ნახტომი





- - - - -

"SEO" ლექსიკონი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 4

#1 Nino Rostomashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 20 გამოხმაურება
3

დაწერილია 12 November, 2011 - 15:41

*
პოპულარული

გამარჯობა ტარიელ, მივესალმები კონფერენციის ყველა წევრს. პირველ რიგში ტარიელ თუ არის შესაძლებელი რომ ის წინა თემა ამ თემასთან გაერთიანდეს. ეხლა რაც შეეხება ლექსიკონს. გავაკეთე პირობითად "SEO" ლექსიკონი, რომელიც შეეხება ინტერნეტ მარკეტინგში საჭირო ტერმინების განმარტებს.ვიდეოში ვხსნი ლექსიკონის მისიას და მიზანს. კითხვები, შენიშვნები, შეგიძლიათ დამიწეროთ ამ თემაში.

......................................


........................................................................"SEO" ლექსიკონი

რედაქტორი Nino Rostomashvili, 12 November, 2011 - 15:42.


#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 12 November, 2011 - 16:47

რამოდენიმე შენიშვნა:

1. ერთია ინტერნეტ მარკეტინგი და მეორეა SEO, კიდევ ერთი სახელწოდებაა ონლაინ მარკეტინგი. ინტერნეტ მარკეტინგი გულისხმობს მარკეტინგულ საქმიანობას ინტერნეტში. ონლაინ მარკეტინგი პრაქტიკულად გულისხმობს არა მხოლოდ ინტერნეტს, არამედ ისეთი საშუალებებით მარკეტინგს, რომელიც დისტანციურად ხორციელდება, მაგრამ შეიძლება არა ინტერნეტით. SEO არის ძალიან ვიწრო მიმართულება, რომელიც საძიებო სისტემებისათვის ოპტიმიზირებას გულისხმობს. უნდა გადაწყვიტო რა არის შენი მიზანი, რომლის ლექსიკონს აკეთებ.

2. ასევე უნდა დააზუსტო რატომ აკეთებ. მიზნის ნაწილში ამბობ, რომ გსურს ხალხმა ისწავლოს ტერმინები. მაგრამ შენ რატომ აკეთებ ამას? რაში გადარდებს ეგა? ან იმ ხალხმა რატომ უნდა ისწავლოს? SEO ტერმინების სწავლა რაში გამოადგება რეალურად?

3. ლექსიკონს თუ აკეთებ ეს სერიოზული საქმეა და უნდა მიუთითო პირადი რა ცოდნა და გამოცდილება გაქვს ამ კუთხით, რომ აუდიტორიას დაგიჯეროს. თუ ლექსიკონი მხოლოდ ნათარგმნია ეს ერთია, მაგრამ თუ ტერმინის განმარტებას პრაქტიკული გამოცდილებით გაამყარებ ეს სულ სხვა დონეა

4. მუსიკა დაამშვენებდა ტექსტის კითხვას. ტექსტი ჯობია ნელა წაიკითხო. აუდიო ლექსიკონს აკეთებ, ვიდეო ლექსიკონს თუ ტექსტურ ფორმაში ლექსიკონს? თან რაღაც ზუზუნი გასდევს აუდიოს.

ჯერჯერობით ესაა სულ :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#3 Nino Rostomashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 20 გამოხმაურება
3

დაწერილია 12 November, 2011 - 17:29

ვიდეოში ვამბობ, რომ პირობითად SEO ლექსიკონს ვარქმევ და ეს იქნება ზოგადად ინტერნეტ მარკეტინგის ლექსიკონი. რაც შეეხება თუ რატომ "SEO" ლექსიკონი... ეს იმიტომ, ტარიელ, რომ ამ ლექსიკონის შექმის იდეა წამოვიდა seo.ge-დან, რათა დამწყებებს დავხმარებოდით.

ციტატა

ერთია ინტერნეტ მარკეტინგი და მეორეა SEO

ძალიან ცდებით, ტარიელ. SEO ინტერნეტ მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ციტატა

ასევე უნდა დააზუსტო რატომ აკეთებ. მიზნის ნაწილში ამბობ, რომ გსურს ხალხმა ისწავლოს ტერმინები. მაგრამ შენ რატომ აკეთებ ამას? რაში გადარდებს ეგა? ან იმ ხალხმა რატომ უნდა ისწავლოს? SEO ტერმინების სწავლა რაში გამოადგება რეალურად?

უნივერსიტეტში რომ აბარებს ბავში, რატომ აბარებს? იმედი აქვს, რომ მიღებული ცოდნით კარიერას შეიქმნის ხო? ხოდა, ეს ლექსიკონი ხელს შეაშველებს ყველა ინტერნეტ მარკეტინგის სწავლის მსურველს. რაც შეეხება რაში მადარდებს ეგ.... ეს არის გულწრფელი დახმარების სურვილი.

ციტატა

ლექსიკონს თუ აკეთებ ეს სერიოზული საქმეა და უნდა მიუთითო პირადი რა ცოდნა და გამოცდილება გაქვს ამ კუთხით, რომ აუდიტორიას დაგიჯეროს. თუ ლექსიკონი მხოლოდ ნათარგმნია ეს ერთია, მაგრამ თუ ტერმინის განმარტებას პრაქტიკული გამოცდილებით გაამყარებ ეს სულ სხვა დონეა

ეხლა, ტარიელ, ზედმეტ მატრაკვეცობად მგონია ჩემი მხრიდან ანგარიშების სქრინების დადება, ყოველშემთხვევაში იმ აუდიტორიამ, ვინც ჩემს გაკვეთილებს სწავლობს ძალიან კარგად იცის და საერთო პროექტებზეც გვიმუშავია.

ციტატა

თუ ლექსიკონი მხოლოდ ნათარგმნია ეს ერთია

ხომ არსებობს ინგლისური "მსგავსი" ლექსიკონები. დამიჯერეთ, ტარიელ, რომ ასეთი სრულყოფილი ინგლისურენოვან SEO სასწავლო კურსებშიც არ შექმნილა. ეს ლექსიკონი არის 0-დან ჩემი დაწერილი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.

რედაქტორი Nino Rostomashvili, 12 November, 2011 - 17:35.


#4 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 12 November, 2011 - 18:47

ციტატა

ერთია ინტერნეტ მარკეტინგი და მეორეა SEO

სხვა რამ ვთქვი მე. კერძოდ ის, რომ თავისი მნიშვნელობით ტერმინები სხვადასხვა რამეს ნიშნავს, თორემ SEO რომ ინტერნეტ მარკეტინგის ნაწილია ამას რად უნდა ბაასი :) მნიშვნელობის მხრივ კი რეალობა მუდმივად იცვლება. ინტერნეტ მარკეტინგში გამოყენებული ყველა ინსტრუმენტის მნიშვნელობა დამოკიდებული ყველაზე მეტად არის დასმულ ამოცანაზე. ზოგ ამოცანაში SEO საერთოდ არ არის პრიორიტეტი, ზოგში კი გადამწყვეტია. სულ სხვაა რას ვაკეთებდი 2002-2004 წლებში, სულ სხვაა დღევანდელი რეალობა. საქმეა იქამდეა დღეს მისული, რომ თუ კონკრეტულ საქმეზე არ საუბრობ ადამიანი, საუბარს იმდენად თეორიული ხასიათი ეძლევა, რომ აზრი ეკარგება. პირადად ჩემთვის ასეა.

სულ სხვაა როცა საკუთარი სალექციო პროგრამისთვის აკეთებ მასალას და სულ სხვაა როცა ფართო აუდიტორიისათვის. საკუთარ წრეში ბევრი მტკიცება არ გჭირდება. ფართო აუდიტორია კი მოგთხოვს იმას, რასაც ჰქვია credentials ... ამ საკითხს არ უნდა შეხედო როგორც თავის გამოჩენას. ამას მე მაგალითად ვუყურებ ასე: ”ეს ადამიანი რომ ჭკუას მარიგებს, თვითონ რა გაუკეთებია?”. ასეთ შეკითხვას ბევრი დასვამს და ამ პუნქტს ჩახედავენ პირველ რიგში. მერწმუნე და მზად უნდა იყო წინასწარ.

ნათარგმნში მე ასეთი რამ ვიგულისხმე: როცა ერთი წყაროდან იღებ ერთი ტერმინის განმარტებას და პირდაპირ თარგმნი, მეორე წყაროდან მეორე ტერმინის განმარტებას და ა.შ. აგროვებ ტერმინებს და მათ განმარტებებს. მე არც მიფიქრია რომ რომელიმე მზა ლექსიკონი თარგმნო. ამას თარგმნის გარდა უფლების მოპოვებაც უნდა. ეს შეიძლება არც ისე ადვილი იყოს. საკუთარ გამოცდილებას რა ფორმით დაუმატებ ეს რთული საქმეა მითუმეტეს ლექსიკონში. ახალ ტერმინს დაამატებ მსოფლიო ტერმინოლოგიას? თუ პრაქტიკულ მაგალითებზე საუბრობ ეს უკვე სხვაა, ლექსიკონი განმარტებების ერთიანობაა პირველ რიგში. თუმცა გააჩნია რა ფორმატში გააკეთებ.

მე მგონი ეხლა უფრო გასაგებია შენი მიზანი ჩემთვის: გაქვს სასწავლო კურსი და სასწავლო მიზნებისათვის აკეთებ დამხმარე მასალას. გაქვს ბუნებრივი პროფესიული ინტერესი. სწორად მივხვდი?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#5 Nino Rostomashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 20 გამოხმაურება
3

დაწერილია 12 November, 2011 - 18:57

სწორედ მასეა ტარიელ, ეს არის დამხმარე მასალა ჩემი სასწავლო კურსის რომელიც გაგრძელდება. მე შემოდგომში მომიწევს ტერმინებით საუბარი ვიდეობში და სტატიებში და ფიზიკურად შეუძლებელია ყველა ტერმინს ყველა სტატიაში განმარტება დავუწერო. + ამას ეს ლექსიკონი ბევრს გაუხსნის გონებას და დაანახებს ძირითად პრინციპებს. ზოგადად SEO არის პროცესი და პრაქტიკა, თეორიული ცოდნა ძალიან ცოტას უდრის. 1 თვის წინ რომ რაღაც მუშაობდა SEO-ში დღეს შეიძლება შეცვლილია. ჩემს ლექსიკონშიც ვეცადე რომ "რადიკალური" რჩევებისგან თავი შემეკავებინა და SEO-ს და ინტერნეტ მარკეტინგის ძირითად პრინციპებზე ამეგო.
ეხლა შემდეგი სერიის დროა, დაგეგმილი მაქვს უკვე ყველაფერი და უახლოეს მომავალში განვახორციელებ.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share