ნახტომი





- - - - -

როგორ მოკლა Eastman Kodak ... წარმატებამ!


თემაში გამოხმაურება არ არის

#1 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 02 October, 2011 - 20:07

როგორ მოკლა Eastman Kodak ... წარმატებამ!


სტატიის სრული ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ აქ. მე მხოლოდ მოკლე ქართულენოვან ანოტაციას შემოგთავაზებთ ...
ნამდვილად გირჩევთ სტატია წაიკითხოთ თუ არ დაიზარებთ!


1988 წელს, როცა Kodak დაფუძნდა ხარისხი ნამდვილი ”საბრძოლო არგუმენტი” იყო. კომპანია თამამად და აგრესიულად ყიდიდა თავის პროდუქციას, ისევე როგორც ფოტოს გამჟღავნებისათვის საჭირო ქიმიკატების და ქაღალდის 80% ეჭირა ხელში. წარმატება საშუალებას აძლევდა Kodak-ს მასიური წარმოების ხარჯზე მინიმუმამდე დაეყვანა ხარჯები, ფული ჩაედო კვლევა & განვითარებაში და ბაზრისათვის ახალი პროდუქტები შეეთავაზებინა და აგრესიული რეკლამით მეტი მომხმარებლისათვის ეთქვა Kodak-სა და მისი ხარისხიანი პროდუქტების შესახებ.

თუმცა დრომ, კონკურენციამ და ტექნოლოგიურმა წინსვლამ ამ ლამაზ სურათზე სავალალოდ გავლენა იქონია. განსაკუთრებით კი სამმა ფაქტორმა იმოქმედა უარყოფითად:

1. მყისიერი ფოტოგრაფია. საქართველოში პოლაროიდების აპარატების დრო კარგად ახსოვს ბევრს. თუმცა მისიური ფოტოგრაფიის სფეროში პირველი გამოგონება ჯერ კიდევ 1948 წელს მომხდარა;

2. იაპონური შეტევა მოკლე ფოტო ლენტებით. Fuji და მისი წარმატებული შეტევა იმდენად დამანგრეველი აღმოჩნდა კოდაკისათვის, რომ 1999 წლისთვის მილიარდზე მეტი იზარალა და 20 ათასამდე ადამიანის გათავისუფლება მოუწია;

3. ციფრული ფოტოგრაფია. ციფრულმა ფოტოგრაფიამ მომხმარებელს გაცილებით მოხერხებული გზა შესთავაზა, სამაგიეროდ თითქმის მოკლა Kodak-ის ბაზარი;

თუ 1999 წლის თებერვალში Kodak-ის ერთი აქციის ფასი 80 დოლარამდე იყო, დღეისათვის კი მისი 99% გაცამტვერდა და ერთი აქციის ფასი 78 ცენტს შეადგენს. აშკარაა, რომ Kodak-ის მცდელობებს, რომ ბაზრის განვითარებისათვის ფეხი აეწყო შედეგი არ მოჰყოლია. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ზედმეტი წარმატება ცვალებადი კონკურენტული გარემოსა და ბაზრის მოთხოვნებისადმი ადაპტირების უნარს გიდუნებს.



-----------------------
* George Eastman -მა ბრენდი Kodak 1888 წლის 4 სექტემბერს დაარეგისტრირა. The Eastman Kodak Company კი 1892 წელს დაფუძნდა George Eastman-ის მიერ.

თანდართული ფაილ[ებ]ი





1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share