მინდა მოკლედ და გასაგებად აღვწერო თუ რას ნიშნავს +1 ღილაკი, რომელიც დიდი ხანია გვხვდება სხვადასხვა ვებსაიტზე. ზოგს იგი აბნევს, ზოგი კი მშვენივრაც ხვდება რა უნდა გაკეთოს თუ გვერდი მოეწონება. და სანამ გაგრძელებთ მარჯვნივ გახედეთ, და +1 ღილაკზე დააწკაპუნეთ, ნამდვილად არ იკბინება ...
აბა მსოფლიო გიგანტი რაღა გიგანტია ერთი სოციალური ქსელი თუ არ ექნა ... ჰოდა ერთ დღესაც Google-მაც გადაწყვიტა გაეკეთებინა თავისი სოციალური ქსელი სახელად Google +. ”ხილი” ჯერ კიდევ ახალია და ეხლა შედის ”მასებში”. რა თქმა უნდა ჯობდა ამდენი არ ეწვალა და თავის დროზე იაფად ეყიდა facebook სანამ ამის შანსი ჰქონდა, მაგრამ გიგანტებიც უშვებენ შეცდომებს, შემდეგ კი ამ შეცდომის გამოსწორება უკვე მეტად ძვირი ჯდება, განსაკუთრებით დღეს, როცა facebook უკვე ძალიან დიდი და ძალიან ძვირია.
როგორ დაიწყოთ +1 სარგებლობა?
იმისათვის რომ ისარგებლოთ +1 ფუნქციით და რეკომენდირება გაუწიოთ თქვენთვის საინტერესო გვერდებს მთელს ინტერნეტში და თქვენს მეგობრებში საჭიროა დარეგისტრირდეთ https://plus.google.com/ -ზე. ეს მეტად ადვილია. ამის შემდეგ თუ რომელიმე გვერდი მოგეწონათ და მასზე განთავსებული არის +1 ღილაკი, დააწკაპუნე მასზე და მთელს ინტერნეტს/თქვენს Google + მეგობრებს შეატყობინეთ რომ ეს გვერდი ”გამოდგება”.
+1 ღილაკი არსებობს იმისათვის, რომ ვებ გვერდის სტუმარმა საჯაროდ რეკომენდაცია გაუწიო რამე რესურსს და სურვილის შემთხვევაში ეგრევე დააshareოს Google + სოციალურ ქსელში არსებულ თავისივე პროფილში.
მაგრამ კიდევ არის რაღაც ... მეტად მნიშვნელოვანი რაღაც, რაც +1-ით კეთდება
SEO უპირატესობა
დამატებითი კონკურენტული უპირატესობის შექმნისათვის Google-მა სოციალური ქსელი და +1 ფუნქცია მიაბა საძიებო სისტემაში კონკრეტული ვებგვერდის რეიტინგის გამოთვლის ალგორითმს. ვებ გვერდისთვის +1 მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია საძიებო სისტემებში ოპტიმიზირების კუთხით. რაც მეტი +1 აქვე გვერდს, სხვა თანაბარ პირობებში მით მაღალი იქნება მისი რეიტინგი ინტერნეტში Google-ის საძიებო სისტემაში კონკრეტული საკვანძო სიტყვებით მოძიების განხორციელების დროს. აქვე უნდა ითქვას მნიშვნელოვანი რამ: +1 ფუნქცია არის ვებ გვერდის აღიარება ადამიანის მიერ, ერთგვარი მინიჭებული უპირატესობა, რაც კარდინალურად განსხვავდება SEO-ს აქამდე არსებულ ინსტრუმენტებს შორის.
რა უნდა გააკეთოთ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ?
თუ ყველაფერი გასაგებია და კმაყოფილი ბრძანდებით ...
1. დარეგისტრირდეთ https://plus.google.com/ -ზე
2. დაბრუნდით www.conference.ge –ზე და რა გვერდზეც მოხვდებით ყველგან +1 ღილაკზე დააწკაპუნეთ
3. შემდეგ შებრძანდით www.marketing.ge ზე და იქაც დააწკაპუნეთ +1 ღილაკზე
მადლობა შეგიძლიათ ასე გადამიხადოთ
თანდართული ფაილ[ებ]ი
-
+1.gif (570ბაიტი)
ჩამოტვირთვების #: 9
რედაქტორი Tariel Zivzivadze, 21 November, 2011 - 23:42.

დამფუძნებლის მიმართვა


პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!



