ნახტომი





- - - - -

შრომის წიგნაკი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 4

გამოკითხვა: შრომის წიგნაკი (6 წევრთა ხმები გაუქმებულია)

თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა შრომის წიგნაკის წარმოება?

  1. საჭიროა (2 ხმა [33.33%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 33.33%

  2. არაა საჭირო (2 ხმა [33.33%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 33.33%

  3. არ ვიცი (2 ხმა [33.33%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 33.33%

ხმის მიცემა

#1 Archil Mikelashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 616 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 April, 2011 - 13:30

მოგესალმებით კონფერენციელებო,

სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს აზრს თემის სათაურში ნახსენებ საკითხთან დაკავშირებით. რამდენადაც ვიცი, საქართველოს კანონმდებლობით აღარაა სავალდებულო შრომის წიგნაკის წარმოება. მაინტერესებს, რა უპირატესობა აქვს (თუ აქვს საერთოდ) ამ დოკუმენტის ქონას და შესაძლებელია თუ არა მაგ. პროფესიონალურმა რეზიუმემ ჩაანაცვლოს იგი?


P.S. შესაბამისად, Poll-ში ვირჩევ "არ ვიცის" :)

რედაქტორი Archil Mikelashvili, 17 April, 2011 - 13:33.

Archil Mikelashvili
Consumer Sales Officer at Bank Republic Société Générale Group

Cell: (+995 51) 78 28 61
E-mail: archil.mikelashvili@gmail.com

პირველი ქართული HR ბლოგი

#2 Giorgi Tsotskhalashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 12 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 April, 2011 - 15:49

ამ თემასთან დაკავშირებით მეც მაინტერესებს ახლა როგორაა სამუშაო გამოცდილების კონტროლი? მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე? თუ უნდა დაგიწეროს დამსაქმებელმა სპეციალური რაიმე დოკუმენტი?

#3 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 18 April, 2011 - 23:16

"პროფესიონალურმა რეზიუმემ ჩაანაცვლოს"? გააჩნია რა მიზანი გაქვთ. თუ გამოცდილებას გულისხმობთ, ამის დადასტურების და გადამოწმების უამრავი საშუალება არის მათ შორის ხელშეკრულებაც.

შრომის სტაჟის დადასტურება თუ გსურთ სამომავლოდ პენსიაზე დანამატის მისაღებად ამ შემთხვევაშიც შრომითი სტაჟი შეიძლება დადასტურდეს ნებისმიერი სხვა შესაბამისი დოკუმენტითაც.

ამჟამად პრაქტიკაში შრომის წიგნაკი უფრო გამოყენებადია სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან და უფრო "ოფიციალურ და მეტ-ნაკლებად სანდო წყაროდ" მიიჩნევა. თუ შრომის წიგნაკი ნათლად და სუფთად არის შევსებული აქვს გარკვეული უპირატესობებიც, მაგალითად წერია როდის ხართ მიღებული სამსახურში, შემდეგ როდის და რა საფუძველზე განთავისუფლდით. აქედან გამომდინარე მერე სტაჟის დაანგარიშებაც უადვილდებათ

#4 Ira Melimonadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 31 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 April, 2011 - 23:41

ჩემი აზრით შრომის წიგნაკი არ ატარებს იმის დამადასტურებელ თვისებას რომ ნამდვილად მუშაობდი :) ეს დამატებით რაღაც ფორმალური კომუნისტური გადმონაშთი იყო, დახასიატების ფურცელ, რეკომენდატორი, და უამრავი სხვა რამ საბანკო ამონაქწერი ადასტურებს შენს სტაჟს :) ასე რომ ჩემი მოსაზრება შრომსი წიგნაკის არსებობის თაობაზე ასეთია " მხოლოდ პენსიისთვის" თუ დაგჭირდება, ან დაგჭირდება თუ არა ეგეც არ იცი :) მაშინ რისთვის? :) არაფრისთვის :)

#5 Archil Mikelashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 616 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 April, 2011 - 01:17

ანუ, რამდენადაც მივხვდი, წმინდად პრაქტიკული დანიშნულება აქვს: ნაცვლად იმისა, რომ ცალ-ცალკე აგროვო სტაჟის დამადასტურებელი საბუთები ყველა სამსახურიდან, ხელთ გაქვს ერთი დოკუმენტი, რომელიც თავს უყრის ამ ინფორმაციას. ასეა?
Archil Mikelashvili
Consumer Sales Officer at Bank Republic Société Générale Group

Cell: (+995 51) 78 28 61
E-mail: archil.mikelashvili@gmail.com

პირველი ქართული HR ბლოგი



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share