11 მაისს, 15:00 საათზე, წიგნის მაღაზია ,,ლიბრაში”, ელფის გამომცემლობა თსუ–ს დოქტორანტის, თამთა გრიგოლიას ახალი წიგნის - ,,ასე უყვარდათ უწინ...” - პრეზენტაციას გამართავს.
ადრე სატრფოს სიყვარულს წერილებით უხსნიდნენ, რამეთუ განცდების უკვდავად გამოხატვა მხოლოდ ფურცლებზე შეიძლება, ამის დასტურია ის წერილები, რომლებიც წიგნად აიკინძა და ერთი სათაურის ქვეშ - ,,ასე უყვარდათ უწინ...” - გაერთიანდა.
ასეთი ორიგინალური დიზაინით გაფორმებული, ერთად თავმოყრილი სასიყვარულო წერილები და მწერალთა პირადი ცხოვრების ფაქტები ერთ წიგნად საქართველოში პირველად გამოვიდა. მანამდე მათ ალაგ-ალაგ სხვადასხვა წიგნში ან ლიტერატურულ ჟურნალში თუ წააწყდებოდით.
გაინტერესებთ?..რომელმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ განიცადა ცალმხრივი სიყვარული, შეწყვეტილი ბედნიერება, იშვიათი სიყვარული, პირველი და უკანასკნელი სიყვარული, აღსასრულის წინათგრძნობა, შეწყვეტილი სიყვარული, ვის გამოატანინეს საკუთარი თავისადმი იძულებითი განაჩენი, ანდა ვინ იყო მთის არწივი, გაორებული ,,ბულბული", წითელმიხაკიანი პოეტი, სიყვარულით გადაწონილი, მგლოვიარე სერაფიმი, დაუფასებელი გენია, მარტოობით ნაალერსალი პოეტი, დიდი მეცნიერის დიდი სიყვარული, ,,კოცნის პოეტი", ღამისა და მთვარის მომღერალი, ,,მზის ქურუმი", სილამაზით ნაელვები... მაშინ გვეწვიეთ პრეზენტაციაზე და გაიგეთ - როგორ უყვარდათ უწინ...
პრეზენტაციაზე გელით სიურპრიზი

პრეზენტაცია გაიმართება:
11 მაისს, ოთხშაბათს,
15:00 სთ-ზე
წიგნის მაღაზია ,,ლიბრაში”; მის.: ვაჟა-ფშაველას გამზირი, 30ბ, (სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მოპირდაპირე მხარეს)
საკონტაქტო პირი:
ხათუნა ნონიაშვილი - 30-84-91; 899-24-58-26
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ Facebook-ზე ელფის გამომცემლობის გვერდზე: http://www.facebook....ublishing.House
ესეც წიგნის ავტორი, თამთა გრიგოლია... სტუმრად პირველი არხის დილის გადაცემაში

http://www.facebook....v=1944232014706
რედაქტორი Khatuna Noniashvili, 03 May, 2011 - 11:34.