ნახტომი

* * * * * 1 ხმა

საიტის გაკეთება localhost-ზე

გამოხმაურებათა რაოდენობა: 12

#1 Nino Rostomashvili

Newbie

• Member
• პიქტოგრამა
• 20 გამოხმაურება
3

დაწერილია 26 August, 2011 - 12:09

#2 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 26 August, 2011 - 23:58

პოპულარული

კარგია, რამდენიმე შენიშვნა:

ლოკალჰოსტის დეტალური განმარტება 127.0.0.1 არაფრის მიმცემია იმ აუდიტორიისთვის ვისზეც არის გამიზნული გაკვეთილი. ფრაზა რომ ლოკალჰოსტი არის თქვენი კომპიუტერი სავსებით საკმარიასია. ამ ლოკალჰოსტს ნახავენ ბრაუზერის მისამართში და წინა განმარტებიდან გამომდინარე მიხვდებიან რომ საიტი ინტერნეტში არ არის.

Development-ის თარგმნისას, სიტყვა განვითარების ინსტრუმენტის (რისი აზრიც გაუგებარია) მაგივრად ჯობია იხმაროთ საიტის შესაქმნელი საშუალება ან პროგრამირების საშუალება.

ფრაზა ეხლა კი დროა დავაყენოთ ვორდ პრესი (2:18) დამაბნეველია, იმიტომ რომ რეალურად ჯერ ხდება ქსამპის კონფიგურაცია, ანუ ჯობია შემდეგი ფრაზა: ვორდპრესის დაყენებამდე აუცილებელია მოვახდინოთ ქსამპის საწყისი კონფიგურაცია, ამისათვის... და ვიზუალი...

ქოლეიშენის უნიკოდზე დაყენებისას, ახსენით რომ ეს საჭიროა ქართული ტექსტების სწორი სორტირებისთვის. როცა იცი შინაარსი უკეთ გამახსოვრდება...

ქსამპის კონფიგურირების შემდეგ:

ვორდპრესის დასაყენებლად აუცილებელია ამოვაარქივოთ ვორდპრესის საიტიდან გადმოწერილი ფაილი ქსამპის httpdoc-ში. ამის შედეგად ის გახდება ხემისაწვდომი ბრაუზერიდან: http://localhost/wordpress მისამართზე, საიდანაც შეძლებთ თქვენი საიტის განვითარებას.

ასევე, სანამ დაიწყებთ ედ-ინების აღწერას ჯობია მომხმარებელს ასწავლოთ საიტის ატვირთვა, რათა მოსწავლემ ვინც გაკვეთილთან ერთად გაიმეორებს თქვენს ქმედებებს ეგრევე ნახოს შედეგი და წახალისდეს :). ამის შემდეგ ბუნებრივია გაუჩნდება სურვილი დაამატოს საიტს სხვადასხვა ფუქციები და ყურადღებით მოისმენს ედ-ინების შესახებ.

ასევე კარგი იქნება გაკვეთილის თავში და ბოლოში აჩვენოთ მაყურებელს განსახილველი თემების ჩამონათვალი, ეს დაეხმარება მიღებული ცოდნის სისტემატიზაციაში.

ასევე ფაილების გადმოწერისას (მაგალითად ვორდპრესის ძრავის გადმოწერისას), დააყოვნეთ და აჩვენეთ სად წერთ, რათა მოსწავლემ შეძლოს იგივეს გამეორება.

რედაქტორი George Chkhikvishvili, 27 August, 2011 - 00:00.

Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#3 Nino Rostomashvili

Newbie

• Member
• პიქტოგრამა
• 20 გამოხმაურება
3

დაწერილია 27 August, 2011 - 12:46

George Chkhikvishvili
დიდი მადლობა კრიტიკისთვის. აუცილებლად გავითვალისწინებ.
შემდეგ გაკვეთილს მთლიანად მივუძღვნი plugin-ებს და ძალიან შრომატევადი გაკვეთილის მომზადება მომიწევს რადგან განსახილვევლი მაქვს, მაგალითად "All in One SEO" plugin და მინდა რომ ადვილად გასაგები გაკვეთილი გამომივიდეს. ხოლო უკვე შემდეგი გაკვეთილი იქნება ჰოსტზე ატვირთვა და მერე უკვე შემიძლია თავისუფლად გადავიდე ძვირფას თემებზე(Search, Adwords, Adsense, Google Panda, Affiliate programs, CPA) და ამ ყველაფრის დაწვრილებით განხილვის შემდეგ შესაძლებელია საქმეზე გადასვლა და პრაქტიკულად, ვიდეო გაკვეთილებში შემოსავლიანი საიტის გაკეთება. თავისი adsense-საიტის თქმას ყველა ერიდება რადგან რამოდენიმე მაგალითი გვაქვს seo.ge-ზე რომ გააფუჭეს საიტი კლიკაობით და დასპამვით. ხოდა ვიდეო გაკვეთილში Affiliate Programas ავარჩევ მაყურებელთან ერთად და შემდეგ უკვე ვანახებ თუ როგორ გავყიდოთ, პიველ რიგში Answers საიტებებით, უფასოა მაგრამ Custom მუშაობა უნდა (ჩემი თემა)
ასე რომ მემგონი წინ კარგი გაკვეთილები ელოდებათ მაყურებელს.
დიდი მადლობა თქვენ, ბატონო გიორგი რომ უყურეთ გაკვეთილს და შენიშვნები შეიტანეთ, ეს მე ძალიან დამეხმარება.

რედაქტორი Nino Rostomashvili, 27 August, 2011 - 12:47.

#4 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 28 August, 2011 - 11:14

დზ. კარგი! :)

მეც შევეცდები მონაწილეობა მივიღო განხილვაში.
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#5 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 01 September, 2011 - 19:55

იქნება დაპირებული გაგრძელება? :)
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#6 Nino Rostomashvili

Newbie

• Member
• პიქტოგრამა
• 20 გამოხმაურება
3

დაწერილია 02 September, 2011 - 02:57

გამარჯობა
მოუცლელობის გამო ცოტა გადაიდო. 2-3 დღეში იქნება ახალი ვიდეო. დიდი მადლობა ბატონო გიორგი რომ ასე ყურადღებას იჩენთ. ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია.

#7 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 03 September, 2011 - 01:28

ok ნინო, მე ვთვლი რომ:

1. მზა ძრავებით, როგორიც ვორდპრესია, სერიოზული მიზნების მიღწევა შეუძლებელია.

2. ერთადერთი სერიოზული სეო იარაღი საინტერესო ქონთენტია და მარტო პროგრამული საშუალებებით ვერაფერს მიაღწევ.

ასე რომ მზად ვარ პოლემიკისთვის.
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#8 Nino Rostomashvili

Newbie

• Member
• პიქტოგრამა
• 20 გამოხმაურება
3

დაწერილია 03 September, 2011 - 05:17

George Chkhikvishvili

ციტატა

მზა ძრავებით, როგორიც ვორდპრესია, სერიოზული მიზნების მიღწევა შეუძლებელია.

http://business.blogs.cnn.com/ CNN ვორდპრესზე. ეს ერთი და კიდევ 100 ჩამოგითვლით თუ სურვილი გექნებათ.
http://robstenation.blogspot.com/ blogspot-ი :)ჩემი ამერიკელი მეგობრის ბლოგია, დღიური ტრეფიკი 18000 კაცი.
თვიური შემოსავალი 10 000 $ +
მემგონი ამოიწურა სერიოზული მიზნების თემა :)

ციტატა

ერთადერთი სერიოზული სეო იარაღი საინტერესო ქონთენტია და მარტო პროგრამული საშუალებებით ვერაფერს მიაღწევ

9 ქულას კონტენტს ვუწერ, 1-ს პროგრამულ საშუალებებს.
ვიდეო გაკვეთილები დავიწყე იმით რაც პირველ რიგში უნდა იცოდეს დამწყებმა, საიტის გაკეთება wordpress-ზე(მინიმუმ).
ცოტა ხანში გადავლ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე და ძალიან საინტერესოდ წავმართავ გაკვეთილებს. განვიხილავ თემებს რომელიც აუცილებელია იცოდეს ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა, მითუმეტეს თუ მას ბიზნესთან აქვს შეხება.
ძალიან გული მწყდება რომ საქართველოში ძალიან დაბალია IM განათლება. არის ფორუმი (seo.ge) სადაც ზღვა ინფორმაციაა ქართულ ენაზე, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცოტა თუ უერთდება ამ ფორუმს.
სხვათაშორის ქართველებს გვყავს რამოდენიმე SEO IM მსოფლიო დონის პროფესიონალი. მაგალითად SEO Method ქართველის შექმნილია და ამ მეთოდს მსოფლიოში ათასობით ადამიანი იყენებს წარმატებულად, მათ შორის მეც, ანუ მთლად Whitehat არ ვარ :). იგივე ადამიანს ეკუთვნის Backlinks Parser რომელსაც ასევე საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად.
ჩემს მიღწევებზეც გავაკეთებ თავმდაბლურ:) სტატიას და ვიდეოს.
ასე რომ ქართველებსაც შეგვიძლია თუ მოვინდომბთ. უბედნიერესი ადამიანი ვიქნები თუ მეცოდინება რომ მომავალ IM-ში წარმატებულ ადამიანს პირველი ხელი მე მივახმარე.

რედაქტორი Nino Rostomashvili, 03 September, 2011 - 05:25.

#9 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 03 September, 2011 - 14:59

მოკლედ დღის პირველი ნახევარი გავიდა ამ დზ. საინტერესო მასალების გაცნობაში :) რამენიმე კითხვა:

კითხვა პირველი. გარდა ასე ვთქვათ "პარაზიტული" სარგებელისა, როცა არ იქმენება არაფერი გარდა ფულისა, შეიძლება თუ არა ამ მექანიზმების გამოყნება რეალური საქონლის გადაყიდად, ანუ უფრო კერძოდ, შეიძლება თუ არა ინტერნეტში სარეკლამო ხარჯების შემცირება სეო-ს დახმარებით. აქ არ იგულისხმება საიტის რეიტინგის ბრმა აწევა არამედ პოტენციური მყიდველზე გასვლაც.

კითხვა მე-2, როგორც ვხვდები სეო სტრატეგია ძირითადად დაიყვანება ცნობილი ქონტენტ და ბუქმარკ საიტების ურთიერთქმედებით. კითხვა: რამდენად შესაძლებელია სამიზნე აუდიტორიაზე გასვლა, სიტყვაზე თუ მჭირდება მარტო ქართველი ვიზიტორები, შეიძლება თუ არა წარმატებული სეო სტრატეგიის განხორციელება ერთი ქვეყნის (საქართველოს) ფაგლებში?

ისე 18000 კაციანი საიტიდან 10კ თვეში ეგ მარტო რეკლამიდან? ეგ ინფორმაცია ზუსტია? :)
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#10 Nino Rostomashvili

Newbie

• Member
• პიქტოგრამა
• 20 გამოხმაურება
3

დაწერილია 03 September, 2011 - 16:49

George Chkhikvishvili

ციტატა

გარდა ასე ვთქვათ "პარაზიტული" სარგებელისა, როცა არ იქმენება არაფერი გარდა ფულისა

:) აი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. თუ ძვირფასი კონტენტი არ არის საიტზე ისე ვერასდროს წაწევ წინ(გააჩნია კონკურენციას რათქმაუნდა). და სამწუხაროდ ტექნოლოგიების არცოდნის გამო ბევრი ძალაინ მაგარი რესურსები იმალება თუნდაც გუგლის მე-40 გვერდზე.

ციტატა

შეიძლება თუ არა ამ მექანიზმების გამოყნება რეალური საქონლის გასაყიდად?

ინტერნეტ მარკეტინგი არის სხვადასხვა (სხვისი ან საკუთარი) მომსახურების ან პროდუქტების შეთავაზება ინტერნეტის მეშვეობით. SEO, ინტერნეტ მარკეტინგის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მხარეა. მაგალითად, კონკრეტულად გეტყვით, მე რომ robstenatinion ბლოგი განახეთ მაგ საიტზე იყიდება სხვადასხვა პროდუქრები რომლებიც უკავშირდება Twilight-ს და რათქმაუნდა დევს Google adsense რეკლამა რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გადამხდელია.

ციტატა

ისე 18000 კაციანი საიტიდან 10კ თვეში ეგ მარტო რეკლამიდან? ეგ ინფორმაცია ზუსტია?

მე რომ დღეში 18000 direct ტრეფიკი მქონდეს და ხალხი საათობით ჩერდებოდეს საიტზე, ბევრად მეტ ბენეფიტს მივიღებდი. მითუმეტეს ვიზიტორების უმეტესობა ამერიკელები არიან.
მილიონობით საიტი ხდება Goolge Adwords-ის სარეკლამო დისტრიბუტორი. აქ პარაზიტული არაფერია, ინტერნეტი ყველასია და ყველას შეუძლია შექმნას თავისი რესურსი. ეს ძალიან დიდი კონკურენციაა და ტექნოლოგიები ყოველდღე სასწაული სისწრაფით მიიწევს წინ, და ამ დიდ კონკურენციაში(საუკეთესო რესურსის შექმნაში) მილიონობით ადამიანია ჩართული.
გიორგი ძალიან დიდი თემაა და ძალიან დიდი მეცნიერებაა ეს ყველაფერი. უმარავი საშუალება არსებობს ფინანსური სარგებლის მისაღებად:
Website Flipping, Affiliate Marketing(ebay, amazon, Clickbank, CPA, Neverblue, Google Affiliate Network)
პროდუქტის გაყიდვა თუ გაინტერესებთ გეტყვით: ერთ-ერთი ქართველი გოგოს წარმატება Antivirus Programs რომელსაც ძალიან ძვირადღირებულ keyword-ებზე წინა პოზიციები უკავია და უსწრებს AVG-ს, avira-ს, Eset-ს და კიდევ უამრავ უძლიერეს ანტივირუსების ოფიციალურ საიტებს. აი მაგ საიტის წარმატების დღეები seo.ge-ზე.

ციტატა

რამდენად შესაძლებელია სამიზნე აუდიტორიაზე გასვლა, სიტყვაზე თუ მჭირდება მარტო ქართველი ვიზიტორები, შეიძლება თუ არა წარმატებული სეო სტრატეგიის განხორციელება ერთი ქვეყნის (საქართველოს) ფაგლებში?

კიი შესაძლებელია და ბევრად მარტივია. მაგრამ აზრი? არამსყიდველუნარიანი ადამიანები, ინტერნეტის ფლობის კულტურა 0. არ ღირს მემგონი დროის კარგვად. საკუთარი ბიზნესის შემთხვევაში აუცილებელიც არის რომ შენი პროდუქტების მთავარ ქივორდებზე წინა პოზიციებზე გასვლით Google-ში მიიღო უფასო რეკლამა და ტრეფიკი.

რედაქტორი Nino Rostomashvili, 03 September, 2011 - 17:00.

#11 polemos

Newbie

• Member
• პიქტოგრამა
• 1 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 December, 2012 - 14:23

რაღაც ვერ გავიგე localhost-ზე რომ ვქმნი საიტა ლინკი რა აქვს მერე, ანუ სხვა რომ შევიდეს რა უნდა აკრიფოს?

#12 Giorgi Bulia

Newbie

• Member
• პიქტოგრამა
• 1 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 September, 2013 - 20:57

იხილე გამოხმაურებაpolemos, 22 December, 2012 - 14:23 -ში, განაცხადა:

რაღაც ვერ გავიგე localhost-ზე რომ ვქმნი საიტა ლინკი რა აქვს მერე, ანუ სხვა რომ შევიდეს რა უნდა აკრიფოს?

localhost არის შიდა კომპიუტერის ასე ვთქვად დომენის სახელი, რომლის ნახვლად მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.
ვებ საიტის სრულად გასაშვებად საჭიროა დომენის სახელი (.ge, .com .net) და ვებ ჰოსტინგი. ვებ ჰოსტინგზე უნდა ატვირთოთ მაგალითად Wordpress, რის შემდეგად ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება მიეცემა მოინახულოს თქვენი საიტი. დომენის სახელსაც თქვენ ირჩევთ, მაგალითად რეგისტრაციის დროს უნდა მიუთითოთ chemiblogi.com აქტივაციის შემდეგ კი ნებისმიერი ისარგებლემს თქვენი საიტით.

#13 BLH

Newbie

• Member
• პიქტოგრამა
• 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 13 July, 2017 - 22:59

ძალიან საინტერესო დისკუსიაა, თან 2011 წლის, ვებ სივრცის როლი თანამედროვე ბიზნესში მართლაც ძალიან დიდია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური საიტების დამზადება და შემდგომ სწორი სეო ოპტიმიზაცია, კონტენტ მარკეტინგთან ერთად.

ბევრი კომპანია ეფექტიანად ვერ იყენებს იმ შესაძლებლობებს, რასაც ზოგადად ინტერნეტ სივრცე სთავაზობს მეწარმეებს.

მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ თუ თქვენ არ გაქვთ ეფექტური ვებ საიტი, თქვენ არ გაქვთ ეფექტური მარკეტინგი, რომელიც ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

რაც შეეხება SEO-ს, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის იმ ტექნიკური ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც საშუალებას აძლევს ეფექტურ კონტენტს მოიზიდოს მომხმარებელი.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მობილური სივრცის განვითარების ტენდენციაც, კერძოდ მობილური ძიების პროცენტულობა ყოველდღიურად იზრდება, შესაბამისად Google-მა და სხვა წამყვანმა ინტერნეტ გიგანტებმა მობილურ სივრცეს განსაკუთრებული ყურადღება მიანიჭეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია თქვენი ვებ საიტი ადაპტირებული იყოს მობილური მოწყობილობების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საიტი არ გამოჩნდება საძიებო სისტემების მაღალ შედეგებში.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან გუგლის საძიებო სისტემა ნეგატიურად რეაგირებს ისეთ ვებ გვერდებზე, რომლებიც არ არიან თავსებადი მობილურ მოწყობილობებთან.

1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share