ნახტომი

მომსახურების დონე ბანკებში

გამოხმაურებათა რაოდენობა: 8

#1 Dear Guest, You need to register...LeLu Tskhvitava_*

• Guest

დაწერილია 01 March, 2011 - 15:26

არსებობს აქსიომა,რომ საბანკო დაწესებულებებში მუშაობის დაწყების ნებისმიერმა მსურველმა, საკმაოდ რთული კონკურსი უნდა გაიაროს, რაც მე პირადად გამართლებულად მიმაჩნია. მითუმეტეს,რომ ნებისმიერ ბანკს აქვს იმის საშუალება, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო კადრები აიყვანოს, ვინაიდან შრომის ბაზარზე მსურველების ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობა.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მსხვილი ბანკი მომზადებული კადრების დეფიციტს განიცდის. თქვენი აზრით, რამდენად კვალიფიციური კადრები მუშაობენ ქართულ ბანკებში? და რა კეთდება მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად :)

#2 Tariel Zivzivadze

L8: პროფესიონალი

• Members
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 02 March, 2011 - 14:23

გამარჯობა ლელუ,

ცალმხრივად ვერ იტყვი, თუმცა ვეჭვობ კადრების დეფიციტს განიცდიდეს ეს სისტემა. თან შიგა შერჩევისა და ტრენინგების სისტემებსაც თუ გავითვალისწინებთ ნამდვილად ზრუნავენ კადრებზე [შეიძლება არა ყველგან]

სხვა საკითხია თუ რამდენად შესაძლებელია უკეთესი კვალიფიკაციის ადამიანის აყვანა დაბალ ხელფასიან საქმეზე ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#3 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 02 March, 2011 - 14:41

თიბისიმ დამტანჯაააა :)
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#4 Giorgi Janelidze

Newbie

• Member
• პიქტოგრამა
• 17 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 March, 2011 - 19:39

ჯორჯ მე ტაომ!

კადრების შერჩევა ძირითადად ბანკებში იდენტურია... რეზიუმეების მიღება, მერე გასაუბრება, ტესტირება(ან პირიქით) და ამის შემდეგ იღებენ როგორც წესი.. ვაკანსიები ძირითადად ოპერატორებზეა და პრომოუტერებზე.. ამ საქმით დასაქმებული კიდევ იმდენ ენერგიას ხარჯავს და ანაზღაურება ისე ცოტა აქვს, ანებებს თავს სამუშაოს და შესაბამისად კადრების ზრდა არ მიმდინარეობს... სხვა უფრო სერიოზულ ვაკანსიებზე პირდაპირ გამოცდილი კადრები აყავთ...

და ყველაზე მეტად რაც მე პირადად მაღიზიანებს ისაა, რომ შესვენება თუ მთავრდება მაგალითად 14:00 სთ-ზე თანამშრომლები გამოდიან 14:30 და ერთ განყოფილებასთან დგას უამრავი ხალხის რიგი.. (სხვათაშორის ეს მარტო ბანკებს არ ეხება ესე ყველა სახელმიწიფო, საჯარო დაწესებულება)
If You Work All Day, You Have No Time To Make Any Money!

#5 Dear Guest, You need to register...LeLu Tskhvitava_*

• Guest

დაწერილია 02 March, 2011 - 20:08

საღამო მშვიდობის

ბატონო გიორგი, არ ვიცი რით დაიმსახურა თიბისი ბანკმა ასეთი უკმაყოფილება :),მაგრამ საქართველოში არსებული 19 ბანკიდან, მომსახურებით და აქციებით TBC ყველას მირჩევნია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ საკონტროლო პაკეტი ქართველების ხელშია, სიმპატიები ერთი-ორად იზრდება, ეს არგუმენტი რათქმაუნდა ხუმრობით, ცოტა სეპარატისტული მომენტია მეტი არაფერი))
რაც შეეხება უშუალოდ თემას, დავკონკრეტდები და ვიტყვი საქართველოს ბანკში ცოტა ხნის წინ ოპერატორის დაუდევრობის გამო უსამართლო ჯარიმა დამეკისრა, დიდი მცდელობის შემდეგ ყველაფერი გაირკვა, თუმცა ისე გამოვიდა, რომ ბანკმა ჯარიმა პირიქით მე მაპატია(გაუგებარია რატომ?). მსგავსი შემთხვევა უამრავია, მე იმას ვამბობ, რომ რაიმე სანქციები უნდა არსებობდეს,რაც მსგავს შემთხვევებს თუ არ აკრძალავს, შეამცირებს მაინც.

ბატონო ტარიელ, ''რამდენად შეიძლება უკეთესი კვალიფიკაციის ადამიანის აყვანა დაბალ ხელფასიან საქმეზე’’,- მგონი წამყვან ბანკებს ეს პრობლემა არ ეხება,საქართველოს ბანკი ბანკებს შორის არსებული სახელფასო მინიმუმით პირველ ადგილზეა, ამიტომ მგონი პრობლემა სხვა ჭრილში უნდა ვეძებოთ:)

#6 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 03 March, 2011 - 02:41

ანაზღაურების სიმცირე აშკარად აფერხებს კადრების ზრდას და კიდევ... უუფლებო დასაქმების კოდექსი, რომლის გამო მე არ მინახავს ამ ქალაქში კაცი (ქალი :) ) 3 წელზე მეტი ერთ სამსახურს რომ შერჩენილიყოს. ერთი შეხედვით თითქოს ბიზნესისთვის კარგია, რომ როცა გინდა კაცს სამსახურიდან უშვებ მარა ბუმერანგია და ისევ ბიზნესს უბრუნდება. ბენდუქიძის ლეგასი...

თიბისის რაც შეეხება, აბა სცადეთ ოპერატორთან მისვლა 1 საათი არის საშუალო დალოდების დრო. + ინტერნეტ ბანკინგს თვეში ერთხელ თუ არ გამოიყენებ გეყინება. ეხლა დაუშვათ 3 ანგარში მაქვს და ზოგზე ფულს ვინახავ, გავიდა სამი თვე და თუ არ გავააქტიურე ვერაფერსაც ვერსად ვერ გადავრიცხავ. არის კიდევ მრავალი ნიუანსი რომლითაც იგრძნობა რომ ახალტურებენ საქმეს...

რედაქტორი George Chkhikvishvili, 03 March, 2011 - 02:44.

Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#7 Dear Guest, You need to register...LeLu Tskhvitava_*

• Guest

დაწერილია 03 March, 2011 - 17:03

რიგები ოპერატორებთან, შესვენების დროის ხანგრძლივობა, გიორგიმაც სწორად აღნიშნა, არამარტო ბანკებში სხვა უამრავ სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებებშიცაა, ეს გამაღიზიანებელი სიტუაცია მგონი ორგანიზაციულ კულტურას უფრო უნდა დავაბრალოთ, ვიდრე ოპერატორების არაკვალიფიციურობას.
ინტერნეტ ბანკინგით არასოდეს მისარგებლია, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ნუ,გეთანხმებით, ფაქტია რომ ზოგადად სისტემაში უამრავი ხარვეზია,რომელიც საბოლოოდ კლიენტის უკმაყოფილებას იწვევს. უდავოა მათი შეცვლა ან გამოსწორება უფრო მოქნილი საბანკო სისტემის წინაშე დაგვაყენება.:)

#8 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 03 March, 2011 - 18:41

ნუ მანდაც ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები. თიბისიში მეტია.

საერთოდ თანამედროვე ორგანიზაცია არის კარგად მოფიქრებული ბიზნეს პროცესი + აიტი (პროგრამა). თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით რიგების პრობლემები გადაწყვეტადია, მონდომება და შესაბამისი ცოდნა უნდა და მამენტ გარკვეული ნიჭიც. ანუ ამას უნდა არეგულირებს კონკურენცია. მარა ჩვენთან რაღაც უკუღმა ხდება, იმის მაგივრად რომ გაუმჯობესდეს, უარესდება...

ეს თიბისი იმიტომ ვახსენე რომ ერთი პერიოდი ნამეტანი შევწუხდი. მაგალითად მივიტანე ფული დეპოზიტზე დასადებად, ნუ ერთი 2 საათი მომიწია ლოდინი. მიმაქვს ხომ არ მომაქვს შე კაიორგანიზაციავ, ამხელა დისკომფორტს რაზე მიქმნი :) მერე ადგილზე ველაპარაკები ოპერატორს, კი მიღიმის და ყველაფერი ეგეთი, მარა როცა რამეს ვეკითხები, მაგალითად რას ნიშნავს ძირითადი ვალუტა ანგარიშზე, უკვე მოდის აგრესია, ვგრძნობ რომ არ იცის. კაი შევიტანე, გავხსენი 2 ანგარიში, ერთზე პლასტიკური ბარათი მივაბი, რამდენიმე დღეში მოვდივარ ამ ბარათის ასაღებად და ჰუპს, ისევ 2 საათი რიგში. გულში უკვე სამჯერ დავწყევლე ის დღე როცა აქ გადავწყვიტე მოსვლა. ნუ კაი ავიღე ბარათი, დიჯიფასი, ერთი თვე არ მისარგებლია და მაქვს რაღაც გადასარიცხი შევდივარ, და თქვენი ანგარიში დაბლოკილია დაუკავშირდით ბანკს. ვახ! ვრეკავ, იღებს ოპერატორი რაცხას ჩალიჩობს და ნუ ნერვიულობთ ვსიო ოკ ერთ საათში გააქტიურდება. შევდივარ მე-2 დღეს და ისევე დაბლოკილია, მოკლედ კიდევ 3 ზარის გაკეთება მომიწია სანამ იზამდნენ. ჰეე აბა თქვენა ხართ მეთქი... :)
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#9 Dear Guest, You need to register...LeLu Tskhvitava_*

• Guest

დაწერილია 04 March, 2011 - 15:18

ჩემი ახლობელი მცირე მეწარმეა, დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ მოახერხა ბანკიდან სესხის აღება, პირობები იმდენად გართულებულია, რომ თითქმის შეუძლებელია მათი დაკმაყოფილება. თუკი ბანკებმა კრიზისი მართლა დაძლიეს, როგორც ამას თვითონ აცხდებენ და ჭარბი ლიკვიდურობა აქვთ, არ მესმის, რატომ არ შედის მათ ინტერესებში სესხის გაცემის პირობების გამარტივება,არ მგონია ფულის ყურებას რაიმე მოგება მოქონდეს ბანკისთვის))
ეს რაც შეეხება სესხებს და დეპოზიტის შეტანაზეც თუ პრობლემებს ქმნიან (რა მნიშვნელობა აქვს რა სახის)ეს რაღაც ახალია ENVENTED IN GEORGIA )))

და ბოლოს რიტორიკული კითხვა: გვეშველება რამე? :)

რედაქტორი LeLu Tskhvitava, 04 March, 2011 - 15:18.

1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share