მოკლედ გავაგრძელებ.გადავწყვიტე ერთ ჩემს მეგობართან ერთად გავაკეთო ტურისტული ფირმა,ჩვენი მიზანია ჯერ ჯერობით რომ გარედან შემოვიყვანოთ ტურისტი,ფინანსები დიდი არ გვაქვს,მაგრამ ინტელექტუალური რესურსი მოგვეპოვება,ვებ საიტი ჩვენ თვითონ დავამზადეთ,რომელიც საკმაოდ მოქნილი და კარგია ვიზუალურად,ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობთ და ვისაც ვანახეთ რომ კრიტიკული თვალით შეეხედა ყველას მოეწონა,შენიშვნები გავითვალისწინეთ.დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს,ამაშივე შედის სეო ოპტიმიზაცია.შემდეგ ასევე გვაქვს რესურსი ევროპის ორ ქვეყანაში პატარა პრეზენტაციების და მცირე მაშტაბის მაგრამ ეფექტური რეკლამის გაკეთების საშუალება.
ამ ეტაპზე დაკავებულები ვართ ტურების დაგეგმით და სასტუმროებთან ურთიერთობების დალაგებით,რაც ცოტა რთულ საკითხად მეჩვენება,რადგანაც მე ამ სფეროსთან შეხება აქამდე არ მქონია,ყველაფრი ნოლიდან დავიწყე და ვცდილობ წავიკითხო ყველაფერი რაც ტურიზმს ეხება რომ ცოტა ცოდნა მივიღო.მჭირდება კონსულტაციები ამ თემებთან დაკავშირებით და ვფიქრობ რომ თუ ეს თემა უკვე არ არსებობს,სასარგებლო იქნება სხვა დამწყებისთვისაც....ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობვირვად როგორ გავაკეთებ ამას ავღწერ ამ საიტზე და დიდი იმედი მაქვს არ დაიზარებთ და კარგ რჩევებს მომცემთ,წავიკითხე რამდენიმე თემა და ძალიან სასრგებლო ინფორმაცია მივიღე და იმედია აქაც იგივე მოხდება.
პირველ რიგში მაინტერესებს სასტუმროებთან საიტის ავტომატური მუშაობა როგორ ხდება,რომ ონლაინ შეკვეთები მოხდეს,ეს ცოტა ვერ გავიგე და და სანამ ამას გავაკეთებ გადავწყვიტე დროებით კატალოგის დადებით შემოვიფარგლო,შემდეგ მაინეტერსებს რა სირთულეებია ტურების დაგეგმის დროს,რა უნდა ვიცოდე,მე კატეგორიებად მაქვს დაყოფილი ტურები,სპორტული(რომელშიც ნადირობაც მაქვს შეყვანილი),კულტურული,ეკო და ასე შემდეგ.მადლობა წინასწარ ყველას და კიდევ ერთხელ მადლობა ადმინისტრაციას ასეთი საიტის არსებობისთვის.
რედაქტორი daviti231, 03 November, 2011 - 00:28.

დამფუძნებლის მიმართვა




პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

