ნახტომი





- - - - -

შეგირდი: ბიზნეს რეალითი შოუ


გამოხმაურებათა რაოდენობა: 12

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 25 March, 2011 - 16:30

ბიზნეს რეალითი შოუ + ბენდუქიძე + თავისუფალი უნივერსიტეტი
[ცალ ცალკე სამივე საინტერესოა ... ერთად კი მით უმეტეს ... ]

პირადად მე ეს თემა მაინტერესებს ... კანდიდატსაც ვუყურებდი [ძალიან მაღალ დონეზე შევაფასებდი, ლადო გურგენიძე RULES], იდეა ფული და ერთი შანსის პირველი სეზონი ძალიან მომწონდა [მეორე სრული ფიასკო იყო], კასტელის მიერ დაფინანსებული ინდუსტრია სრული კოშმარი იყო ... და რა თქმა უნდა ეს შოუც მაინტერესებს ...

პირველი ქასტინგი გამომრჩა, მეორეს ვუყურე ...
უკვე მაქვს ჩემი მოსაზრებები ...
დარწმუნებულივ არ აქ მყოფ საზოგადოებასაც ექნება გამოხმაურების სურვილი ...
ჰოდა გამოვთქვათ კიდეც ...
ეტაპობრივად ...

[ხოლო სანამ მოსაზრებები დაგროვდება ეს თემაც გახსნილი იყოს, 2-3 დღეში კარგად "მოჯდება" საძიებო სისტემებში და დაინტერესებული ხალხი სათაურში ნახსენები ტერმინების აკრეფის შემდეგ ამ თემას იხილავს SERP-ის ზემოთ]

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 10 April, 2011 - 20:31.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 25 March, 2011 - 18:17

მოგესალმებით კოლეგებო,

მართალია მე ბოლომდე არც პირველისთვის და არც მორესთვის მიყურებია, თუმცა ნაწყვეტების მიხედვით თუ ვიმსჯელებ "შოუ" ვერ ქაჩავს, სუსტია :)
ტარიელ იმაში კი გეთანხმები, რომ გურგენიძის შოუ, მართლაც საინტერესო და გაცილებით ყურებადი იყო.
არა მგონის ამან ასე გაგაჩოს.
ერთი შეხედვით კანდიდატები სუსტებად მომეჩვენენ.
ნუ ეს ჩემი პირველი შთაბეჭდილება და მოსაზრებაა...
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 27 March, 2011 - 11:44

2 დღის წინ იყო მესამე [მე მგონი] ნაწყვეტი, როცა დავალებად გარკვეული პროდუქციის შესყიდვა იყო ...
დაიწყო ღამის პირველის თხუთმეტ წუთზე - ცუდი დროა, მაგრამ რას იზამ ...

აშკარად არაყურებადი გამოვიდა...
ტიპები დარბოდნენ და ყიდულობდნენ ... საინტერესო დიდი არაფერი იყო ...
ჩვენ ალბათ უნდა მივმხვდარიყავით რა იყო დავალება ... მივხვდი ის, რომ მისცეს სადღაც 50 ლარამდე ფული და დრო ალბათ მაქსიმუმ ნახევარი საათი ...
არც ახსნა განმარტება იყო ნორმალური ... დებრიფინგი [დავალების შედეგების განხილვა] კი საერთოდ არ იყო ...

ბევრი რამ არის შესაცვლელი, რომ ”შოუ” გამოვიდეს ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 Shako Baxia

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 March, 2011 - 15:28

საერთოდ მე თუ მკითხავთ იმედს შოუები არ გამოდის (თუ არ ვცები იმედზე გადის ეს შოუ) ერთადაერთი Night Show Studio "ქაჩავს" და მეტი არაფერი მე საერთოდ არ მომეწონა შოუ არ გამოუვიდათ ნამდვილად

#5 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 29 March, 2011 - 08:04

1) იმედი ვერ ქაჩავს შოუს (სამოყვარულეო გადაღებას გავს, თუმცა შესაძლებელია, რომ ამ უნივერსიტეტის ხალხი იღებს)
2) შოუს აკლია აშკარა წამყვანი, რომელიც გასაგებად ისაუბრებს და იტყვის რა ხდება, რა შეიცვალა და ა.შ
3) მონაწილეების გაცხრილვა უმეტესწილად უსამართლო იყო, მოყვანილი "შემთხევითობის" პრინციპი გასაგებია ამერიკაში გრინ კარტაზე იყენებენ,მაგრამ შენი 30 მილიონიანი პროექტი არ მესმის როგორ უნდა ანდო "შემთხვევით" შერჩეულს
4) ძირითადი მონაწილეების დონე დაბალი, თუმცა პირველ ნაკადზე არც გამოვრიცხავდი, რომ ასეთი დონე მივიდოდა.
5) დავალებების შესრულებაში არის ხარვეზები, მაგალითად ფურცელზე უწერენ იყიდეთ ეს და ეს ამდენი და ამდენიო, და ზოგმა მორჩენილი ფულით იყიდა უფრო მეტი და ესეთი კონკურსანტი თამაშში დარჩა. ჩემი ლოგიკით ეს რო გადავიტანოთ რეალობაში მენეჯერს ნიშნავს აქციონერი, ან შუა რგოლის მენეჯერს ნიშავს დირექტორი, შესაბამისად თუ დაგავალე მე იყიდე 10 მეშოკი ცემენტი და 2 ნიჩაბი ეს იმას ნიშნავს, რომ მე გაბარებ შესაბამისად მე ვარ პასუხისმგებელი ეს მეყოფა თუ არა, ამიტომ ჩემის აზრით ფულის ბოლომდე ხარჯვას უფრო სწორი იქნებოდა ეყიდათ რაც დაავალეს და მორჩენილი ფული მოეტანათ უკან ანუ კომპანია რეალურად უქმად არ დახარჯავდა. (ეს გადაცემა უნდა გქონდეთ ნანახი რომ მიხვდეთ რაზე ვსაუბრობ)
6) ერთი ორი ადამიანი შევნიშნე, რომელიც საკმაოდ გამოცდილები არიან და ახლოსაც ვიცნობ, სამწუხაროდ ვერ გავიდნენ და ვიმეორებ ვეჭვობ დარჩენილ კონკურსანტებმა უკეთ გაართვან თავი ასეთ პროექტს.
7) ზოგადად დაგვანახა ამ შოუმ,რომ საქართველოში ბიზნეს სფეროში კვლავ არის ხალხი "ამბიცია ულევი, ინტელექტი ნოლით" მე პირადად ცოტა მიჭირს გავიგო იმ ადამიანის, რომელიც ამბობს 10 ათასი მინდა ხელფასიო, ანუ საკუთარ თავს თვლის ,რომ ასეთი მაგარი მენეჯერია და ვიღაცის "ქვეშემდრომად" ფიქრობს მუშაობას,
8) უკეთესი იქნებოდა თუ საქართველოში ხელი შეეწყობოდა არა "მენეჯერის" პოვნას არამედ მეწარმის დაბადებას და ამ აზრის პოპულარიზაციას, უფრო მეტი ბიზნესი უნდა გაიხსნას მცირე და საშუალო, თორე ყველა ერთ ადგილას ვერ იმუშავებს, ტარიელ შენს მიერ ჩამოთვლილ გადაცემები ძალიან გაკვირთ მაქვს ნანახი, არასდროს საქართველოში არ ვყოფილვარ ამჟამადაც არ ვარ და იმდენად მაინტერესებდა რომ ძლივ ძლიობით უყურე, იმდენად ცუდი ორგანიზებულია არანაირ სოციალური მედიაზე არ შემხვედრია ამათი გვერდი და ვიდეოს და გადაცემის იუთუბზე ატვირთვას უკვე 11 წლის ბავშვიც ახერხებს :)
თუმცა კარგია ეს თემა ვნახოთ რეალურად საით წავა საინტერესო გახდება თუ როგორ :)

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#6 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 29 March, 2011 - 12:07

შოუს სანახაობრივი მხარის რა მოგახსენოთ, თუმცა ამან კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ჩვენი თანამედროვეობის რეალობა. სავარაუდოდ ეს ბენდუქიძის რეაბილიტაციის მცდელობაცაა, მაგრამ ადამიანი რომელიც 30 მილიონიანი პროქეტის გაძღოლას აპირებს და არ იცის ელემენტარული პროცენტები და წილადები. წარმოდგენა არ აქვს თუ რა პროექტზეა საუბარი, გონზე არაა მშენებლობის და ნახაზების...

თვითონ ბენდუქიძემ მართალი თქვა, 1200 ადამიანიდან რომ ეს 50 ამოარჩიეს ის 1150 მანახეთ ვინ არიანო... ერთი შეხედვით ყოვლად უაზრო "ბაზრობაც", საკმაოდ საინტერესო შედეგებით დასრულდა. გაცხრილვაც საინტერესოდ მიმაჩნია, ვინაიდან 30 მილიონიანი პროექტის ხელმძღვანელობისას, რომელზეც სავარაუდოდ 1000-მდე კაცი იქნება დასაქმებული შესაბამისად უნდა იყოს მომზადებულიც და ანაზღაურებულიც.
The Proud Participant of Business Conference

#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 08 April, 2011 - 09:30

გუშინ ვნახე პირველი დავალების ნაწილი ... შენობის დასუფთავების შესახებ ...

რთულია რამე ვთქვა ... ალბათ მხოლოდ ის, რომ მე სხვა რამეს ველოდი
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#8 Giorgi Janelidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 17 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 April, 2011 - 17:33

გამარჯობათ...

წინა ორი პროექტი მეც ნანახი მაქ. კანდიდატზეც და ინდუსტრიაზეც იგივე აზრზე ვარ რაზეც ტარიელი. ამიტომ არ დავკოკრეტდები...

რაც შეეხება შეგირდს... ცოტა მეტის მოლოდინი მქონდა და მაქვს...
იმის გათვალისწინებით რომ შოუ ღამე გვიან იწყება რის გამოც რამდემე გადაცემის ნახვა ინტერნეტში მომიწია ალბათ იმას ნიშნავს რომ სატელივიზო ბადეში უფრო ხელსაყრელ დროს ამის გაშვება არ უღირთ! ამაზე მომგებიანია ალბათ სხვა გადაცემები. არ მიიჩნევენ, საჭიროდ.. რატო ხდება ესე? თუ უნდათ რომ ყურებადი იყოს(და ლოგიკურად უნდა უნდოდეთ) მაშინ სხვა დროს გაუშვებნენ და არა დღეში ნახევარი საათით. + ამას არც ისეთი ,,გაპიარებულია" ეს პროექტი როგორც ალაბთ უნდა იყოს(მე ყოველ შემთხვევაში მეტს ველოდი).
Ako-ს ვეთანხმები იმაში რომ წამყვანი აუცილებელია. ადამიანია საჭირო რომელიც ახსნა განმარტებას მოგვცემს... იმაშიც რომ საიტიც უნდა ქონდეთ აუცილებდა და სოც. ქსელშიც უნდა მუშობდნენ...

შერჩევის პროცესს რაც შეეხება იყო უსამართლო გაშვებებიც და რა თქმა უნდა სამართლიანიც.
როცა კანდიდატი გადიოდა, მაშინ წინა შესარჩევი პროცესი არ უჩვენებიათ. ჩვენ ვნახეთ პირდაპირ დავალებეზე გაშვებული კონკურსანტები
და იქედან დავიწყეთ მათი შესაძლებლობების შეფასება. მიუხედავად იმისა რომ მეც მგონი რამდენიმე კონკურსანტზე რომ ის სუსტია, ჯერ მაინც არ ვფიქრობ რომ ის დროა კონკურსანტების ძლიერი და სუსტი მხარები რომ ჩანდეს... 2-3 დავალება დაგვანახებს უფრო კარგად(თუ რა თქმა უნდა ნორმალურად გააშუქეს და არა ისე როგორც ეხლაა....)....
If You Work All Day, You Have No Time To Make Any Money!

#9 Ira Melimonadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 31 გამოხმაურება
1

დაწერილია 13 April, 2011 - 11:51

მე დიდი იმედი მქონდა რომ შოუ იქნებოდა კარგი საყურებელი, სამწუხაროდ ეს ასე არ აღმოჩნდა, იმისთვის რომ გამოვყო დრო და ვუყურო სურვილი არარ მაქვს, სამწუხაროა არადა შეიძლებოდა რარაც ისეთის მოფიქრება რომ ყველაზე რეიტინგული შოუ გამხდარიყო, მონაწილეები უდაოდ სუსტები არიან 80% მაინც, რაც შეეხება ქართულ პრობლემას რომ 1200 მონაწილედან 50 ვიხილეთ და როგორ ეს ყევლას მოგეხსენებატ ეს სავალალო შედეგია, თუმცა მე მჯერავს რომ საინტერესო კანდიდატებმა უბრალოდ შოუში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს, ამის იმედი მაქვს რომ არც ისე ცუდად არის საქმე როგორც აპიარებენ, თუმცა მასობრივი სიტუაცია უდაოდ რთულია, კარგი კადრი როგორც კვალიფიკაციის ასევე პიროვნული თვისებებით რთული მოსაძებნია, ვნახოთ რა მოხდება, მოვლენები ამ პროექტში როგორ განვითარდება, თუმცა უკვე გული მიცრუვდება ნელა ნელა :(

#10 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 13 April, 2011 - 13:48

პირველი დავალების შეჯამება, ე.წ. დებრიფინგი რომ ვნახე ამ 2 დღის წინ უკვე ვიგრძენი, რომ ბიზნეს შოუსთან გვაქვს საქმე ...

საინტერესო გარემო იყო ... საქმიანი ... შეხვედრების ოთახს ვგულისხმობ ...
თუმცა საუბრები დიდად საინტერესო არ მეჩვენა ... მთლად გასაქანი არ უნდა მისცე ”შეგირდებს” საუბარში, იმიტომ რომ მრავალ სისულელეს როშავენ ...

ის გოგო, მგონი გვანცა [თუ სწორად მახსოვს] აშკარად გასაშვები იყო, მაგრამ როგორც ხანდახან ხდება ხოლმე - ”გაუმართლა” ...
ესეც ალბათ იმიტომ გააკეთა წამყვანმა, რომ პირველი გაშვებული ჩვეულებრივ იჩაგრება უფრო მეტად უსამართლობის გამო, ვიდრე რეალური პრობლემის გამო ... სამაგიეროდ ყველამ რაღაც დონეზე თავი გამოიჩინა ... ზოგმა კონსტრუქციული საუბრებით, ზოგმა უაზრო ანეგდოტების მოყოლით, ზოგმა პასიურობით, ზოგმა დაკაწვრებით და ა.შ. ...

პირველი დავალების დანიშნულება ალბათ იყო - ”სამშენებლო მტვერში და ნაგავში თუ არ ამოიგანგლე, ისე საქმეს ვერ გაუძღვები” ...
ვნახოთ შემდეგი დავალება რას შემოგვთავაზებს ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#11 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 18 April, 2011 - 18:23

მეორე დავალების შეჯამებას ვუყურე გუშინ ...
აქვე ვიტყვი ... მინდა შევაქო წამყვანებს ... კარგი გამძლეობა გქონიათ. ამათი შემხედვარე კიდევ კარგ ჭკუაზე იქნებით

რბილად რომ ვთქვათ მაგარი უაზრო საუბარი იყო ...
ისიც მართალია, რომ კახამ სპეციალურად შექმნა სტრესული გარემო ... ყოველ შემთხვევაში ტელევიზიით ასე იყო მოწოდებული
მაგრამ ესენი ასე რამ დააბნია და რამ დააჩაჩანაკა ... აზრს ვერ ალაგებდნენ, შეკითხვას ვერ პასუხობდნენ ...

ეს რომ მთავრობის სხდომა ან რაიმე შეხვედრა ყოფილიყო ვიცი რა ამბავსაც დააწევდა კახა ასეთ მობოდიალე ხალხს ...
აქ კი ”ფორმატი ითხოვს” თორემ მართლა გასაყრელები იყვნენ ...

ბექა კი ნამდვილად გადარჩა ... იმ გოგოს, მგონი ნინოს, რომ არ ეთქვა ”უკვე დავიღალე ამისგანო” მგონი კახა გვანცას და ბექას გაუშვებდა ...
არამოტივირებულ ხალხს შოუში არაფერი ესაქმებათ ... ისევე როგორც არც საქმეში ... ადამიანი რომელიც 2 დავალებით უკვე დაიღალა, უნდა წავიდეს ...

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 18 April, 2011 - 20:31.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#12 Ira Melimonadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 31 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 April, 2011 - 23:46

ჩემი აზრიც ემთხვევა ტარიელ შენს აზრს, უაზროდ ბოდიალობენ, და არცერთი მათგანი არ შეესაბამება 30 მლნ იანი პროექტის მენერის პოზიციას, ლოკომოტივის გუნდის ლიდერი კიდევ ყველას ჯობია ამ 12 ადამიანს თუ ავიღებთ საზომ ერთეულებად :) სამწუხაროა, აშაკარად უფრო საინტერესო შოუს ველოდი :(

#13 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 25 April, 2011 - 18:48

მესამე დავალების განხილვა და ბექას გაშვება ...

მოკლედ ვიტყვი: ეს იყო უმაღლესი ხარისხის დებრიფინგი [დავალების შეჯამება] ...
საუკეთესო არა მხოლოდ შეგირდის, არამედ ერთ-ერთი მთლიანად საქართველოში გამართული ბიზნეს რეალითი შოუების მაშტაბით

მინდა მივულოცო ორგანიზატორებს, მონაწილეებს და რაც მთავარია წამყვანთა გუნდს ...

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 25 April, 2011 - 18:52.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share