ნახტომი





* * * * * 1 ხმა

ვიწყებ ტურისტული ფირმის გაკეთებას.


გამოხმაურებათა რაოდენობა: 42

#1 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 03 November, 2011 - 00:21

*
პოპულარული

გამარჯობათ!უპირველეს ყოვლისა მინდა მივესალმო ამ ფორუმის ყველა წევრს,ძალიან გამიხარდა ეს ფორუმი რომ ვიპოვე,აქ ჩემს ბევრ კითხვაზე ვიპოვე პასუხი.მინდა გავხსნა თემა სადაც რჩევებს მომცემთ პროფესიონალები და იმედია ჩემს გარდა სხვასაც დაჭირდება.(ვეძებე ეს თემა თუ იყო გახსნილი ბიზნეს კონსულტაციაში და ვერ ვიპოვე,თუ გახსნილია და ცუდად ვეძებე,მომიტევეთ,ლინკი მომეცით და გადავალ,ბიზნეს დისკუსიაში კი ვიპოვე ერთი თემა,მაგრამ მე უფრო კონსულტაცია მჭირდება)
მოკლედ გავაგრძელებ.გადავწყვიტე ერთ ჩემს მეგობართან ერთად გავაკეთო ტურისტული ფირმა,ჩვენი მიზანია ჯერ ჯერობით რომ გარედან შემოვიყვანოთ ტურისტი,ფინანსები დიდი არ გვაქვს,მაგრამ ინტელექტუალური რესურსი მოგვეპოვება,ვებ საიტი ჩვენ თვითონ დავამზადეთ,რომელიც საკმაოდ მოქნილი და კარგია ვიზუალურად,ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობთ და ვისაც ვანახეთ რომ კრიტიკული თვალით შეეხედა ყველას მოეწონა,შენიშვნები გავითვალისწინეთ.დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს,ამაშივე შედის სეო ოპტიმიზაცია.შემდეგ ასევე გვაქვს რესურსი ევროპის ორ ქვეყანაში პატარა პრეზენტაციების და მცირე მაშტაბის მაგრამ ეფექტური რეკლამის გაკეთების საშუალება.
ამ ეტაპზე დაკავებულები ვართ ტურების დაგეგმით და სასტუმროებთან ურთიერთობების დალაგებით,რაც ცოტა რთულ საკითხად მეჩვენება,რადგანაც მე ამ სფეროსთან შეხება აქამდე არ მქონია,ყველაფრი ნოლიდან დავიწყე და ვცდილობ წავიკითხო ყველაფერი რაც ტურიზმს ეხება რომ ცოტა ცოდნა მივიღო.მჭირდება კონსულტაციები ამ თემებთან დაკავშირებით და ვფიქრობ რომ თუ ეს თემა უკვე არ არსებობს,სასარგებლო იქნება სხვა დამწყებისთვისაც....ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობვირვად როგორ გავაკეთებ ამას ავღწერ ამ საიტზე და დიდი იმედი მაქვს არ დაიზარებთ და კარგ რჩევებს მომცემთ,წავიკითხე რამდენიმე თემა და ძალიან სასრგებლო ინფორმაცია მივიღე და იმედია აქაც იგივე მოხდება.
პირველ რიგში მაინტერესებს სასტუმროებთან საიტის ავტომატური მუშაობა როგორ ხდება,რომ ონლაინ შეკვეთები მოხდეს,ეს ცოტა ვერ გავიგე და და სანამ ამას გავაკეთებ გადავწყვიტე დროებით კატალოგის დადებით შემოვიფარგლო,შემდეგ მაინეტერსებს რა სირთულეებია ტურების დაგეგმის დროს,რა უნდა ვიცოდე,მე კატეგორიებად მაქვს დაყოფილი ტურები,სპორტული(რომელშიც ნადირობაც მაქვს შეყვანილი),კულტურული,ეკო და ასე შემდეგ.მადლობა წინასწარ ყველას და კიდევ ერთხელ მადლობა ადმინისტრაციას ასეთი საიტის არსებობისთვის.

რედაქტორი daviti231, 03 November, 2011 - 00:28.


#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 03 November, 2011 - 17:48

გამარჯობა დავით,

წავიკითხე თემა. ცოტა კი დამიჭირდა გამეგო რა გინდა კონკრეტულად ...
ამბობ კონსულტაცია მჭირდებაო და რა სფეროში და რა სახის? ათასნაირი კონსულტაცია არსებობს
კი გიწერია

ციტატა

მაინტერესებს სასტუმროებთან საიტის ავტომატური მუშაობა როგორ ხდება,რომ ონლაინ შეკვეთები მოხდეს

მაგრამ ეს წმინდა ტექნიკური სახის პრობლემაა ...
არის პროგრამები რომლებიც ამ კუთხით გადაწყვეტებს გვთავაზობენ და აქ არის ერთი ადამიანი - გიორგი ჩხიკვიშვილი, ვისაც ერთი ასეთი საიტიც კი აქვს ნომრების დაჯავშნის. თუმცა აქ ბიზნეს კონსულტაციისათვის დიდი არაფერი სივრცეა
თან ნაკლებად მგონია, რომ ეხლა ეს ტექნიკური პრობლემა გქონდეს მთავარი სადარდებელი

თუ დასვამ კონკრეტულ შეკითხვებს, უფრო კონკრეტულ გამოხმაურებასაც შევძლებთ :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#3 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 03 November, 2011 - 19:04

მადლობა ტარიელ გამოხმაურებისთვის.დიახ თავიდან ყველაფერი ერთად დავწერე შეიძლება გაუგებარი იმიტომ იყო.
მე სიმართლე რომ გითხრათ ტექნიკური კითხვებიც მაქვს და სხვაც,ანუ ტექნიკური კითხვები სხვა განყოფილებაში უნდა დავსვა?
სასტუმროსთან ფინანსური მორიგება როგორ ხდება როცა კლიენტი ჩემი საიტიდან დაჯავშნის ოთახს.მე ერთ-ერთ სახლის ტიპის სასტუმროში ვიყავი და მითხრეს 10%,ან თვიურად გადავიხდით გნათავსების ღირებულებასო,რომელი ჯობია,ჩემი აზრი ასეთია რომ პროცენტი იყოს და 10% ეს დაბალი ფასი მითხრა თუ უფრო მეტი შეიძლება რომ მოვითხოვო.ანუ ეს ფასი სტაბილურია ბაზარზე?

რედაქტორი daviti231, 03 November, 2011 - 19:04.


#4 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 03 November, 2011 - 23:28

ანუ შეკითხვა ისაა 10% დიდია თუ მცირე?
გააჩნია რა შემთხვევაში ...
ასე ვერავინ ვერაფერს გირჩევს ...

კონკრეტული შეკითხვა უნდა დასვა და თან გარემოებაც მოკლედ ახსნა, რომ გასაგები იყოს
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#5 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 04 November, 2011 - 00:20

მეტი როგორ დავაკონკრეტო,მივდივარ სასტუმროსთან და ვთავაზობ რომ დადონ ჩემი საიტზე თავისი ოთახები,და როცა მოიხსნება იქიდან პროცენტი მომცენ.მეორე მხარეა როცა ერთ კვირიან ტურებს დავგემავ და ადგილობრივ სასტუმროებთან მომიწევს ურთიერთობა,რა უნდ შევთავაზო ჩემი მხრიდან.

#6 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 04 November, 2011 - 01:38

ამ ეტაპზე ჩემთვის ყველანაირი რჩევა სასარგებლო იქნებოდა რასაც მომცემდით,არანაირი გამოცდილება არ მაქვს ამ სფეროში და მომეცით ისეთი რჩევა,თვქენ როგორც გააკეთბდით თქვენი კომპანია რომ იყოს.შეიძლება სწორი კითხვებიც ვერ დავსვა,სწორად გამიგეთ.

#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 05 November, 2011 - 12:31

პირველ რჩევა ამ სიტუაციაში იქნება შემდეგი: შეეცადეთ ჩამოყალიბდეთ თქვენს მიზნებში და გეგმებში!

სხვას მე პირადად ვერაფერს შემოგთავაზებთ ამ სიტუაციაში
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#8 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 05 November, 2011 - 15:15

მადლობა :) გეგმა ასეთია ვგეგმავ ტურებს,კარგით მადლობა ყურადღებისთვის.

მაგალითად კონკრეტულ სიტუაციაში მაინტერსებს,ევროპაში ნამყოფი ვარ რამდენიმე ქვეყანაში,იქ როცა გიწევს შორ მანძილზე მოგზაურობა გზებზე გხვდება გასაჩერებელი ადგილები,სადაც არის მოწყობილი პატარა პარკები,საპრიფარეშოთი და მაგიდებით,ყოველ რამოდენიმე კილომეტრში,ამ მხრივ რა ხდება საქართველოში,როცა მიგყავს ტურისტი კონკრეტული მიმართულებით ძეგლების დასათვალიერებლად,და დღიურად გაწერილი გეგმის მიხედვით მოუწევს მგზავრობა 6-7 საათი,გზებზე როგორ გვარდება ეს კომფორტი,ესეთი მინი პარკები ჯერ არაა საქართველოში და რითი აგვარებენ ამ პრობლემას სხვა ტურისტული კომპანიები.თუ იცით რამე ამის შესახებ.

რედაქტორი daviti231, 05 November, 2011 - 15:15.


#9 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 05 November, 2011 - 18:58

მე ბევრჯერ შემხვედრია გზებზე გასაჩერებელი ადგილები,სადაც არის მოწყობილი პატარა ადგილი მაგიდებით და სკამეიკებით, მაგრამ ტუალეტისა რა მოგახსენოთ ... ეს დიდი პრობლემაა ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#10 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 06 November, 2011 - 12:53

*
პოპულარული

გამარჯობა ტარიელ,

რაც შეეხება დავითის კითხვას საიტიდან სასტუმროს დაჯავშნაზე, ამისთვის პირველ რიგში საჭიროა რომ სასტუმროს ქონდეს დაჯავშნის შიდა ელექტრონული სისტემა და მეორე, მოგცეთ გარედან (თქვენი საიტიდან) მიერთების უფლება. 2 წლის წინ ასეთი სისტემები ქართულ სასტრუმრებში არ ეყენა, ეხლა რა ხდება არ ვიცი. პრინციპში ეს არის დიდი ინვესტიცია სასტუმროს მხრიდან + საჭიროა კვალიფიციური სტაფი (ირიბი ინვესტიცია), რომელიც ამ სისტემას აამუშავებს. არადა ინტერნეტიდან შემოსული შეკვეთები არის ძალიან მცირე და როგორც წესი სასატუმროებს არ უღირთ. ასე რომ თქვენი პატარა კომპანიისთვის ჩემი აზრით უკეთესია სასტუმროებთან მოლაპარაკება აკეთოთ სცენის მიღმა და სერვისის ღირებულება ჩადოთ საერთო ფასში.

პროცენტს რაც შეეხება (კლიენტის მიყვანის შემთხვევაში) ეგ დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მუშაობს სასტუმრო. რაც მეტი თავისუფალი ნომრებია აქვთ მით მეტ პროცენტზე შეიძლება დალაპარაკება. თან აუცილებელია ნახოთ პირადად ყველა ის სასტუმრო, ვისთანაც აპირებთ თანამშრომლობას, საფუძვლიანად დაელაპარაკოთ, გაიგოთ სასტუმროს სპეციფიკა და რა ტიპის სტუმარზეა ორიენტირებული. შემდეგ მოახდინოთ სტუმრების დახარისხება დ.ა.შ. მოკლედ აქ ბევრს გადაწყვიტავს პირადი კონტაქტი. თვითოთ სფეროს თავისებურებაა ისეთი, რომ ძნელად ექვემდებარება ავტომატიზაციას...
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#11 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 06 November, 2011 - 18:59

მადლობა გიორგი გამოხმაურებისთვის.გავითვალისწინებ აუცილებლად.

ვფიქრობ საინეტერესო შეიძლება იყოს გაგიზიაროთ თუ როგორ ვაპირებ დავგეგმო ტურები,პირველ რიგში მინდა მოვაწყო ისტორიულ შემეცნებითი ტური,როგორ ჯობია ჯერ გიდი მოვნახო და მასთან ერთად შევათანხმო მარშუტი თუ დავგეგმო მარშუტი და შემდეგ ამ ძეგლების მცოდნე გიდი მოვნახო,ტექნიკურად როგორ ხდება ეს საკითხი ზუსტად არ ვიცი.

#12 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 06 November, 2011 - 20:45

რა ტურს ან რა ტურებს დაგეგმავ და მოაწყობ ეს უნდა სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს
ათასნაირი ტურის გაკეთბა შეიძლება, ყველაფერს კი ვერ მოედები ... განსაკუთრებული უნდა იყო ... განსხვავებული ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#13 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 07 November, 2011 - 13:33

სიახლის ძიებაში ვარ ზუსტად ამ ეტაპზე,მინდა შევთავაზო ერთი ისტორიული და ერთი საეკლესიო ტური,ისტორიულში ვფიქრობ დავანახო ტურისტებს საქართველოს განვლილი გზა ანტიკური ხანიდან რესპუბლიკამდე და კავშირი დიდ იპერიებთან,ვანახო ძირითადი ის ადგილები სადაც რომ იტყვიან წყდებოდა "ბედი ქართლისა",ციხე სიმააგრები და საგანმანათლებლო კერები.ვფიქრობ ამ ტურს დაჭირდეს 5-დან 7დღემდე,საეკლესიო ტურში მინდა გავაცნო ქართული ფონკლორი,ადრე ქრისტიანული ხანის ძეგლები,ვფიქრობ ანსამბლის დაქირავებას და შემდეგ გამოსამშვიდობებელ ვახშამზე ქართული სიმღერის და გალობის მომსენა.

#14 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 10 November, 2011 - 16:52

აღარ მახსოვს ვინ მითხრა, მაგრამ ტენდენცია არის ისეთიო, რომ უცხოელებს აღარ ვთავაზობთ ეკლესიების მონახულებას, ძირითადად ლანდშაფტებით ინტერესდებიანო. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს.
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#15 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 10 November, 2011 - 18:03

ეს უბრალოდ სხვადასხვა სეგმენტია
ზოგს რელიგიური ტური აინტერესებს, ზოგს სხვადასხვა ღვინის გასინჯვა, ზოგს ველური ბუნება :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#16 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 10 November, 2011 - 19:14

მოგესამებით კოლეგებო,
დავით თქვენ ზემოთ ახსენეთ, რომ გაქვთ ორ ევროპულ ქვეყანასთან გარკვეული კავშირი. ამასთან გეგმავთ აწარმოოთ მარკეტინგული მხარდაჭერა თქვენი კომპანიის და მომსახურების.
ალბათ პირველ ეტაპზე უნდა შეისწავლოთ ამ ქვეყნების მაცხოვრებელთა ინტერესები, მათი მოთხოვნილებები და მოთხოვნები.
ეს გამოგადგებათ, როგორც ტურის დაგეგმვაში, ასევე ბიზნეს პროცესების დალაგებაში და საერთოდ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში.
დაიწყეთ კვლევითი სამუშაოებით და შეეცადეთ ზედმიწევნით შეისწავლოთ პოტენციური მომხმარებლის ქცევები, ანუ თუ როგორ მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი მომსახურების შეძენაზე.
მე გირჩევდით, რომ ნახოთ ამ ქვეყნებში ცნობილი ტურ-ოპერატორი, რომელიც დაგეხმარებათ ყველაფერ ამ სამუშაოს ჩატარებაში.
სხვა მხრივ საკმაოდ რთული იქნება რამეზე რჩევების მოცემა
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#17 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 10 November, 2011 - 23:19

MSG საკმაოდ კარგი მითითებაა,მადლობა რჩევისთის,მართლაც ბევრს ვფიქრობ რა უნდა შევთავაზო,ვფიქრობ კვლევის ჩატარება დამეხმარება და აუცილებლად მივიღებ მხედველობაში თქვენს რჩევას.მაგრამ ყველაზე რთული მომენტი მაინც სასტუმროებია,დავრეკე ბევრთან,ბევრს შევხვდი,ზოგს აწყობს ონლაინ რეზერვაცია,ზოგს არ აწყობს,ვფიქრობ ეს დიდი მინუსია ტურიზმისთვის.ვეძებ რაღაც შუალედს და ჯერ ვერ ვიპოვე.ალბად რამე ინოვაცია უნდა მოიფიქროს ამ მხრივ ადამიანმა :) როგორ გინდა ახალი ველოსიპედი მოიგონო,რთული დასაბალანსებელია.

MSG P.S შეიძლება მარტივი მისახვედრია ამ სფეროში გამოცდილი ადამიანებისთვის მაგრამ ჩემთვის საკმაოდ კარგი რჩევაა,მადლობთ.როგორც კი შედეგი მექნება ანალიზს გავუკეთებ და გაგაცნობთ.

რედაქტორი daviti231, 10 November, 2011 - 23:27.


#18 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 11 November, 2011 - 03:03

ეხლა მაინეტერსებს ესეთი თემა,სარეკლამო რგოლები რომელსაც იღებენ ტელევიზიები,მაქვს თუ არა უფლება გამოვიყენო სოციალურ ქსელებზე და საიტზე.მაგალითად youtube-დან რომ ავიღო.თუ სპეციალური ნებართვა ჭირდება,საავტორო უფლებები რომ არ დაირღვეს

#19 Shota Jokhadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 235 გამოხმაურება
2

დაწერილია 11 November, 2011 - 16:47

*
პოპულარული

მოგესალმებით თანაკონფერენციელებო,

ტურიზმი კარგი საქმეა, თუმცა რომ ჩაუღრმავდები საკმაოდ ძნელი.
გახსნა კიდევ ერთი სააგენტო, არამგონია მომგებიანი იყოს.
გახსნა სააგენტო რომელსაც კონკრეტული გეგმები აქვს, ეს უკვე საინტერესოა.
სიმართლე გითხრათ რამოდენიმე დღის წინ გადავიკითხე ეს პოსტი და ვერ მოვისვენე რომ ჩემი დახმარება არ შემეთავაზებინა.
დავით, ჩამოაყალიბე შენი კითხვები და თუ სურვილი გექნება დამიკავშირდი.
რაღაც გამოცდილება მაქვს სიმართლე გითხრა და მინდა დაგეხმარო,
მართალი გითხრა დროში საკმაოდ შეზღუდული ვარ მაგრამ შენთან შესახვედრად როგორმე გამოვნახავ.
577 44 49 84 ეს ჩემი ნომერია და ასე 7 საათისთვის ვამთავრებ სამსახურს,
1-2 საათის დათმობაზე არ დაგზარდები.
www.flyfishing.ge

G.F.F.C
U.T.I.A

#20 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 11 November, 2011 - 16:52

ციტატა

ეხლა მაინეტერსებს ესეთი თემა,სარეკლამო რგოლები რომელსაც იღებენ ტელევიზიები,მაქვს თუ არა უფლება გამოვიყენო სოციალურ ქსელებზე და საიტზე.მაგალითად youtube-დან რომ ავიღო.თუ სპეციალური ნებართვა ჭირდება,საავტორო უფლებები რომ არ დაირღვეს

სხვისი სარეკლამო რგოლი რომ გამოიყენო?
რა თქმა უნდა მის ფულებას არავინ მოგცემს
ანდა რაში გჭირდება სხვისი სარეკლამო რგოლი რომელიც youtube-დან შეიძლება აიღო?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share