სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში რას გააკეთებთ პირველ რიგში? რა შეიძლება გააკეთო მაშინაც კი თუ უმუშევარი ხარ? რა ჯობია გააკეთო პრინციპში რომც მუშაობდე მაშინაც?
სტატიის იდეა გამიჩნდა მას შემდეგ რაც forbes.com ზე დადებული ეს სტატია წავიკითხე. იგი Linkedin-ში არსებულ შესაძლებლობებს ეხება, მაგრამ ვაღიარებ, რომ შინაარსი არ მომეწონა, მეტად ჩაციკლულია Linkedin-ში, ამიტომ გადავწყვიტე ოდნავ ”გამეშალა” ...
საქართველოში არსებული შრომის კოდექსის მიხედვით ნებისმიერ დამქირავებელს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს ყოველგვრი ვალდებულების გარეშე შეუძლია თანამშრომლის დათხოვნა. გათავისუფლება ნამდვილად არ არის პოზიტიური ფაქტი, თუმცა სამსახურის დაწყება და გათავისუფლება ყოველდღიურობა იყო, არის და იქნება, მით უმეტეს არასტაბილური ეკონომიკური სიტუაციის და ჯერ კიდევ ბოლომდე დაუძლეველი კრიზის ფონზე.
ხართ თუ არა მზად იმისათვის, რომ საჯაროდ გაავრცელოთ ინფორმაცია თქვენი გათავისუფლების შესახებ? ან თქვენი უმუშევრობის შესახებ? პასუხი იმაზე დამოკიდებული თუ როგორ უყურებთ ამ ფაქტს. როგორც უბედურებას თუ როგორც შესაძლებლობას. აშკარად მეორე ვარიანტი ჯობია. და სწორედ ამ გადასახედიდან გთავაზობთ ვაი-ვიში გვერდზე გადადოთ და 3 ნაბიჯით დაიწყოთ:
1.ელექტრობული შეტყობინების დაგზავნა ელ.ფოსტით
თქვენს მეგობრებს, კოლეგებს, პარტნიორებს და ა.შ. მისწერეთ ელექტრონული ფოსტა, სადაც აუხსნით, რომ თქვენ აღარ მუშაობთ ”იმ” ორგანიზაციაში. მოუხადეთ მადლობა თანამშრომლობისათვის, თუ გნებავთ განევრცეთ იმის თაობაზე თუ რა გამოცდილება და ა.შ. მოგიტანათ ”იქ” მუშაობამ და რა თქმა უნდა მიუთითეთ თქვენი პირადი საკონტაქტო ინფორმაცია, რომლითაც თქვენთან დაკავშირება ყველას შეეძლება. ბოლოს არ დაგავიწყდეთ ყველასთვის მადლობის თქმა და იმის ”შეპარება” რომ თქვენ უკვე თავისუფალი ხართ და ეძებთ თქვენი პროფესიით/ინტერესის მიხედვით სამუშაოს. წერილის საერთო ზომა ჯობია არ აღემატებოდეს 200 სიტყვას.
შენიშვნა: ასეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელება სამარცხვინო სულაც არ არის. ჩათვალეთ რომ ეს არის პოზიტიური შინაარსის მატარებელი წერილი, რომელსაც შეტყობინების ხასიათი აქვს.
2. განაახლეთ თქვენი პროფილი Facebook-ზე.
Facebook არ არის გათვლილი ამ მიზნებზე, მაგრამ მინიმალური ინფომაციის დადება სამსახურის შესახებ აქაც შესაძლებელია. განაახლეთ ინფორმაცია და იგივე შინაარსის წერილი დადეთ თქვენს სტატუსში, რასაც ელ.ფოსტით გაავრცელებთ. შეიძლება ოდნავ შემოკლებული ვარიანტიც გააკეთოთ. Facebook არ არის მოწყობილი იმისათვის, რომ თქვენი პროფესიული ბიოგრაფია განათავსოთ, მაგრამ სტატუსის შეცვლა უკვე საქმეა და თქვენს მეგობრებთან ინფორმაციას მიიტანს.
3. შექმენით/განაახლეთ თქვენი პროფილი Linkedin-ზე.
Linkedin -თვის მხოლოდ სტატუსის განახლება არ კმარა. ეს სოციალური ქსელი ბიზნეს დანიშნულებისაა. განათავსეთ თქვენი სრული პროფესიული ბიოგრაფია და განაახლეთ იგი. არ არის საუბარი სრული სივის დადებაზე. დადეთ ის, რაც თქვენ წარმოგაჩენთ. წვრილმანები საჭირო არ არის.
Linkedin -ზე პირველ რიგში აუცილებელია დადოთ შემდეგი: თქვენი მოკლე ბიო და ძირითადი სპეციალიზაცია, სამუშაო გამოცდილება, განათლება, დამსახურებები, სერტიფიკატები, და ძირითადი უნარები. დანარჩენი უკვე ”გემოვნებით” და მიზნიდან გამომდინარე. სისტემა მარტივი სამართავია და ამას ადვილად მოახერხებთ. არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ საქმიანი სურათის დადება. გაითვალისწინეთ, რომ საქმიანი სურათი და უბრალოდ სურათი სხვადასხვა რამეა.
რჩევა: გახსენით თქვენი პროფილი მნახველთათვის. Linkedin-ზე ბევრი ადამიანია, რომელთაც შეიძლება თქვენი პროფილი ნახონ, და თანამშრომლობა შემოგთავაზონ. Linkedin-ზე განსაკუთრებით აქტიურობენ რეკრუტინგ სააგენტოები, რომლებიც დამქირავებლებისათვის საჭირო კადრებს ეძებენ. იგივე საქმიანობას კომპანიების ახორციელებენ. საერთოდ Linkedin-ში სამუშაოს მაძიებელთათვის მრავალი ინსტრუმენტია, ასე რომ თქვენთვის უკეთესია თუ საჭირო დონეზე იქნებით წარმოჩენილი ამ ქსელში.
პირადად მე Linkedin-ზე ჩემი პროფილი ღია მაქვს და ყველა მსურველს შეუძლია მისი ნახვა. მე კარგად დავფიქრდი თავის დროზე და გადავწყვიტე, რომ ეს ინფორმაცია ღიად დამედო იმ მიზნით, რომ ამას პირდაპირ ხელი შეეწყო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. გადავწყვიტე რომ ჩემს საიტზე სწორედ რომ ბმული დამედო Linkedin-ში ჩემი პროფილისაკენ და არა ჩემი სივი დამედო დანართის სახით. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ზედ მიდევს [სულ ინფორმაციის ალბათ 30%], მაგრამ ნელ-ნელა შევმატებ დამატებით ინფორმაციასაც.
რომ შევაჯამოთ,
მუდმივი არაფერია, მით უმეტეს სამსახური, ამიტომ უნდა ყველა შემთხვევისათვის მზად იყოთ. ზემოთ დასახელებული სამი ნაბიჯიდან პირველი მხოლოდ გათავისუფლების შემთხვევაში შეიძლება გადადგათ. დანარჩენი ორი კი, კონკრეტულად Facebook-ზე ინფორმაციის დადება და Linkedin-ზე თქვენი ბიზნეს პროფილის დადება რეკომენდირებულია გააკეთოთ ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად იმისა დასაქმებული ბრძანდებით თუ არა.
გაგათავისუფლეს სამსახურიდან? რა უნდა გააკეთო პირველ რიგში ...
წამომწყები Tariel Zivzivadze, Oct 12 2011 20:45
გამოხმაურებათა რაოდენობა: 6
#1
დაწერილია 12 October, 2011 - 20:45

პოპულარული
საუკეთესო სურვილებით,
ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge
კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile
პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები
ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge
კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile
პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები
რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!
|
#2
დაწერილია 13 October, 2011 - 08:17
საინტერესო შემოთვაზებაა)
#3
დაწერილია 17 October, 2011 - 14:44

პოპულარული
უნდა ვაღიარო ჩემი დიდი სიმპატიები linkedin-ის მიმართ და ცოტა არ იყოს მაკვირვებს ქართული საზოგადოების მხრიდან პასიურობა ამ საიტის მიმართ. ბევრი შესაძლებლობები აქვს. განსაკუთრებით HR -ის მიმართულებით.
#4
დაწერილია 17 October, 2011 - 19:59
თან ძალიან სერიოზული ნინა,
მაგრამ რომ ვუკვირდები ასე ჯობია მაინც ... პასიურობას ვგულისხმობ
linkedin ბიზნეს დანიშნულების ქსელია და სპეციფიკური მოხმარებისაა. ნამდვილად განსხვავდება facebook-ისგან ამ მხრივ ...
და არ ვისურვებდი, რომ facebook-ის მსგავსად ”ატალახდეს” linkedin
მაგრამ რომ ვუკვირდები ასე ჯობია მაინც ... პასიურობას ვგულისხმობ
linkedin ბიზნეს დანიშნულების ქსელია და სპეციფიკური მოხმარებისაა. ნამდვილად განსხვავდება facebook-ისგან ამ მხრივ ...
და არ ვისურვებდი, რომ facebook-ის მსგავსად ”ატალახდეს” linkedin
საუკეთესო სურვილებით,
ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge
კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile
პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები
ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge
კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile
პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები
#5
დაწერილია 18 October, 2011 - 23:27
გამარჯობათ! მე პირადად ტრაგედია ნამდვილად არ მგონია სამსახურიდან განთავისუფლება .პირიქით, იმ სამსახურში თვითონ არ უნდა გაჩერდე სადაც ზედმეტი ჰგონიხართ, უნდა ჩათვალო, რომ შესაძლებლობები ამოწურე უკვე ერთ ადგლზე ყოფნით და იზრუნო შენი თავის რეალიზაციაზე.სამსახურს კი აუცილებლად იშოვი.....
#6
დაწერილია 19 October, 2011 - 02:18
yochagi xar
#7
დაწერილია 08 February, 2012 - 00:05
albad.....
) ufro optimisti
1 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე
Link პარტნიორები
| |||
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLCგანათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiadდასაქმება / HR
Staff.geინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა |
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lentaინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.geმარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი |
ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფიმედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმისაქართველო
About Georgia
Kutaisiტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge |
ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტურიუძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate |

დამფუძნებლის მიმართვა




პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

