ნახტომი





- - - - -

არტ თერაპიის ჯგუფები


გამოხმაურებათა რაოდენობა: 3

#1 Teona Evdeevi

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 February, 2011 - 01:14

არტ თერაპია ექსპრესიული ფსიქოთერაპიული მეთოდია, რომლითაც ხდება სასურველი შედეგის მიღწევა ხელოვნების სხვადასხვა დარგის საშუალებით: ხატვით, ძერწვით, მუსიკით, თეატრალური ჩანართებით და სხვ.

მისი საშუალებით ხერხდება განმუხტვა, სტრესის და პოსტტრამვული სიმპტომების მოხსნა, თვითგამორკვევა, არაცნობიერის გაცნობიერება, ასევე ურთიერთობების დარეგულირება ადამიანებს შორის და კრეატულობის განვითარება.

არტ თერაპია ძალიან ეფექტურია, როდესაც ტარდება 10-15 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფში. ჯგუფის წამყვანი იძლევა ინსტრუქციებს და დავალებებს, რომლებსაც მონაწილეები ცალ-ცალკე ან ჯგუფთან ერთად ასრულებენ. შექმნილი დადებითი ემოციური ფონი კი ხსნის დაძაბულობას და თავისუფლებას მატებს თითოეულს.

არტ თერაპიას არ გააჩნია უკუჩვენებები. ის გამოიყენება ყველა ასაკში, ერთნაირად ეფექტურია ყველა ადამიანთან (კლინიკურ თუ არაკლინიურ შემთხვევებთან) განურჩევლად მათი უნარებისა, ინტერესებისა და ღირებულებებისა. აქ მონაწილეობა შეუძლია მათაც, ვისაც არ აქვს შეხება ხელოვნებასთან, რადგან არტ თერაპიაში მთავარი არის შემოქმედებითი პროცესი და არა პროდუქტი, ამიტომ ის არ ფასდება ხარისხობრივად ან ესთეტიურობის მიხედვით. ეს კიდევ უფრო ზრდის თავისუფლებას მოანწილეებში მათი აზრების, ემოციების და გრძნობების გამოხატვისას.


ვისთვისაა არტ თერაპია?

• თუკი თქვენ გაქვთ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, ან მონოტონური ცხოვრების წესი;
• თუკი თქვენ გაქვთ სტრესი, პოსტსტრესული ან პოსტტრავმული სიმპტომები;
• თუკი თქვენ გაქვთ დაეწული გუნება-განწყობა, დეპრესია;
• თვლით, რომ გჭირდებათ დახმარება თვითგამორკვევაში და საკუთარი თავის პოვნაში;
• მუშაობთ ისეთ სამსახურში, სადაც გიწევთ ადამიანებთან მუდმივი ურთიერთობა, განსაკუთრებით კი პედაგოგიკაში, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში და სხვ.
• უბრალოდ გსურთ განმუხტვა, სიახლის შეტანა ცხოვრებაში და ზოგიერთი საკითხის ახალი თვალით დანახვა, ან ახალი და საინტერესო ადამიანების გაცნობა...

მაშინ ჩაეწერეთ ჯგუფში.

არტ თერაპიის ჯგუფური შეხვედრა შედგება 5 და 6 მარტს (შაბათი და კვირა) ვაკეში, ბაზალეთის ქუჩაზე.
დაწყების დროა 13:00, ხანგრძლივობა - 4-5 საათი თითოეულ დღეს. შუალედებში მოეწყობა ბრეიქი (ცხელი/ცივი სასმელით და მსუბუქი საკვებით).
მონაწილობის ღირებულებაა 28 ლარი.

ჯგუფის წამყვანი გახლავართ ფსიქოლოგიის მაგისტრი თეონა ევდეევი.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩაწერისთვის დამიკავშირდით: 893 515 505, ან tikateona@yahoo.com


ფოტოები ადრინდელი არტ თერაპიიდან შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქის ამ ბმულზე

თანდართული ფაილ[ებ]ი

  • თანდართული ფაილი  tavi.JPG (33.01კ)
    ჩამოტვირთვების #: 2

რედაქტორი Teona Evdeevi, 26 February, 2011 - 01:17.


#2 Vika Garibashvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 4,281 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 February, 2011 - 12:01

ძალიან საინტერესოა თეონა :)

თუ არ შეწუხდებით შემდეგში მაინტერესებს თუ როგორი გამოხმაურება უქნება, ანუ რამდები ადამიანი ჩაეწერება და მოვა :)

ჩემ მოსაზრებას მოგვიანებით დავაფიქსირებ :)
მე არ გავგიჟდები!!!

#3 Teona Evdeevi

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 February, 2011 - 01:43

ვიკა, იქიდან გამომდინარე, რომ დიდ აფიშირებას არ ვაკეთებ ხოლმე და ვიფარგლები როგორც წესი ფეისბუქით და სხვა სოც. საიტებით, როგორიცაა ამ შემთხვევაში კონფერენც.გე, ეჭვი მეპარება იმდენი მსურველი გამოჩნდეს, რომ რეზერვში ჩავწერო მეორე ჯგუფისთვის. როგორც წესი, არტ თერაპიაზე 8-ზე ნაკლები და 15-ზე მეტი მონაწილე არაა ხოლმე.

#4 Giorgi Janelidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 17 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 March, 2011 - 13:20

ციტატა

• თუკი თქვენ გაქვთ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, ან მონოტონური ცხოვრების წესი;
• თუკი თქვენ გაქვთ სტრესი, პოსტსტრესული ან პოსტტრავმული სიმპტომები;
• თუკი თქვენ გაქვთ დაეწული გუნება-განწყობა, დეპრესია;
• თვლით, რომ გჭირდებათ დახმარება თვითგამორკვევაში და საკუთარი თავის პოვნაში;
• მუშაობთ ისეთ სამსახურში, სადაც გიწევთ ადამიანებთან მუდმივი ურთიერთობა, განსაკუთრებით კი პედაგოგიკაში, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში და სხვ.
• უბრალოდ გსურთ განმუხტვა, სიახლის შეტანა ცხოვრებაში და ზოგიერთი საკითხის ახალი თვალით დანახვა, ან ახალი და საინტერესო ადამიანების გაცნობა...


სრული ჭეშმარიტებაა...

ძალინ მაგარი რამეა არტ თერაპია ზოგადად... არის ადმიანების კატეგორია რომლებიც განტვირთვის მიზნით მღერის(მიუხედავ მისი ვოკალური და სმენითი შესაძლებლობებისა), ზოგი ხმამაღლა კითხულობს წიგნს, ზოგი უკრავს და ა.შ. ზოგადად ეს ყველაფერი ეხმარება იმას რასაც ზემოთ ციტირება გავუკეთე...

...და მონაწიელობს სურვილი მხოლოდ მანდილოსბმა გამოთქვეს? :)
If You Work All Day, You Have No Time To Make Any Money!



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share