შესახებ" ტურისტი არის ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით გადაადგილება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ დასავენების, გაჯანსაღების, შემეცნებითი, საქმიანი და ა.შ მიზნით არა ნაკლებ 24სთ-სა და არა უმეტეს 1 წლის ვადით, და ჩასვლის ადგილას მისი საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. არსებობს შიდა, ეროვნული და საერთაშორისო ტურიზმი...

შესაბამისად თქვენვე განსაჯეთ ხართ თუ არა ტურისტი საქართველოში, ან იქნებ საქართველოს ყველა რეგიონში გაქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი? :)
MSc Hospitality Management

#15 Giorgi Khachidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 19 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 February, 2011 - 00:11

[quote name='Tariel Zivzivadze' date='15 February, 2011 - 06:21' timestamp='1297747309' post='159991']
სტატისტიკის დეპარტამენტი ... აქ იკრიბება ყველა ციფრი
ეკონომიკური განვითარების სამინისტროსაც ექნება, ტურიზმის დეპარტამენტს ეს ციფრები
[/quote]


პირველ რიგში მაგათთან ვნახე, აქვთ რაღაც სტატისტიკა მაგრამ მე უფრო დეტალურად მინდა, მაგალითად 2010 წელს საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა, აქედან ქვეყნების მიხედვით ვინ რამდენი და რომელი ქვეყნიდან გვესტუმრა, რომელ რეგიონზე იყო მეტი დაინტერესება, რა სახის ტურიზმზე და ა.შ. იგივე საქართველოდან გასულ ტურისტზე.... ნუ სხვა მრავალი დეტალია კიდე. შევეხმიანე და ველოდები რომ რამე მომწერონ, ცოდა კი აგვიანებენ :) ნუ სხვა რამე გზას ვნახავ კიდე....თქვენ მადლობა პასუხისთვის.

[quote name='Tamar Giorgadze' date='15 February, 2011 - 19:00' timestamp='1297792849' post='160005']
გიორგი თქვენ შეიძლება ითქვას "შიდა ტურიზმის" კი არადა "ტურისტის" განმარტებაც არ გცოდნიათ

არსებობს შიდა, ეროვნული და საერთაშორისო ტურიზმი...

+1

მაგალითად შენ როდესაც მიდიხარ სამოგზაუროდ (შენი ქვეყნის ფარგლებში)სხვადასხვა რაიონებისა და ტურისტული ადგილების სანახავად, შენ ხარ შიდა ტურიზმის მომმარებელი, შენ ხარ სტუმარი და შესაბამისად ხარ ტურისტი.

#16 Paata Vardanashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 176 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 February, 2011 - 11:16

რა იყო გიო გიტყდება ტურისტობა :D

მე უცხოელი სტუმრებიც მეუბნებიან ხოლმე როგორც ტურისტს არ გვიყუროო

ტურისტსა და სტუმარს შორის დიდი განსხვავებაა

სტუმარი როცა ჩამომდის, იმას მე ვმასპინძლობ და ტურისტს მომსახურების საფასურს ვახდევინებ
The Best Under the Georgian Sky

www.paata.ge

#17 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 17 February, 2011 - 00:43

გიორგის ვერ დავეთანხმები, რომ ჩვენ უცხოპლანეტელებივართ თავისიგ აგებით :) მე ნამდვილად არ ვარ ყოველშემთხვევაში, ქვეყნის შიდა ტურიზმი გულისხმობს ამ ქვეყანაში მცოხვრები ადამიანების ტურიზმს, მე ბევრჯერ მინდოდა საქართველოში სხვადახვა რეგიონის მონახულება, მაგრამ წესიერი ადამიანივ ერ ვიპოვე ამაში, რომ დამხმარებოდა, შესაბამისად მე საქართველოში დაბადებულ გაზრდილს სვანეთი და რაჭა არ მაქვს ნანახი და ჩემ გერმანელ მეგობარს ორივე :) ვინაიდან ჯგუფი იყვნენდ ა ადვილად წავიდნენ, მე რო სვანეთში დავაპირე წასვლა ხან ვერ ახვალო, ხან ნაცნობი გინდა თორე საშიშიაო და ა.შ ქვეყნის შიგნით ტურიზმი უნდა განვითარდეს და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც ამაში წვლილი შეაქვს, ერთი დიდი და უდიდესი შეცდომა რაც იყო თუნდაც მანდ მუშაობისას ვერ ერთი კომპანია ვერ გვთავაზობდა ფასს, ანუ რო ეყოდი ვართ 8-14 კაცი გვინდა 2-3 დღე ვერ გეტყოდნენ, გზა რა დაგიჯდება, სახლი და ა.შ ჩმი გამოცდილებიდან კი "ტურისტს" ყოველთვის უყვარს იცოდეს რამდენს იხდის და ზუსტად რაში იხდის. აი ეს რო დაიხვეწება მერე ყველაფეირ კარგად იქნება.

თუმცა ტურიზმის განვითარებისთვის მხოლოდ გუგლთან შეხვედრა არ კმარა, ქვეყანას სჭირდება ტურისტული სტრატეგიის შედგენა, უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტული ქვეყნები საიდანაც ხალხის ჩამოყვანა გვინდა, შუაგულ ამერიკიდან არ ჩამოვა ტურისტი და არც ევროპიდან ჯერ ჯერობით, ახალგაზრდა ამიტომ სანამ ეროვნული სტრატეგია არ შემუშავდება ვის ვიზიდავთ და რითი ვიზიდავთ მანამდე ასე ცაში ყურებით ვიქნებით :)

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#18 Tamar Giorgadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 57 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 February, 2011 - 23:52

ჰმმ, უცნაურია...აკო სად არ გთავაზობდნენ ფასებს ტურისტულ მომსახურებაზე?
როგორც წესი ნებისმიერი ტურისტული სააგენტო აწვდის ტურისტს შესაბამისი მომსახურების ფასს!

არა მგონია ეგ პრობლემა იყოს, როგორც ჩემთვის ცნობილია, სტარტეგიაც დაწერილია, პრიორიტეტული ქვეყნები განსაზღვრული და ა.შ, სხვა რაღაცაშია აქ საქმე ალბათ :biggrin:
MSc Hospitality Management

#19 Paata Vardanashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 176 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 February, 2011 - 20:16

აკო, რამდენი წლის წინანდელ ამბავს ყვები?

დეტალურად არის გაწერილი ფასებიც და ყველა წვრილმანიც თუ ვინმეს დააინტერესებს
The Best Under the Georgian Sky

www.paata.ge

#20 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 19 February, 2011 - 20:35

თამარ, პაატა, პრობლემაც ამაშია, რომ ყველაფერი არის, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე ხელმოიწვდომელია ყველასთვის. ანუ არ არსებობს ტურისტული კომპანიებში ელემენტარული თანამშრომლობაც კი. თუ ერთი კომპანია რამეს ვერ/არ აკეთებს, ნაკლებად მოსალოდნელია მან ეს ტური სხვა კომპანიისგან იყიდოს საკუთარი კლიენტისთვის. ალბად უფრუ უარს ეტყვიან. ამდენად ტურისტს კარ-და-კარ უწევს სიარული სასურველი ტურის საპოვნელად. შედეგი: აკოს პოსტი.
The Proud Participant of Business Conference



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share