ნახტომი





* * * * * 1 ხმა

ვიწყებ ტურისტული ფირმის გაკეთებას.


გამოხმაურებათა რაოდენობა: 42

#21 Shota Jokhadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 235 გამოხმაურება
2

დაწერილია 11 November, 2011 - 17:00

იხილე გამოხმაურებაGiorgi Kalatozishvili, 10 November, 2011 - 16:52 -ში, განაცხადა:

აღარ მახსოვს ვინ მითხრა, მაგრამ ტენდენცია არის ისეთიო, რომ უცხოელებს აღარ ვთავაზობთ ეკლესიების მონახულებას, ძირითადად ლანდშაფტებით ინტერესდებიანო. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს.



სიმართლე გითხრა ეს ბოლო პერიოდში ხშირი შემთხვევაა,
ეს ალბათ გამოწვეულია ზოგი ტურ ოპერატორების შეცდომებით, ან შეილება არც.
მოკლედ დიდათ არ აინტერესებთ ეკლესიები და გეუბნებიან რომ არ მინდაო.
ბევრი ტური მინახავს და 1 დღეში 5 ეკლესიას რო ანახებ ადამიანს ვისაც დიდათ არ იზიდავს ეგ თემა, მემგონი ამის შედეგი უნდა იყოს.
ტური უნდა იყოს სწორად დაგეგმილი,

შეიძლება მე ვცდები, მაგრამ მე პირადათ ასე არ ვიქცევი.
თუ ტურისტი მიმყავს თელავში, ვცდილობ 1 ან 2 ეკლესიით შემოვიფარგლო.
ძირითადათ ღვინოზე გავაკეთო აქცენტი,
წარმოვიდგინოთ ჩავედით მაგალითისთვის მონტენეგროში და დაგვაწყებინეს დღეში 5-7 ეკლესიაში ტარება.
არ ვამბობ რომ ცუდია მაგრამ იქ რომ ჩადიხარ ბევრი სხვა საინტერესო ადგილებია.
ამიტომ თუ სწორად დაგეგმავენ ექსკურსიას ვფიქრომ უფრო მოსაწონი იქნება, ეკლესიაც, ხალხიც, კულტურაც და სხვა ...
www.flyfishing.ge

G.F.F.C
U.T.I.A

#22 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 11 November, 2011 - 20:52

Tariel Zivzivadze კი კი გეთანხმები დარღვევაა,უბრალოდ ერთი მედავებოდა და ვერ დავუმტკიცე,ბოლოს გავაგებინე :) მადლობა.


Shota Jokhadze მადლობა გამოხმაურებისთვის,აუცილებლად დაგიკავშირდები.

#23 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 12 November, 2011 - 13:06

დავით ხომ არ აჯობებს აქაც შეხვდე სააგენტოებს, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს ტურისტულ (შემოყვანაზე ორიენტირებული) ბიზნესში და მათგანაც გაიარო კონსულტაციები.
მე როგორც ვიცი საკმაოდ სერიოზული ბიუჯეტი ჭირდება ამ ბიზნესის აწყობას
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#24 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 12 November, 2011 - 15:34

ბიუჯეტზე მეტად რაც დავითს სჭირდება [როგორც აქ გამოჩნდა] პირველ რიგში ბიზნესის სტრატეგია და ბიზნეს გეგმაა ...
სამწუხარო ისაა, რომ ასეთი რამეებზე ფიქრობენ მხოლოდ მაშინ, როცა ერთი საქმე უკვე ჩაუვარდებათ ...

ჯობია გადაიხადო ფული და კარგად დაგეგმო ჯერ, და შემდეგ დაიწყო განხორციელება
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#25 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 13 November, 2011 - 13:10

კი ვიცი ამ ყველაფერს ფული რომ ჭირდება,სააგენტოებთან გავიარე კონსულტაცია ნაცნობი მუშაობს და მაინც დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება რომ მთლად ბოლომე არ უთქვამს რაც მჭირდებოდა,მაგრამ მაინც სასრგებლო რაღაცეები გავიგე,ტარიელს დავეთანხმები,სტრატეგია ამ ეტაპზე ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი იმ მიზეზის გამო რომ ამ სფეროსთან არანაირი შეხება არ მქონია,მაგრამ სხვა სფეროებში მენეჯრად მუშაობის გამოცდილება მაქვს და ასე თუ ისე ვიცი რაცაა საჭირო ზოგადად ბიზნნესის დასაწყებად.უბრალოდ რამდენიმე მეგობარმა გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა,თან როგორც ჩემს პირველ პოსტში ავღნიშნე გვაქვს საკმაოდ კარგი კავშირები
რამოდენიმე ქვეყანაში,სადაც ადგილზე გვეყოლება წარმომადგენელი,ვგეგმავთ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას,გუნდი ამ მხრივ რომ მიზანი განვახორციელოთ კარგი შეიკრიბა,ანუ ერთი კაცი არ ვაკეთებ.უბრალოდ ჩემი მთავარი პრობლემა და სირთულე ამ ეტაპზე სასტუმროებთან ურთიერთობაა,რომელებიც პირდაპირ ვიტყვი და არათანამედროვე ტექნოლოგიებით მუშაობენ,მინდა ფირმა იყოს ისეთი მოქნილი როგორიც არის "ტომას ჰუკი",ფრანგული "პრომოვაკანსი" და ასე შემდეგ,მაგრამ ამ პირობებში შეუძლებელია,როცა არ მოდიან ასეთ თანამშრომლობაზე.პროდუქტი ევროპელებს უნდა შევთავაზო და მინიმუმ ისეთი ხომ მაინც უნდა იყოს ფირმა რასაც არიან მიჩვეულები,ინოვაციებზე საუბარიც კი ზედმეტია ასეთ პირობებში.რა უნდა მოვიგონო ეხლა რომ თარიღის მიხედვით აირჩიოს კლიენტმა სასტუმრო და თუ თავისუფალია პირდაპირ შეუკვეთოს ყოველგვარი პასუხი იიმეილზე მოგივათ 24 საათში და ასე შემდეგ.თან აქ მეორე პრობლემაცაა,როგორ ვიცით ევროპაში ვაკანსიის აღება სამსახურიდან ცოტა რთულია,მაგალითად საფრანგეთში ასე იყო,კონკრეტულ დღეები აქვთ და იმ დღეებში უნდა მოასწრონ მოგზაურობა,ამ დროს რას ვთავაზობთ დამელოდე თუ თავისუფალია შეგატყობინებთ?
ეხლა ესეთი კითხვა მაქვს,ნადირობის და თევზაობის ტური რომ დავამატო ჩემს კომპანიას ხომ არ შეუქმნის უხერხულობას მოგზაურებს,ანუ პროფილში ჯდება?როცა მოგზაურობას ვთავაზობ და ამავდროულად ნადირობას და თევზაობას,ხომ არ იქნება ეს პრობლლემა.ჯომარდობის ტურები მოვაგვარე უკვე,მალე ხელშეკრულებას გავაფორმებთ.

რედაქტორი daviti231, 13 November, 2011 - 13:12.


#26 Nino Rostomashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 20 გამოხმაურება
3

დაწერილია 13 November, 2011 - 16:41

ჩემი აზრით ჯობია ან მარტო სასტუმროების ონლაინ დაჯავშნა გაყიდოთ ან მარტო თქვენი პირადი ტურები.

#27 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 13 November, 2011 - 18:10

ორივე ერთად :)

#28 Shota Jokhadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 235 გამოხმაურება
2

დაწერილია 13 November, 2011 - 21:54

*
პოპულარული

შემართება მომწონს, :)

რაც შეეხება ტურში ნადირობის და თევზაობის ჩასმას:
არ გირჩევ !
ნადირობაც და თევზაობას სპეციფიურია და მას თავისი მოყვარული ყავს.
არც ერთი და არც მეორე დღეში 130 - 150 ევროზე ნაკლები არ დაგიჯდება.
ასეთ თანხას კიდევ ტურისტი არ გადაგიხდის, თუ რაღა თქმა უნდა მონადირე ან მეთევზე არ არის.
ამ შემთხვევაში სხვა ტური ნაკლებად დაჭირდება და მხოლოდ ან ნადირობას ან თევზაობას აირჩევს.
გამონაკლისის სახით ორივეს ერთად.
ასეთ ხალხს ექსკურსიები არ იზიდავს.

ნადირობა: ყაზბეგის სამონადირეო ფერმა 1 მონადირე დღეში 350$ და დამატებული რასაც მოკლავს იმის გადასახადი.
ამ თანხაში ყველაფერი შედის.
თევზაობა: რაც შეეხება თევზაობას, თითქმის უველა, გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყვებისა, თევზაობის 3 სახეობას მიმართავს:
ზღვაში თევზაობა დიდ თევზებზე - სპინინგით თევზაობა და FLY FISHING (ქართული თარგმანი ჯერ არ არსებობს)

1, ზღვაში თევზაობა დიდ თევზებზე. ნუ გამორიცხულია

2, სპინინგი: ასეთი მიმდინარეობის მეთევზეებს დიდი ზომის თევზები იზიდავს, ცოტა რთული საკითხია როცა საქართველოზეა ლაპარაკი,
დიდი თევზი კი არა თვითონ თევზია პრობლემა :)

3, FLY FISHING ეს თევზაობის უმაღლესი საფეხულია, კლასიკაა, ეს მარტო თევზაობა არაა, ეს მთელი ფილოსოფიაა,
იწყება იმიტაციის ქსოვიდან, ანუ რაზეც მიდიხარ სათევზაოდ ის თევზი რასაც მიირთმევს აი იმის იმიტაციას ამზადებ ხელით,
ჭირდება სპეციალური ინსტრუმენტები და მასალები. რამოდენიმეს ჩამოვთვლი: ფარშევანგის კუდი, ხოხობის კუდი, სპეციალური ძაფები ფერების მიხედვით ......

თანამედროვე ტურისტი დეტალურად კითხულობს თუ რაში ხარჯავს თითოეულ ცენტს ! სიტყვაზე მენდე.
ტურში რომ ნადირობა ან თევზაობა ჩაუსვა, ეს ხარჯს გაზრდის და უკაყოფილებას გამოიწვევს.
ამიტომ დამიჯერე, ტურისტი თუ საქართველოს დასათვალიერებლად მოგყავს ანახე საქართველო.
მე ბავშვობიდან ვთევზაობ, ბოლო 2 წელია FLY FISHING ით ვარ გატაცებული, ტურიზმში კიდევ საკმაოდ დიდი ხანია რაც ვარ,
მაგრამ მხოლოდ შემდეგი წლიდან მაქვს გეგმაში სათევზაო ტურების დაწყება,
ვფიქრობ მიხვდი რისი თქმაც მინდოდა.

ეხლა რაც შეეხება სასტუმროების ინტერნეტ ჯავშნები:
ეს მთელი პროექტია, საჭიროა სპეცილური ჯავშნის პროგრამა, საქართველოში უკვე არიან მაგ დონის სპეციალისტები რომ
მსგავსი პროგრამა დაგიწერონ, მაგრამ მარტო პროგრამა არ კმარა.
ჩემი აზრით საქართველო ჯერ მზად არაა მსგავსი პრექტისთვის (ბრენდის სასტუმროების გარდა)
სასტუმროს მეპატრონეებმა ისიც არ იციან რატომ უნდა ითანამშრომლონ ტურისტულ კომპანიასთან, არავის უსწავლებია.
უბრალოდ 95% –მა გადაწყვიტა სასტუმრო ბინესით დაკავებულიყო იმიტომ რომ ტურისტები ბევრია და სადღაც ხომ უნდა დაიძინონ.
ამან გამოიწვია ის ფაქტი რომ საქართველოში ტურისტული სერვისი არ არსებობს !

დავით როგორ ფიქრობ აქამდე არავის მოსვლია ეგ იდეა ? უკვე მსგავსი 5 წებ გვერდი მე ვიცი საქართველოში მაგრამ სასტუმროების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის ვერცერთი.
მაგრამ ეხლა დაიწყო იმისთვის რომ რამოდენიმე წლის შემდეგ როცა ამის დრო მოვა უკვე ბაზარზე იყო, მაშინ კი ბატონო.

რედაქტორი Shota Jokhadze, 13 November, 2011 - 22:02.

www.flyfishing.ge

G.F.F.C
U.T.I.A

#29 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 13 November, 2011 - 22:26

მადლობა გამოხმაურებისთვის.განვმარტავ რა ვიგულისხმე თევზაობა ნადირობაში,მოგეზსენებათ არსებობს თოფაძი სამონადირეო მეურნეობა,მასთან ხელშეკრულებას გავაფორმებ და ტურისტ სპეციალურად სანადიროდ ჩამოვიყვან,ანუ დათვალიერების ტურს კი არ მივაბავ,ეს Fishing and Hunting ცალკე ტურად მექნება,რომელიც მარტო ამ ორ სერვის შეთავაზებს ასეთი გართობის მოყვარულებს.უბრალოდ მე ის მაინეტერსებდა საიტები რამდენადაც გადავხედე ნადირობას და
თევზაობას ცალკე საიტი აქვს,და ჩემს შემთხვევაში ეს იქნებოდა იმ საიტის ნაწილი რომელიც მოგზაურობას თავაზობს,ანუ ვეგეტარიანელები ხომ არ გამიწყრებიან როცა საიტზე ნადირობას ნახავენ :) ევროპაში ასეთები მოსულა :) თორე როგორც ესეთი რომ ერთ ტურში ჩავსვა ხევსურეთის დათალიერება და შემდეგ მეორე დღე ნადირობა,ასეთი რამე რა თქმა უნდა მიუღებელია.

#30 Badri Molashkhia

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 41 გამოხმაურება
3

დაწერილია 18 November, 2011 - 15:48

daviti231 პირველ რიგში წარმატებებს გისურვებ...
ჩემის აზრით, დასაწყისისთვის ვიწრო სპეციალიზაცია სჯობს...

მაგ, მე რომ სანადირო ტურის ყიდვა მინდოდეს, იმ სააგენტოს უფრო ვენდობი, რომელიც მხოლოდ სანადირო ტურებს ჰყიდის. უფრო მეტიც, აქაც მრავალი ქვე სეგმენტია...

სხვა შემთხვევაში (ვინც ყველაფერს ერთად მთავაზობს), ძალიან მაღალი იმიჯის და გამოცდილების კომპანია უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის....

ისე, მომავალში მეც მაქვს დაგეგმილი (ჯერ შესწავლის პროცესში ვარ) ეკოტურების ორგანიზება (ecotour.ge ჯერ მხოლოდ დომენი არსებობს).

#31 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 November, 2011 - 19:44

კი მეც იგივე ვიფიქრე და ჯერ ფიქრის სტადიაში ვარ,ვერ გადამიწყვეტია დავამატო თუ არა.
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გამიჩნდა ასეთი კითხვა,თუ არის საქართველოთი რომელიმე უცხოური მსხვილი ტურ ოპერატორი დაინტერესებული თუ ყიდის ტურებს საქართველოში და თუ არა რატომ არ ინტერესდებიან.

დღეს ვიყავი ბანკებთან რეზერვაციასთან დაკავშირებით.პირველ რიგში წავედი ქართუში იმიტომ რომ საიტზე მარტო მაგათ აქვთ გამოტანილი ელექტრონული კომერცია,ვესაუბრე და ცოტა არ მომეწონა პირობები,შეუცვლიათ ცუდი გამოცდილების გამო,ანუ ბევრ ტურისტულს ჩამოყავდათ კლიენეტებიო და მერე ის კლიენტები უკმაყოფილოები ბრუნდებოდნენ და ითხოვდნენ თანხის უკან დაბრუნებასო,ამიტომ შევცვალეთ პირობებიო,აღარ ვიღებთ კლიენტისგან წინასწარი დაბრონვის 30%-სო,ეხლა შემდეგნაირად ვაკეთებთო,კლიენტი უკვეთავს სასტუმროს საიტიდან და წინასწარ თანხას 30% მხოლოდ მის ანგარიშზე ვარზერვებთო,ხოლო როცა აქ ჩამოვა და ნახავს ადგილზე ყველაფერსო შემდეგ ვხსნით რეზერვს და ბანკრომატით გადაგიხდით ის კლიენტი მთელ თანხასო.
თი ბი სი ბანკმა საერთოდ ვერ გავიგე წესივრად რა მითხრა,არანაირი რეზერვაციის ფულიო ასე არავინ მუშაობსო,საქართველოს ბანკშიც ვერ გაერკვნენ რაზე იყო საუბარი და საერთოდ ონლაინ კომერცია მის თანამშრომლებს მგონი მე გავაგებინე პირველმა რას ნიშნავდა,ბოლო მითხრეს დაგირეკავთო.იქნებ რამე კონკრეტული რჩევა მომცეთ როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში.

რედაქტორი daviti231, 18 November, 2011 - 19:26.


#32 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 19 November, 2011 - 14:21

მოგესალმებით ყველას :)

დავით, ცოტა არ იყოს დავიბენი... თან ბოლომდე მთლიან თემასაც ვერ ჩავუღრმავდი, ამიტომ რამდენიმე კითხვას გავცემ პასუხს, ვეცდები ცემი გამოცდილება გაგიზიარო.
სასტუმროების დაჯავშნასთან დაკავშირებით, საკმაოდ რთული პროცესია ფინანსური თვალსაზრისით საქართველოში და რატომ – ერთადერთი ამას ქართუ ბანკი აკეთებს, დანარჩენი ბანკები არათუ აკეთებენ, ხშირ შემთხვევაში გაგებაში არ არიან რაზე ესაუბრები,, ბანკებთან ბოდიში, მაგრამ მართლა ასეა. ქართუს აწყობილი აქვს სისტემა და თუ სასტუმროში დაჯავშნის სისტემა გინდა, მათ უნდა მიმართო. (ოღონდ ვერ ვხდები შენთან რა შუაშია). ეს უშუალოდ სასტუმროს თავსატეხია.
მეორე ვერსია, უფრო ალბათ არა ალტერნატივა, არამედ ესეც საჭიროა, არსებობს უცხოურ საიტებთან ინტეგრირება, ანუ ექსპედია, ვენერე, ხომ, ტრაველოსითი და ასე შემდეგ თაბნამსრომლობა, რომლის საშუალებით თვითონ საიტის მეშვეობით იბრონება ოტხაი და სტუმარი წინასწარ იხდის, უფრო სწორედ უჩერდება ანგარიშზე თანხა და მერე გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ საიტებს უხდი %–ს.
საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, არის სასტუმროების დაჯავშნის საიტი, სადაც კლიენტი ჯავშნის,, მაგრამ თანხას არ იხდის. უბრალოდ სასტუმროსთვის ერთადერთი რისკი ის არის, რომ კლიენტი როცა "ნო–შოუ–ს" აკეთებს, დარეზერვებული ოთახი უცდება. ამიტომ ეს უმჯობესია კლიენტთან ურთიერთობით გამოირიცხოს. ყველანაირი საკონტაქტო გეძლევა ამისთვის.
მე ვფიქრობ რომ ეს უფრო სასტუმროების საქმეა და შიდა მენეჯმენტი, ვიდრე ტურისტული სააგენტოსი. რაც შეეხება სასტუმროებტან ურთიერთობას, ინდივიდუალური პირობებითაა, ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა სასტუმროსთან გაყიდული მომსახურების % –ია.
რაც შეეხება ტურისტულის მხრიდან, პირადად მე გირჩევდი, რომ სასტუმრო პაკეტში თავიდანვე ჩასვა, ანუ გასების მიხედვით დაყო პაკეტები, მაღალ ფასიანი, საშუალო ფასიანი და იაფფასიანი, მაგალითისთვის ერთიდაიგივე მიმართულებით, სხვაობა კი კლასი და მომსახურება იქნება. მომსახურებაში ვგულისხმობ, მაგ. 3 ვარსკლავიანი სასტუმრო უნდა იყოს გათვალისწინებული თუ 4 თუ საერთოდ უფრო დაბალი. შეძენილი საგზურების მიხედვით, კი წინასწარ დაჯავშნავ სასტუმროებს. სხვანაირად გაგიჭირდება. მით უფრო თუ გარე ტურიზმზე ფიქრობ და ევროპა გაქვს მიზანში ამოღებული, ევროპელები ლამის ერთი წლით ადრე გეგმავენ საგზურებს.
მგონი სწორად გავიგე კითვხის არსი. :)

#33 kakha90

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება
2

დაწერილია 27 April, 2012 - 02:05

ყველას მოგესალმებით.
დავით მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესო წინადადება გაქვთ. მთავარია სწორედ და მიზანმიმართულად განხორციელდეს და დარწმუნებული ვარ შედეგი ეფექტური იქნება.
სიმართლე რომ გითხრა რეზერვაციის საკითხებში იმდენად ვერ ვერკვევი, რამდენადაც ტურისტულ გარემოში.
შენი შემართება და მონდომება მომეწონა. მინდა აქვე საქმის წარმატებები გისურვო.
თემის გახსნიდან რამდენიმე თვე გავიდა, არ ვიცი შენი საქმე რა სტადიაშია, მე მხოლოდ ეხლა ვნახე თემა.
მხოლოდ მინდოდა მეთქვა რომ სიამოვნებით გაგიწევ დახმარებას თუ ის გჭირდება. როგორც საქმე მოითხოვს ტურების დაგეგმვა მნიშვნელოვანია შენთვის. ჩემი მხრიდან, შემიძლია შემოგთავაზო ტურისტული მარშუტები კახეთის მაშტაბით. ამას გეუბნები გამომდინარე იქიდან რომ კახეთს კარგად ვიცნობ და მაქვს უშუალო კონტაქტი ამ მხარესთან.
ალბათ ხვდები რომ ღვინის ტურზე მაქვს საუბარი. არანაირი სამონადირეო ან სათევზაო ტურები, თუმცა ლაგოდეხის ნაკრძალს შეუძლია შემოგთავაზოს აღნიშნული გართობა.
ვფიქრობ, ღვინის ტური, რომელიც უამრავ ნიუანსს მოიცავს, შენს ტურისტებს მეტად დააინტერესებს ვიდრე ვთქვათ თევზაობა. სხვა თუ არაფერი, ყველამ ვიცით - საქართველოში ღვინის კულტურა ათასწლეულებს ითვლის.
და ბოლოს, მესიამოვნება თუ შემეძლება რამით დახმარება.
კეთილი სურვილებით .....

#34 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 25 June, 2012 - 13:48

იხილე გამოხმაურებაkakha90, 27 April, 2012 - 02:05 -ში, განაცხადა:

ყველას მოგესალმებით.
დავით მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესო წინადადება გაქვთ. მთავარია სწორედ და მიზანმიმართულად განხორციელდეს და დარწმუნებული ვარ შედეგი ეფექტური იქნება.
სიმართლე რომ გითხრა რეზერვაციის საკითხებში იმდენად ვერ ვერკვევი, რამდენადაც ტურისტულ გარემოში.
შენი შემართება და მონდომება მომეწონა. მინდა აქვე საქმის წარმატებები გისურვო.
თემის გახსნიდან რამდენიმე თვე გავიდა, არ ვიცი შენი საქმე რა სტადიაშია, მე მხოლოდ ეხლა ვნახე თემა.
მხოლოდ მინდოდა მეთქვა რომ სიამოვნებით გაგიწევ დახმარებას თუ ის გჭირდება. როგორც საქმე მოითხოვს ტურების დაგეგმვა მნიშვნელოვანია შენთვის. ჩემი მხრიდან, შემიძლია შემოგთავაზო ტურისტული მარშუტები კახეთის მაშტაბით. ამას გეუბნები გამომდინარე იქიდან რომ კახეთს კარგად ვიცნობ და მაქვს უშუალო კონტაქტი ამ მხარესთან.
ალბათ ხვდები რომ ღვინის ტურზე მაქვს საუბარი. არანაირი სამონადირეო ან სათევზაო ტურები, თუმცა ლაგოდეხის ნაკრძალს შეუძლია შემოგთავაზოს აღნიშნული გართობა.
ვფიქრობ, ღვინის ტური, რომელიც უამრავ ნიუანსს მოიცავს, შენს ტურისტებს მეტად დააინტერესებს ვიდრე ვთქვათ თევზაობა. სხვა თუ არაფერი, ყველამ ვიცით - საქართველოში ღვინის კულტურა ათასწლეულებს ითვლის.
და ბოლოს, მესიამოვნება თუ შემეძლება რამით დახმარება.
კეთილი სურვილებით .....

მეც ეხლა ვნახე შენი მოწერილი, ცოტა გვიან სამწუხაროდ :) დამიკავშირდი 557 27 06 52, საინტერესო შემოთავაზება გაქვს და დავილაპარაკოთ.

ისე კარგი იქნება, ფორუმს რომ ქონდეს ფუქცია, როცა შენს დატოვილ პოსტზე პასუხობენ მეილზე რომ მოდიოდეს, ან თუ აქვს ეს ფუნქცია და არ მაქვს ჩართული იქნებ მიმითითოთ, მადლობა წინასწარ. :)

#35 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 21 July, 2012 - 22:48

ასეთი ფუნქცია არის, გამოიწერე თემა და შეტყობინება უნდა მოგივიდეს
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#36 Andro Meskhoradze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 90 გამოხმაურება
1

დაწერილია 26 July, 2012 - 21:24

*
პოპულარული

იხილე გამოხმაურებაdaviti231, 03 November, 2011 - 00:21 -ში, განაცხადა:

პირველ რიგში მაინტერესებს სასტუმროებთან საიტის ავტომატური მუშაობა როგორ ხდება,რომ ონლაინ შეკვეთები მოხდეს
დაივიწყე ავტომატური დაჯავშნა, ძვირი სიამოვნებაა, ეგ რომ გააკეთო:
სასტუმრო უნდა იყოს აღჭურვილი ძვირადღირებული პროგრამით, ისეთები როგორიცაა: Opera PMS, Fidelio და სხვა შედარებით ნაკლებად ცნობილი სასტუმროს ავტომატიზაციის სისტემები
შენ უნდა გააკეტო შესავსები ფორმა შენ საიტზე, შეავსებს ვიზიტორი, შენ ნახავ და მერე სასტუმროში შენვე დარეკავ და დაჯავშნი, საიტი შუამავლობას გაგიკეთებს კლიენტსა და სასტუმროს შორის მაგრამ რეალურ ჯავშანს შენ აკეთებ (გაითვალისწინე ისიც რომ, ვიზიტორი რო დაჯავშნის შეიძლება სასტუმროს იმ პერიოდში თავისუფალი ნომრები არ ქონდეს)


იხილე გამოხმაურებაdaviti231, 03 November, 2011 - 19:04 -ში, განაცხადა:

სასტუმროში ვიყავი და მითხრეს 10%,ან თვიურად გადავიხდით გნათავსების ღირებულებასო,რომელი ჯობია,ჩემი აზრი ასეთია რომ პროცენტი იყოს და 10% ეს დაბალი ფასი მითხრა თუ უფრო მეტი შეიძლება რომ მოვითხოვო.ანუ ეს ფასი სტაბილურია ბაზარზე?
ძირითათ ბაზარზე საკომისიო არის 10%
რათქმაუნდა არსებობს სხვა გარიგებებიც შესაბამისი %-ით.
ყოველ კლიენტზე რომელიც შენ გაუგზავნე სასტუმროს გიხდის იმ კლიენტის ღამისთევების 10%


კარგი იქნებოდა ჯერ მაგ სფეროში გემუშავა ცოტახნით მაინც და მერე დაგეწყო, ნაკლებ შეცდომებს დაუშვებდი.
თქვენი საიტის ლინკი მაინტერესებს

გისურვებ წარმატებებს

რედაქტორი Andro Meskhoradze, 26 July, 2012 - 21:27.

Audi Club Georgia
საქართველოს აუდის მოყვარულთა კლუბი

http://www.audiclub.ge/
http://forum.audiclub.ge/

#37 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 28 July, 2012 - 22:07

იხილე გამოხმაურებაAndro Meskhoradze, 26 July, 2012 - 21:24 -ში, განაცხადა:

დაივიწყე ავტომატური დაჯავშნა, ძვირი სიამოვნებაა, ეგ რომ გააკეთო:
სასტუმრო უნდა იყოს აღჭურვილი ძვირადღირებული პროგრამით, ისეთები როგორიცაა: Opera PMS, Fidelio და სხვა შედარებით ნაკლებად ცნობილი სასტუმროს ავტომატიზაციის სისტემები
შენ უნდა გააკეტო შესავსები ფორმა შენ საიტზე, შეავსებს ვიზიტორი, შენ ნახავ და მერე სასტუმროში შენვე დარეკავ და დაჯავშნი, საიტი შუამავლობას გაგიკეთებს კლიენტსა და სასტუმროს შორის მაგრამ რეალურ ჯავშანს შენ აკეთებ (გაითვალისწინე ისიც რომ, ვიზიტორი რო დაჯავშნის შეიძლება სასტუმროს იმ პერიოდში თავისუფალი ნომრები არ ქონდეს)


ძირითათ ბაზარზე საკომისიო არის 10%
რათქმაუნდა არსებობს სხვა გარიგებებიც შესაბამისი %-ით.
ყოველ კლიენტზე რომელიც შენ გაუგზავნე სასტუმროს გიხდის იმ კლიენტის ღამისთევების 10%


კარგი იქნებოდა ჯერ მაგ სფეროში გემუშავა ცოტახნით მაინც და მერე დაგეწყო, ნაკლებ შეცდომებს დაუშვებდი.
თქვენი საიტის ლინკი მაინტერესებს

გისურვებ წარმატებებს



მადლობა, გამოხმაურებისთვის, www.georgianexperience.co.uk ეს საიტის ლინკი, სამწუხაროდ მე ტურების შედგენაში ცოტა მოვიკოჭლე, დროის უკმარისობის გამო, თუმცა მუშაობას ვაგრძელებ :)

#38 giochikhlo

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 3 გამოხმაურება
1

დაწერილია 23 November, 2012 - 19:36

*
პოპულარული

მე ვმუშაობდი გარკვეული პერიოდი ამ ბიზნესში. ირანელებზე ვიყავით ორიენტირებულები.
10% სასტუმროებიდან არის მინიმუმი. მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. ჯგუფების შემთხვევაში უფრო მაღალ პროცენტზეც მოდიან. ყველასთან ინდივიდუალურად ეცადე მაქსიმალური % აიღო.
ზოგ შემთხვევაში შეიძლება სააგენტოებთანაც მოგიწიოს ურთიერთობა. ხშირად არის სეზონზე სასტუმროს ნომრების დიდი ნაწილი სააგენტოს აქვს აღებული იაფად და მერე ყიდის. ასეთ დროს სასტუმრო გეტყვის, რომ ნომრები არ აქვს თავისუფალი.

პირველ რიგში მაინც კონკრეტულ უცხოურ სააგენტოებთან უნდა გქონდეს მოლაპარაკებები, რომ მათ გამოგიგზავნონ ტურისტები. და თუ რა ტიპის შიდა ტურებზე იქნება მოთხოვნა, ამაზე კონსულტაციაც მათთან უნდა გაიარო.
მე მაინც გირჩევდი რამდენიმე ტური გაგეკეთებინა გეგმის დონეზე და შეგეთავაზებინა. მოთხოვნის მიხედვით თვითონ ნახავ, რომელ ტურის მიმართ ექნებათ შენს კლიენტებს ინტერესი და მერე იმას დახვეწავ.

#39 Tamari

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 1 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 November, 2012 - 02:08

Mogesalmebit.pirvelad var am saitze da agvnishnav rom did ad kmakofili davrchi. Sainteresoa tkveni rchevebi. Daviti 231 analogiur mdgomareobashi var tkven rom ikavit rode sac es tema gaxsenit. Xval vapireb sastumroebtan molaparakebas, minds piraadad shevxvde Menejerebs da rames xom ver mirchevdit saubrisas ra sakitxebze gavamaxvilo kuradgeba. Vpikrob sastumrostvis sasixaruloa Kidev ert turistul saagentostan kavshiri an sheidzleba vcdebi da unda davaintereso rom darcmunebli var carmatebli kompaniis viknebi da bevr klients gavugzavni? Iqneb Gamiziaret tkveni gamocdileba...

#40 daviti231

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
1

დაწერილია 23 January, 2013 - 17:01

იხილე გამოხმაურებაTamari, 29 November, 2012 - 02:08 -ში, განაცხადა:

Mogesalmebit.pirvelad var am saitze da agvnishnav rom did ad kmakofili davrchi. Sainteresoa tkveni rchevebi. Daviti 231 analogiur mdgomareobashi var tkven rom ikavit rode sac es tema gaxsenit. Xval vapireb sastumroebtan molaparakebas, minds piraadad shevxvde Menejerebs da rames xom ver mirchevdit saubrisas ra sakitxebze gavamaxvilo kuradgeba. Vpikrob sastumrostvis sasixaruloa Kidev ert turistul saagentostan kavshiri an sheidzleba vcdebi da unda davaintereso rom darcmunebli var carmatebli kompaniis viknebi da bevr klients gavugzavni? Iqneb Gamiziaret tkveni gamocdileba...

გამარჯობა, ეხლა როგორ არის ეს საკითხი, ზოგი სასტუმროს მენეჯერი კარგად მოდის მოლაპარაკებაზე, ზოგი კიდა ქედმარლურად იყურება საუბრის დროს ცოტა ირონიაც ემჩნევათ, ეს პრინციპში გასაგებია მათი მხრიდან, მე როგორც მივხვდი კვირის განმავობში ბევრი დილეტანტი მიდის და უკან მობრუნებული რომ აღარ უნახავთ ტურისტებით. ამიტომ როცა საუბერი იწყება იმით რომ ხარ დამწყები სააგენტო ხშირად ეღიმებათ.
რაღაცეები უნდა გქონდეს მოგვარებული სანამ სასტუმროსთან მიხვალ, ვებ საიტი მაინც.
მე გირჩევდი გეგმა ჩამოაყალიბო კონკრეტულად როგორ აპირებ მუშაობას. თუ ტურების გაყიდვით იქნები დაკავებული მაშინ მარშუტი როგორიც არის იმის მიხედვით უნდა დაალაგო სასტუმროებთან ურთიერთობა, თბილისში და თბილისის გარეთ.
ცოტა სპეციფიურიც არის სასტუმროებთან მოლაპარაკება,
ერთ ორ მაგალითს მოგიყვან,
სიტყვაზე თუ ჯგუფი მიგყავს მაშინ შეიძლება გიდი და მძღოლი უფასოდ დააძინოს ერთ ოთახში, ან სხვა პირობებია.
ყველას ინდივიდუალურად უნდა მიუდგე, მაგრამ არ უნდა შეგატყონ რომ დილეტანტი ხარ, აჩვენე რომ მათზე მეტი იცი და უფრო წამოგყვებიან.



2 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share