ნახტომი


- - - - -

სირცხვილი Procredit ბანკს: Visa Classic sucks!


გამოხმაურებათა რაოდენობა: 14

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 20 March, 2011 - 11:57

მოგესალმებით მეგობრებო,


ვინც მე მიცნობს მიხვდება, რომ შემთხვევით მე სიტყვებს არ ვისვრი და თუ რამეს ვამბობ, ესე იგი იმას საფუძველი აქვს. ამ თემის გახსნა არ მინდოდა თავიდან, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა. ბოლო უკმაყოფილებიდან 24 საათის [ე.წ. cooldown პერიოდი] გასვლის შემდეგ გადავწყვიტე დალაგებულად დავწერო ჩემი გამწარების/გაწბილების მიზეზ[ებ]ი.

Procredit ბანკის კლიენტი ვარ უკვე დიდი ხანია, ალბათ 2003 თუ 2004 წლიდან. ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაზე მოწერიგებული ბანკია რომელთანაც საქმე მქონია. გამორჩეული თავისი პროფესიონალიზმით და ა.შ. მე ანგარიშებ მაქვს საქართველოს ზუსტად შვიდ ბანკში და ვიცი სად და როგორ მემსახურებიან. ყველაზე მეტად აქამდე სწორედ Procredit ბანკის მომსახურებას ვიყენებდი, როგორც offline, ასევე online მომსახურებებს. ჩემი კომპანიის ანგარიშიც მანდ მაქვს. ძირითადში ონლაინ მომსახურებით ვსარგებლობ ისე, რომ ბანკში მისვლაც არ მჭირდება.

თუმცა,

1. 11-14 თებერვლის პერიოდში გააახლეს რაღაც საბანკო პროგრამა. პროგრამის გაახლებას მოყვა ჩემი თავის ტკივილებიც. ჯერ იყო და კომუნალური გადარიცხვები მთელი თვე არ მუშაობდა. გარდა ამისა გადარიცხვები ვერანაირად ვერ გავაკეთე ონლაინ, ახალი საბანკო კოდები არ მუშაობდა, დავიტანჯე. იძულებული გავხდი ოფისში მივსულიყავი [იქ კი რიგები და რიგები], რამოდენიმეჯერ რიგში არ დავდექი. მე ის ადამიანი არ ვარ რიგებში საათებს რომ დაკარგავს. იქით ისინიც მოვიმდურე, ვისთვისაც ფული უნდა გადამეხადა. ის, რაც 3 დღეში უნდა გაეკეთებინათ 1 თვეზე მეტი გავიდა და კიდევ არ არის მოწესრიგებული ბანკში.

2. მაქვს Visa კლასიკი ინტერნეტში გადახდებისათვის. აქამდე არასოდეს პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ 3 დღის წინ ვცადე გადამეხადა facebook-დაგროვილი დავალიანება და ნურას უკაცრავად ... ბანკი არ მაკეთებინებს გადარიცხვას. როგორც დიდუბის ფილიალში მისვლის შემდეგ ამიხსნეს თურმე ამ ბარათით ვერ გადავიხდი საიტზე, რომელიც cvv კოდს არ ითხოვს. facebook ითხოვს cvc კოდს. დეტალები არ ვიცი რა განსხვავებაა, მაგრამ facebook რომელიღაც თბილისური კანტორა ხომ არ არის რომ ამ ბანკის Visa კლასიკით ვერ დავფარო დავალიანება? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ... მიპასუხეს ნოემბრიდანაა ასეთი შეზღუდვა ბარათით ონლაინ გადახდებზეო. მე მესმის რომ cvv კოდის მოთხოვნა უსაფრთხოების ამბავია, მაგრამ ბოლოსდაბოლოს facebook-ზეა საუბარი, მართლა რომელიღაც კანტორაა ხომ არაა? გარდა ამისა რად მინდა ბარათი, რომელიც მაშინ მიმტყუნებს, როცა არ ველოდები? რად მინდა "ნახევრად ბარათი"?

მე დღეს საქმე მიფუჭდება იმის გამო, რომ facebook-ში ჩემი სარეკლამო კამპანია შემიჩერდა და ეს მაშინ, როცა საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა აქტიურ სარეკლამო ფაზაში გადამყავს. სხვა ბანკი მე ბარათს ისე სწრაფად ვერ დამიმზადებს, რომ მოესწროს დარჩენილ 2 კვირაში. Paypal ამ ქვეყანას როდის ეღირსება ჯერ კიდევ რთული სათქმელია.


Procredit-ის ხელმძღვანელობას ვურჩევდი გამოასწორონ მიმდინარე პრობლემები უსწრაფესად!


მკითხველთან მაქვს ასეთი შეკითხვა:
რომელი ბანკის პლასტიკური ბარათია ისეთი, რომლითაც ყოველნაირი ინტერნეტით გადახდა შეიძლება და რომელიც არ გიმტყუნებს როცა დაგჭირდება?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 George Keretchashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 677 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2011 - 13:01

რამდენადაც ვიცი ზოგიერთი ბანკის Visa Electron არ მუშაობს ონლაინ ანგარიშსწორებისთვის, თუმცა კლასიკთან დაკავშირებით მსგავსი არაფერი არც გამიგია არც შემხვედრია. საიდან მოიტანეს რომ FB CCV კოდს არ ითხოვს? უბრალოდ გადახდის გვერდზე მოიხსენიება როგორც CSC.

ზოგადად სბ-ს ბარათებზე არ შემქმნია არასდროს ინტერნეტში გადახდისას პრობლემა, ყველა ბარათი ყველგან მუშაობს ხოლმე, მათ შორის ელექტრონებიც.

რედაქტორი George Keretchashvili, 20 March, 2011 - 13:03.

გიორგი ქერეჭაშვილი
დირექტორი
გამოქვეყნებული სურათი
ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები:
დაგეგმარება, კონსულტაცია, ხმოვანი ჩანაწერები

ტელეფონი: (+99532) 471147
ელ ფოსტა: contact {at} telvo.ge
ვები: telvo.ge

#3 Nin Kvinikadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 41 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2011 - 13:10

პირადად მე თი-ბი-სის გოლდს ვიყენებ და არანაირი პრობლემა არ შემქნია ონლაინ შოპინგის დროს, 1ად1 ცუდი ის აქვს, რომ როდესაც თანხას ბლოკავენ 1 თვე ჭირდება აღდგენას, მოკლედ მე კმაყოფილი ვარ

#4 Giorgi Jamburia

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 205 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2011 - 13:57

გამარჯობა, ტარიელ!
არ ვიცი, ნამდვილად რა დაემართა პროკრედიტის კლასიკს.

სტანდარტ ბანკის Visa Electron-ზე აქამდე არ შემქმნია ფაქტიურად არსად პრობლემა...
The Proud Participant of Business Conference

#5 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2011 - 17:40

იყო ეგ პრობლემა ნამდვილად, ამაზონზე რაღაც გამოვიწერე და შენც არ მომიკვდე, შეკვეთილი რომ მგონია თურმე თანხა არ ჩამოუჭრია. მერე გავიგე კიდე ვიღაცეებს თანხები დაკარგვიათ, როგორც ეტყობა სერიოზული რისკი იყო და ამიტომ დროებით შეაჩერეს, თან მაგათ ბარათზე ვალუტები გაყოფილია თუ რაღაც ამდაგვარი და კონვერსია არც ხდება მგონი.

ყველა ბარათს რაღაც მინუსი აქვს რა, თიბისის არა-უშავს, თუ არ ჩავთვლით სარეკლამო ესემეს სპამებს.
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#6 Giorgi Xurcidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 25 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 March, 2011 - 18:06

შენს გვერდით მიგულე ტარიელ მეგობარო.
ზუსტად მაგ პროგრამის შეცვლას უკავშირდება ჩემი რიგი პრობლემებისა.
საშინლად გატანჯული ვარ მეც.ვიზა კლასიკით სარგებლობით კიდევ მუდამჟამს კმაყოფილი ვიყავი და ეხლა მეც ანალოგიურ სიტუაციაში ვარ. ვერ ვიხდიდი კომუნალურ გადასახადებს. ვერ ვრიცხავდი თანხებს ონლაინში. იძულებული ვიყავი ოფისში მივსულიყავი. მივედი წერეთლის ფილიალში და რიგი დამხვდა. ამ ყველაფერს დაემატა პარალელურად ბანკში რაგაც კუთხეს არემონტებდნენ, პლიუს მუშაობდა ერთი ოპერატორი. ავდექი და პირდაპირ მენეჯერთან მივაჯერი, მაგრად გავახურე, ისე რომ თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი. რემდე მირეკავენ და ბოდიშებს მიხდიან :)

ასე რომ დღეს უკვე არ ვიცი რომელი ბანკის მომსახურებით ვისარგებლო. აქედან გამომდინარე ბატონო ტარიელ თქვენს კითხვას სამწუხაროდ უპასუხოდ დავტოვებ.

#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 22 March, 2011 - 15:36

დღეს შევუკვეთე საქართველოს ბანკის ვიზა კლასიკი
ხვალ უნდა უკვე იყოს
ავიღებ, გადავიხდი და მერე დავწერ შედეგებს
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#8 Giorgi Tatishvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 29 გამოხმაურება
1

დაწერილია 22 March, 2011 - 15:39

მოგესალმებით ყველას მე ვსარგებლობ კორ სტანდარტ ბანკის visa კლასიკით და არანაირი პრობლემა ინტერნეტით გადახდებზე თან სამ დღეში დამიმზადეს

#9 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 24 March, 2011 - 15:53

საქართველოს ბანკში ერთ დღეში დამიმზადეს ბარათი და უკვე გამოვიყენე კიდეც
დიდად კმაყოფილი ვარ, რომ მთლად არ გავიჭედე, თუმცა 1 კვირა კი დავკარგე

ყველას მადლობა რჩევებისათვის :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#10 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 28 March, 2011 - 10:03

პროკრედიტის კლასიკით Google Adword-იც ვერ გადავიხადე ...
იქ მითითებული იყო არა cvc ან cvv კოდი, არამედ იგივე სამ ციფრიანი რიცხვი ეთითებოდა როგორც verification code
ავტომატური გადარიცხვა მქონდა დაყენებული და ფაქტიურად კამპანია შემიჩერდა ... loooooool

ეხლა მომიწევს საქართველოს ბანკის ბარათზე ფულის დამატება [დოლარს კი საქართველოს ბანკის ჩემს ანგარიშზე ვერ ვრიცხავ პროკრედიტის ჩემი ანგარიშიდან, ესეც სასაცილოა] თან მისვლით loooooooooool ...

აი მარაზმი ...

რას ვიფიქრებდი პროკრედიტის Visa Classic თუ ასე დამაღალატებდა ...

ფაქტიურად ბანკომატიდან ფულის გამოსატანაც ვიკენებ ეხლა მარტო ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#11 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 29 May, 2011 - 20:22

ტარიელ, სბ-ს ელექტრონიც გეყოფოდა ამ ტიპის ანგარიშსწორებისთვის :)

#12 Maiko Lomtatidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 40 გამოხმაურება
1

დაწერილია 07 October, 2011 - 22:50

ისე ამ პრობლემის წინაშე მეც დავდექი , რომელი ბარათია უფრო სანდო და უფრო დაბალი მომსახურეობის ტარიფებით?

#13 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 08 October, 2011 - 08:57

გამარჯობა მაიკო,

საქართველოს ბანკის VISA ბარათი მაქვს, რომელსაც ვიყენებდი მას შემდეგ რაც ეს პრობლემა დამიდგა ...
დღეს არ ვიყენებ, მაგრამ ამ ბარათზე შემიძლია ის ვთქვა, რომ თავის საქმეს აკეთებდა

თუმცა,
ინტერნეტნეტ ინტერფეისი აქვს საშინელი, ნავიგაცია იმდენად მოუხერხებელია, რომ მეორე არ მეგულება ასეთი გაუგებარი რამ
ბარათზე 50 დოლარის მოცულობით თანხა გაყინული გაქვს, მაგრამ ვერ გაიგებ ლარშია გაყინული თუ დოლარში
ვალუტები იმდენად არის ერთმანეთში არეული, რომ რომ მკითხო ნამდვილად ვერ ვიტყვი რამდენი დოლარი მაქვს ზედ და რამდენი ლარი

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 08 October, 2011 - 08:57.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#14 Maiko Lomtatidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 40 გამოხმაურება
1

დაწერილია 08 October, 2011 - 09:50

გამარჯობათ!
გამოდის რომ რამდნიმე ბანკის ბარათი ჯობია რომ გქონდეს , გააჩნია რაში გჭირდება, ყველა ბანკს რაღაც პრობლემა აქვს . ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ ბანკებმა ეს პროდუქტი ბოლომდე ვერ აამუშავეს ხალხისთვის :)) ბანკებისთვის კი იდეალურად მუშაობს, საკრედიტო ბარათი მაქ მხედველობაში. რას ერჩით თანხას ძალიან კარგად იძლევა . საკომისიოს უყოყმანოდ გაჭრის ....

#15 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 08 October, 2011 - 15:31

საქართველოს ბანკების უმრავლესობას კლიენტურა აინტერესებთ როგორც ”ძროხა”, რომელიც უნდა წველო და წველო ... გაშრობის მერეც კი...
პროკრედიტის რეკლამაშიც კარგად არის ეს ნაჩვენები ... თავბრუდამხვევი წინადადებები, რომელთა აზრი ცოტას თუ ესმის

პირადად ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ არცერთ ბანკს ბოლომდე არ უნდა ვენდო და ”დაზღვევა” უნდა მექნეს ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share