ნახტომი


- - - - -

+1 ღილაკი: დააწკაპუნეთ, არ იკბინება!


გამოხმაურებათა რაოდენობა: 6

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 15 November, 2011 - 16:22

*
პოპულარული

+1 ღილაკი: დააწკაპუნეთ, არ იკბინება!

მინდა მოკლედ და გასაგებად აღვწერო თუ რას ნიშნავს +1 ღილაკი, რომელიც დიდი ხანია გვხვდება სხვადასხვა ვებსაიტზე. ზოგს იგი აბნევს, ზოგი კი მშვენივრაც ხვდება რა უნდა გაკეთოს თუ გვერდი მოეწონება. და სანამ გაგრძელებთ მარჯვნივ გახედეთ, და +1 ღილაკზე დააწკაპუნეთ, ნამდვილად არ იკბინება ... :) ... რაო, არ წაიღო? მაშინ წაიკითხე ქვემოთ ...

აბა მსოფლიო გიგანტი რაღა გიგანტია ერთი სოციალური ქსელი თუ არ ექნა ... ჰოდა ერთ დღესაც Google-მაც გადაწყვიტა გაეკეთებინა თავისი სოციალური ქსელი სახელად Google +. ”ხილი” ჯერ კიდევ ახალია და ეხლა შედის ”მასებში”. რა თქმა უნდა ჯობდა ამდენი არ ეწვალა და თავის დროზე იაფად ეყიდა facebook სანამ ამის შანსი ჰქონდა, მაგრამ გიგანტებიც უშვებენ შეცდომებს, შემდეგ კი ამ შეცდომის გამოსწორება უკვე მეტად ძვირი ჯდება, განსაკუთრებით დღეს, როცა facebook უკვე ძალიან დიდი და ძალიან ძვირია.

როგორ დაიწყოთ +1 სარგებლობა?
იმისათვის რომ ისარგებლოთ +1 ფუნქციით და რეკომენდირება გაუწიოთ თქვენთვის საინტერესო გვერდებს მთელს ინტერნეტში და თქვენს მეგობრებში საჭიროა დარეგისტრირდეთ https://plus.google.com/ -ზე. ეს მეტად ადვილია. ამის შემდეგ თუ რომელიმე გვერდი მოგეწონათ და მასზე განთავსებული არის +1 ღილაკი, დააწკაპუნე მასზე და მთელს ინტერნეტს/თქვენს Google + მეგობრებს შეატყობინეთ რომ ეს გვერდი ”გამოდგება”.

+1 ღილაკი არსებობს იმისათვის, რომ ვებ გვერდის სტუმარმა საჯაროდ რეკომენდაცია გაუწიო რამე რესურსს და სურვილის შემთხვევაში ეგრევე დააshareოს Google + სოციალურ ქსელში არსებულ თავისივე პროფილში.

მაგრამ კიდევ არის რაღაც ... მეტად მნიშვნელოვანი რაღაც, რაც +1-ით კეთდება

SEO უპირატესობა
დამატებითი კონკურენტული უპირატესობის შექმნისათვის Google-მა სოციალური ქსელი და +1 ფუნქცია მიაბა საძიებო სისტემაში კონკრეტული ვებგვერდის რეიტინგის გამოთვლის ალგორითმს. ვებ გვერდისთვის +1 მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია საძიებო სისტემებში ოპტიმიზირების კუთხით. რაც მეტი +1 აქვე გვერდს, სხვა თანაბარ პირობებში მით მაღალი იქნება მისი რეიტინგი ინტერნეტში Google-ის საძიებო სისტემაში კონკრეტული საკვანძო სიტყვებით მოძიების განხორციელების დროს. აქვე უნდა ითქვას მნიშვნელოვანი რამ: +1 ფუნქცია არის ვებ გვერდის აღიარება ადამიანის მიერ, ერთგვარი მინიჭებული უპირატესობა, რაც კარდინალურად განსხვავდება SEO-ს აქამდე არსებულ ინსტრუმენტებს შორის.

რა უნდა გააკეთოთ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ?
თუ ყველაფერი გასაგებია და კმაყოფილი ბრძანდებით ...

1. დარეგისტრირდეთ https://plus.google.com/ -ზე
2. დაბრუნდით www.conference.ge –ზე და რა გვერდზეც მოხვდებით ყველგან +1 ღილაკზე დააწკაპუნეთ :)
3. შემდეგ შებრძანდით www.marketing.ge ზე და იქაც დააწკაპუნეთ +1 ღილაკზე :)

მადლობა შეგიძლიათ ასე გადამიხადოთ :)

თანდართული ფაილ[ებ]ი

  • თანდართული ფაილი  +1.gif (570ბაიტი)
    ჩამოტვირთვების #: 13

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 21 November, 2011 - 23:42.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 Maiko Lomtatidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 40 გამოხმაურება
1

დაწერილია 16 November, 2011 - 14:21

*
პოპულარული

:) :) :)

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 16 November, 2011 - 19:36

მაიკო :)

დიდი მადლობა ყველას
+16 უკვე იმას ნიშნავს, რომ ამ სტატიას ეფექტი ჰქონდა :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 Shako Baxia

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 April, 2012 - 22:47

Google + s 18 mde daregistrireba ro qondes ufro bevri momxmarebeli eyoleboda, ver vxvdebi ratom ar aketeben :)

#5 Andro Meskhoradze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 90 გამოხმაურება
1

დაწერილია 15 June, 2012 - 21:32

იხილე გამოხმაურებაShako Baxia, 10 April, 2012 - 22:47 -ში, განაცხადა:

Google + s 18 mde daregistrireba ro qondes ufro bevri momxmarebeli eyoleboda, ver vxvdebi ratom ar aketeben :)
facebook ზეც ეგრეა როგორც მახსოვს, და ატყუებენ.
პოპულარიზაცია აკლია G+ -ს ცოტა მომხმარებელი ყავს საქართველოდან

Tariel Zivzivadze
გამოქვეყნებული სურათი ჩემგან.

დილით დავამატე ჩემ ფორუმს :)
Audi Club Georgia
საქართველოს აუდის მოყვარულთა კლუბი

http://www.audiclub.ge/
http://forum.audiclub.ge/

#6 GI2GEE

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 1 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 July, 2012 - 00:30

ამ ეტაპზე მართლაც ძნელია უკვე facebook-თან კონკურენცია...
გ+ ძალიან დახვეწილი და ლამაზი სისტემაა...
მაგრამ ფბ იმდენად შესულია უკვე მასებში რომ მის გარეშე წარმოუდგენელია სოციალური ცხოვრება...
მთავრობიდან დაწყებული - რაიმე პატარა ფირმით დამთავრებული ყველა ცდილობს მაქსიმალურად ჩაებას ფბ-ში :))
ფეისბუქი მორიგი სოციალური ქსელი არ არის როგორც hi5, odnoklassniki ან myspace იყო ერთ დროს საქართველოში...
ძალიან ძალიან გაუჭირდება გუგლს კონკურენცია... წარმოდგენაც არ მაქვს როგორ შეიძლება იმოქმედოს რომ ფეისბუქს ლიდერობა წაართვას :)
მარკიც მასე ადვილად არ დანებდება :[-(:

საძიებოსთან ინტეგრაციაზე სასარგებლო ინფორმაცია იყო, დიდი მადლობა!
+1 ჩემგან :=D>: :)) ჩემთანაც დავაყენებ აუცილებლად

#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 21 July, 2012 - 22:48

3-5 წუთი დღეში
facebook მეტს ვერ იღებს ჩემგან
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share