ნახტომი


* * * * * 1 ხმა

Facebook რეკლამის ანგარიშგება


გამოხმაურებათა რაოდენობა: 17

#1 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 04 February, 2011 - 17:28

მოგესალმებით,

მოკლედ ერთი ასეთი საკითხი მაინტერესებს. მოგეხსენებათ, რეკლამა კომპანიისთვის ხარჯებში გადის. Facebook რეკლამა გამონაკლისი არ უნდა იყოს, თუმცა...
ამ გვერდზე რეკლამის წარმოებისას, როცა საფასურს იხდი, ინტერნეტშივე გაძლევს ინვოისს, ყველა სათანადო რეკვიზიტით მითითებულს, მიზნობრიობით, ნომრით, სტატისტკით და ა.შ. მაგრამ არ აქვს ბეჭედი, ბუნებრივია ბლანკია, ლოგო ადევს და ცოტა არ იყოს ფორმალური სახე აქვს.

საგადასახადოსთვის ეს საკმარისია? ხელშეკრულება ყველასთვის ერთიდაიგივეა, ანუ საერთო პირობებია, რომელსაც უნდა დაეთანხმო. ანგარიშსწორება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ხდება დ ფეიფალით.
რა საბუთები სჭირდება დამატებით საგადასახადოს? ან როგორ რეგულირდება ეს საკითხო, როდესაც მომსახურებას საერთაშორისო კომპანიისგან იღებ, მეეჭვება ინდივიდუალური ხელშეკრულება დამიდოს.

#2 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 February, 2011 - 18:11

ნინო,

ახალ ანგარიშ-ფაქტურებს (ქართულ რეალობაში ვგულისხმობ)საერთოდ არ აქვს ბეჭედი და იგზავნება ელექტრონულად, ასე რომ ფეისბუქის ინვოისზეც არ უნდა იყოს წესით პრობლემა; თუ შესაძლებელია ეს ინვოისები ელექტრონულ (დავუშვათ, PDF) ფორმატში შეინახო რათქმაუნდა უკეთესი იქნება.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ხელშეკრულებას - ყველამ ვიცით რომ ფეისბუქი ამისთვის თავს არ შეიწუხებს; შეგიძლია ის საერთო ხელშეკრულება ამობეჭდო და საბუთებში ჩააკრა, ინვოისებთან და გადახდის ქვითრებთან ერთად.

#3 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 February, 2011 - 18:21

ნინო
თუ ხარჯებს აჩვენებთ ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ განბაჟება და შესაბამისად ჩვეულებრივ მიიღებს საგადასახადო.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#4 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 04 February, 2011 - 18:25

დაივიწყე!

ეხლა ოლიმპიადას ვიწყებ და მინდოდა Google და facebook-ში რეკლამის ხარჯები ხარჯად გამეტარებინა ...
როგორც გავარკვიე ხარჯად არ ჩაგეთვლება ...

მეც გადავწყვიტე პირადი ბარათი გამოვიყენო და ამით ავიცილო თავიდან ხლაფორთი ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#5 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 06 February, 2011 - 13:44

დიდი დიდი მადლობა ყველას კომპეტენტური რჩევისთვის!

#6 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 February, 2011 - 00:24

Tariel რატომ ვერ გაატარე? მე მგონი შეიძლება ბიზნეს ბარათით გადახდა (აი კომპანიის ანგარიშზე რომ აბამენ) და იქიდან აჩვენებდი ხარჯს + ინვოისი.
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#7 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 17 February, 2011 - 00:48

Facebook - რეკლამა ვინც კრედიტ კარტით გადაგიხდიათ ამიხსენით კლიკებზე რო დავაყენებ ანუ რამდენსაც დააჭერენ იმდენ 1 ცენტი რო ჩამომეჭრას ეს ყოველდღიური ლიმიტი რო არის არჩევანი იქნებ მთლიანი ბიუჯეტი მინდა იყოს 20 დოლარი და არა ყოველდღე რაღაც თანხის ხდა, შევძლებ ამის გაუქმებას? იმიტომ რომ ბარატს რო მივაბა და ყოველდღე ამან ფული აჭრას ეგრე არ მინდა :) და მთლიან ბიუჯეტზე კიდე 20 ფუნტზე მეუნება ცოტააო და ეხლა 100 ათასიან კამპანიას მე არ ვგეგმავ, აბა მირჩიეთ გამოცდილებო ეს გადახდა როგორ ხდება ?

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#8 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 February, 2011 - 00:45

აკო გამარჯობა;
იქ შეგიძლია მიუთითი დღიური ბიუჯეტი და მიუთითე სარეკლამო კომპანიის ვადები. ანუ აირჩიე დღეში 5 $ და 4 დღე. თუმცა იმის მითითებაც შეიძლება, რომ არ მიუთითო დღეების რაოდენობა და მიუთითო საერთოდ რამდენის დახარჯვას აპირებ ამა თუ იმ კომპანიაზე.
1 ცენტი გინდ მიგითითებია და გინდ არა მაინც არ აჩვენებს, კლიკებს რაც შეეხება. მხოლოდ ჩვენებაზე თუ მიუთითებ 1 ცენტს მაშინ კიდევ აჩვენებს, მაგრამ ეფექტი 0–ის ტოლია. დღეს საქართველოს მოსახლეობისათვის კლიკების ოპტიმალური ვარიანტია 4–6 ცენტი. 5$ ნახევარ საათში დაგიხარჯავს და სიმართლე გითხრა დიდ ვერაფერ ეფექტს ვერ მიიღებ. ნაცადი მაქვს. ფეისბუქზე ერთი სარეკლამო კომპანიისთვის სადღაც 10 000$ უნდა გამოყო ნორმალური ეფექტი, რომ მიიღო. ეს საქართველოს მოსახლეობისთვის. ამერიკელი და ევროპელი მომხმარებლისთვის 3–4 ჯერ ძვირი. აფრიკელი, ინდოელი და სამხრეთამერიკელი მომხმარებლისთვის 4–5 ჯერ იაფი. რა ვიცი კიდევ რა გაინტერესებს მკითხე და გიპასუხებ. პატარა თანხებით დიდ ეფექტს ნუ დაელოდები. ჩვენ ერთ–ერთი პირველები ვიყავით ვინც რეკლამა გააკეთა ფეისბუქზე, როდესაც საქართველოს არჩევა გახდა შესაძლებელი. მაშინ 100$ დავხარჯეთ საცდელად. კლიკში 1 ცენტი მივუთითეთ და ეფექტი იყო ძალიან დიდი. ეხლა სატელევიზიო რეკლამის ხარჯებს უტოლდება. მოკლედ მკითხე თუ რამე გაინტერესებს.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#9 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 21 February, 2011 - 21:17

Giorgi Pirtskhalava

ციტატა

Tariel რატომ ვერ გაატარე? მე მგონი შეიძლება ბიზნეს ბარათით გადახდა (აი კომპანიის ანგარიშზე რომ აბამენ) და იქიდან აჩვენებდი ხარჯს + ინვოისი.

გუგლი რომ ინვოისს ფურცლოვანს მაწვდიდეს შეიძლებოდა გატარება
მაგრამ ინვოისი მხოლოდ ელექტრონული კეთდება ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#10 Natia Rekhviashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 February, 2011 - 21:23

ბანკის რომელი ბარათით იხდით ხოლმე?

#11 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 22 February, 2011 - 09:16

ამ შემთხვევაში მე პროკრედიტის ვიზა ჩიპური ბარათით გადავიხდი
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#12 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 23 February, 2011 - 06:45

Alexander Qarumashvili

ვაა კაია ასეთი გამოცდილება თუ გაქ, ძირითადად რა მაინტერესებს და 5$ ხომ არის 500 ცენტი, შესაბამისად 5 ცენტს თU მიუთითებ თითო კლიკს რა მნიშვნელობა აქვს 30 წუთში მორჩება თუ 1 დღეში ამან ხო უნდა მომიყვანოს 100 ადამიანი ? დღიურ ლიმიტს რო მიუთითებ სიტყვაე 5$ და 4 დღე ხომ არის 20$ თუ არავინ არ დააჭირა ამ 4 დღის განმავლობაში ჩემ რეკლამას ანუ LIKE-ს შესაბამისად ხომ არ უნდა ჩამომეჭრას ეს თანხა? მე იმას ვგულისხმობ, რომ ძირითადად საქველმქოქმედო პროექტებს უდგავარ ამ შემთხვევაში და არც მე არც მათ არ აქვთ 10 ათასი დოლარი ამაში დასახარჯი და ჩემი ფულით ვაპირებდი ცოტა წაშველებას მარა 100$ იც ნამეტანია :) იმას ვცდი თუ იმუშავებს ანუ 4 დღე რო გაუშვა 5 დოლარი სულ 20$ და თჲთO კლიკს 5 ცენტი მივანიჭო შენა ამბობ, რომ ამ 4 დღეში 400 ადამიანი შემომემატება ? და თარგეტინგში ასეთ დროს ბევრი ჯგუფის არჩევა ჯობია თუ ცოტასი ?

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#13 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 February, 2011 - 20:12

Ako Akhalaia
აკო 5ცენტს თუ მიუთითებ მიიღებ 500 ლინკს და არა ლაიკს. 500 ადამიანი გადმოვა და დაათვალიერებს, მაგრამ რამდენი დაგემატება ეს ძნელი სათქმელია. კი ეგ 20$ გინდ ერთ დღეში დაგიხარჯავს და გინდ 5 დღეში მნიშვნელობა არ აქვს. თუ ქართულ საქველმოქმედო ორგანიზაციას უკეთებ რეკლამას 100$-ით დაიმატებ სადღაც 500 ადამიანს, ანუ გადმოსული ხალხის 5%-ს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მასეა შენ რომ გათამაშებას და საჩუქრებს აკეთებდე უფრო მეტს დაიმატებდი. მომწერე PM-ში გვერდის მისამართი და 500-1000 ადამიანს დავამატებ, მერე ყველაფერს აჯობებს რეკლამის მაგიერ ფული საქველმოქმედო პროექტებში ხარჯოთ და იმის რელიზები აკეთო. გამოაქვეყნე სტატიები, პოსტები; მოკლედ შენ ეგ არ გეშლება, ბევრი წერე იმ გვერდისთვის და აუცილებლად დაიმატებ ხალხს.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#14 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 27 February, 2011 - 19:33

Alexander Qarumashvili
დიდი მადლობა ალექსანდრე :)
მე გვერდამდე თU მოვიყვანე მერე დამატების პრობლემა არა მგონია იყოს ერთ ერთი გვერდია
www.facebook.com/iavnana.ge ამჟამად 56 ათასი მეგობარი ყავს, მაგრამ რაც ფეისბუქმა მეგობრებისთვის რჩევა გააუქმა ფეისბუქმა ნელა მიიწევს წინ, სპამი ჩემი მიზანი არაა და შესაბამისად თუ რამე სხვა გზა იცი კარგი იქნება თუ მოვმატებთ მეგობრებს, ვინაიდან ამ გვერდმა და ამ ხალხმა შეძლეს ფეისბუქის მეშვეობით ერთი ოჯახის დაბრუნება. არც ხალხის დათაგვა და ა.შ მიმაჩნია სწორი ფონდის მხრიდან, შესაბამისად ადრე მეგობრებს ხალხი თავად ეპატიჟებოდა ეხლა კი ცოტა გართულდა. თუ მეტ ხალხს მომატებ მადლობის მტი რა გვეთქმის.

მეორე გვერდი იყო და არის ნიკოლოზ გეგეჭკორზე, რომელიც ამერიკაში უდანაშაულოდ იხდის სასჯელს უკვე წლებია და გროვდებოდა ხელმოწერები სასამართლოსთვის, რომ განხილვისთვის დაუბრუნდეს ეს საქმე და უდანაშაულოდ ადამიანს არ ქნდეს მისჯილი სამუდამო პატიმრობა.
ესაა გვერდის მისამართი, აქ უბრალოდ ვეხმარებოდი თორე ჩემი შექმნილი გვერდი არაა, ადმინისტრატორის ფუნქცია ანუ მხოლოდ
http://www.facebook....122629747765165

მესამე პროექტი, რომელზეც მეგობრებთან ერთად ვმუშაობ არის
რომლის მიზანიცაა უცხოელები დავამატოთ და ქართველებიც და გავაცნოთ საქართველო, სამწუხაროდ მსგავსი გვერდი ბევრია და ძირითადად ქართველებზე მიმართული, იმდენ სისულელეს წერენ, რომ ვერანაირ მიზანს მათი გვერდი საბოლოო ჯამში ვერ ემსახურება. ამ გვერდის იდეა იყო, რომ ყველა ქართველისთვის ეტხოვნა თავის პროფილში შეექმნა ალბომი საქართველოს შესახებ ანუ სურათები ჩვენი რუკის, ანბანის, დროშის და ა.შ რითაც დავეხმარებოდით უცხოელებს, რომ იცოდნენ რომ ჩვენ ქართველები ვართ და არა რუსები , და ჩვენი ენა გვაქვს და არა სხვა ენა და ა.შ ამას ძირითადად უცხოეთში ყოფნისას ვაწყდებით, როცა გეკითხებიან რომ შენი ენა რუსულს გავს? ან რუსეთიდან ხარ და ა.შ სწორედ ამიტომ გვერდის მიზანია რაც შეილება მეტი ქართველი ადამიანი აქციოს თავისი ქვეყნის "დესპანად" თუმცა როგორც ავღნიშნე დღევანდელ პრიობებში ბევრი ადამიანის მოწვევა რთული ხდება. თუ დაგვეხმარებით კიდე ერთ მადლობას გადაგიხდით :)
http://www.facebook.com/discover.ge

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#15 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 February, 2011 - 23:47

Ako Akhalaia

ციტატა

სპამი ჩემი მიზანი არაა

არც ჩემს გვერდზე არ მისარგებლია სპამის საშუალებით და არც შენ გთავაზობ ამას. კონკრეტულ გვერდზე ადმინისტრატორის უფლების გარეშე მოწვევას ვერ გავაგზავნი. შემიძლია შენ პირადად ერთი დღით გათხოვო რომელიმე ექაუნთი და თავად გააკეთო მოწვევა იმ ექაუნთიდან გვერდზე. სხვანაირად გვერდზე მოწვევა არ ხერხდება თუ სპამს არ გამოიყენებ ამას კი წელიწადზე მეტია არ ვიყენებთ. ისე უამრავი პროგრამა გვაქვს (სხვათაშორის ლიცენზირებული) რომელიც ამას აკეთებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქართველი მომხმარებლისთვის ბოლო ერთი წელია სპამს არ ვიყენებთ. უცხოური გვერდებს რაც შეეხება იქ პრობლემა არ არის, თუ შეკვეთა გვაქვს და მხოლოდ სიმრავლე აინტერესებთ ვსპამავთ, მაგრამ ეს დამკვეთმაც იცის. ისევ ვიმეორებ საქართველოს მოსახლეობას წელიწადზე მეტია სპამით არ ვაწუხებთ. ის ბეევრი სპამი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ იყო აუცილებელი იმ პერიოდისთვის და ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ჩვენი ფირმის პროფილის ნაწილობრივ შეცვლას გაუწევდა რეკლამირებას.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#16 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 28 February, 2011 - 05:31

Alexander Qarumashvili
აჰა გასაგებია :) აი ის ხომ არ იცი რამე მუშა ერთი კლიკით ყველა მეგობარს რო ნიშნავდეს ? კი არის იუთუბზე და ა.შ რაღაც ვიდეოები მაგრამ არცერთი კოდი ჩემთან არ მუშაობს, 5000 მეგობარს რო გახსნი და ერთიანა რო დაუსაჯესთოს რამე გვერდი ეგეთი ბრძანება ან რამე პროგრამა არ არსებობს ?

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#17 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 February, 2011 - 16:21

აკო ყველა სკრიპტი დაბლოკა ფეისბუქმა ახალი წლების მერე და თუ რამე ხვრელი დაჩა იმასაც ბლოკავს. იუთუბიზე შენ ნახავდი; ერთი ვარიანტი მეგობრების ლისტი შექმენით შემდეგ მიუთითეთ ის ლისტი და გამოჩნდება მონიშნე ყველაო, გააკეტებ კი მოინიშნება, მაგრამ არ იგზავნება. მეორე და ყველაზე საინტერესო გუუგლმა, როდესაც ფეისბუქმა დაბლოკა ყველაფერი, ცალკე ამ საქმისთვის შექმნა პატარა პროგა, რომელიც ხრომში მუშაობს, მასაც აქვს ღილაკი აირჩიე ყველა, მაგრამ 15 იანვრამდე იმუშავა და ეხლა აღარც ეგ არ მუშაობს.
ღონისძიებეზე ზოგიერთი სკრიპტი მუშაობს მაგრამ დაწია კოეფიციენტები, გვერდებზე მოწვევვა კი მხოლოდ ხელით მოგიწევს ჯერ–ჯერობით.
არის პროგები, რომლებიც ფბ–ს შეზღუდვიდან მაქსიმუმ სამ დღეში გამოსავალს პოულობენ, მაგრამ ეგ პროგები ქართული გვერდებისთვი არ გამოგვიყენებია და არც შენ გირჩევ, ადამიანი შეიძლება ჭკუაზე გადაიყვანოს იმდენი რექვესტრი მიუვიდეს ერთი და იგივე გვერდიდან სხვა და სხვა მომხმარებლის მიერ გაგზავნილი. აუტანელია ერთ გვერდზე დღეში 100 მოწვევა, რომ მოგივა 100 სხვა და სხვა უზერიდან.
რამდენი ვწერე; მოკლედ შენთვის გამოსავალი ერთია ხელით მონიშნო, თან სასიამოვნო წერილი დაურთო, იმ მშვენიერი იდეით, რომელმაც თქვენი გვერდი შექმნა და გაუგზავნო. ჰოო კიდევ ერთი ადმინად გამოჩნდი გვერდზე, დამალული ხარ.
მოკლედ მოიფიქრე წინა პოსტსჰი რაც შემოგთავაზე და შემეხმიანე.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#18 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 01 March, 2011 - 00:45

Alexander Qarumashvili

ვაა კაია კაია საინტერესოა, ხო ხელით მომიწევს და მივყწვები და ნელ ნელა მოიმატებს კიდევაც სად წავა :)
გაიხარე ალექსანდრე დიდი მადლობა :) ხო ეგ ხელით დაკლიკებას რაც შეეხება მოგწერ ერთ დღეს და გამოვიყენებ მაგასაც :) დიდი მადლობა :)

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"




1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share