ნახტომი



- - - - -

შეწყვიტეთ ”სარეკლამო” ტალახის სროლა და ჩამოვაყალიბოთ საქართველოს რეკლამის ასოციაცია!


  • თემა დაკეტილია თემა დახურულია!
გამოხმაურებათა რაოდენობა: 8

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 05 November, 2011 - 12:28

შეწყვიტეთ ”სარეკლამო” ტალახის სროლა და ჩამოვაყალიბოთ საქართველოს რეკლამის ასოციაცია!

ბოლო 2 კვირის განმავლობაში facebook-ში განსაკუთრებით ვაკვირდები უცხოური სარეკლამო რგოლების რბილად რომ ვთქვა ”ქართულად ადაპტირებული” ვარიანტების ირგლივ საუბრებს. ვერ ვიტყვი ვინ ”შემოაგდო” თემა პირველად, მაგრამ რამოდენიმე ფაქტი ნამდვილად მახსენდება:
  • გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც საშა კაცმანი, საქართველოს ბანკის წარმომადგენელი, საუბრობს კამპანია ”იგრძენი მომავალი”-ს კონცეფციის შესახებ;
  • გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც მოცემულია 5 ქართული კომპანიის რეკლამა და მათ გვერდში მათივე უცხოური ვარიანტები. რგოლების განლაგება და თავად ვიდეო ფაილი ატარებს ერთ მთავარ იდეას, თუ რა ”ცუდები” არიან ქართული კომპანიები რომლებიც სარეკლამო კონცეფციის იდეებს ”იპარავენ” უცხოური კომპანიებისგან. აშკარად იგრძნობა, რომ ამ თემაზე საქმის მცოდნეს უმუშავია, რგოლების მოძიება-დაწყვილებას ვგულისხმობ;
  • გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც მოცემულია დექსუსის სარეკლამო რგოლი და მისი უცხოური ვარიანტი, პრინციპში ”დედააზრი” იგივეა ... ოღონდ ალბათ უფრო ნათელი.

მოგეხსენებათ სოციალური ქსელის ”წყობა”. თემა მაშინვე ჩავარდა სარეკლამო სფეროს პროფესიონალების, მოყვარულების, დილეტანტების და რაც მთავარია უცოდინართა მთელი არმიის ყბაში.

მე ”ნეიტრალური მხარე” ვარ, არც რომელიმე სარეკლამო კომპანიას წარმოვადგენ და არც რომელიმე დამკვეთს, ვარ ამ სფეროს პროფესიონალი და ამ სტატიაში მინდოდა ჩემი აზრი დამეფიქსირებინა თუ რომელია პლაგიატი, ”copy/paste”, მოპარული და ა.შ. ... მაგრამ ვფიქრობ არ ღირს, მსგავს განხილვებს არსად მივყავართ გარდა ერთისა: გავახარებთ იმას, ვინც კონკურენტს უთხრის ძირს და უმიზნოდ დავძაბავთ სიტუაციას.

ნუთუ პლაგიატია საქართველოში რეკლამის მთავარი პრობლემა? თუ ”copy/paste”? თუ იდეების ”მოპარვა”? თუ ის რომ მცირე ბაზარია და ყველა ”იაფ” გამოსავალს ეძებს? საქართველოში სარეკლამო სფეროში არსებულ პრობლემათაგან შეიძლება მრავალი გამოვყოთ, მაგრამ ჩემი აზრით უმთავრესია შემდეგი: არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც თამაშის წესებს დაადგენს და ყველა მოთამაშეს მათ დაცვას მოთხოვს სარეკლამო სფეროში.

მინდა გამოსავალი შევთავაზო პროფესიონალებს: შევქმნათ შევქმნათ საქართველოს რეკლამის ასოციაცია. საქართველოს რეკლამის ასოციაცია გააერთიანებდა პროფესიონალებს შემდეგი სამი მიზნით:
  • ”თამაშის წესების” დადგენა სარეკლამო სფეროში მოღვაწეთათვის;
  • სარეკლამო სააგენტოების, პროფესიონალების და მსხვილი დამკვეთების წევრებად გაერთიანება;
  • ყოველწლიურად ჩაატარებდა საქართველოს სარეკლამო ფესტივალს;

საქართველოს რეკლამის ასოციაციის ჩამოყალიბება ნამდვილად იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი ამდენი უარყოფითი ემოციის ფონზე. მე კარგად ვიცი ასეთი პროფესიული ასოციაციის ძალა. არა მხოლოდ ზუსტად ვიცი რა სჭირდება ამ საქმეს, არამედ აქამდე სამჯერ გამივლია პროფესიული ასოციაციის შექმნის გზა და ყველა წარმატებით. თუ მე მივიღებ პოზიტიურ გამოხმაურებას საქართველოს წამყვანი სარეკლამო სააგენტოებისგან და/ან დამკვეებისგან, მზად ვარ ამ საქმისთვის გამოვყო დრო ჩემი დაკავებული გრაფიკიდან.


პატივისცემით,

ტარიელ ზივზივაძე
მობ: 577 737 964
marnetllc@gmail.com
www.marketing.ge
www.conference.ge

____________
მასალის კოპირება არაკომერციული მიზნებით დასაშვებია მხოლოდ წყაროს მითითებით.
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება

დაწერილია 05 November, 2011 - 12:58

*
პოპულარული

ვეთანხმები! ასეთი ორგანიზაცია უნდა შეიქმნას აუცილებლად! შენს გვერდით ვარ ამ საქმეში ტარიელ

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 05 November, 2011 - 18:53

მადლობა დავით,

ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის შექმნის ფასილიტაცია მე გავაკეთე თავის დროზე. მხარს მიჭერდა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება. ეს ჩემი მესამე წარმატებული ინიციატივა იყო. მანამდე იყო ბიზნეს ეთიკის ასოციაცია საქართველოში. კიდევ უფრო ადრე კი მარკეტინგის ბიურო.

დღეს საქართველოს ტურიზმის ასოციაცია ძალიან სწრაფად ვითარდება ქვეყნისთვის მეტად პრიორიტეტულ სფეროში რაც მე ძალიან მახარებს!
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#4 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება

დაწერილია 10 November, 2011 - 17:04

*
პოპულარული

ტარიელ, საერთოდ დამაბნიე :) ნუ, ბირმანზე არაფერს ვამბობ, მაგრამ შენი პოზიცია ვერ გავიგე! ანუ? რახან კონტროლის მექანიზმის აუცილებლობაზე საუბრობ უნდა ვიგულისხმო თუ არა, რომ ქართული სარეკლამო კომპანიებისა და კამპანიების უარყოფით მხარეს აღიარებ?
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#5 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 10 November, 2011 - 18:01

ჩემი აზრით ის რაც გვაქვს დღეს სარეკლამო ინდუსტრიაში ეს უბრალოდ რეალობაა ...
რა საჭიროა ზედმეტი ხელის გაშვერა? ისედაც ხომ ნათელია, რომ სიტუაცია დაულაგებელია?
დააკვირდი: მე ვამბობ ”დაულაგებელი” და არ ვიყენებ ისეთ სიტყვებს როგორსაც ბევრი იყენებს
სხვა საკითხია ეს ვის ყბაში ჩავარდება და როგორ განიხილავენ ამ საკითხს

საქართველოს რეკლამის ასოციაცია - გამოსავალია ამ სიტუაციიდან. როცა დარგის მარეგულირებელი პროფესიული ასოციაცია შეიქმნება, ის დაადგენს წესებს და სათქმელს ის იტყვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. სხვა რეალური გამოსავალი ამ და ამდაგვარი სიტუაციებიდან არ არსებობს
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#6 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 10 November, 2011 - 19:33

ბატონებო, თუ არ ვცდები რამდენიმე წლის წინ არსებობდა ამგვარი ორგანიზმი (ზუსტად დასახელება არ მახსოვს)....
მართალია მისი მიზნები იმ დროისათვის განსხვავებული იყო, თუმცა დარგში წესრიგის დამყარების მცდელობა ნამდვილად არსებობდა.
იდეა ნამდვილად მისაღებია და მეტიც :)
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 10 November, 2011 - 21:56

გამარჯობა შალვა,
საინტერესოა, ამ დარგში [სარეკლამო ინდუსტრიას ვგულისხმობ] რამე ორგანიზაცია არსებობდა და მე არ ვიცი ამის შესახებ?
ესე იგი ან არ არსებობდა, ან ძალიან იმპოტენტი ორგანიზაცია იყო lol :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#8 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 12 November, 2011 - 12:51

ტარიელ მოგესალმები,
თუ არ ვცდები ეს იყო 2000-2001 წლებში.
მართალი გითხრა მე შეხება არ მქონი ამ ორგანიზაციასთან. როცა სარეკლამო ინდუსტრიაში შემოვდგი ფეხი მაშინ გავიგე.
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#9 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 12 November, 2011 - 15:33

CIFA-ს ხომ არ გულისხმობ?
მე მახსოვს ეს სარეკლამო კონკურსი და თან ძალიან კარგად ...
თუმცა მის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share