ნახტომი





- - - - -

ნახატების კონკურსი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის


თემაში გამოხმაურება არ არის

#1 Khatuna Noniashvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 83 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 February, 2011 - 21:01


ელფის გამომცემლობა გთავაზობთ ნახატების კონკურსს - „გახდი ელფის წიგნის მხატვარი“.

კონკურსის პირობები:


- ხუთი ზღაპრიდან ამოარჩიეთ ერთ‐ერთი და დაასურათეთ. ტექსტები იხილეთ ლინკზე: http://elf.ge/konkurs.html

- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლამდე ასაკის ბავშვებს.

- ნახატი დახატეთ A4 ფორმატის ქაღალდზე

- 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ელფის გამომცემლობის ორგანიზებით საუკეთესო კონკურსანტების ნახატების გამოფენა მოეწყობა და პატარა მხატვრები ელფის წიგნებით დასაჩუქრდებიან.

- საბოლოოდ გამოვლინდება სამი გამარჯვებული. ორ მხატვარს ჟიური აარჩევს, მესამე გამარჯვებული კი ის გახდება, რომელიც ყველაზე მეტ „like“-ს დააგროვებს.

- სამივე გამარჯვებულთან ელფის გამომცემლობა გააფორმებს ხელშეკრულებას და ისინი ზღაპრების წიგნს დაასურათებენ. გარდა ამისა, სიგელითა და წიგნებით დაჯილდოვდებიან.

- საკონკურსო ნახატები მოგვაწოდეთ ელ.ფოსტაზე office@elf.ge; თან ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:
-კონკურსანტის სახელი, გვარი, ასაკი
-დასურათებული ტექსტის სათაური
-ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა
-Facebook‐ზე კონკურსანტის ან მისი წარმომადგენლის ნიკი

- მეილზე გამოგზავნილ საკონკურსო ნახატებს ავტვირთავთ Facebook‐ში ელფის გამომცემლობის გვერდზე www.facebook.com/elf.publishing.house , სპეციალურად გამოყოფილ ფოტო ალბომში. დაეთაგეთ თქვენს ნახატზე, გაუზიარეთ ის მეგობრებს და იბრძოლეთ გამარჯვებისთვის

- ნახატების წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 აპრილი.

შეკითხვები მოგვწერეთ Facebook-ში ელფის გამომცემლობის გვერდზე http://www.facebook....ublishing.House

გისურვებთ წარმატებას :)

რედაქტორი Khatuna Noniashvili, 28 February, 2011 - 21:02.




1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share