ნახტომი


- - - - -

მარკეტინგული გამოწვევა: სოციალური ქსელები VS დანარჩენი ინტერნეტი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 2

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 14 October, 2011 - 11:33

მარკეტინგული გამოწვევა: სოციალური ქსელები VS დანარჩენი ინტერნეტი


მესამე ათასწლეულის დასაწყისში, სანამ ინტერნეტი მასებში შევიდოდა, სტატიკური საიტის გაკეთებაც კი ბიზნეს კომპანიისათვის უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მას უკვე აშკარად შეეძლო ეამაყა თავისი ”ონლაინ ფანჯრით”, რომელიც გარდა ”მარიაჟისა” ძალიან ბევრ სასარგებლო ფუნქციას უსრულებდა წმინდა მარკეტინგული თვალსაზრისით. საძიებო სისტემები და დირექტორიები გვეხმარებოდნენ ინტერნეტში ჩვენთვის საინტერესო შინაარსის ადვილად მოძიებაში. ამ დროს მსოფლიოში დაახლოებით 360 მილიონი ინტერნეტით მოსარგებლე იყო.

გავიდა 3-4 წელი [საუბარია 2004-2005 წლებზე] და ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანების უფრო დაახლოება გამოიწვია. ინტერნეტში ჩართული ადამიანების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა, ისინი კი პირველ რიგში ურთიერთობებს ესწრაფვოდნენ. საურთიერთოდ კი იმ მომენტისათვის ფორუმებზე უკეთესი მასიურად გამოყენებული მექანიზმი არ არსებობდა. Facebook, რომელიც 2004 წელს შეიქმნა, მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტში სამარიაჟოდ თუ ადგებოდა მარკ ცუკენბერგს. კომუნიკაციის კუთხით მოხდა დიდი ბუმი და კომპანიებმად აქტიურად აიტაცეს ფორუმები, სადისკუსიო საიტები [ძირითადში], რომლებიც კომპანიათა სტატიკური საიტებზე დამატებით საშუალებას იძლეოდნენ მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია ეწარმოებინათ. წმინდა CRM-ის კუთხით მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინეს skype-მა და სხვა მსგავსმა ინსტრუმენტებმაც. იმევე პერიოდში ”შემოვიდა” დინამიური საიტის ტიპი - ბლოგი, რომელიც ასევე აქტიურად იქნა დროთა განმავლობაში ატაცებული საზოგადოების მიერ, ვისაც კი თავისი დღიურის ონლაინ გამომზეურება ეწადა.

2008 წელს ბარაკ ობამას მიერ არჩევნებში სოციალური ქსელების, კონკრეტულად კი Facebook -ის აქტიურმა გამოყენებამ კი ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარა ამ სოციალური ქსელის აღმავლობამ, რომელიც დღეს, 2011 წელს იმაზე დიდია, ვიდრე 2004 წელს, Facebook -ის გაჩენის წელს მთელი ინტერნეტი იყო. კომპანიებიც გადაერთვნენ Facebook -ის აქტიურ გამოყენებაზე. ზოგადად Web 2.0 -ის მთელი ბრწყინვალება იმაშია, რომ გაჩნდა ათასნაირი აპლიკაცია, კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ გაეზიარებინათ თავიანთი შინაარსი, ჩართულიყვნენ სოციალური ქსელების მომხმარებლებთან პირდაპირ კომუნიკაციაზე, შეექმნათ გვერდები სოციალური ქსელებში. და თუ გავითვალისწინებთ სოციალური ქსელების განსაკუთრებით კი facebook-ის განვითარების სისწრაფეს, ეს ტენდენცია კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება.


თანამედროვე გამოწვევა

დღევანდელ დღეს ყოველი კომპანიის წინაშე დგას სერიოზული გამოწვევა სუფთა მარკეტინგული კუთხით. აშკარაა, რომ თუ ონლაინ არ ხარ, ესე იგი რუკაზე არ ხარ. გექნეს ონლაინ რესურსი სავალდებულოა ყოველი თავმოყვარე კომპანიისათვის. ონლაინ გასვლისას კი მთავარი არჩევანი შემდეგში მდგომარეობს: რა ონლაინ ინსტრუმენტი და როგორი ხარისხით გამოვიყენოთ ჩვენი მიზნებიდან/ბიუჯეტიდან/დროითი რესურსიდან გამომდინარე ინტერნეტში? რა არჩევანი გვაქვს ძირითადში:

- ტიპიური სტატიკური საიტი
- დინამიური საიტი რომელიმე CMS საფუძველზე
- ბლოგი
- ფორუმი
- სოციალური ქსელი
- გვერდი სოციალურ ქსელში, და თითოეულ სოციალურ ქსელში ცალ ცალკე
- თავისი გაკეთებული სტატიკური თუ დინამიური გვერდის ვერსია iphone, ipad თვის და ყოველი ახალი პორტატული მოწყობილობისათვის რომელიც შემოვა ბაზარზე

გარდა ამისა თუ რამოდენიმე ინსტრუმენტს აარჩევ კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოახდინო მათი ისეთი ინტეგრაცია, რომ მაქსიმალურად დანახარჯ ეფექტური იყოს მთელი სისტემა. მნიშვნელოვანია მაგალითად თუ როგორ მოახდინო ეფექტურად სტატიკურ საიტზე დადებული საკუთარი შინაარსის გაზიარებას სოც ქსელებზე. მომავალში დარწმუნებული ვარ ეს არჩევანი სულ უფრო გაფართოვდება, რაც კიდევ უფრო გაართულებს კომპანის მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტის არჩევას და მის ეფექტურ ამოქმედებას, რისთვისაც ცოდნა ბიზნესების მეტად მცირე ნაწილს თუ ეყოფა.


ამ ცეცხლს ცოტა ნავთიც გადავასხათ ...

Google VS Facebook - სერიოზული თემაა ინტერნეტში. როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს სოციალური ქსელი ძალიან დიდია და მასში უკვე 750 მილიონამდე ადამიანს აქვს ანგარიში. ზრდა კი გრძელდება. ადამიანეთ უდიდესი ნაწილი ამ სოციალურ ქსელში ყოველდღიურად აქტიურობს და დიდ დროს წვავს, განსაკუთრებით არასამუშაო საათებში. Facebook -ის მიზნებში რა თქმა უნდა შედის ის, რომ ადამიანი შევიდეს და დარჩეს... და არა მხოლოდ დარჩეს ... არამედ ”გარეთ” არაფრისთვის გასვლა არ დასჭირდეთ. ანუ Facebook აღარ არის უბრალოდ სოციალური ქსელი. იგი უკვე კარგა ხანია გადაიქცა პლატფორმად, რომელზედაც ”მიშენებულია” მრავალი ინსტრუმენტი და ეს პროცესი გრძელდება.

ბრძოლის მთავარი საგანი ამ ორ გიგანტს შორის ისაა, რომ Facebook გუგლის საძიებო ბოტებს თავის სისტემაში არ უშვებს, ესე იგი Facebook-ის სისტემა, რომელშიც ყოველდღიურად უდიდესი მოცულობის ინფორმაციის ნაკადი წარმოიქმნება ფაქტიურად დახურულია გუგლისთვის [სხვათა შორის ღიაა Bing-ისთვის]. ანუ გამოდის რომ გუგლით მოძიების დროს Facebook-ში არსებულს ვერაფერს ნახავ გარდა საჯაროდ გატანილი მცირე ნაწილისა [ისიც მოსარგებლის ნებართვით]. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუგლისთვის, ანუ გიგანტისათვის რომელიც მსოფლიოში ტრილიონობით გვერდისაგან თავისუფლად იღებს ინფორმაციას და მსოფლიოში განხორციელებული ძებნების თითქმის 70% მოდის, Facebook დახურული ზონაა, სადაც ყველაფერი, ძებნაც კი Facebook-ისაა.

შედეგი: გვაქვს ორი ”გლობალური ზონა” ონლაინ მარკეტინგისთვის: სოციალური ქსელი Facebook და დანარჩენი ინტერნეტი.

რატომაა ეს პრობლემა ბიზნეს კომპანიისათვის? იმიტომ რომ, Facebook-ში რომ კომპანიის გვერდი შექმნა და განავითარო, მხოლოდ Facebook -ში გარ გამოკეტილი და დანარჩენილი ინტერნეტისათვის, განსაკუთრებით საძიებო სისტემებისთვის დახურული ხარ. ეს კი უდიდესი პრობლემაა წმინდა მარკეტინგული თვალსაზრისით, რაც შედეგის მისაღებად ხარჯებს ზრდის.

რომ გავაერთიანოთ...
ბიზნეს კომპანის ყველა არჩევანი ონლაინ რესურსის შექმნასთან დაკავშირებით ძირითადად სამამდე დაიყვანება: 1. გააკეთო ვებ რესურსი და გახადო იგი პოპულარული სოციალური ქსელის გარეთ და/ან 2. გააკეთო ვებ რესურსი და გახადო იგი პოპულარულ სოციალურ ქსელში, და/ან 3. გააკეთო ვებ რესურსი სოციალური ქსელის გარეთ და მოახდინო სხვადასხვა სოციალურ ქსელებთან მაქსიმალური ინტეგრაცია.



----------------

სტატიის შემდეგ ნაწილში ბიზნეს კომპანიების სხვადასხვა ამოცანების გადასახედიდან შევაფასებ სხვადასხვა ინსტრუმენტის დანახარჯ-ეფექტურობას და საკუთარი საიტების მაგალითის საფუძველზე განვიხილავ თითოეულ შესაძლებლობას. ყოველი კონკრეტული ბიზნესისთვის ნათელი გახდება თუ მისთვის რა ვარიანტი ჯობია და რასთან არის მისი რეალიზაცია დაკავშირებული.

მივესალმები მკითხველის წინადადებებს.
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 14 October, 2011 - 13:40

ტარიელ კარგი იდეაა :)
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 19 October, 2011 - 08:31

სტატიის გაგრძელება იხილეთ აქ
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



2 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share