გვესაჭიროება სპონსორი
#21
დაწერილია 08 April, 2011 - 15:34
რასაც შენ სპონსორს სთავაზობ არ მიწყინო და ”კარგი სადღეგრძელოა” მხოლოდ ...
ხოლო ის მიდგომა, რომელიც საქმისადმი აქ გამოჩნდა ”სამოყვარულო” ...
თორე 200 ლარი დიდი არაფერია გასარისკად ...
უკეთესი დაგეგმვა გჭირდება, სპონსორისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის ...
ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge
კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile
პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები
რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#22
დაწერილია 08 April, 2011 - 15:59
მე მაწყობს ჩემი პირობები და სპონსორისთვის ძალიანაც მომგებიანი შემოთავაზებაა, სამოყვარულო რატოა? თუ რამე ხარვეზებია შენ გამოცილი ხარ და მითხარი.
და თუ დიდი არაფერი არაა 200 ლარი გავრისკოთ მაშინ
#23
დაწერილია 08 April, 2011 - 16:04
და სიტყვაზე დაჭერით დიდი თუ არაა ესა თუ ის თანხა ეს უკვე არასერიოზულია ჩემი აზრით. და ამასთანავე თუ შენ გაწყობს შენი პირობები ესე იგი არც ისე პრიორიტეტული და საინტერესოა შენთვის ეგ ბიზნესი და კაცს ეგონება რო გასართობად გინდა. როცა საკმაოდ პფესიონალური დაკვალიანება მიიღე
#24
დაწერილია 08 April, 2011 - 16:09
ყოველ დღე მთელ თბილისში რო ვატარო მაიკები გასართობად მინდა? გავაკეთებდი მეც მარტო მარა 200 ლარი მინდა თორე აქ კი არ დავწერდი
#25
დაწერილია 09 April, 2011 - 06:02
მსგავსი ბიზნესი მეგობართან ერთად დავიწყე, 16 წლისები ვიყავით, მაგის მერე გაჩნდა მაიკა.ჯი და დღეს უკვე ყველამ ამის კეთება დაიწყო, 200 ლარი კი არა მაგ ბიზნესს 20 ლარითაც დაიწყებ, 200 ლარში თუ ხედავ მოგებას და თუ თვლი, რომ ააწყობ საქმეს დაიწყე ნუ შემოიყვან წილში ნურავის, 200 ლარი აქ რო პოსტავს იმ ადამიანისთვის არაფერი არ უნდა იყოს, წილში ვიღაცას, რო ჩაისვამ იმას კიდე ვერ გაიყვან, შემოსული თანხა კიდე ეგრე ადვილად არ გატყდება. ამიტომ მიაწექი ჯობია ოჯახიდან მოიძიო ინვესტიცია არაა 200 ლარი ის ფული რომ ვერ შკრიბო ახლობელს ესესხო ჯობია რამე საქმე გაუკეთO ვიდრე ვიღაცა წილში ჩაისვა,
წარმატებები, მივესალმები ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ თავისი საქმე ქონდეთ და აკეთონ ვიდრე სხვის დაქვემდებარებაში რომ ეძებენ სულ სამსახურს, წარმატებები. პს. ჩემ კომპანიას რაც შეეხება გავყიდე მე თუმცა სტუდენტობა მაგან გაგვატარებინა, მილიონერი ვრ გახდები, მაგრამ გასართობი და ფული არის მაგ საქმეში, ეს სტაილი შეიძლება გაგონილცი გქონდეს, გუდვილში იყიდება და 4 მაღაზია და 6 ადამიანი გვყავდა ბოლოს დასაქმებული, დღემდე იყიდება გუდვილში ეს მაიკები. წარმატებები
THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"
#26
დაწერილია 09 April, 2011 - 14:19
მადლობა რჩევსითვის
#27
დაწერილია 09 April, 2011 - 21:17
Shako Baxia, 08 April, 2011 - 14:49 -ში, განაცხადა:
1. მთავარი რაც საიტს ჭირდება ეს არის ჰოსტი მე serv.ge ს ვამჯობინებ და ყველაზე იაფი ტვეში 7 ლარია
2. დომენი: რამე ისეთი რომ ადვილად დაიმახსოვრონ, რამეს მოვიფიქრებთ მთავარაი სპონსორი გამოჩნდეს
3. დიზაინი და CMS დიზაინი რამე მოსახერხებელი სწრაფი და ადვილად გასაგები
4. გადახის სისტემა: eMoney ს საშუალებით და სახლში მიტანით ან MasterCard
5. რეკლამირება: რადგანაც ეს საიტი გათვლილია უფრო ახალგაზრდობაზე ისეთ საიტებზე უნდა დავოთ რეკლამა სადაც ახალგაზრდობა უფრო ხშირად შედის მაგ: angel.ge
6. როდესაც შეუკვეთავენ მიტანა სახლშივე ოღონდ მხოლოდ თბილისში და რაც უფრო შორს ცხოვრობს კლიენტი გადასახხადი უფრო მეტია რათქმაუნდა
7. თუ ყველაფერი კარგად წავიდა გაფართოება დავამატოთ ახალი პროუქტები
1. გასაგებია რომ ჰოსტინგს იაფად იღებ მარა რა უნდა განათავსო მაგ ჰოსტინგზე. მაიკა ჯი-ს ნაირი საიტი ეღირება ძალიან მინიმუმ 500$, რეალობაში ალბათ 2კ.
3. იხ. 1
4. eMoney-ს ვერ მიაბავ შენი შეკვეთების გვერდს, ანუ უნდა იყოს ვიღაცა ვინც მუდმივად შეამოწმებს eMoney-ს ანგარიშს. ქართუს VISA/MasterCard-ის მიბმა, ეგ დამატებითი ხარჯი პროგრამისტისათვის.
5. 200 ლარიანი რეკლამა ისე ჩაივლის რომ არც არაფერი არ მოხდება გინდა angel.ge-ზე დადე გინდა adspay.ge-ზე.
6. ნუ 2-3 შეკვეთა და მთელი დღე ქალქში ხარ, სხვა რამეზე არც დრო არც ენერგია არ გეყოფა. შეკვეთებს ვინ მიიღებს ან შეასრულებს?
7. აქედან გამორიცხე მზა ტანსაცმელი და ყველა პროდუქტი რომელიც ამაზონ-ზე იყიდება, მაგათი ჩამოტანა ნებისმიერს შეუძლია უპრობლემოდ.
და კიდევ აკო რომ იწყებდა, ის პირველი იყო და კონკურენტი არ ყავდა, ეხლა მოგიწევს კონკურენცია მაიკა ჯისთან, არ ვიცი აკოს ქონდა თუ არა ეგეთი საიტი როცა მუშაობდა, მარა როგორც ვთქვი მაგეთ საიტს 20 ლარად არავინ გააკეთებდა.
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com
#28
დაწერილია 10 April, 2011 - 05:38
Shako Baxia
ინტერნეტით მაიკის ყიდვის კულტურა საქართველოში ნაკლებია, ვინც ყიდულობს იმას 5 ლარიანი მაიკა მართლა 40 ლარიანი გონია
თბილისი არის უმსხვილესი ბაზარი, მილიონზე მეტი ადამიანი დადის, არის ძალიან ბევრი კარგი იდეა, შეგიძლია B2B ან ისე ხალხზე იმუშაო, ასე, რომ ინტერნეტზე ორიენტირება ამ ბიზნესის არაა მაინც და მაინც აუცილებლობა, მხოლოდ მაშინ ალბათ თუ თავად გესმის საიტები და აკეთებ, მე რო მჭირდებოდა ის საიტი 3000-5000 ლარი ჯდებოდა, რაც ჩემ ინტერესში არ იყო, რადგან მაგ ბიზნესიდან მილიონერობას არ ვაპირებდი
THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"
#29
დაწერილია 10 April, 2011 - 13:43
არა საიტები გამეგება ნამდივლად და გამოცდილებაც მაქ და პროგრამისტიც არ მჭირდება მაგდენი ვიცი რო ერთი სკრიპტი დავწერო
#30
დაწერილია 10 April, 2011 - 14:48
მოკლედ; გაითვალისწინე რაც გითხრეს. და სამი და ხუთი ადამიანის საქმე არაა ეგ საქმე. ჰოსტს რაც შეეხება, მე მოგცემ გლობალზე, ულიმიტოს, უფასოდ და ყველანაირი პირობის გარეშე. დავუშვათ 6 თვე. მერე თავად გადაწყვიტე. აკომ საუკეთესო ვარიანტი გირჩია B2B, პირველ რიგში მე მაგაზე ავიღებდი აქცენტს და არა საიტიდან გაყიდვებზე. საიტს რაც შეეხება მარტო სკრიპტის დაწერა არ უშველის.
არ გეწყინოს, მაგრამ ტარიელიც მართალს გეუბნება და გიორგიც. არც ფინანსური გათვლები გაქვს გაკეთებული სწორად და არც ის გაქვს გააზრებული რამხელა პრობლემაა ლოჯისტიკა.
200 ლარის რეკლამაო იძახი. ბანერი დაიდოს რეიტინგულ საიტზეო. ეფექტი ექნება ფაქტიურად 0. აჯობებს თავად აპიარო შენი საიტი. ფულსაც არ გადაყრი და უფრო ეფექტურიც იქნება. მაგ 200 ლარს ერთი 0 მიამატეო გიორგიმ გითხრა და მართალია, ფასიან რეკლამაში მარტო 200 ლარის ჩადება გადაყრილი ფულია.
დაიწყე არა საიტით, არამედ რეალური მყიდველის მოძიებით. ეხლა ზაფხული მოდის მოთხოვნა მაგ პროდუქციაზე გაიზრდება. დაიარე ყველა ბაზრობა მაღაზია, ის 200 ლარი დახარჯე ნიმუშების გაკეთებაში. დაუტოვე ეგ ნიმუშები 2-3 ცალი მაღაზიებს და ბაზრობებს. ამასთანავე გააკეთე კატალოგი. სადღაც 10-20 გვერდიანი ფერადი და ლამაზი
ციტატა
ამისთანა მიდგომით გირჩევ აქ აღარ დაპოსტო. მერწმუნე იმ რჩევებით, რომელიც აქ ტარიელმა, გიორგიმ და აკომ მოგცეს ეგ 200 ლარი უკვე მიიღე.
მოკლედ დაიწყე რეალური მყიდველის შოვნით და ყველაფერი გამოგივა.
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com
#31
დაწერილია 14 April, 2011 - 21:43
შაკო შენს ადგილას მე დავიწყებდი ისე, რომ არც კი დავფიქრდებოდი, მესმის რომ ამას 200 ლარი ჭირდება, მაგრამ დამიჯერე შენით მოიძიო ჯობს, ვიდრე მერე ინანო ნეტა მენახა 200 ლარი და მარტო მე და ჩემს მეგობარს გაგვეკეთებინაო...იმიტომ, რომ პარტნიორი ცოტა არ იყოს რთული შესარჩევია, მხოლოდ ფული არ არის მთავარი, ხედვა უნდა ემთხვეოდეს პარტნიორების ერთმანეთს...
შენით მოიძიე შაკო დამიჯერე...
მე დაგეხმარები რაც შემეძლება...ისე თუ ვერ ნახე შეიძლება ვიფიქრო კიდევაც მაგ ბიზნესზე, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ჩემი პროდუქციით თბილისში არ ვარ შემოსული, აქედან გამომდინარე ჯერ არ ვფიქრობ თბილისში გავარეკლამო ჩემი პროდუქცია...
http://svepi.ge
მე თბილისში არ ვარ...თორემ აუცილებლად დავფიქრდებოდი 200 მლარის მიცემაზე, არა იმიტომ, რომ შაკოს კარგი ხედვა აქვს ბიზნესის, არამედ იმიტომ, რომ მონდომებულია და ხშირად ასეთი წამოწყებები წარმატებულია...
თანაც ერთი შანსი ხომ უნდა ქონდეს ადამიანს რომ გამოავლინოს საკუთარი ნიჭი...
მოკლედ მე ვფიქრობ, ოღონდ ჯერ არა
#32
დაწერილია 16 April, 2011 - 23:37
მე ვიცი რომ თქვენ ხართ ბათუმში
დაფიქდით ჯერ ვერ ვიშოვეთ სპონსორი
#33
დაწერილია 23 April, 2011 - 21:28
მაქვს ასევე ინტერნეტ სარეკლამო ქსელი,
ეს რას ნიშნავს, შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად ახსნათ???
#34
დაწერილია 25 April, 2011 - 11:16
Badri Molashkhia, 23 April, 2011 - 21:28 -ში, განაცხადა:
მაქვს ასევე ინტერნეტ სარეკლამო ქსელი,
ეს რას ნიშნავს, შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად ახსნათ???
http://ads.karvasla.com
რედაქტორი George Chkhikvishvili, 25 April, 2011 - 11:17.
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com
#35
დაწერილია 03 May, 2011 - 19:15
Shako Baxia, 06 April, 2011 - 19:50 -ში, განაცხადა:
მინიმალურია 200 ლარი ეს საჭიროა 2 საიტზე რეკლამის დასადებად თუ უფრო მეტი კლიენტი გინდათ 300 ლარად უფრო მეტი კაცი შემოვა და შეუკვეთავს, მაიკა.ჯი ზე უბრალო მაიკა ღირს 25 ლარი და 15 ლარით ვერ დაუკლებენ ფასს, ეს ერთი ახლა მეორე, მეორეს მაიკების ხარისხი ძალიან დაბალია და ერთხელ თუ იყიდა ვინმემ ის მეორედ აღარ ურჩევს ვინმეს რომ იყიდოს იგივე საიტიდან.
და სოციალური ქსელის გამოყენებაზე რატომ არ გიფიქრიათ სულც არ გჭირდებათ 200 ლარი რომ ხალხს გააგებინოთ თქვენი არსებობა თუ სოციალურ ქსელში შედეგს ვერ მიახწევთ და ორიგინალური იდეები არ გექნებათ რომელსაც ხალხი მოიწონებს 200 ლარიანი სარეკლამო კამპანიით
ეჭვი მეპარება რამეს მიაღწიოთ.
მითუმეტეს როდესაც დღეს დღეისობით ინტერნეტში უფასო რეკლამის გაკეთების მილიონი საშუალება არსებობს დამწყები კომპანიისთვის მგონი უმჯობესი იქნება თავისი მინიმალური ბიუჯეტი ძალიან სწორედ გადაანაწილოს.
წარმატებას გისურვებთ !
1 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე
Link პარტნიორები

ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLCგანათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiadდასაქმება / HR
Staff.geინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა |
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lentaინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.geმარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი |
ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფიმედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმისაქართველო
About Georgia
Kutaisiტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge |
ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტურიუძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate |

დამფუძნებლის მიმართვა

თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!