ნახტომი



- - - - -

პროექტი "ევროპელების ფორუმი"


გამოხმაურებათა რაოდენობა: 8

#1 David Sadzaglishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 11 გამოხმაურება

დაწერილია 28 February, 2011 - 19:28

გამოქვეყნებული სურათი

მოგესალმებით ყველას, კეთილი იყოს ჩემი მაუსი თქვენს კონფერენციაზე :)

სანამ უშუალოდ ბიზნეს გეგმაზე გადავიდოდე შესავალს გავაკეთებ ჩემი პროექტის შესახებ.

17 იანვარს ქსელში გავუშვი პროექტი ( http://europeansforum.com ), რომელიც მთელს ევროპელ ინტერნეტ მომხმარებელზეა გათვლილი. ჯერ-ჯერობით პროექტი საცდელ ფაზაშია, ამჟამად მიმდინარეობს სტრუქტურის ფორმირება და ჩამოყალიბება, ასევე სხვადასხვა წვრილმანი სამუშაოები, ხოლო ძირითადი ნაწილი, მოდიფიცირებისა და დიზაინის ჩათვლით დასრულებულია.

სტრუქტურის დასრულებულ სახეს რაც შეეხება იქნება შემდეგნაირი: თითოეულ ევროპულ ქვეყანას ექნება საკუთარი განყოფილება თავისი ქვეგანყოფილებებით, სადაც შევა ამა თუ იმ ქვეყნის ყველა ქალაქი.


მოგეხსენებათ თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა. დღესდღეობით უამრავი პოპულარული ვებ-გვერდია, რომელსაც ყოველდღიურად მილიონობით მომხმარებელი სტუმრობს. რეიტინგული ვებ-გვერდები ჯგუფდება, როგორც: სოციალურ ქსელებად, ფორუმებად, ბლოგებად და ა.შ. ფორუმს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოპულარულ საიტებს შორის, მსოფლიოს მასშტაბით არის რამდენიმე რეიტინგული ფორუმი, რომლებსაც დღეში ათეულობით მილიონი მომხმარებელი სტუმრობს.

ბევრისთვის ფორუმი მხოლოდ გასართობს წარმოადგენს, მაგრამ სინამდვილეში იგი ხომ ადამიანს გონებრივი შესაძლებლობების განვითარებასა და წარმოჩინებაში უწყობს ხელს.
  • ფორუმი ადამიანის ინტელექტის ამაღლების საწინდარია;
  • ფორუმი ადამიანში ცოდნის ათვისებასა და გაღრმავებას უწყობს ხელს;
  • ფორუმი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების განვითარების საწინდარია;
  • ფორუმი გვეხმარება კითხვებზე პასუხის გაცემაში;
  • ფორუმი გვეხმარება უკეთ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი საზოგადოებაში;
  • ფორუმი გვეხმარება გავცვალოთ ჩვენი ქვეყნის კულტურული ღირსშესანიშნაობები სხვადასხვა ქვეყნებს შორის;
  • ფორუმი გვეხმარება შევიძინოთ უამრავი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნებიდან;
  • ფორუმი ვირტუალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია;
ამჟამად ფორუმის ინტერფეისი 14 ენაზეა:

English (Default Language)
Русский
ქართული
Türk
Español
Български
Сръбски
Босненски
Danish
Portuguese
Polska
Română
Française
Duitse

უახლოეს მომავალში ვგეგმათ სხვა ენების დამატებასაც, რათქმაუნდა ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული.

ჩვენი მთავარი მიზანი

ჩვენი მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ ყველა ევროპული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რომელიც მომავალში თავიდან აგვარიდებს ევროპულ ქვეყნებს შორის დაძაბულობას და კონფლიქტს. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მშვიდობიანი მომავლის შექმნას. ჩვენ ვცდილოთ რომ ხალხს დავანახოთ ომის შედეგი, რათა თავიდან ავიცილოთ პრობლემები და შეცდომები. ჩვენც ვცდილობთ შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული და მშვიდობიანი გარემო ფორუმზე, რომელიც უკეთესად დაანახებს ვიზიტორებს ჩვენი მიზნის შესახებ. ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ვემსახურებით ძალიან რთულ მისიას, უამრავი დაბრკოლება იქნება მომავალში, უამრავი ადამიანი შეეცდება ჩვენს შეჩერებას, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ნათელი მომავლისთვის.
კარგი იქნება თუ თქვენც დადგებით ჩვენს გვერდით და დაგვეხმარებით დიდი მიზნის შესრულებაში. თითოეული თქვენგანის დახმარება წინ და წინ წაწევს ჩვენს მიზანს. ჩვენ მივმართავთ ყველა იმ ევროპული ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა ქვეყნებიც ევროკავშირის გარეთ იმყოფებიან, გთხოვთ დარეგისტრირდით და დააფიქსირეთ თქვენი აზრი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ჩვენი სამოქმედო გეგმა

სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანა არის ევროპელი საზოგადოების ინფორმირება ჩვენი მიზნის შესახებ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირში. შედეგი მიიღწევა თუ ჩვენ ერთად ვიმოქმედებთ, თუ ჩვენ ყველანი დავაფიქსირებთ ევროკავშირში შესვლის სურვილს. ევროკავშირის წარმომადგენლობა დაინახავს რომ ევროპელი საზოგადოება ფსიქოლოგიურად მზადაა კავშირში გაწევრიანებისთვის რაც რეალურ შანსებს მოგვცემს. თუმცა მიზანი ერთ დღეში არ მიიღწევა, მაგრამ ჩვენ უნდა გვჯეროდეს რომ დადგება დღე როდესაც ჩვენი მიზანი სისრულეში მოვა, რომელიც ამჟამად მშვიდობის ფრთაშესხმული ოცნებაა. ზოგიერთ თქვენთაგანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, კი მაგრამ ჩვენ ხომ გვაქვს მშიდობა? ევროპული ქვეყნების უმეტესობას აქვს მშვიდობა, მაგრამ არ უნდა ვიყოთ ეგოისტები, ჩვენს ქვეყანაში შეიძლება მშვიდობა იყოს, მაგრამ სხვა ევროპული ქვეყანა იყოს ოკუპაციის, ტერორის და აგრესიის მსხვერპლი. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველაფერი ამ ცხოვრებაში არის წარმოსახვითი და რომ შეიძლება ერთ დღესაც მშვიდობა ომმა შეცვალოს.
მნიშვნელოვანია ამ დიად მიზანს ვემსახუროთ ხალისით და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ შედეგს, ნათქვამია „არ არსებობს მოხალისის სულზე დიდი ძალა“. თუ არ იქნება მშვიდობა მაშინ არ იქნება ჰარმონია.
სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლობებში არიან როგორ კეთილი ასევე ბოროტი ადამიანები. ბოროტი ადამიანები თესავენ სიბოროტეს, ახშობენ ადამიანის თვითშეგნებას და კლავენ პატრიოტიზმს. ისინი საკუთარ ერს მოუწოდებენ რასიზმისკენ. ჩვენ ვგმობთ მათ ქმედებებს, რომელთა საქციელიც ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ძალადობა, ნათქვამია „სამართლიანობა ძალის გარეშე სიცარიელეა ხოლო ძალა სამართლიანობის გარეშე კი ძალადობა, იყავი ძლიერი რათა დაიცვა როგორც საკუთარი თავი ასევე სხვები“. ჩვენ შეგვწევს ძალა დავიცვათ როგორც საკუთარი თავი ასევე სხვები, მაგრამ მთავარია თანადგომა.
ჩვენ უნდა დავაკავშიროთ თითოეული ევროპული ქვეყანა ერთმანეთს, ხოლო მომავალში კი მთელი მსოფლიო.


შემოსავლის წყარო

იდეაში ფორუმს რეკლამის სახით აქვს შემოსავლის პოტენციური სახე, რათქმაუნდა ეს უკანასკნელი დამოკიდებულია მის პოპულარობაზე. ყოველდღიურად რაც უფრო მეტი მომხმარებელი სტუმრობს ფორუმს და რაც უფრო მეტი გამოხმაურება იწერება, მით უფრო წინ მიიწევს მისი რეიტინგი.

დაინტერესება მეწარმეების მხრიდან - დღეისათვის უამრავი მეწარმეა, თუნდაც ღვინის მწარმოებელი, რომლებსაც პროდუქციის ექსპორტი ძალზედ ძვირი უჯდებათ, თუ ასეთ მეწარმეებს ჩვენს ფორუმზე მათი პროდუქციის რეკლამირებას შევთავაზებთ მისაღებ ფასებში, ლოგიკურია მათთვის ეს ძალზედ ხელსაყრელი იქნება, ვინაიდან და რადგანაც ამ რეკლამას ყოველდღიურად ევროპის სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ადამიანი ნახავს.

დაინტერესება ტურიზმისა და რეკრეაციის სფეროდან - დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით ტურისტული და რეკრეაციული ზონების გაცხოველებული მოწყობა მიმდინარეობს, რაც ქვეყნის ეკონომიკის მზარდი განვითარების საწინდარია. ჩვენს ფორუმზე თითოეული ტურისტული და რეკრეაციული ზონის რეკლამირება გაზრდის ქვეყანაში ტურისტების შემოსვლას, რაც საერთო ჯამში ამ სფეროს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

საქართველოში უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელთა არსებობაც უამრავმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ თუ ჩვენ მათ ინფორმაციას მივაწვდით ლოგიკურია გაიზრდება კულტურული ძეგლების მნახველთა რაოდენობა, რაც თავისთავად გაზრდის ქვეყნის ბიუჯეტს.

დაინტერესება ასევე წამოვა იმ კერძო პირებისგანაც, რომლებსაც მაღალმთიან საკურორტო ზონებში მოწყობილი აქვთ პატარა დასასვენებელი სასტუმროები და ეწევიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას.

რაღათქმაუნდა დაინტერესება იქნება ბიზნესის ყველა სფეროდან, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე მთელი ევროპის მხრიდან.



თქვენც კარგად ხვდებით რომ პირველ რიგში ეს პროექტი საშვილიშვილო საქმეს ემსახურება, მეორეს მხრივ ისეთივე ბიზნეს გეგმაა როგორც სხვა დანარჩენი. მოგეხსენებათ დღეს ტყუილუბრალოდ არავინ არაფერს არ აკეთებს და რომც გააკეთო გარკვეული ფინანსები გჭირდება, ხოლო თუ საკუთარი სახსრები არ გაგაჩნია მაშინ სპონსორი უნდა მოძებნო, რომელიც რასაკვირველია წილში ჩაგიჯდება და თავის დოლიას მოგთხოვს, მოკლედ ამ მხრივ ყველაფერი მარტივადაა.

მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება, თუნდაც რჩევის სახით, როგორ ფიქრობთ რა ტიპის ბიზნესმენს დააინტერესებს მსგავსი პროექტი? ძალიან გთხოვთ დამაკვალიანეთ, მართალია მე ჩემი გეგმები მაქვს მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს.

ბოლოს კი დავამატებ რომ გვჭირდება ისეთი ხალხი ვინც იცის ინგლისური ენა, ერკვევა მოდერატორის ოპციებში, აქვს საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტოლოგიაში გამოცდილება (თუნდაც სტუდენტი) და რაც მთავარია აქვს თავისუფალი დრო რომელსაც უსასყიდლოდ დაუთმობს ჩვენს საერთო მიზანს, საწყის ეტაპზე ვერ შევძლებთ ხელფასი გადავუხადოთ, მაგრამ გარწმუნებთ ეს მხოლოდ დროებითია, როგორც კი სპონსორს ვიშოვით, ყველას ვისაც რაიმე წვლილი ექნება შეტანილი ფორუმის განვითარებაში მიიღებს გასამრჯელოს და გახდება ჩვენი ჯგუფის წევრი.

P.s. ბატონო ტარიელ მე ჯერ ახალი ვარ თქვენს ფორუმზე და შესაბამისად არ ვიცნობ თქვენი ფორუმის წესებს კარგად ასე რომ ჩემი დიდი თხოვნა იქნება არ ჩათვალოთ ეს თემა რეკლამად,

პატივისცემით, დავით საძაგლიშვილი.

რედაქტორი David Sadzaglishvili, 28 February, 2011 - 19:30.


რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Giorgi Janelidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 17 გამოხმაურება

დაწერილია 28 February, 2011 - 20:47

სტოპ სტოპ სტოპ!

ციტატა

ჩვენი მთავარი მიზანი: ხელი შევუწყოთ ყველა ევროპული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რომელიც მომავალში თავიდან აგვარიდებს ევროპულ ქვეყნებს შორის დაძაბულობას და კონფლიქტს...


...და თქვენ ამას ფომურმით აპირებთ?


ციტატა

სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანა არის ევროპელი საზოგადოების ინფორმირება ჩვენი მიზნის შესახებ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირში
როგორ აპირებთ ევროპის ინფორმირებას?

ციტატა

ევროკავშირის წარმომადგენლობა დაინახავს რომ ევროპელი საზოგადოება ფსიქოლოგიურად მზადაა კავშირში გაწევრიანებისთვის რაც რეალურ შანსებს მოგვცემს.
ცოტა გადაჭარბებული ხო არაა ეს შეფასება?

ციტატა

სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლობებში არიან როგორ კეთილი ასევე ბოროტი ადამიანები. ბოროტი ადამიანები თესავენ სიბოროტეს, ახშობენ ადამიანის თვითშეგნებას და კლავენ პატრიოტიზმს. ისინი საკუთარ ერს მოუწოდებენ რასიზმისკენ. ჩვენ ვგმობთ მათ ქმედებებს, რომელთა საქციელიც ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს.
ვინ თქვენ?? ან ფორუმით გინდა ებრძოლოთ მაგალითად ლუკაშენკოს? ჩემი სუბიექტური აზრით არასერიოზულია ეს განხადება...


ყველაზე მთავარი რაცაა თქვენ არ ქმნით რაიმე პროდუქტს რომლის გაყიდვასაც აპირებთ... თქვენ გინდა შექმნათ საზოგადოებრივი აზრი, რაზეც შემდეგ ბიზნესს ,,ააწყობეთ"... და ბიზნეის ესე არ ,,კეთდება"..
საზოგადოებრივი აზრი ყველაზე ,,სათუთუა" რომელიც ძალიან რთულად იქმნება(ნებისმიერი პრ მენეჯერი დამეთანხმება და არა მარტო..)... და ფორუმით გინდათ რომ მთელი ევროპული ,,საზოგადოებრივი აზრი" შექმნათ და შეხედულებების ჩამოყალიბებლაში დაეხმაროთ? -შეუძლებელია...

+ ყველაფერ ამას, საქართველოში ძალიან მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა რომლებიც ინგლისურენოვან ფორუმზე თავისუფლად დაპოსტავს...
17 იანრვის მერე რა ღონისძიებები ჩაატარეთ იმისთვის რომ საიტზე ინფორმაცია გაგევრცელებინათ? და რამდენი უცხოელი მომხმარებელია რეგისტრირებული 49 რეგისტრირებული წევრიდან?


ბოდიში ჩემი პირდაპირობისთვის. ეს მხლოდ ჩემი სუბიექტური აზრია...
If You Work All Day, You Have No Time To Make Any Money!

#3 David Sadzaglishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 11 გამოხმაურება

დაწერილია 28 February, 2011 - 21:46

Giorgi Janelidze

ციტატა

...და თქვენ ამას ფომურმით აპირებთ?


საზოგადოება ფსიქოლოგიურად მზად არ არის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, სწორედ ამ მხრივ უნდა ვიმუშავოთ თორემ დანარჩენს მთავრობაც მიხედავს! ეს არის ჩვენი ამოცანა!

ციტატა

როგორ აპირებთ ევროპის ინფორმირებას?


საჭიროა სწორად დაგეგმარებული და მიმართული პიარ-კამპანია, ასევე გამოცდილი პიარ მენეჯერი რომელიც წაუძღვება ამ საქმეს.

ციტატა

ცოტა გადაჭარბებული ხო არაა ეს შეფასება?


როგორ ფიქრობთ ტრანსპარანტებით რომ გავიდეთ ქუჩებში, რომლებზეც ეწერება "ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი" ყოველივე ამის მერე რაიმე შანსი გვექნება?

ციტატა

ვინ თქვენ?? ან ფორუმით გინდა ებრძოლოთ მაგალითად ლუკაშენკოს? ჩემი სუბიექტური აზრით არასერიოზულია ეს განხადება...


რა შუაშია აქ ლუკაშენკო, ჩვენ კონკრეტულ პიროვნებას არ ვებრძვით. ჩვენ ვებრძვით საზოგადოების იმ ნაწილის ფსიქოლოგიას, რომელიც სკეპტიკურადაა განწყობილი ევროკავშირის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით საზოგადოების თვითშეგნების დასაბრუნებლად.

ციტატა

ყველაზე მთავარი რაცაა თქვენ არ ქმნით რაიმე პროდუქტს რომლის გაყიდვასაც აპირებთ... თქვენ გინდა შექმნათ საზოგადოებრივი აზრი, რაზეც შემდეგ ბიზნესს ,,ააწყობეთ"... და ბიზნეის ესე არ ,,კეთდება"..
საზოგადოებრივი აზრი ყველაზე ,,სათუთუა" რომელიც ძალიან რთულად იქმნება(ნებისმიერი პრ მენეჯერი დამეთანხმება და არა მარტო..)... და ფორუმით გინდათ რომ მთელი ევროპული ,,საზოგადოებრივი აზრი" შექმნათ და შეხედულებების ჩამოყალიბებლაში დაეხმაროთ? -შეუძლებელია...


ჩვენ პროდუქტის შექმნაზე მეტს ვაკეთებთ, როგორ გგონიათ პროდუქტის შექმნაა მთავარი? არა მეგობარო ცდებით, მე თვითონ პროგრამისტი ვარ და როცა რაიმე პროგრამას ვწერ, რომელიც დასრულებულ სახეს ღებულობს და თავის ფუნქციას ასრულებს, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ყველაფერი კარგადაა. ჭეშმარიტ პროგრამისტს ნამუშევარი საკუთარი შვილივით უყვარს და დღედაღამ მის დეველოპმენტშია.
მე მინდა ფორუმს ქონდეს მიზანი, რომლითაც ისაზრდოვებს, რომლის მიღწევასაც დაიდებს მიზნად.

არასოდეს თქვან რომ შეუძლებელია, ყველაფერი შესაძლებელია, ამისათვის მხოლოდ მონდომება და მოხალისის სულია საჭირო.


ციტატა

+ ყველაფერ ამას, საქართველოში ძალიან მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა რომლებიც ინგლისურენოვან ფორუმზე თავისუფლად დაპოსტავს...
17 იანრვის მერე რა ღონისძიებები ჩაატარეთ იმისთვის რომ საიტზე ინფორმაცია გაგევრცელებინათ? და რამდენი უცხოელი მომხმარებელია რეგისტრირებული 49 რეგისტრირებული წევრიდან?


ცოტა სულაც არაა, ძალიან ბევრმა იცის ინგლისური ენა და არა მარტო ინგლისური, არამედ სხვა ენებიც, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რომ ეზარებათ აზროვნება!

2 თვეა ამ პროექტზე ვმუშაობ დღე-ღამიდან 17-18 საათი და ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი გაკეთებული. სანამ ყველა სამუშაო არ დასრულდება მასშტაბური პიარ-კამპანიის წამოწყებას არც ვაპირებ.


ციტატა

ბოდიში ჩემი პირდაპირობისთვის. ეს მხლოდ ჩემი სუბიექტური აზრია..


ზოგჯერ პირდაპირობაც საჭიროა :)

მადლობა გამოხმაურებისთვის, მაგრამ მე რაზეც ვითხოვე დახმარება თქვენ იმაზე არ მიპასუხეთ.

#4 Giorgi Janelidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 17 გამოხმაურება

დაწერილია 01 March, 2011 - 09:28

წარმატებებს გისურვებთ! :)
If You Work All Day, You Have No Time To Make Any Money!

#5 David Sadzaglishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 11 გამოხმაურება

დაწერილია 01 March, 2011 - 18:28

Giorgi Janelidze

მადლობა :)

აბა არავის შეუძლია დამეხმაროს? :unsure:

#6 David Sadzaglishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 11 გამოხმაურება

დაწერილია 03 March, 2011 - 18:06

იქნებ ორგანიზაციები იცოდეთ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროექტების დაფინანსებით?

#7 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება

დაწერილია 30 March, 2011 - 05:28

დათო გამარჯობა, პირველ რიგში დიდი შრომა გაქვს ჩადებული ამ პროექტში, თუმცა ახალ ტრენდებს თუ გადახედავ ფორუმების დრო კვდება, ყველაფერი სოციალურ მედიაში გადადის, ძალიან, ფორუმები, რომლებიც აქტუალობას ინარჩუნებენ ჯერ ჯერობით არიან ისენი, რომელიც მხოლოდ ვიწრო სეგმენტზე მუშაობს, მაგ მხოლოდ ბიზნესი, ავტომობილები და ა.შ ესეც ძველი ლოიალური მომხმარებლის თანახმად, ანუ იდეა კარგია და შესრულებაც , მაგრამ პირადად ჩემი აზრით დაგვიანებულია ეს იდეა, არასწორდ დროშია მოტანილი ;) ზოგადად მთლიანი ინტერნეტ ბაზარი იცვლება, ამას ჩემი "გუანით" არ ვამბობ იკჲთხეთ თანამედროვე ბიზნეს გამოცემები და ნახავთ, ფაქტიურათ უპირისპირდებით ფეისბუქს და გუგლს, ვინაიდან "გადარჩენითვის" გჭირდებათ,ფული ფულს კი რეკლამაში ხედავთ, რომელიც მომგებიანი გლობალური კომპანიებისთვის იქნება, ანუ იგივე ბაზარზე გადიხართ სადაც გიგანტები არიან, არ ვიცი ამ პროექტის გაქაჩვა თუ გსურთ მაინც პატარა ნაწილით სჯობს დაწყება ალბათ, მაგალითად მხოლოდ სამართალი ან მხოლოდ რაღაც ერთი კუთხე და თანდათან გაფართოება.

პს. არ ვიცი ტექნიკურად რამდენად მოახერხებთ, მაგრამ Fეისბუქ ქონექთ თუ მიაბამთ უფრო გაიზრდება მომხმარებელთა რიცხვი, ამდენი ახალი იუზერი ნიკი და პაროლი უბრალოდ ეზარება ხალხს, დისკუსიითვის კი ფეისბუქიც აკმაყოფილებთ
წარმატებებს გისურვებთ

რედაქტორი Ako Akhalaia, 30 March, 2011 - 05:30.

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#8 David Sadzaglishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 11 გამოხმაურება

დაწერილია 10 April, 2011 - 20:27

იხილე გამოხმაურებაAko Akhalaia, 30 March, 2011 - 05:28 -ში, განაცხადა:

დათო გამარჯობა, პირველ რიგში დიდი შრომა გაქვს ჩადებული ამ პროექტში, თუმცა ახალ ტრენდებს თუ გადახედავ ფორუმების დრო კვდება, ყველაფერი სოციალურ მედიაში გადადის, ძალიან, ფორუმები, რომლებიც აქტუალობას ინარჩუნებენ ჯერ ჯერობით არიან ისენი, რომელიც მხოლოდ ვიწრო სეგმენტზე მუშაობს, მაგ მხოლოდ ბიზნესი, ავტომობილები და ა.შ ესეც ძველი ლოიალური მომხმარებლის თანახმად, ანუ იდეა კარგია და შესრულებაც , მაგრამ პირადად ჩემი აზრით დაგვიანებულია ეს იდეა, არასწორდ დროშია მოტანილი ;) ზოგადად მთლიანი ინტერნეტ ბაზარი იცვლება, ამას ჩემი "გუანით" არ ვამბობ იკჲთხეთ თანამედროვე ბიზნეს გამოცემები და ნახავთ, ფაქტიურათ უპირისპირდებით ფეისბუქს და გუგლს, ვინაიდან "გადარჩენითვის" გჭირდებათ,ფული ფულს კი რეკლამაში ხედავთ, რომელიც მომგებიანი გლობალური კომპანიებისთვის იქნება, ანუ იგივე ბაზარზე გადიხართ სადაც გიგანტები არიან, არ ვიცი ამ პროექტის გაქაჩვა თუ გსურთ მაინც პატარა ნაწილით სჯობს დაწყება ალბათ, მაგალითად მხოლოდ სამართალი ან მხოლოდ რაღაც ერთი კუთხე და თანდათან გაფართოება.

პს. არ ვიცი ტექნიკურად რამდენად მოახერხებთ, მაგრამ Fეისბუქ ქონექთ თუ მიაბამთ უფრო გაიზრდება მომხმარებელთა რიცხვი, ამდენი ახალი იუზერი ნიკი და პაროლი უბრალოდ ეზარება ხალხს, დისკუსიითვის კი ფეისბუქიც აკმაყოფილებთ
წარმატებებს გისურვებთ


დიდი მადლობა აკო გამოხმაურებისთვის. მართალია სოციალურ ქსელებს აქვთ დიდი რეიტინგი მაგრამ არის ფორუმები სადაც მილიარდობით პოსტია, რათქმაუნდა ასეთი ფორუმების რაოდენობა დიდი არაა მაგრამ დღევანდელი სოციალური ქსელების რაოდენობაზე გაცილებით მეტია.

სიმართლე გითხრა მე ზოგადად სოციალურ ქსელს სერიოზულ პროექტად არ აღვიქვავ, გამომდინარე იქიდან რომ არ გააჩნია ის ფუნქციური მხარე რაც ფორუმს (IPB, vbulletin, phpbb და ა.შ.), ამასთან სოციალური ქსელი ინტელექტის თვალსაზრისით ვერ გაუტოლდება ფორუმს, სულ უბრალო მაგალითზე ისეთ დისკუსიებს რომელსაც აქ გავმართავთ სოციალურ ქსელზე გამართვა წარმოუდგენელია.

ფბ ქონექთზე ვმუშაობ, ახალ ვერსიებზე ინტეგრირებულია მაგრამ ძველზე მომიწევს ადაპტირება.

ენებს ვაქცევ დიდ ყურადღებას, უკრაინული დავამატე და ამჟამად 2 სლავურ ენაზე ვმუშაობ.

ალბათ ამიტომაც შევაჩერე სპონსორის ძიებაც და სხვა აქტივობები.

გეგმაში მაქვს TSU-ს კორპუსებში პრეზენტაციების გამრთვა, გამომდინარე იქიდან რომ სტუნდენტობა დიდი ძალაა მითუმეტეს თუ დააინტერესათ.

თქვენც ასევე წარმატებებს გისურვებთ
პატივისცემით,
დავით საძაგლიშვილი

#9 David Sadzaglishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 11 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2011 - 17:35

დიდი ხანია არ დამიპოსტავს, გარკვეული მიზეზების გამო საჭიროდ არ ჩავთვალე ფორუმისთვის პიარ კამპანია წამომეწყო სიმართლე გითხრათ იმ დროისთვის არც ფინანსები მიწყობდა ხელს და არც ფორუმი იყო მზად. აპრილიდან მოყოლებული ინტენსიურად ვმუშაობდი დეტალებზე, დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს ცვილებებსა და დამატებებს.

თუ ვინმე იქნება ისეთი ვისაც დააინტერესებს ეს პროექტი დამეკონტაქტოს და გავისაუბრებთ ამ ეტაპზე მჭირდება სპონსორი, რომელიც თანხას გამოყოფს პიარ კამპანიისთვის (ძირითადად რეკლამა google-ზე და fb-ზე).

თუ სპონსორთან მიშუამდგომლებთ ამ შემთხვევაში მიიღებთ გარკვეულ გასამრჯელოს

ძალიან გთხოვთ უაზრო პოსტებს ნუ დატოვებთ, ვინც ამ საქმეში კომპეტენტურია მხოლოდ იმათმა მომწერეთ.

მადლობთ ყურადღებისთვის პატივისცემით,
დავით საძაგლიშვილი.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share