ნახტომი





* * * * * 2 ხმა

საცალო ვაჭრობა: როგორ შეიძლება მცირე მარკეტმა აჯობოს დიდ სუპერმარკეტების ქსელსაც კი ...


გამოხმაურებათა რაოდენობა: 2

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 08 October, 2011 - 18:40

დავითი გოლიათის წინააღმდეგ:
ანუ როგორ შეიძლება მცირე მარკეტმა აჯობოს დიდ სუპერმარკეტების ქსელსაც კი ...

დაიცავით ეს 5 პრინციპი და თქვენ შეძლებთ ”გოლიათებსაც” მოუგოთ ...

რა ტიპის ობიექტებს ვგულისხმობთ ამ სტატიაში? რა თქმა უნდა საცალო ვაჭრობის მცირე სიდიდის ობიექტებს, როგორებიცაა უბნის მარკეტი, უბნის სახაჭაპურე, უბნის აფთიაქი და ა.შ. ... ნებისმიერი პროფილის მცირე სიდიდის სავაჭრო ობიექტი, რომელიც დამოუკიდებლად არსებობს გამოყოფილ მცირე ფართში რომელიც ხშირად 20 კვადრატულ მეტრსაც არ აღემატება..
საცალო ვაჭრობის ბიზნესში ჩამოყალიბებულია საქმის წარმოების მთელი რიგი წესები. ამ საკითხში ისევე როგორც ზოგადად ბიზნესის მრავალ საკითხში მზა რეცეპტებით მუშაობას არავის ვურჩევ, მაგრამ ხუთ პრინციპს კი ნამდვილად გამოვყოფ:

კლიენტი - ყველაზე მნიშვნელოვანია
კლიენტი თქვენი ბიზნეს საქმიანობის ცენტრში უნდა იდგეს. მასშია თქვენი წარმატების გასაღები. გესმოდეს რა უნდა თქვენს კლიენტს ეს მნიშვნელოვანია. დიდი მარკეტისთვის, ან საცალო ვაჭრობის ქსელისათვის ერთი, თუნდაც საშუალო სიდიდის კლიენტი მხოლოდ და მხოლოდ ერთი კლიენტია. თქვენთვის კი ის შეიძლება სერიოზული დასაყრდენი იყოს. დიდი ბიზნესი ვერასოდეს ისე წარმატებით და ინდივიდუალურად ვერ მიუდგება კლიენტებს, როგორც თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. თუ მოიფიქრებთ და მოინდომებთ თქვენ ყველაზე ეფექტურად შეგიძლიათ კლიენტი შეინარჩუნოთ და ამ ნაწილში ყოველთვის შეგიძლიათ დიდი ობიექტებს მოიგოთ. შესაძლებლობები უსაზღვროა! ერთადეთი შეზღუდვა თქვენი აზროვნებაა მხოლოდ.

საცალო ვაჭრობაში ბევრი დეტალია
სავალო ვაჭრობის ობიექტის მართვა მოიცავს მრავალი დეტალის გააზრებას. დიდი კომპანიებში ყველა საკითხს შეიძლება სხვადასხვა ადამიანი კურირებს, მცირე ბიზნესს კი 1-2 ადამიანი უძღვება. მოსაგვარებელია მრავალი საკითხი დაწყებული ობიექტის დალაგებიდან დამთავრებული იმით, რომ ხურდა მუდმივად უნდა გქონდეთ ადგილზე. ამ ტიპის დეტალების მოგვარებას დრო მიაქვს და თუ სისტემურად არ მიუდექი მუდამ წაგართმევს დროს და ენერგიას. ცხადია სხვის შეცდომებზე სჯობს სწავლა, მაგრამ თუ საკუთარზე სწავლობ უნდა ეცადო, რომ ისინი მინიმალურად დაუშვა და რაც მთავარია არ გაიმეორო. კლიენტები მცირე შეცდომებს გაპატიებენ, მაგრამ თუ იგივე შეცდომებმა ხშირად იჩინა თავი, ეს უკვე დაგაზარალებთ. არ დაგაფრთხოთ იმ ფაქტმა, რომ დიდი ორგანიზაცია დიდია და ამ წვრილმანებს ადვილად მოაგვარებს. გაითვალისწინეთ, რომ დიდ ობიექტში მეტი წვრილმანია, დაქირავებული თანამშრომლები კი ხშირად უდიერად ეკიდებიან ”სხვის” ბიზნესს. თქვენ უნდა ისარგებლოთ თქვენი ბიზნესის სიმცირით და მართოთ იგი ეფექტურად.

4P კარგად გააზრება
პროდუქტი, ფასი, ადგილი, სტიმულირება - ძველი და კარგად ცნობილი პრინციპია, მაგრამ საცალო ვაჭრობაში ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ოთხივე მიმართულება უნდა დახვეწოთ.

უნდა გექნეთ ის პროდუქტები, რასაც კლიენტები ელოდებიან თქვენთან. თონე გაქვთ? პური უნდა გქონდეთ. ყავის მაღაზია გაქვთ, ყავის ასორტიმენტი ფართო უნდა გქონდეთ და ა.შ. მრავალპროფილიანი მარკეტი გაქვთ? მაშინ საკმაოდ ფართო ასორტიმენტის პროდუქტის დალაგება მოგიწევთ დახლებზე შესაბამისი ატრიბუტიკით [მაცივარი და ა.შ.]. გარდა ამისა მუდმივად შეისწავლეთ თქვენი კლიენტურა და შემოიტანეთ ის პროდუქტები, რითაც ასორტიმენტს შეავსებთ. აკეთეთ ექსპერიმენტები. შემოიტანეთ პროდუქტი, არ გაიყიდება? მეორედ აღარ შემოიტანოთ. სავალო ვაჭრობაში გადამწყვეტია ბრუნვა, რაც მეტია ბრუნვა, მით მეტია გაყიდვები. ბრუნვის ზრდა კი ასორტიმენტის ზრდას მოაქვს.

უნდა გექნეთ ფასების ჩამოყალიბებული სისტემა. საცალო ვაჭრობაში და ზოგადად ვაჭრობაში ფასის განსაზღვრისას მოქმედებს საერთო პრინციპი: ხარჯს უმატებენ სასურველ მოგებას და ფასს ამრგვალებენ, ხშირად კონკურენტის ფასის გათვალისწინებით. ფასი მანიპულირების სერიოზული ინსტრუმენტიცაა. ანუ დასაშვებია, რომ ზოგიერთ პროდუქტზე მართლა მაღალი ფასი დაადოთ, თუმცა სანამ ამას გააკეთებთ კარგად დაფიქრდით!

საცალო ვაჭრობა პირველ რიგში არის ადგილი, სადაც კლიენტი მოგაკითხავთ. საუბარია თქვენი სავაჭროო ობიექტის მდებარეობაზე. ამ თემას ცალკე გავშლით ქვემოთ.

სტიმულირება - უნდა გქონდეთ სისტემა, რომ კლიენტს მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ როგორც კი ბაზარზე გამოჩნდებით. ბაზარზე პირველი გასვლა/გამოჩენა განსაკუთრებით ”ხმაურიანი” უნდა იყოს. აქტივობა ამ კუთხით ყოველთვის საჭიროა.

დაიმახსოვრეთ მნიშვნელოვანი: თქვენ მცირე ობიექტი ხართ და დიდი ობიექტებს პროდუქტის ასორტიმენტში ვერასოდეს შეეჯიბრებით. არც ფული გაქვთ იმდენი, რომ სტიმულირების აქციები მუდმივად აკეთოთ და სერიოზული ბრენდი შექმნათ. რაც არ უნდა ეცადოთ, ამ პარამეტრებით მათ ვერ აჯობებთ, ამიტომაც ნუ შეეცდებით იმ თამაშის თამაშს, რომელიც ჩანასახშივე წამგებიანია.

კლიენტისთვის ტყავიდან უნდა ამოძვრე
საკუთარი კლიენტის ცნობას ხშირად მოჰყვება დამატებითი მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში კლიენტისათვის მეტი გააკეთო. წარმატებისათვის მარტო დასუფთავებული ობიექტი არ კმარა, არც უმაღლესი ხარისხის მომსახურება კმარა. აუცილებელია მზად იყო იმისათვის, რომ კლიენტს მიაწოდო კიდევ უფრო მეტი. დიდი ობიექტებისაგან ამას ნუ ელი, არადა კლიენტი სწორედ მაშინ ხდება განსაკუთრებით ლოიალური, როცა იცის, რომ მისთვის ბევრ რამეზე ხარ მზად.

მდებარეობა, მდებარეობა, მდებარეობა
ადგილმდებარეობა გადამწყვეტია. რაოდენ იდეალურად აკინძული ბიზნეს უნდა გქონდეთ ადგილი მაინც ბევრს ნიშნავს. ადგილის მნიშვნელობას განსაზღვრავს ასევე თქვენი ბრენდი და სტრატეგია. ბიზნეს გეგმა რომ 100% მზად გქონდეთ და ფულიც გქონდეთ სანამ რიგიან ადგილს არ მოძებნით, ნაბიჯი არ უნდა გადადგათ. ჩვეულებრივ საცალო ვაჭრობის ობიექტების შემთხვევაში ადგილი უმჯობესია იყოს სატრანსპორტო კვანძთან ახლოს, მაგალითად მეტროსთან, ან გზაჯვარედინთან. გასათვალისწინებელია ხალხის მოძრაობა და ნაკადის სიდიდე, გასათვალისწინებელია მანქანის დასადგომი ადგილის სიახლოვეც კი, რამდენად ახლოსაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ კლიენტისათვის თქვენ იყოთ ”გასავლელში”. სხვა თანაბარ პირობებში რაც მეტადაა ეს პრინციპი დაცული, მით მეტია წარმატების, ანუ მაღალი გაყიდვების შანსი.

და ბოლოს,

დაიმახსოვრეთ: ბიზნეს ეს ბრძოლაა!

თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ რახან ეს ბრძოლაა, ძალა მუდამ ხნავს აღმართსაც კი. ეს რომ ასე იყოს არ იარსებებდნენ მცირე ბიზნესები და მთელი ბიზნეს სექტორი ელვის სისწრაფით გამსხვილდებოდა. ფაქტია, რომ თუ საკუთარი თამაშის წესებს მოძებნი და შენი ადგილი გეცოდინება, არა მხოლოდ გადარჩები, არამედ აყვავდები კიდეც. თქვენი წარმატება თქვენს ხელთაა!
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 Giga Gedianidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 33 გამოხმაურება
4

დაწერილია 11 January, 2014 - 23:13

*
პოპულარული

ტარიელს მადლობა ამ სტატიისთვის. :)

ხშირად არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი შეხედვით არც თუ ისე პერსპექტიული ადგილი აღმოჩნდება ხოლმე იმაზე მეტად წარმატებული ვიდრე დაგეგმილი იყო, მაგრამ ისეთი შემთხვევები უფრო მეტია როცა პირიქით ერთი შეხედვით "კარგი" ადგილიმდებარეობა არ ამართლებს, თუმცა აქ სხვა მიზეზებიც შეიძლება იყო წარუმატებლობის მიზეზი.

მე ასეთი შეკითხვა მექნება ტარიელ თქვენთან. მაღაზიის შემთხვევაში რამდენად კარგი სვლა იქნება თუ 3 ან 4 მეტნაკლებად მოთხოვნად პროდუქტზე დაბალ ფასს დავადებთ. ისეთ ფასს რაც მოგებას არ გვაძლევს, მაგრამ კლიენტის ყურადღებას იქცევს ან თუნდაც საერთოდ მცირედ ზარალზეც წახვალ მაგ: 1ლ მინერალური წყალი თუ ღირს 1 ლარი სადაც მოგება 1 ბოთლზე 10 თეთრია და შენ მომხმარებელს შესთავაზო 90 თეთრად ან თუნდაც 80 თეთრად. მიღებული 10 თეთრიანი ზარალი კი სხვა შედარებით ნაკლებად მოთხოვნად პროდუქტზე 20 თეთით გააბათილო.

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 11 January, 2014 - 23:26

მსგავს ტაქტიკას ხშირად მიმართავენ,
იმუშავებს თუ არა, ეს იმაზეა დამოკიდებული როგორ განახორციელებ
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share