ამ რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჩემმა სტუდენტმა, რომელსაც ონლაინ მარკეტინგს ვასწავლი, მის გასართობ საიტზე ახლად დამატებული ფორუმი მაჩვენა და გარკვეული რჩევები მთხოვა წმინდა მარკეტინგული თვალსაზრისით. სწორედ ამან განაპირობა ამ სტატიის დაწერა. მინდა ჩამოვაყალიბო რამოდენიმე საკითხი, რაც უნდა გაითვალისწინოთ დღეს ფორუმის გაკეთების დროს.
მიზანი
მიზანი უპირველესია. როცა რამეს გეგმავთ, ჯერ სწორად უნდა დაგეგმოთ. სტრატეგია, ინსტრუმენტები, განხორციელება - ფორმულაა ამ დროს. რიგს შეცვლით, შედეგიც შეიცვლება.
საკუთარი საიტით რომ რაიმე მარკეტინგულ მიზნებს მიაღწიოთ ჯერ ეს მიზანი უნდა კონკრეტულად დასვათ. რა დაგიჯდებათ ამ მიზნის მიღწევა ესეც უნდა დაიანგარიშოთ. მიიღებთ თუ არა ეფექტს რთული საკითხია. ეს მოკლევადიან პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელი, გრძელვადიანში კი ძალიან ბუნდოვანია.
ტექნიკური საკითხები
ფორუმის დაყენება-გამართვას სჭირდება დრო - დაახლოებით 1 კვირა, და ამ საქმის შესრულება ბევრს შეუძლია. მხოლოდ თანხის გადახდის თემაა. თუმცა თავიდანვე და მომავალშიც ყოველთვის რთულია საჭირო ადამიანის მოძებნა იმისათვის, რომ თუნდაც მცირედი ცვლილება შეიტანო საიტზე, მაგალითად გამოცვალო ლოგო, გამოცვალო ტექსტი, დააყენო რაიმე მოდიფიკაცია. ასეთი ცვლილებები კი შეიძლება ბევრი დაგჭირდეთ. უნდა გაითვალისწინოთ რომ ყოველთვის არსებობს საიტის გათიშვის ან გატეხვის რისკი, რაზედაც საკუთარი საიტის შემთხვევაში ამ პრობლემაზე თქვენ უნდა იზრუნოთ, რაც მერწმუნეთ ადვილი არ არის და სპეციფიცკურ ცოდნას ითხოვს.
გარდა ამისა საიტის ძრავი უნდა იყოს ლიცენზირებული. სხვაგვარად სერიოზულ წამოწყებას არ ეკადრება. ლიცენზირება მარტო რეპუტაციის საკითხი არ არის. ლიცენზირებული ვერსიის ყიდვის შემთხვევაში მწარმოებლის ტექნიკურ მხარდაჭერასაც იღებთ. ძრავის უფასო ვერსიის დაყენება ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე, ანუ განულებულ ვერსიის გამოყენება პრინციპულაც მიუღებელია თუ რამეს სერიოზულს გეგმავთ.
აუდიტორია და კონტროლი
ყოველთვის რთულია მოიზიდოთ და შეინარჩუნოთ აუდიტორია, მით უმეტეს ისეთი აუდიტორია, რომელიც დროის დიდ ნაწილს Facebook-ში წვავს. ადამიანს იქ ურჩევნია ყოფნა, სადაც მეტი ხალხია. აუდიტორიის გარეშე კი ფორუმის რაც არ უნდა სერიოზული რეკლამა აკეთო, ის მაინც ვერ განვითარდება. თუ ფორუმი საზოგადოების საკმაოდ ვიწყო სეგმენტზეა გათვლილი, განვითარების ამოცანა კიდევ უფრო რთულდება და თითქმის არარეალური ხდება გრძელვადიან პერსპექტივაში.
ძალიან რთულია დაიცვა კორექტულობა საიტზე გაწევრიანებულთა მხრიდან. თუ ყველას დაარეგისტრირებთ, მაშინ ადვილად შესაძლებელია არაკომპეტენტური გადახვევები მოხდეს. თუ ყველას არ დაარეგისტრირებთ, მაშინ უნდა გექნეთ მუდმივი მონიტორინგის სისტემა და ამას ცალკე ადამიანი სჭირდება. გჭირდებათ ერთი ან რამოდენიმე მოდერატორი, რომლებიც წარუძღვებიან დისკუსიებს, ერთგული მოდერატორის შენარჩუნება კი ადვილი არ არის.
ფინანსური საკითხები
მსგავსი საიტის შენახვა ერთი წლის განმავლობაში უკავშირდება შემდეგ ხარჯებს: 1) დომენი - წელიწადში 15 ლარი; 2) ნორმალური [სტაბილური და დაცული] ჰოსტინგი - წელიწადში 200 ლარის მიდამოში; 3) ტექნიკური მხარდაჭერა - რამდენს გადაუხდით პროგრამისტს ეს თქვენზეა, მაგრამ არცერთი ამ საქმის მცოდნე ამ საქმეს ხელს არ მოკიდებს თვეში 50 დოლარ ნაკლებ; 4) დრო და ენერგია + თავსატკივარი, რომელიც შეიძლება ასევე თანხაში გამოიხატოს;
იყო დრო, როცა საქართველოში 250-მდე ფორუმი არსებობდა. დღეს კი მათი 10%-იც არ არის დარჩენილი. სოციალური ქსელების ფონზე კი მეტად მოტივირებული ადამიანი უნდა იყოთ, რომ ფორუმის გაკეთება გაბედოთ. ფორუმის შენახვა წელიწადში 700-800 დოლარი მაინც დაჯდება რომ არაფერი ვთქვათ მარკეტინგულ ხარჯებზე. ეს საქმე თვითონაც რომ გააკეთოთ, ღირს კი? განა რა შეიძლება ფორუმით იშოვოთ ისეთი, რომ ეს მატერიალური და არამატერიალური ხარჯი დაგიფაროთ?
____________
მივესალმები მკითხველის გამოხმაურებას და შეკითხვებს. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ:
ტარიელ ზივზივაძე
მობ: 577 737 964
marnetllc@gmail.com
www.marketing.ge
www.conference.ge
____________
მასალის კოპირება არაკომერციული მიზნებით დასაშვებია მხოლოდ წყაროს მითითებით.
|
|
ღირს კი დღეს ფორუმის გაკეთება?
წამომწყები Tariel Zivzivadze, Oct 23 2011 16:15
გამოხმაურებათა რაოდენობა: 1
#1
დაწერილია 23 October, 2011 - 16:15
საუკეთესო სურვილებით,
ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge
კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile
ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge
კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile
აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!
|
#2
დაწერილია 18 April, 2012 - 15:17
რაც მართალია სოციალურმა ქსელებმა თითქმის მოკლა ფორუმები, პატარები განსაკუთრებით მაგრამ არის თემები რომელთაც თავის სეგმენტი ყავთ,
მე პირადად ბევრი ფორუმის შექმნაში მიმიღია მონაწილეობა
http://fisher.ge/
ერთ ერთი რომელთაც თავის სეგმეტი ეხლაც ყავს მეთევზეთა კლუბია.
გაკეთებას აზრი აქვს როცა შენს საქმიანობას სჭირდება ეს ყველაფერი
მაგალითისთვის ზემოთმოტანილი კლუბი ფორუმს შეკრებებისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის იყენებს შემოსავალი კლუბის წევრობიდანაა
თვითონ ფორუმიდან შემოსავალი უკვე შემცირებულია ერთადერთი ფორუმ ჯი არის რომელიც ხალხის მასიდან გამომდინარე კიდევ ფეხზე დგას და სარეკლამო დამკვეთების რიგიც კი უდგას მაგრამ მათაც ნელ ნელ აკლდებათ ხალხი.
რაღაცა ახლის დროა
მე პირადად ბევრი ფორუმის შექმნაში მიმიღია მონაწილეობა
http://fisher.ge/
ერთ ერთი რომელთაც თავის სეგმეტი ეხლაც ყავს მეთევზეთა კლუბია.
გაკეთებას აზრი აქვს როცა შენს საქმიანობას სჭირდება ეს ყველაფერი
მაგალითისთვის ზემოთმოტანილი კლუბი ფორუმს შეკრებებისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის იყენებს შემოსავალი კლუბის წევრობიდანაა
თვითონ ფორუმიდან შემოსავალი უკვე შემცირებულია ერთადერთი ფორუმ ჯი არის რომელიც ხალხის მასიდან გამომდინარე კიდევ ფეხზე დგას და სარეკლამო დამკვეთების რიგიც კი უდგას მაგრამ მათაც ნელ ნელ აკლდებათ ხალხი.
რაღაცა ახლის დროა
<a href="http://www.adjarabet.com" target="_blank">http://www.adjarabet.com</a> ~ ინტერნეტ ტოტალიზატორი
1 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე
Link პარტნიორები
| |||
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLCგანათლება
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiadდასაქმება / HR
Staff.ge |
ინტერნეტი & IT
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lentaინფორმაცია
Бизнес Грузия |
მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
მარკეტინგული ბლოგი
PR გიდი
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფიმედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმიტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან |
ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
პროფკურორტიუძრავი ქონება
101.ge
Privatservice-Tbilisi Real Estate |

დამფუძნებლის მიმართვა

პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

