ნახტომი


თანამედროვე მარკეტინგის მართვა
- - - - -

აგვარჩევინეთ სლოგანი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 14

#1 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 February, 2011 - 13:49

გამარჯობათ
2 კვირაა ფეისბუქზე მიდის კონკურსი; "საუკეთესო სლოგანი" გუშინ LIKE–ით გამარჯვებული გამოვლინდა. იმ სლოგანის განხილვით არ შეგაწუხებთ, რადგან პრიზსს კი გადავცენთ, მაგრამ ალბათ არ გამოვიყენებთ. ამასთანავე დაიდო დაახლოებით 250–270 სლოგანი არც მათი დათვალიერებით შეგაწყენთ თავს. რამოდენიმე სლოგანი ასე თუ ისე რაღაცას გავს და გვაქვს თხოვნა აგვარჩევინოთ. არჩეული სლოგანები ჩამოტვირთეთ აქედან, სლოგანი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი კომპანიის პროფილს (იხილეთ www.ankshop.com ) თუ არცერთი არ მოგწონთ და გაქვთ თქვენი ვერსია შემოგვთავაზეთ და მეორე პრიზსს სიამოვნებით გადმოგცემთ. ნებისმიერ შემთხვევაში არავის ყურადღებისა და პატივისცემის გარეშე არ დავტოვებთ. წინასწარ გიხდით მადლობას და ველი თქვენს გამოხმაურებას.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,934 გამოხმაურება
35

დაწერილია 01 February, 2011 - 16:14

იქნებ აქ დაგეწერა 10-მდე ვარიანტი და უბრალოდ ხმას მივცემდით ან განვიხილავდით
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
მობ: +995 577 73 79 64
http://tarielzivzivadze.ge

#3 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 February, 2011 - 16:57

ვცდი ტარიელ, მაგრამ სრულყოფილი არც-ერთი არ მგონია, აი ვარიაციები შეიძლება, ვარიაციის შემთხვევაში შეპირებულ პრემიას მაინც გადავცემთ იმ სლოგანის ავტორს რომელისგანაც ახალ სლოგანს გამოვიყვანთ. ვცდი ამოვკრიფო 10 სლოგანი, მაგრამ ამ ამოკრეფვაში ვშიშობ რაიმე ღირებული არ გამომეპაროს.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#4 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 01 February, 2011 - 17:53

ალქს, სლოგანის ორიენტირები სად არის? ანუ - რაზე უნდა იყოს ორიენტირებული?
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#5 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 February, 2011 - 18:21

Giorgi Kalatozishvili
გიორგი გამარჯობა, ეჰჰ მეკითხები რაა :) ვიცოდე მაინც რას გულისხმობ
ორიენტირებული; სწრაფი, ხარისხიანი, ადგილზე მომსახურება,კონფორტი სამსახურში,დროის დაზოგვა, ხარჯების შემცირება, მისაღები ფასები, შესრულებული სამუშაოს კონტროლი, ნდობა, კლიენტების გაფრთხილება. მოკლედ ვიცი, რომ სისულელეები დავწერე მაგრამ არ ვიცი ეს ოხერი "სლოგანის ორიენტირები" რას ნიშნავს და რა ვქნა?
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#6 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 01 February, 2011 - 18:39

ალექს:) значит так, по порядку:
პირველი სლოგანი: "აქ სხვა სივრცე და გარემოა... აქ თუ მოხვდებით, გექნებათ ის, რაზეც აქამდე ოცნებობდით, ანკ კომპიუტერსში ამაზე უკვე იზრუნეს... შენ შეგიძლია იყო ბედნიერი, არ გადაიფიქრო და არ გადაუხვიო... დრო არ გაქვს? ანკ კომპიუტერსი შენთან გაჩნდება, მთავარია არ გადაიფიქრო..."
1 კითხვა - ეს ერთი სლოგანია???
2 კითხვა - არ გეჩვენება, რომ გაუგებარია, როგორ არის პოზიციონირებული ამ სლოგანში (ან მის მიერ) ანკ კომპიუტერსი.
3 კითხვა - რატომ აკეთებთ აქცენტს მომხმარებლის ყოყმანზე "მთავარია არ გადაიფიქრო"? ეს არ არის მოწოდება "არ გადართო, დარჩით ჩვენთან".

მე-2 სლოგანი: "აირჩიე ხარისხიანი მომსახურება - AN Kი, ან არა"
1 კითხვა - რამდენად გამართლებულია კომპანიის აბრევიატური დანაწევრება? ეს არ არის, ვთქვათ, პიარ სააგენტოს სლოგანი "ეს თქვენი PRოფილია".

მე-3 სლოგანი: "გააკეთე შეკვეთა და დაზოგე დრო A აი N ნამდვილი K კლასი"
1 კითხვა - ეს სლოგანი რას გულისხმობს? შარადაა?

მე-4 სლოგანი: "კომპს აქვს მანკი - ჩქარა ანკი!"
1 კითხვა - გალექსილი სლოგანი კარგია ბავშვებისთვის, რომლებიც აიტაცებენ მას, მაგრამ თქვენი სეგმენტი მგონი უფრო სერიოზული ხალხია და რამდენად მიზანშეწონილია მათთან საკომუნიკაციოდ ეს სლოგანი?

მე-5 სლოგანი: "Let us support your company"
ალექს - NO COMMENT! წყენის გარეშე:)

მე-6 სლოგანი: "სასწრაფო დახმარების სერვისი თქვენი ტექნიკისთვის!!!!! ანკ კომპიუტერსი"
კითხვა არ მაქვს ჯერჯერობით - სხვათა შორის, რაც ვნახე, ჯერჯერობით სერვისის არსი ამაში ყველაზე მეტად გამოჩნდა, თუმცა არ მომწონს. სასწრაფო დახმარებასთან და საავადმყოფოსთან ასოციაცია ნაკლებად ამართლებს ხოლმე.

მე-7 სლოგანი: "ხარისხიანი, ხალისიანი, ვარგისიანი"
1 კითხვა - რა?
2 კითხვა - ვარგისიანი?

მე-8 სლოგანი: "Nothing to ADD, ANK Computers"
1 კითხვა - მდა...ზუსტადაც, რომ nothing to add... მაპატიე, მაგრამ ამ ბაზრის ლიდერები ხართ? მომხმარებელმა ეს უნდა გაიგოს ამ სლოგანით?

მე-9 სლოგანი: "გინდა კომპიუტერი? იყიდე სხვაგან, დახარჯავ ბევრ ფულს და მეორე კომპიუტერზე მაინც ჩვენთან მოგიწევს მოსვლა"
1 კითხვა - რატომ აგებთ კომპანიის სლოგანს ნეგატივზე?
2 კითხვა - თქვენთან მოსვლა იძულებით ხასიათს ატარებს ("...მაინც ჩვენთან მოგიწევს მოსვლა")?
3 კითხვა - რას ქვია "მეორე კომპიუტერზე"? პირველზე ესე იგი კონკურენტთან უშვებთ? თან არ ხსნით რატომ მოვა თქვენთან? ძვირი მისცა, მარამ იქნებ ხარისხში მისცა?

მე-10 სლოგანი: "ან კი ან არა - გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო"
1 კითხვა - ისევ? თვისებრივად სხვა რამ არის, მაგრამ მაინც უნდა გკითხო - რამდენად მიზანშეწყონილი იქნებოდა კანდიდატის საარჩევნო პლაკატზე დატანილიყო მოწოდება "ან კი ან არა"?

მე-11 სლოგანი: "Let ANK computers-in and select desired"
არ ვიცი... ვერაფერს ვიტყვი!

მე-12 სლოგანი: "აირჩიე შენი ანკი - ჩვენ ვიქნებით შენი გარანტი"
1 კითხვა - რისი გარანტი?

მე-13 სლოგანი: "როცა ხარისხი თქვენს სურვილებზე მეტია, სხვა რამეზე ფიქრი უბრალოდ ზედმეტია - ანკ კომპიუტერსი - ხარისხიანი ტექნიკა და სრულყოფილი სერვისი მუდამ თქვენს სამსახურში"
1 კითხვა - სურვილებს რაც შეეხება, გამართლებულია როდესაც აღნიშნავთ, რომ "превосходит все ожидания", ამას გულისხმობდით?

მე-14 სლოგანი: "Computers for all users"
1 კითხვა - გსურთ იყოთ ყველაფერი ყველასთვის? თუ დაიკავოთ თავისუფალი ნიშა?

მე-16 სლოგანი: "ენდე ხარისხს მოიგე დრო"
ნუ, გასაგებია, იყიდე ხარისხი, დაზოგე დრო და თანხა, მაგრამ მარილი არა აქვს. კონკურსი კაია, მაგრამ ამაზე კოპირაიტერებმა უნდა იმუშავონ და არა თსუ-ს თეოლოგიის კათედრის სტუდენტებმა.

მე-17 სლოგანი: "ა-ღიარება, ნ-დობა, კ-მაყოფილება"
კარგია?

მე-18 სლოგანი: "ჩვენ ვმოძრაობთ - იმუშავე კომფორტულად,ყველაფერი საუკეთესოდ ან საუკეთესო"
1 კითხვა - ჰიგიენური პაკეტების, ან ოლვეისის რეკლამაა? ვინ სად და რატომ მოძრაობს?

მე-19 სლოგანი: "ANK - save it in your mind"
NIKE, ოკ, მამახსოვრდება და ანკ...

მე-20 სლოგანი - "ANK - best way till your comp"
მაპატიე, მაგრამ მე არ მესმის და იქნებ შენ ამიხსნა - ანუ?

21-ე სლოგანი: "Be advanced, be with ANK"
ნოუ ქომენთ

22-ე სლოგანი: "ANK the way you move"
ალექს, სუსტია, თუმცა მიჭირს ახლა დასაბუთება რატომ. უნდა დავფიქრდე:)

23-ე სლოგანი: "მოსაწონი ვერსია - ანკ კომპიუტერსია. ან კი აქამდე სად იყავით"
1 კითხვა - მთავარია სლოგანი იყოს მოსაწონი, ანუ მოგეწონოთ სლოგანი თუ ავტორს უნდოდა თავის მოწონება?

24-ეზე შევჩერდები და მერე დავამატებ ჩემს მოკრძალებულ აზრს:)
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#7 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 February, 2011 - 22:29

გიორგი დიდი მადლობა. რაც მთავარია სანამ ავტვირთავდი ჯობდა თვითონ დამენომრა. მოფიქრება უნდა ყველაფერს
კაი მეც მასე მივყვები;
1) გასაგებია მოთხრობაა
2) გეთანხმები
3) შარადაა? ალბათ კი. სხვათა შორის ჩონგურთან ერთად მაგრა წავა.
4) ლექსები აქ ნახე მაგრამ ამკაცმა იცის რასაც აკეთებს. მე ვიხალისე
5) არ მწყენია :)
6) მოვფრინავთ ბატონო :)
7) ეგეც შარადაა
8)არც ესე წავა "Add to more"
9)მთელი მუღამი იმაშია, რომ თუ თავად არ იყიდის, არა უშავს. დაოჯახდება, ეყოლება შვილები, თუ ისინიც არ იყიდიან არც ეგ არის პრობლემა, შემდეგ ისინიც დაოჯახდებიან და მათი შვილები იყიდიან ჩვენთან. მოკლედ ზურიკელაა რა
10) "ანკ-ი ან არა" საარჩევნოდ თუ მასე დაგვიდგა საქმე მაშინ ვართ ცოდო.
11) არა ეს საერთოდ გამეპარა არ უნდა ჩამეგდო. ( ნუ იტყვი ეხლა დანარჩენები ხო ბრწყინავენო :)
12) ეს და მე-18, რომ შევაერთოთ იდეალური გამოვა
13) არ ვიცი გამართლებულია თუ არა
14) არა
15) გამოტოვებულია ნომერი ხვალ დავნომრავ და ისე დავდებ (თუ რამე შევარჩიე)
16) რაღაც მაგდაგვარი ისედაც გვაქვს "აირჩიე ხარისხი, დაზოგე დრო"
17) ეეე გიორგი რა არ მოგწონს? წარმოიდგინე დიდ წითელ ბანერზე დაწერილი და გზაზე გაჭიმული. აი ისეთ სტილში რაა რო დაიწყებენ ხოლმე 37 ლარად მოსკოვში დავფრინავდითო.
18) ანუ შევაერთოთ ეხლა მე-12 და მივიღებთ; "შენი მოძრაობის გარანტია" სლოგანი გვაქვს. თუ ჩვენიკომპანიისთვის ვერაფერი მოვიფიქრე დავიწყებ ჰიგიენური პაკეტების წარმოებას.
19) ეს ვერ გავიგე NIKE იყენებს?
20)ანუ უნდოდა ეთქვა, რომ საუკეთესო საშუალებაა თქვენი კომპანიისთვისო. ამის დაკავშირებაც შეიძლება 18-სთან და მივიღებთ კორპორატიულ ჰიგიენურ პაკეტებს.
21) სამაგიეროდ მე გავაკეთებ კომენტარს; ლოკომოტივი ვართ ბატონო, ლო-კო-მო-ტი-ვიიიი.
22)ვერ ვთარგმნი შესატყვისი რომ მოვუძებნო, ისე სიმართლე გითხრა მე მომწონს ნუ მისი ნაწილი მაინც.
23) გიორგი მართალია ეგ ადამიანი ანკი აქამდე სად ვიყავით 6 წელია ვმუშაობთ და სლოგანს ეხლა ვარჩევთ.
გიორგი დიდი მადლობა, ბევრი რამ სხვა კუთხით დავინახე. შენი "მოკრძალებული აზრი" ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმედია შემოიხედავ და დამეხმარები. ხვალ დავნომრავ რამოდენიმეს და ისე დავდებ აქ. დღეს უკაცრავად. ტარიელმა დაწერა თავიდანვე,აირჩიე რამოდენიმე დანომრე და ისე დადეო. მე ამოვბეჭდე 50 ცალი და თანამშრომლებს გავატანე სახლში ოჯახის წევრებს, რომ აჩვენონ და აარჩევინონ ხვალ საღამოს დავდებ 8-12 ცალს, მანამდის თუ შენ იგივე "პრესსში" გაატარებ დარჩენილებს დიდად დამავალებ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#8 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 February, 2011 - 18:14

ისევ სლოგანი, რამოდენიმე გამოვყავი და აქ დავწერ (რამოდენიმე კი არა 17 ცალია) გთხოვთ ნუ დაიზარებთ. დიდად აღფრთოვანებული არცერთისგან არ ვარ, მაგრამ 3 დღეში რამე უნდა ავირჩიო და დამეხმარეთ. წინასწარ დიდი მადლობა.

1.სერვისი თქვენი ოფისისთვის, Service for your office
2.რა დავამატოთ? What's add!?
3.შენ უნდა გადაწყვიტო You must decide
4.აიჩიეთ სასურველი select the desired
5.აირჩიე სერვისის გარანტია Choose a service guarantee
6.აირჩიე ხარისხიანი სერვისის გარანტია Choose a Quality Service Guarantee
7.ხარისხიანი სერვისის გარანტია Quality Service Guarantee
8.ვაკეთოთ საუკეთესოდ let's do it better (გავს ნაიკის რეკლამას, ტარიელმა კოპირებულიაო და მაინტერესებს საიდან?)
9.მივაღწიოთ მეტს let's do better
10.save it in your mind (1) არის თუ არა კოპირებული (2) ქართულად ვერ ვთარგმნი
11.დაამატე მეტი სერვისი Add to more service
12.მოგვანდე სერვისი Services entrust us
13.The way you move (ვერ ვთარგმნე)
14.ოფისისთვის თუ რამ გინდა what you want
15.ტექნოლოგიური რესურსი + ეფექტური სერვისი Technological resources for effective service
16.როცა სერვისი გინდათ When you want service
17.ჩვენ გვენდობიან Trust us
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#9 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,934 გამოხმაურება
35

დაწერილია 04 February, 2011 - 18:30

თუ კომპანიის ონლაინ მაღაზიის საიტის სლოგანზეა საუბარი მე არცერთი არ მომწონს, თუმცა გამოვარჩევდი:

ჩვენ გვენდობიან

თუმცა ამას გამართლება/დადასტურება უნდა [ანუ მოწმეთა მოყოლილი ამბები]

საერთოდ კი,

ჩემი წინადადება იქნება სლოგანზე მეტად ლოგოს ცვლილებაზე იზრუნო ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
მობ: +995 577 73 79 64
http://tarielzivzivadze.ge

#10 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 February, 2011 - 21:56

ტარიელ ეგ სლოგანი ჩემი მოფიქრებულია ვიყენებთ უკვე. ეხლა კიდევ პრიზი მაქვს გადასაცემი საუკეთესო სლოგანისათვის.
1) ოფისისთვის თუ რამ გინდა what you want (მე გადავთარგმნე და ვიცი რომ სხვა რამეა, მაგრამ უკეთესად ვერ შევძელი)?
2) როცა სერვისი გინდათ When you want service (აქაც ჩემი თარგმანია)
ან ესე; ოფისისთვის თუ რამ გინდა, ჩვენ გვენდობიან. what you want, Trust us.
ან ესე; როცა სერვისი გინდათ, ჩვენ გვენდობიან when service wanted, Trust us (ეს ცოტა სხვანაირი თარგმანი)
მესმის Trust us ნორმალურია, მაგრამ პრემიას თავად ვერ ავიღებ და რამე უნდა მივაბა.

მირჩიეთ რამე.

P.S. ლოგო მტკივნეული თემაა. ::-??:
სამაგიეროდ ფართოდ შეიძლება გამოყენება, იგივე ლოგოთი შემიძლია გავხსნა ჩინური რესტორანი, ან საბრძოლო ხელოვნების კლუბი. :=P~:

რედაქტორი Alexander Qarumashvili, 04 February, 2011 - 21:57.

შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#11 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 05 February, 2011 - 18:20

მოგესალმებით კოლეგებო,

ვერ მოვიცალე, რომ შეგხმიანებოდით.
პირველი რაც მინდა ავღნიშნო ის არის, რომ კორპორატიული საკითხები, როგორიცაა სტილი, ფერები, ლოგო, სლოგანი და ა.შ. ბრენდინგის თემებია და მას ასე ადვილად სხვას ვერ ანდობს კაცი.
სლოგანი კომპანიის მისიის სხარტი გამონათქვამია, ამიტომ ჯერ ფირმის მისია უნდა ჩამოყალიბდეს (თუ არ გაქვთ უკვე ჩამოყალიბებული)შემდგომ ძირითადი პრინციპები. ეს ბაზისია დანარჩენი კორპორატიული ატრიბუტიკის.
მეორეც, ალბათ სლოგანების გამოტანას და "დალაიქებით" გამარჯვებულის შერჩევა მე არ მიმაჩნია გამართლებულად და ამში თქვენც დარწმუნდით კიდეც.
მესამე, ჩემი აზრით უმჯობესია მიმართოთ სააგენტოებს, რომლებიც ერთიან "პაკეტში" შეფუთავენ თქვენს კომპანიას.
მეოთხე, გიორგი თავის პოსტში როცა ახსენებდა "ორიენტირებს" ვფიქრობ გულისხმობდა ძირითად ხაზს, ანუ "მესიჯს". ეს შეიძლება იყოს ტექნოლოგიური მიღწევები, სერვისის უნიკალურობა, საქონლის გარკვეული მახასიათებელი, რომელიც ინდივიდუალობას უქმნის მას და ა.შ. ეს მნიშვნელოვანი "საკენკია" კრეატორებისთვის.

რედაქტორი Shalva Gordeziani, 05 February, 2011 - 18:21.

პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#12 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 05 February, 2011 - 20:10

გამარჯობა შალვა,
არ გვაქვს დრო. და ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას გთხოვთ მიპასუხეთ რომელი ავირჩიო. ლაიკებით, რომელმაც გაიმარჯვა ის აქ საერთოდ ნახსენები არ არის.
ეს; 1) ოფისისთვის თუ რამ გინდა, ჩვენ გვენდობიან. what you want, Trust us.
თუ ეს; 2)როცა სერვისი გინდათ, ჩვენ გვენდობიან. when service wanted, Trust us.

3) როცა ოფისში სერვისი უნდათ. ჩვენ გვენდობიან. When service at office want. Trust us.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#13 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 06 February, 2011 - 13:53

მოგესალმებით ყველას,

ბატონო ალექსანდრე, მე მგონი, ზოგადი სლოგანებია. ანუ რამდენადაც ვიცი, კომპიუტერულ მომსახურებას ეწევით, არა? ოფისში კი შეიძება ბევრი სხვა რამ იყოს საჭირო, ჟღერადობაც - არა დინამიურია. რაც შეეხება ინგლისურს - არასწორი თარგმანია - ოფისი სულ არ არის ნახსენები და ზალიან ზოგადი გამოდის- რაც არ უნდა გინდოდეს. სერვიცის იგივეა- რა მომსახურებაზეა საუბარი? თან სერვისი შეიძლება აღქმული იყოს, როცა სახელთან ერთადაა - კომპიუტერულ მომსახურებასთან, რაც პროდუქტით ვაჭრობას გამორიცხავს ჩემი აზრით.
მესამე თარგმანიც არასწორია - When service at office is required an is wanted ( ალეგორიული დატვირთვა შეიძლება მიეცეს, is wanted არის გავრცელებული ფორმა იძებნება - და თქვენც იძებნებით, ოღონდ არა კრიმინალისთვის, არამედ ხარისხის გამო:) . მაგრამ მაინც დასაკონკტეტებელია, ზოგად ხასიათს იძენს.

რედაქტორი Nina Jinjolava, 06 February, 2011 - 13:53.


#14 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 February, 2011 - 15:16

ნინა დღეს უნდა გამოვაცდახო უკვე და მირჩიე;
ესე წავა? When service at office is wanted trust us. როცა ოფისში სერვისი უნდათ. ჩვენ გვენდობიან.
თუმცა ეს ვერსია საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ დაახლოებით ამდაგვარს ვიპოვი (მაგ;როცა სერვისი გინდათ) და მას გადავცემთ პრემიას.
უკვე ავდუღდი 4 დღეა ამის მეტს არაფერს ვაკეთებ. რამე დამიკომენტარეთ ყველას გთხოვთ, თორემ ასათიანის ქუჩა აქვეა და ალბათ წამიყვანენ დღის ბოლოს. მირჩიეთ რამე კონკრეტული.
ეს ვარგა? როცა ოფისში სერვისი უნდათ. ჩვენ გვენდობიან. When service at office is wanted. Trust us.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#15 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 February, 2011 - 22:30

Tariel Zivzivadze
Giorgi Kalatozishvili
Shalva Gordeziani
Nina Jinjolava
ყველას დიდი მადლობა დახმარებისთვის. გთხოვთ PM-ში მომწერეთ საკონტაქტო ინფორმაცია. პატრა საჩუქარი მსურს გამოგიგზავნოთ, რითაც თავად შესძლებთ ჩვენი მომსახურების ავკარგიანობის შეფასებას.
რაც შეეხება სლოგანს;
ინგლისური ვერსია; When on-Site service wanted. Trust Us. ეს სლოგანი ჩემი მოფიქრებულია და დავიცავ სავტორო უფლებებს :happy: .კაია თუ ცუდია დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება მეორე პრიზს მიიღებს ლაიკებით მეორე ადგილზე გასული სლოგანის ავტორი.
ქართულს ვტოვებ რომელიც გვქონდა; "ადგილზე მომსახურების სერვისი" ოღონდ თარგმანი არ შეიმჩნიოთ :[-O<:
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET
ტარიელ ზივზივაძე

განათლება
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad
სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია - bstrat

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
SMS ქისა
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ინფორმაცია
Бизнес Грузия

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
მარკეტინგი - Marketing.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
პროფკურორტი

უძრავი ქონება
101.ge
Privatservice-Tbilisi Real Estate



Share