ბოლო 2 კვირის განმავლობაში facebook-ში განსაკუთრებით ვაკვირდები უცხოური სარეკლამო რგოლების რბილად რომ ვთქვა ”ქართულად ადაპტირებული” ვარიანტების ირგლივ საუბრებს. ვერ ვიტყვი ვინ ”შემოაგდო” თემა პირველად, მაგრამ რამოდენიმე ფაქტი ნამდვილად მახსენდება:
- გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც საშა კაცმანი, საქართველოს ბანკის წარმომადგენელი, საუბრობს კამპანია ”იგრძენი მომავალი”-ს კონცეფციის შესახებ;
- გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც მოცემულია 5 ქართული კომპანიის რეკლამა და მათ გვერდში მათივე უცხოური ვარიანტები. რგოლების განლაგება და თავად ვიდეო ფაილი ატარებს ერთ მთავარ იდეას, თუ რა ”ცუდები” არიან ქართული კომპანიები რომლებიც სარეკლამო კონცეფციის იდეებს ”იპარავენ” უცხოური კომპანიებისგან. აშკარად იგრძნობა, რომ ამ თემაზე საქმის მცოდნეს უმუშავია, რგოლების მოძიება-დაწყვილებას ვგულისხმობ;
- გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც მოცემულია დექსუსის სარეკლამო რგოლი და მისი უცხოური ვარიანტი, პრინციპში ”დედააზრი” იგივეა ... ოღონდ ალბათ უფრო ნათელი.
მოგეხსენებათ სოციალური ქსელის ”წყობა”. თემა მაშინვე ჩავარდა სარეკლამო სფეროს პროფესიონალების, მოყვარულების, დილეტანტების და რაც მთავარია უცოდინართა მთელი არმიის ყბაში.
მე ”ნეიტრალური მხარე” ვარ, არც რომელიმე სარეკლამო კომპანიას წარმოვადგენ და არც რომელიმე დამკვეთს, ვარ ამ სფეროს პროფესიონალი და ამ სტატიაში მინდოდა ჩემი აზრი დამეფიქსირებინა თუ რომელია პლაგიატი, ”copy/paste”, მოპარული და ა.შ. ... მაგრამ ვფიქრობ არ ღირს, მსგავს განხილვებს არსად მივყავართ გარდა ერთისა: გავახარებთ იმას, ვინც კონკურენტს უთხრის ძირს და უმიზნოდ დავძაბავთ სიტუაციას.
ნუთუ პლაგიატია საქართველოში რეკლამის მთავარი პრობლემა? თუ ”copy/paste”? თუ იდეების ”მოპარვა”? თუ ის რომ მცირე ბაზარია და ყველა ”იაფ” გამოსავალს ეძებს? საქართველოში სარეკლამო სფეროში არსებულ პრობლემათაგან შეიძლება მრავალი გამოვყოთ, მაგრამ ჩემი აზრით უმთავრესია შემდეგი: არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც თამაშის წესებს დაადგენს და ყველა მოთამაშეს მათ დაცვას მოთხოვს სარეკლამო სფეროში.
მინდა გამოსავალი შევთავაზო პროფესიონალებს: შევქმნათ შევქმნათ საქართველოს რეკლამის ასოციაცია. საქართველოს რეკლამის ასოციაცია გააერთიანებდა პროფესიონალებს შემდეგი სამი მიზნით:
- ”თამაშის წესების” დადგენა სარეკლამო სფეროში მოღვაწეთათვის;
- სარეკლამო სააგენტოების, პროფესიონალების და მსხვილი დამკვეთების წევრებად გაერთიანება;
- ყოველწლიურად ჩაატარებდა საქართველოს სარეკლამო ფესტივალს;
საქართველოს რეკლამის ასოციაციის ჩამოყალიბება ნამდვილად იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი ამდენი უარყოფითი ემოციის ფონზე. მე კარგად ვიცი ასეთი პროფესიული ასოციაციის ძალა. არა მხოლოდ ზუსტად ვიცი რა სჭირდება ამ საქმეს, არამედ აქამდე სამჯერ გამივლია პროფესიული ასოციაციის შექმნის გზა და ყველა წარმატებით. თუ მე მივიღებ პოზიტიურ გამოხმაურებას საქართველოს წამყვანი სარეკლამო სააგენტოებისგან და/ან დამკვეებისგან, მზად ვარ ამ საქმისთვის გამოვყო დრო ჩემი დაკავებული გრაფიკიდან.
პატივისცემით,
ტარიელ ზივზივაძე
მობ: 577 737 964
marnetllc@gmail.com
www.marketing.ge
www.conference.ge
____________
მასალის კოპირება არაკომერციული მიზნებით დასაშვებია მხოლოდ წყაროს მითითებით.

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!


