ნახტომი





* * * * * 1 ხმა

გეგმიური მომსახურება


თემაში გამოხმაურება არ არის

#1 Irakli Asanishvili

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,319 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 March, 2011 - 14:22

გეგმიური მომსახურება

დღეისათვის ნებისმიერი ორგანიზაცია დამოკიდებულია IT ინფრასტრუქტურის სტაბილურობასა და მდგრადობაზე. სამწუხაროდ თანამედროვე ტექნოლოგიები კომპლექსური და რთულად სამართავი ხდება, რაც ხარჯების ზრდასთანაა დაკავშირებული.

ჩვენ გთავაზობთ ხალხის, პროცესების და ინსტრუმენტების უნიკალურ კომბინაციას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას. itgroup®-ის გეგმიური მომსახურება აღჭურვილია უკონკურენტო უპირატესობებით შიდა IT კადრის ან სტანდარტული აუთსორსინგ კომპანიის მიმართ. ჩვენ პროაქტიულად (24/7) თვალყურს ვადევნებთ მომხმარებლის კომპიუტერულ ქსელს და მოწყობილობებს, შედეგად ტექნიკური გაუმართაობის წარმოქმნის შესაძლებლობისას, სპეციალისტები დროულად არიან ინფორმირებულნი და სწრაფად ახდენენ რეაგირებას. ამრიგად, itgroup® წყვეტს შესაძლო გაუმართაობის გამომწვევ მიზეზს მანამდე, სანამ ის გარდაიქმნება პრობლემაში და გახდება ხელის შემშლელი ფაქტორი მომხმარებლისათვის. შიდა IT კადრი ან სტანდარტული აუთსორსინგ კომპანია მოქმედებს რეაქტიული მოდელით, ისინი რეაგირებენ პრობლემის წარმოქმნის შემდეგ, როდესაც გაუმართაობა აფერხებს მიმდინარე ბიზნეს პროცესს, რაც ორგანიზაციისათვის დროისა და ფულის კარგვაა.

გეგმიური მომსახურება გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ ფოკუსირება ძირითად მოვალეობებზე, შეამციროთ IT ინფრასტრუქტურის მართვის საერთო ღირებულება და გააუმჯობესოთ ბიზნესის პროდუქტიულობა. ეს არის ეფექტური კომბინაცია, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს უნიკალური IT შესაძლებლობებით და ამავდროულად ათავისუფლებს რესურსებს სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.


უპირატესობა
  • სტაბილურობა - მომსახურების კონტრაქტით (SLA) მომხმარებელი უზრუნველყოფილია 365 დღე.
  • პროაქტიულობა - კლიენტის კომპიუტერული ქსელი 24/7 მონიტორინგშია, რაც ამცირებს გაუმართაობის შანსს.
  • უსაფრთხოება - მომსახურების მიწოდება ხორციელდება დღეისათვის ყველაზე დაცული ტექნოლოგიით.
  • კონფიდენციალურობა - მომხმარებლის ინფორმაცია დაცულია კორექტულად ჩამოყალიბებული კონტრაქტით.
  • კომპეტენცია - ჩვენი მხარდაჭერის სპეციალისტები არიან სერთიფიცირებული პროფესიონალები.
  • მოქნილობა - გეგმიური მომსახურების მორგება შესაძლებელია ნებისმიერი ბიზნეს საჭიროებისათვის.
  • პროდუქტიულობა - გეგმიური მომსახურება უზრუნველყოფს ტექნოლოგიების მაქსიმალურ წარმადობას.
  • შემცირებული ხარჯები - მომხმარებელი ხარჯავს მხოლოდ იმაზე რაც ესაჭიროება.


მომსახურების ტიპები

მოკლე აღწერა
იხილეთ თანდართული ფაილები...
თანდართული ფაილი  managed IT V.2.pdf (333.25კ)
ჩამოტვირთვების #: 4

რედაქტორი Irakli Asanishvili, 10 March, 2011 - 14:33.

Irakli Asanishvili
Ceo/Partner

itgroup®
t: +995 (32) 484002 ext.101
w: itgroup.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share