ნახტომი





- - - - -

დღეს Facebook ისეთივე დიდია, როგორც ...


თემაში გამოხმაურება არ არის

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 06 October, 2011 - 08:45

*
პოპულარული

”როდესაც ოფისი დავიკავე მხოლოდ მაღალი ენერგიების ფიზიკოსებს თუ გაეგონათ იმის შესახებ რასაც ეხლა World Wide Web-ს ვუწოდებთ ... დღეს ჩემს კატას კი საკუთარი ვებ გვერდი აქვს.”
ბილ კლინტონი



დღეს Facebook-ს იმდენივე მომხმარებელი ჰყავს, რამდენიც მთელს ინტერნეტში იყო 2004 წელს.

ორიგინალური სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. ქვემოთ მხოლოდ მოკლე რეზიუმეა.


ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ბოლო 5 წელია განსაკუთრებით სწრაფად იზრდება რაც პირველი რიგში მობილური ტექნოლოგიების განვითარების შედეგია, იგულისხმება როგორც თავად მობილური კავშირი, ასევე მობილური მოწყობილობები. თუ 5 წლის წინ დესკტოპი ან ლეპტოპი აუცილებელი იყო ინტერნეტში შესვლისათვის, დღეს მათი საჭიროება არ არსებობს და ნებისმიერ მსურველს თავისივე ტელეფონიდა შეუძლია ინტერნეტის სიკეთეებით სარგებლობა.

Facebook 2004 წელს დაფუძნდა. დღეს კი, 2011 წელს Facebook-ში იმაზე მეტი აქტიური მომხმარებელია, რამდენიც მთელს ინტერნეტში იყო 2004 წელს. სტატიის თანახმად დღეს Facebook-ში 800 მილიონზე მეტი მომხმარებელია. მაშინ როცა შვიდი წლის წინ მთელს ინტერნეტში იყო 757 მილიონი მომხმარებელი. Facebook-ის ”აქტიური მომხმარებელი” მოიცავს ყველას მათ, რომლებიც ბოლო 30 დღის განმავლობაში შესულან სისტემაში.

სად არის საქართველო ამ დროს?
თუ ამ წყაროს დავუჯერებთ საქართველოში 2010 წლის ივნისის მდგომარეობის 1,3 მილიონი ინტერნეტ მომხმარებელია, რომელთაგან თითქმის ნახევარ facebook-ს მოიხმარს.

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 06 October, 2011 - 08:45.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share