საოცარი ადამიანი იყო. ვფიქრობ ყველა მარკეტერისთვის, ვინც თავის საქმიანობაზე ყურებამდე შეყვარებულია და "კომპიუტერშნიკისთვის" ეტალონი და სანიმუშო ადამიანი იყო, რომლისგანაც ბევრს ისწავლიდი. მარკეტინგს ქეისები მოაკლდება აშკარად, გარკვეული ხანი მაინც და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ტექნიკა რეგრესს არ განიცდის, მის მიერ შექმნილ ეფლს ვგულისხმობ.
ამ ბოლო დროს ამეკვიატა აზრი, რა მოხდებოდა სტივ ჯობსი რომ ამერიკაში არ დაბადებულიყო და თუნდაც ევროპის რომელიმე ქვეყნიდან ყოფილიყო, ვთქვათ ინგლისიდან, საფრანგეთიდან... ჩემი აზრით იმ შედეგს ვერ მიაღწევდა რატომ? არაორდინალური ხედვისადმი არცერთი ქვეყანა ისეთი ლოიალურობით არ გამოირჩევა, როგორც ამერიკა. თუმცა შეიძლება ვცდები....