ნახტომი



* * * * * 1 ხმა

Online Games


  • თემა დაკეტილია თემა დახურულია!
გამოხმაურებათა რაოდენობა: 5

#1 Giorgi Nadareishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება

დაწერილია 02 August, 2011 - 16:56

*
პოპულარული

სალამი. წარმოგიდგენთ ახალ ვირტუალურ პროექტს, რომელიც საქართველოში კარგად გავრცელებულ აზარტულ თამაშებს ეხება.

რამოდენიმე თვის წინ მე და ჩემს მეგობარს დაგვებადა იდეა, შექგვექმნა მსაგვსი ტიპის პროექტი, რომელიც 100% - ით მოერგებოდა ქართულ ბაზარს, შესაბამისად თამაშების ინტერფეისი ბოლომდე აკმაყოფილებს ქართველ მომხმარებელთა მოთხოვნებს და რაც მთავარია, მას ინტეგრაციას ვუკეთებთ ყველასათვის ცნობილ სოციალურ ქსელში, კერძოდ, facebook – ში ჩაშენდება aplication – ის სახით.

ერთი სიტყვით, ჩვენ გვაქვს ხუთი ასეთი თამაში შექმნილი, რომელთაგან სამი თამაშის gameplay უკვე მზად არის. გატესტილია თვითონ სოციალურ ქსელში და მუშაობს 100% ით.
ჩვენ სრულყოფილად ვფლობთ ყველა პოპულარულ პროგრამულ ენას და თამაშების მოდულიც ისე გვაქვს დაწერილი, რომ მცირე პერიოდი გვჭირდება მისი მოდიფიკაციისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მსგავსი თამაშის დაწერა. ეს იქნება განვითარების, სიახლის დამატების შემდეგი ეტაპი.

თავიდან განზარახული გვქონდა თამაშები რეალურ თანხაზე გაგვეშვა, ამიტომაც დავიწყეთ სპონსორის მოძიება. გადავწვიტეთ შორს არ წავსულიყავით და საახლობლოში მოგვეძებნა ვინმე ასეთი. ძიების შედეგად ვიპოვეთ ადამიანი, რომელმაც ნახა, მოიწონა პროექტი და გადაწყვიტა მისი დაფინანსება, მაგრამ როგორც გზა და გზა გაირკვა, მსგავი პროექტებისთვის საჭირო ყოფილა სათანადო, ე.წ გემბლინგის ლიცენზია, რომელიც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. ამის გამო, ჩვენმა სპონსორმა გადაწვიტა, თავდაპირველად თამაშების არაკომერციული ვერსია გაგვეშვა, რის შედეგადაც ჩვენც მოგვიწია პროექტში რაღაც ნიუანსების შეტანა. სპონსორის უკან დახევის მიზეზი იყო შიში, რომ პროექტის რეალურ თანხაზე გაშვების შემთხვევაში იქნებოდა ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან, სერიოზული კონკურენცია და ა.შ. ჩვენ ვთვლით, რომ კონკურენტი არ გვყავს, რადგან ჩვენი თამაშები სულ სხვა სეგმენტზეა გათვლილი, უსაფრთხოება_100% გამართული, ინტერფეისი_ დახვეწილი და რაც მთავრია, ჩვენი თამაშები განსხვავდება კაზინოს თამაშებისგან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ დავთანხმდით და გადავაკეთეთ თამაშების gameplay, დავნერგეთ ახალი სისტემა, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ, როგორც გასართობად, ასევე ჩემპიონატებში თამაში რეალურ პრიზებზე (სისტემაში ყველანაირი ცდომილება გამორიცხული გვაქვს). როდესაც გავაცანით ეს სისტემა, სპონსორმა გვითხრა, რომ ჩემპიონატების ჩატარებაც უაზრობა იქნება. ერთი სიტყვით, ჩვენი სპონსორი ამ სფეროში ზედმეტად დილეტანტი აღმოჩნდა და ეშინია ფულის ჩადება ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, რაც ჩვენთვის აბსურდია, რადგან პროექტი ყველანაირ უცხოურ სტანდარტს შეესაბამება; მეტიც, ჩვენ ჩვენი საკუთარი ხაზი გვაქვს დაჭერილი, რომელიც არამხოლოდ აკმაყოფილებს სტანდარტულ კრიტერიუმებს, არამედ ინტერფეისით, სიმარტივით, პროგრამული კოდით აღემატება კიდეც მათ. ამ ყველაფრის გამო ჩვენ აღარ გვაქვს ამ სპონსორთან თანამშრომლობის სურვილი, რადგან მასთან საქმის გაგრძელების შემთხვევაში ჩვენი პროექტი ძალას დაკარგავს და იმ სტრატეგიით, რომელსაც ის გვთავაზობს - გაიყინება, გაუფასურდება.

ჩვენ არ ვაპირებთ შემოვიფარგლოთ მსგავსი პროექტებით, რადგან მომავლში ვგეგმავთ უამრავი სხვადასხვა ინოვაციური, კომერციული პროექტების განხორციელებას და მათ გატანას ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც მოიზიდავს სერიოზულ თანხებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რადგან ამ პროექტებში მთელი მსოფლიოს მოსახლეობა იქნება ჩართული. მსგავსი პროექტებისთვის facebook იდეალური პლატფორმაა.

ჩვენთვის სამწუხარო კიდევ ის ფაქტია, რომ Dდღესდღეობით არსებული წამყვანი ტოტოლიზატორები და ის კომპანიები, რომლებიც მსგავსი ბიზნესით არიან დაკავებული, საზღვარგარეთ გარბიან და იქაურ პროგრამისტებს აკეთებინებენ ყველაფერს, მაშინ როცა ჩვენ აქ ვართ და მათზე უკეთ შეგვიძლია პროექტების წერა. რაც მთავარია, ასეთ პროექტებს სჭირდება suport - ი და ჩვენი ინფორმაციით სერიოზული ფული იხარჯება მუდმივ ზედამხედველობაში, განვითარებაში. იმედი გვაქვს, როცა ამ პროექტს გავუშვებთ, აუცილებლად ნახავენ და გამოთქვამენ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ტექსტიდან ისედაც ნათელია, რომ ჩვენ ვეძებთ სპონსორს, ვინც უზრუნველყოფს ლიცენზიის საკითხს და მოგვცემს საშუალებას, პროექტი იმ სახით გავუშვათ, როგორც იყო თავიდან ჩაფიქრებული. ჩვენ არ გვეშინია და არც გვაქვს ამის საფუძველი, რადგან რეალურად არც ისეა საქმე, , როგორც ზოგიერთები ფიქრობენ. მთავარია, ყველაფერი სუფთად გქონდეს გაკეთებული. ჩვენ ვიცით ჩვენი საქმე.

პ.ს. ამასობაში სულ დამავიწყდა სპონსორის ინტერესები. ჩვენს მომავალ სპონსორს ვთავაზობთ 50 % იან წილს! :)

დაინტერესებული პირები დამიკავშირდით ნომერზე: 571 02 06 85 გიორგი.

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება

დაწერილია 02 August, 2011 - 17:23

ისე პორტფოლიო დაგედოთ ნამუშევრების... ეგ რაც გიწერიათ, რომ მსოფლიო დონე, სტანდარტები, 100% გამართული დ.ა.შ. უფრო დილეტანტურ შთაბეჭდილებას ტოვებს... ასე რომ რამე ლინკი მაინც დადეთ რა შეგიძლიათ რეალურად და შეიძლება დაგაკავშიროთ ვინმეს ვინც დაინტერესებულია მაგეთი პროექტებით.
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#3 Giorgi Nadareishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება

დაწერილია 02 August, 2011 - 18:36

გასაგებია, მაგრამ გადაჭარბებული მაინც არაფერი არ წერია მანდ. როგორც არის ისე დავწერე. რაც შეეხება დამატებით მასალას, არ არის პრობლემა პმ ში გადმოგიგზავნით ფოტოს. რაც შეეხება უფრო დაწვრილებით ინფორმაციას, ამას უკვე ჩვენთან ოფისში ვაჩვენებთ მსურველებს.

#4 Giorgi Kobiashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 46 გამოხმაურება

დაწერილია 03 August, 2011 - 20:42

გიორგი გამარჯობა,

ჩემი აზრით გარდა საქართველოში ასაღები ლიცენზიისა (რომელიც როგორც ვიცი უფასოა თუ 3 მაგიდა გაქვს რომელიღაც რაიონში სახელს ვერ ვიხსენებ :) ) არის მეორე პრობლემა. ფეისბუქის წესების თანახმად აკრძალულია მათ საიტზე განთავსებულ აპლიკაციაში რეალურ ფულზე თამაში :)
http://forum.develop...ic.php?id=76126

#5 Giorgi Nadareishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება

დაწერილია 03 August, 2011 - 22:37

მადლობა ინფორმაციისთვის, ეგ ჩვენ გარკვეული გავქს უკვე, ამიტომაც მანდ უფასო, გასართობ ვერსიას დავტოვებთ. აგრეთვე ჩემპიონატებს წამახალისებელ პრიზებზე. იგივე თამაშებს რეალურ თანხაზე, უკვე დამოუკიდებელ საიტზე განვათავსებთ. სოციალურ ქსელში უბრალოდ გვერდს შევუქმნით. :)

რედაქტორი Giorgi Nadareishvili, 03 August, 2011 - 22:38.


#6 Giorgi Nadareishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება

დაწერილია 18 August, 2011 - 14:50

http://apps.facebook.com/deltagames

რედაქტორი Giorgi Nadareishvili, 18 August, 2011 - 14:50.




1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share