ნახტომი


- - - - -

ანონსი: საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის [ISBO] პრეს კონფერენცია


თემაში გამოხმაურება არ არის

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 03 October, 2011 - 13:19

პრეს კონფერენციის ანონსი


სამშაბათს, 4 ოქტომბერს, 11:00, Holiday Inn Tbilisi-ის შუშის ოთახში [თბილისი, 26 მაისის მოედანი #1] შედგება VI-ე საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის [ISBO] პრეს კონფერენცია.

ISBO ამბიციური და მოტივირებული სტუდენტების ინტელექტუალური ბიზნეს შეჯიბრია, რომელიც 2011 წლის თებერვალში დაიწყო და ინტერნეტით მიმდინარეობს. უკვე გამართული საგაზაფხულო და საზაფხულო ეტაპების შემდეგ ა.წ. შემოდგომაზე ტარდება ელიტ რაუნდი, ფინალური შეჯიბრი. მთავარი პრიზი ელიტ რაუნდის გამარჯვებული სტუდენტისათვის არის 5000 ლარი [ხელზე].

ISBO თანაორგანიზატორები არიან:
** ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა [ISET]
** შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი [IBSU]
** ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი [GAU]
** კავკასიის უნივერსიტეტი [CU/CSB]
** საქართველოს უნივერსიტეტი [GU]
** კავკასიის აკადემიური ცენტრი [CAC]
** გ. რობაქიძის უნივერსიტეტი [Alma Mater]
** ქუთაისის უნივერსიტეტი [UNIK]
** ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი [AUHTC]
** გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი [GTTU]
** Conference.ge – ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი
** MARNET Associates LLC [ორგანიზატორი]

პრეს კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნებიან პროექტის ორგანიზატორები, სპონსორები და მონაწილე სტუდენტები. დამსწრე საზოგადოებას წარედგინება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები.

საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროექტის ოფიციალურ ვებსაიტზე: www.sbo.ge



საკონტაქტო პირი:
ტარიელ ზივზივაძე
პროექტის ორგანიზატორი
577 73 79 64
business@conference.ge
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share