ნახტომი


- - - - -

სოციალური ქსელი VS ფორუმი VS ბლოგი: ნაწილი I


გამოხმაურებათა რაოდენობა: 6

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 09 November, 2011 - 23:11

მოკლავენ თუ არა საბოლოოდ სოციალური ქსელები ფორუმებს? ბლოგებს? რა პერსპექტივა აქვს თითოეულს? რატომ ”კი” და რატომ ”არა” რომელიმე მათგანს? მოდით სრულფასოვნად შევადაროთ ეს სამი ”ინსტრუმენტი” ...

რატომ ”ინსტრუმენტი”? სწორედ იმიტომ, რომ ტექნოლოგია ჩვენ - ადამიანებს და კომპანიებს უნდა გვემსახურებოდნენ და არა პირიქით. არ იფიქროთ, რომ მე რომელიმეს ”მომხრე” ვარ ან პირიქით. ყოველ ინსტრუმენტს თავისი დადებითი მხარეები და შეზღუდვები აქვს ისევე როგორც ყოველი გამოყენების გარემოებაა უნიკალური. რა რას და როგორ “ერგება” ან როგორ “მოარგებ” ეს უკვე ”მომრგებზეა”. მე მაქვს ჩემი სადისკუსიო საიტი, სტატიკური საიმიჯო საიტი, ბლოგი, ვარ არაერთ ფორუმზე და სოციალური ქსელში. სხვადასხვა ინსტრუმენტს ვიყენებ, მაგრამ თითოეულს თავისი მიზანი და დანიშნულება აქვს ჩემს ”არსენალში”. ამ სტატიაში ვისაუბრებ სამივეზე და შევადარებ მათ ერთმანეთს კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით.


როგორც საკომუნიკაციო ინსტრუმენტი ...

დავიწყოთ იმით, რომ თავად ინტერნეტი, ისევე როგორც მასში არსებული ”ინსტრუმენტების” უმრავლესობა საკომუნიკაციო მიზნებისათვის შეიქმნა. სოციალური ქსელიც, ფორუმიც და ბლოგიც სწორედ რომ ადამიანებს შორის კომუნიკაციას ემსახურებიან. სამივეს საფუძველში კი ტექნოლოგიაა, რომელიც უსწრაფესად ვითარდება.

სოციალური ქსელი უნივერსალური კომუნიკატორია. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ facebook-ში თავისი კუთხე 2011 30 ივნისის მდგომარეობით 710 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს უკვე [წყარო]. რა არის ამის მიზეზი? პასუხი მარტივია: სოციალური ქსელი დღეისათვის ყველაზე დანახარჯ-ეფექტურად აკმაყოფილებს ადამიანის საჭიროებას ყოველდღიურ კომუნიკაციაზე. თუ offline ჩვეულებრივ 12-მდე მეგობართან შეიძლება გექნეს მაღალხარისხიანი მეგობრული ურთიერთობა, სოციალური ქსელი ამ რიცხვს მინიმუმ 15-ჯერ ზრდის. უბრალოდ გადახედეთ თქვენი მეგობრების სიას offline და online. სოციალურ ქსელებში ჩართული ადამიანების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, მათ შორის კომუნიკაცია კი სულ უფრო და უფრო ადვილი ხდება. ადამიანები ფაქტიურად ”მიერთებულები” არიან სოციალურ ქსელებთან და ამ გზით ერთმანეთთანაც.

როდემდე გაგრძელდება სოციალური ქსელების მომხმარებელთა ზრდა? ზედა ზღვარი ალბათ პლანეტა დედამიწაზე ადამიანთა რაოდენობაა. რამ შეიძლება დააკმაყოფილოს ადამიანის საჭიროება ყოველდღიურ კომუნიკაციაზე სოციალურ ქსელზე უკეთ? ოოო, ამ შეკითხვას ალბათ სფეროს მრავალი პროფესიონალი სვამს და მათ უდიდესი ნაწილი ჯერჯერობით პასუხს ვერ პოულობს.

ფორუმებმა, იგივე სადისკუსიო დაფებმა, თავის დროზე გადატრიალება მოახდინეს. ისინი მასიურად 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდნენ, ამ ათასწლეულის დასაწყისში კი [Web 2.0 ”გამოჩენამდე”] აღზევდნენ. თუმცა სოციალური ქსელების გამოჩენის პარალელურად დაიწყო ფორუმების განვითარების შენელება, ამას მოჰყვა შეჩერება და დაიწყო ვარდნა, რომელიც დღემდე გრძელდება. დროთა განმავლობაში მცირე ფორუმები გაქრებიან ან ვიწრო სპეციალიზირება მოუწევთ, დიდები კი ძნელად მაგრამ ალბათ მაინც მოახერხებენ გადარჩენას ისევ და ისევ დიდი აუდიტორიის ხარჯზე. ამის დასტურად საქართველოს მაგალითიც საკმარისია. პირადად ვაწარმოებდი ქართულ ფორუმებზე დაკვირვებას 2003 წლიდან. იყო პერიოდი, როცა ჩემს ფავორიტებში ქართული ფორუმების ბმულების რაოდენობამ 250-ს მიაღწია, მაგრამ დღეს მათი 90%-ზე მეტი აღარ არსებობს. ერთი რამ ყველასთვის ნათელია: წმინდა საკომუნიკაციო თვალსაზრისით ფორუმი აშკარად ჩამოუვარდება სოციალურ ქსელს. აუდიტორია შეზღუდულია, ზრდის ტემპიც დაბალია და რაც მთავარია სოციალური ქსელის სახით მძიმეწონიანი კონკურენტი ჰყავს.

ბლოგი თავიდან ჩაფიქრებული იყო როგორც პირადი ონლაინ დღიური, თუმცა მისი გამოყენება გაცილებით მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ესეც Web 2.0 -ის პირმშოა, თუმცა საკომუნიკაციო თვალსაზრისით პირველ ორთან შედარებით შეზღუდული ფუნქციებით და უფრო შეზღუდული გამოყენებითაც. ბლოგის ავტორი წერს [ან ავტორთა ჯგუფი], მკითხველი კი კითხულობს და იშვიათ შემთხვევაში აკეთებს კომენტარს. სისტემურად შეზღუდულია ორმხრივი კომუნიკაცია და აუდიტორიის ჩართულობა, რაც ამცირებს როგორც ავტორთა, ასევე მკითხველთა მოტივაციას რომ ბლოგის არსებობა შეინარჩუნონ გრძელვადიან პერსპექტივაში.


როგორც საკომუნიკაციო ინსტრუმენტი ინდივიდისათვის ...

სოციალური ქსელი საშუალებას იძლევა ჩვენი მეგობრების შესახებ მუდმივად ვიყოთ საქმის კურსში, ადვილად შევეხმიანოთ, მივულოცოთ დაბადების დღე, შევუქოთ მიღწევა, დავათვალიეროთ სურათები და ა.შ. უმეტესობა თვითონაა თავისი სახელით წარმოდგენილი და სხვაში არ აგვერევა. კი მართალია მომაბეზრებელია დაlikeების და დაshareების თხოვნები, ისევე როგორც მესიჯები შინაარსით ”lamazoooo”, “ulamazesoo”, “sayvarelooo” და ა.შ. უშინაარსო გამოხმაურებები, მაგრამ განა ეს ის არაა, რისთვისაც სოციალური ქსელი არსებობს J? იგი ნამდვილად მისწრებაა ისეთი ადამიანისათვის, ვისთვისაც ურთიერთობა სულიერი საზრდოა!

ფორუმი - აქ საქმე შედარებით რთულადაა. ტექნიკურად და ტექნოლოგიურად ფორუმის ძრავი დიდ ვერაფერ შესაძლებლობებს გთავაზობს და მეტად შეზღუდულია როგორც აუდიტორიის ასევე განვითარების თვალსაზრისით [სოციალურ ქსელთან შედარებით რა თქმა უნდა]. ვის ესაუბრები ხშირ შემთხვევაში არ იცი, ადამიანის შესახებ დიდი-დიდი მეტსახელი და ერთი სურათი შეიძლება იყოს ხილვადი, არ იცი საიდან ”მოდის”, რა პროფესიისაა, ესმის თუ არა ის საკითხი რასაც ეხმაურება და ა.შ. მეგობრებთან დაკავშირებისა და მათთან ”ხაზზე დარჩენის” კუთხით ფორუმი ნამდვილად არ არის იდეალური [გარდა იმ შემთხვევისა თუ რაღაც განსაკუთრებული ფორუმია].

ბლოგი ნამდვილად კარგი ინსტრუმენტია რომ ინდივიდმა საკუთარ აუდიტორიასთან აწარმოო ღია საუბარი, მით უმეტეს თუ რაიმე სფეროს პროფესიონალია [ან უნდა რომ იყოს], წერა შეუძლია და ირგვლივაც პროფესიონალებს შემოიკრებს. ბლოგზე ავტორთა შესახებ ჩვეულებრივ სრული ინფორმაცია დევს. მკითხველთან ადვილად შეიძლება კომუნიკაციის დამყარება და არა მხოლოდ online. მიზნობრივ აუდიტორიასთან დამეგობრებისა და კავშირის შენარჩუნების თვალსაზრისით ბლოგი ნამდვილად კარგი ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს მცოდნე ხელში.


როგორც საკომუნიკაციო ინსტრუმენტი კომპანიისათვის, CRM ...

უკვე კარგა ხანია აქტიურად მიმდინარეობს სოციალური ქსელების ათვისება ბიზნეს კომპანიათა მხრიდან. ეს ხშირ შემთხვევაში განიხილება როგორც CRM-ის [კლიენტებთან ურთიერთობის მართვა] შედარებით იაფი და ეფექტური საშუალება. შეიძლება ადვილად შექმნა კომპანიის გვერდი სოციალურ ქსელში, გამოეხმაურო კლიენტების პრობლემებს და არა მხოლოდ გადაჭრა ისინი, არამედ სხვასაც გააგებინო თუ რაოდენ ”ეფექტური ბიზნესი” ხარ; მოაგროვო ე.წ. Like-ები, აალაპარაკო აუდიტორია, გააკეთო გათამაშებები და ა.შ. ... შესაძლებლობები ნამდვილად უსაზღვროა.

ფორუმის გამოყენება ალბათ უფრო მეტად გამართლებულია თუ აუდიტორია სპეციფიკურია ან/და კომპანიას სურს განხილვები გარე თვალისგან იყოს დაცული. ფორუმის არჩევისას შესაძლოა კომპანიისათვის მნიშვნელოვანი იყოს ის, რომ დომენი, ფორუმი, სერვერი და მომსახურე პერსონალი და ზოგადად კონტროლი კომპანიისაა და დამოკიდებული არ არის მაგალითად სოციალური ქსელის მეპატრონე კომპანიაზე, ფორუმის დიზაინიც კორპორატიულ ფერებში შეიძლება იყოს გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა შეიძლება იყოს სხვა მრავალი მიზეზიც.

ერთ-ერთი განსაკუთრებული მიზეზი, თუ რატომ შეიძლება კომპანიამ ღია ბლოგი გამოიყენოს არის სიახლეების ხშირად მიწოდება საზოგადოებისათვის. ზემო აბზაცში დასახელებული არგუმენტებიც შეიძლება მეტად მნიშვნელოვანი იყოს არჩევანის გაკეთებისას.

კომუნიკაცია ბიზნესისათვის მნიშვნელოვანია, კომუნიკაცია სოციალურ ქსელში ადამიანთა მზარდ რაოდენობასთან კი გაცილებით მნიშვნელოვანი. აუდიტორია, მისი ზრდის ტემპები, მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია, ინფორმაციის ღიაობა, ინტეგრირებულობა შედარებით დაბალ დანახარჯებთან ერთად ალბათ ის რამოდენიმე ძირითადი პარამეტრია, რომელთა გამოც სოციალურ ქსელებს CRM-ის კუთხით ლიდერობა შეიძლება მივაკუთვნოთ ფორუმებთან და ბლოგებთან შედარებით.



SEO & SE მეგობრულობა

SEO - საძიებო სისტემებისათვის ოპტიმიზირება [onpage და offpage] კეთდება იმისათვის, რომ ვებ რესურსი ადვილად მოძებნადი იყოს საძიებო სისტემების მიერ. SE მეგობრული ვებ გვერდი საიტს სტუმართა უფასო ნაკადით უზრუნველყოფს.

ყველა ის შინაარსი, რომელიც სოციალურ ქსელში [იქნება ის ინდივიდის პროფილში არსებული ინფორმაცია, თუ რაიმე სხვა შინაარსი] user და pass-ის მიღმა ძევს, დაფარულია საძიებო სისტემებისათვის. ეს არის ე.წ. deep web. ეს შინაარსი ეკუთვნით ანგარიშის მფლობელებს. საძიებო სისტემების [Google, Yahoo, Bing] ბოტები ვერ აღწევენ user და pass-ის მიღმა. შესაბამისად შინაარსი ვერ ინდექსირდება, რაც გამორიცხავს ”გარედან” სტუმრის შეღწევას. კომპანიის/პროექტის facebook გვერდი გამონაკლისია. იგი ჩვეულებრივ ღიაა და ინდექსირდება საძიებო სისტემების მიერ, თუმცა მისი გავითარება მეტწილად ისევ facebook-ის აუდოტირიის ხარჯზე ხდება, ამიტომ თქვენი ერთადერთი შანსი, რომ გაზარდოთ სოციალური ქსელის შიგნით არსებული თქვენი გვერდის პოპულარობა არის თავად სისტემაში აქტიურობა.

სოციალური ქსელის სისტემა ჩვეულებრივ უზრუნველყოფს ზოგიერთი ინფორმაციის ”გატანას” შეზღუდული და საჯაროდ ხილვადი პროფილის სახით, მაგალითად თქვენი სახელი და გვარი და ა.შ. [ამას თქვენ წყვეტთ თუ რა ”გავა” სისტემიდან], შინაარსისას ვერა. ანუ თქვენი დაწერილი შინაარსი სისტემაშივე ბრუნავს. ამიტომაცაა, რომ Google -ში თქვენი სახელი და გვარით ძებნისას აღმოაჩენთ თქვენს facebook გვერდს, მაგრამ თუ სისტემაში არ შეხვედით [log in] შიგთავსის მხოლოდ მინიმალურ - public ნაწილს ნახავთ. log in -ის გარეშე ვერ ნახავთ ვერც თქვენს გამოხმაურებებს და ვერც თქვენი მეგობრებისას. კომპანიის/პროექტის facebook გვერდი გამონაკლისია და იგი ჩვეულებრივ ”გარედანაც” მისაწვდომია.

თუ თქვენი მიზანი არის SEO & SE მეგობრული გვერდის გაკეთება დაივიწყეთ სოციალურ ქსელში კომპანიის გვერდის აწყობა და განვითარება [აღარაფერს ვამბობ პროფილზე, რომლის გამოყენება ბიზნეს მიზნებისათვის უბრალოდ არღვევს facebook-ის გამოყენების წესებს]. ეს დიდი რისკია სამომავლოდ. შეიძლება იფიქროთ მაგალითად, რომ გამოხმაურებების ხშირი დაწერა ერთ-ერთი გამოსავალია, მაგრამ აქაც არის ”ბუნებრივი” ზღვარი. გარდა ამისა მეგობრების რაოდენობის ზრდა გზავნილებების დიდ ნაკადს წარმოშობს, რაც სისტემაში თქვენი გზავნილის ხილვადობას სულ უფრო ამცირებს და მეგობრის ”თვალში ჩავარდნის” ალბათობაც მნიშვნელოვნად მცირდება.

ფორუმი უკვე დიდი ხანია გადაიქცა SEO & SE მეგობრულ ინსტრუმენტად. ოპტიმიზირებული ფორუმი დიდი ძალაა. პირადად ჩემს მაგალითზე შემიძლია ვიმსჯელო თუ რა დიდად სასარგებლოა უფასო აუდიტორია, რომელიც საძიებო სისტემებს მოჰყავთ, ისევე როგორც თუ როგორი კატასტროფაა ამ ნაკადის დაკარგვა. ფორუმები დიდი ხანია რაც დამატებითი მოდიფიკაციების მეშვეობით გადაიქცნენ საძიებო სისტემებისადმი უაღრესად მეგობრულ რესურსებად.

ბლოგი კიდევ უფრო მეტად ოპტიმიზირებულია ვიდრე ფორუმები და საიდუმლო თვით ბლოგის სტრუქტურასა და დანიშნულებაშია. ისეთი ძრავები როგორიცაა Wordpress.com და მრავალი სხვა იდეალურ შესაძლებლობებს გვთავაზობენ საიტის აუდიტორიის საძიებო სისტემებიდან მოზიდვის კუთხით. ბლოგის მთავარი საიდუმლო ორიგინალური შინაარსის მქონე უნიკალური გვერდების დიდი რაოდენობაა, რაც უკეთ ოპტიმიზირების გასაღებია.



სტატიის მეორე ნაწილში შედარება შემდეგი კრიტერიუმებით გრძელდება:

- შინაარსის ”სიღრმე”
- შინაარსის და აუდიტორიის კონტროლი
- გამჭვირვალობა, ანონიმურობა, კონფიდენციალობა
- ხარჯების: დრო, ფული, პერსონალი
- მონეტიზაცია



____________
მივესალმები მკითხველის გამოხმაურებას და შეკითხვებს. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ:

ტარიელ ზივზივაძე
მობ: 577 737 964
marnetllc@gmail.com
www.marketing.ge
www.conference.ge

____________
მასალის კოპირება არაკომერციული მიზნებით დასაშვებია მხოლოდ წყაროს მითითებით.

რედაქტორი The Architect, 16 November, 2011 - 19:44.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 10 November, 2011 - 16:16

სალამი ტარიელ, ქართული ბლოგების 99% ლოკალური მნიშვნელობისაა და ლოკალურ ორღობეს ვერ ცდება მარტივი ბარიერების გამო - 99% ქართულენოვანია და მხოლოდ ის 1% წერს ინგლისურად. ფაქტობრივად არ არსებობს (თითზე ჩამოსათვლელი კი არა - არ არსებობს!) რუსულენოვანი ქართული ბლოგი, რაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი პერიოდისთვის უბრალოდ აუცილებელიც კი არის.
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 10 November, 2011 - 16:40

ერთადერთი ადამიანი ვიცი, რომელიც რასაც ახერხებს აკეთებს - ირაკლი ცქიტიშვილი
მას აქვს რუსულენოვანი საიტები აფხაზეთისა და ომის თემაზე ზოგადად - http://abkhazeti.info/
პრინციპში საინფორმაციო საიტია, მაგრამ რამდენადაც ვიცი თვითონ აკეთებდა მარტო და ბლოგის ფუნქციასაც ითავსებს ამავდროულად
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 Nino Rostomashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 20 გამოხმაურება
3

დაწერილია 11 November, 2011 - 19:13

ქართული ბლოგებიდან არის კიდევ ერთი პოპულარული ბლოგი, მგონი soxumu ჰქვია.

#5 Badri Molashkhia

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 41 გამოხმაურება
3

დაწერილია 18 November, 2011 - 14:59

ძალიან საინტერესო თემაა...
ვისურვებდი მეტი გამოხმაურება ჰქონდეს....

#6 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,543 გამოხმაურება
1

დაწერილია 15 December, 2011 - 13:11

როცა საინფორმაციო ომია ქვეყნებს შორის, აუცილებელი და მნიშვნელოვანია განსაკუთრებით რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი ბლოგერების რაღაცნაირად კონსოლიდირება და წახალისება...როგორ შეიძლება ამისი გაკეთება, ეს უკვე დასაფიქრებელია...შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც დავაფიქსირე ჩემი აზრი...
Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 25 December, 2011 - 14:55

რაღაც ”უცნაურად” წავიდა ამ თემაში მსჯელობა

აქ სამი ინსტრუმენტის შედარებაა და არა კონკრეტული ბლოგების მაგალითების მოყვანა :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share