შემართება მომწონს,
რაც შეეხება ტურში ნადირობის და თევზაობის ჩასმას:
არ გირჩევ !
ნადირობაც და თევზაობას სპეციფიურია და მას თავისი მოყვარული ყავს.
არც ერთი და არც მეორე დღეში 130 - 150 ევროზე ნაკლები არ დაგიჯდება.
ასეთ თანხას კიდევ ტურისტი არ გადაგიხდის, თუ რაღა თქმა უნდა მონადირე ან მეთევზე არ არის.
ამ შემთხვევაში სხვა ტური ნაკლებად დაჭირდება და მხოლოდ ან ნადირობას ან თევზაობას აირჩევს.
გამონაკლისის სახით ორივეს ერთად.
ასეთ ხალხს ექსკურსიები არ იზიდავს.
ნადირობა: ყაზბეგის სამონადირეო ფერმა 1 მონადირე დღეში 350$ და დამატებული რასაც მოკლავს იმის გადასახადი.
ამ თანხაში ყველაფერი შედის.
თევზაობა: რაც შეეხება თევზაობას, თითქმის უველა, გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყვებისა, თევზაობის 3 სახეობას მიმართავს:
ზღვაში თევზაობა დიდ თევზებზე - სპინინგით თევზაობა და FLY FISHING (ქართული თარგმანი ჯერ არ არსებობს)
1, ზღვაში თევზაობა დიდ თევზებზე. ნუ გამორიცხულია
2, სპინინგი: ასეთი მიმდინარეობის მეთევზეებს დიდი ზომის თევზები იზიდავს, ცოტა რთული საკითხია როცა საქართველოზეა ლაპარაკი,
დიდი თევზი კი არა თვითონ თევზია პრობლემა
3, FLY FISHING ეს თევზაობის უმაღლესი საფეხულია, კლასიკაა, ეს მარტო თევზაობა არაა, ეს მთელი ფილოსოფიაა,
იწყება იმიტაციის ქსოვიდან, ანუ რაზეც მიდიხარ სათევზაოდ ის თევზი რასაც მიირთმევს აი იმის იმიტაციას ამზადებ ხელით,
ჭირდება სპეციალური ინსტრუმენტები და მასალები. რამოდენიმეს ჩამოვთვლი: ფარშევანგის კუდი, ხოხობის კუდი, სპეციალური ძაფები ფერების მიხედვით ......
თანამედროვე ტურისტი დეტალურად კითხულობს თუ რაში ხარჯავს თითოეულ ცენტს ! სიტყვაზე მენდე.
ტურში რომ ნადირობა ან თევზაობა ჩაუსვა, ეს ხარჯს გაზრდის და უკაყოფილებას გამოიწვევს.
ამიტომ დამიჯერე, ტურისტი თუ საქართველოს დასათვალიერებლად მოგყავს ანახე საქართველო.
მე ბავშვობიდან ვთევზაობ, ბოლო 2 წელია FLY FISHING ით ვარ გატაცებული, ტურიზმში კიდევ საკმაოდ დიდი ხანია რაც ვარ,
მაგრამ მხოლოდ შემდეგი წლიდან მაქვს გეგმაში სათევზაო ტურების დაწყება,
ვფიქრობ მიხვდი რისი თქმაც მინდოდა.
ეხლა რაც შეეხება სასტუმროების ინტერნეტ ჯავშნები:
ეს მთელი პროექტია, საჭიროა სპეცილური ჯავშნის პროგრამა, საქართველოში უკვე არიან მაგ დონის სპეციალისტები რომ
მსგავსი პროგრამა დაგიწერონ, მაგრამ მარტო პროგრამა არ კმარა.
ჩემი აზრით საქართველო ჯერ მზად არაა მსგავსი პრექტისთვის (ბრენდის სასტუმროების გარდა)
სასტუმროს მეპატრონეებმა ისიც არ იციან რატომ უნდა ითანამშრომლონ ტურისტულ კომპანიასთან, არავის უსწავლებია.
უბრალოდ 95% –მა გადაწყვიტა სასტუმრო ბინესით დაკავებულიყო იმიტომ რომ ტურისტები ბევრია და სადღაც ხომ უნდა დაიძინონ.
ამან გამოიწვია ის ფაქტი რომ საქართველოში ტურისტული სერვისი არ არსებობს !
დავით როგორ ფიქრობ აქამდე არავის მოსვლია ეგ იდეა ? უკვე მსგავსი 5 წებ გვერდი მე ვიცი საქართველოში მაგრამ სასტუმროების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის ვერცერთი.
მაგრამ ეხლა დაიწყო იმისთვის რომ რამოდენიმე წლის შემდეგ როცა ამის დრო მოვა უკვე ბაზარზე იყო, მაშინ კი ბატონო.
რედაქტორი Shota Jokhadze, 13 November, 2011 - 22:02.