ნახტომი





- - - - -

ნაწილი 2: სოციალური ქსელი VS ფორუმი VS ბლოგი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 4

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 16 November, 2011 - 19:41

სანამ ამის კითხვას განაგრძობთ აჯობებს ამ სტატიის პირველი ნაწილი წაიკითხოთ.
თორემ მოგიწევთ გამოიცნოთ, თუ რა ეწერა სტატიის დასაწყისში :)
======================================================


შინაარსის ”სიღრმე”

შინაარსის სიღრმეში ვგულისხმობთ საკითხის განხილვის როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალურ მრავალფეროვნებას, როცა სხვადასხვა საუბრის მონაწილეებს შეუძლიათ სულ სხვადასხვა კუთხით განიხილონ საკითხი და თავისი საფუძვლიანი დასაბუთებები წარმოადგინონ. სამივე ინსტრუმენტი ეფუძნება მოსარგებლის მიერ გენერირებულ შინაარსს, რომელიც ცხადია სოციალურ ქსელზე გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ფორუმზე. ბლოგზე გენერირებული შინაარსი ჩვეულებრივ ორივე კონკურენტს ჩამოუვარდება აუდიტორიის სიმცირის გამო.

თუმცა,
სოციალურ ქსელში თავისი ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია წარმართო საკითხის შინაარსობრივი და საფუძვლიანი განხილვა. არც ფორმატია საამისო და არც აუდიტორიის დიდი მზაობა. აქ ხალხი არის იმისათვის რომ დაისვენონ, გაერთონ და ა.შ. აქ გაშვებული მესიჯების უმრავლესობა უბრალოდ ”ნასროლი” ფრაზებია.

ფორუმი გაცილებით უკეთესი ადგილია საკითხის მრავალმხრივად გასაშლელად და პროფესიონალური განხილვისათვის. ამ კრიტერიუმში ფორუმს ბადალი არ ჰყავს. ფორუმზე ყოველთვის უფრო მეტად ერთგული და მოტივირებული აუდიტორიაა, რომელიც ერთმანეთს უფრო მეტად და საფუძვლიანად დაეხმარება. ეს მახასიათებელი ფორუმების ”გადარჩენის’ კრიტიკული კომპონენტია.

ბლოგი როგორც აღვნიშნეთ ხშირ შემთხვევაში ცალმხრივი საუბარია აუდიტორიასთან, თუმცა ხშირ შემთხვევაში საფუძვლიანი და შინაარსობრივი განხილვაც შეიძლება შედგეს მკითხველებსა და ბლოგერს შორის. თუმცა ეს ალბათ გამონაკლისი უფრო იქნება ვიდრე ყოველდღიურობა.


შინაარსის და აუდიტორიის კონტროლი

სოციალურ ქსელში არსებობს ერთგვარი ბალანსი ქსელის მფლობელსა და მოსარგებლეს შორის. ქსელის მფლობელი კომპანია განსაზღვრავს ფორმატსა და შესაძლებლობებს, მოსარგებლე კი იმას, თუ რას გამოიყენებს და როგორ. მაგალითად თქვენ facebook გიქმნით შესაძლებლობა შექმნათ პროფილი, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული თუ ვის დაიმეგობრებთ. შედეგად იქმნება გარკვეული ჰარმონია კონტროლის კუთხით. მოსარგებლე წყვეტს აუდიტორიის კუთხით თუ ვინ დაიმატოს მეგობრებში, შინაარსის კუთხით კი ვისი ნაწერი გამოჩნდეს მასთან.

ფორუმის ადმინისტრაციას სრული კონტროლი აქვს ყველაფერზე გარდა მოსარგებლის მიერ მომავალში დაწერილი ტექსტისა. მოსარგებლეს მინიმალური შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ ასე ვთქვათ ”თავი დაიცვას” არასასურველი ”გამოხტომებისაგან”. თუმცა ყველა მოსარგებლე თანაბარ პირობებშია ამ მხრივ.

ბლოგის ადმინისტრაციას ასევე სრული კონტროლი აქვს ფორმატზეც და უკვე შექმნილ შინაარსზეც. მოსარგებლის ჩართულობა მინიმალურია და ხშირად მხოლოდ კომენტარით შემოიფარგლება.


გამჭვირვალობა, ანონიმურობა, კონფიდენციალობა

სოციალურ ქსელში აუდიტორიის უდიდესი უმრავლესობა თავისი რეალური ID ინფორმაციით არის წარმოდგენილი. ეს საუბრის ”სისუფთავეს” უზრუნველყოფს და კონფორტულ გარემოს ქმნის. საუბარი მეგობრებისათვის ღიაა, კონფიდენციალური საუბრისათვის კი არის PM.

ფორუმში ინდივიდი თავისი ავატარის მიღმა იმალება და ხშირად ეს ანონიმურობა ბევრისთვის კომფორტულია. ადამიანი ამ დროს უფრო გახსნილად და კრიტიკულად საუბრობს. რამდენად კომფორტულია გარემო ეს ხშირად მოდერატორების დასალაგებელი საკითხია. საუბარი ღიაა, კონფიდენციალური საუბრისათვის კი არის PM. მას შემდეგ რაც რამეს დაწერ, ჩვეულებრივ მასზე კონტროლი მეტწილად ადმინისტრაციაზე გადადის.

ბლოგში მხოლოდ უშუალოდ ბლოგერის ინფორმაციაა წარმოდგენილი. კომენტარის გამკეთებელი ხშირ შემთხვევაში ანონიმური რჩება. მოსარგებლეს და კომენტატორს მასალაზე კონტროლი არ აქვთ.


ხარჯების: დრო, ფული, პერსონალი

გავრცელებული აზრი, რომ სოციალური ქსელების გამოყენება [ანუ რაც იგივეა მათი მეშვეობით კომპანიის საკომუნიკაციო საქმიანობა] ”უფასოა”, მტკნარი სიცრუეა და ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის დეფიციტის ბრალია. ”უფასო” ამ ქვეყანაზე არაფერია. სოციალურ ქსელებში აქტივობა მეტად საპასუხისმგებლო PR და მარკეტინგული საქმიანობაა კომპანიისათვის, რასაც მინიმუმ სჭირდება ცოდნა და კომპანიების თანამშრომლების დრო [სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ]. ცოდნა და დრო კი ფული ღირს, რასაც კომპანია იხდის! ხარჯების ზედა ზღვარი პრაქტიკულად განუსაზღვრელია. მასშტაბი მეტ ადამიანურ რესურსს ითხოვს, რაც ხარჯს გაცილებით ზრდის.

ფორუმისა და ბლოგის შემთხვევაში დომენის და ჰოსტის ხარჯი მეტწილად იგივეა. ფორუმს ლიცენზირებული ძრავი და ყოველწლიური მხარდაჭერის პაკეტის შეძენა სჭირდება [სოლიდური კომპანია სხვაგვარად ვერ მოიქცევა]. ორივე შემთხვევაში საჭიროა ტექნიკური პერსონალი, რომელიც საიტს საჭირო დროს მოუვლის და ადამიანი, რომელიც მასალას პერიოდულად გამოაქვეყნებს. სხვა საკითხია საიტის ინტერნეტ მარკეტინგის ხარჯი, რომელიც ორივე შემთხვევაში უნდა კომპანიამ გაიღოს. ეს თანხა მასშტაბებიდან გამომდინარე წელიწადში შეიძლება 300 აშშ დოლარიდან იწყებოდეს.


მონეტიზაცია

მონეტიზაცია ნიშნავს შემოსავლის მიღებას, ამ შემთხვევაში ვებ რესურსისაგან. საუბარია იმაზე, თუ როგორ შეედრება სოციალური ქსელი, ფორუმსა და ბლოგს მონეტიზაციის თვალსაზრისით. თავიდანვე აღსანიშნავია, რომ მონეტიზაციაში უმრავლესობა გულისხმობს ფულად შემოსავალს, თუმცა მე მინდა სხვაგვრად შევხედო ამ საკითხს. შემოსავალი შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური, ანუ როგორც ფულადი, ასევე არაფულადი. ფულადი შემოსავალიც დიდწილად დამოკიდებულია იმ ბიზნეს მოდელზე, რომელსაც რესურსის ავტორი აირჩევს. არამატერიალური შემოსავლის კუთხით ალტერნატივები გაცილებით უფრო მეტია.

სოციალური ქსელი პრაქტიკულად არ გაძლევს ფულადი შემოსავლის გაკეთების საშუალებას საკუთარი პროფილიდან ან facebook გვერდიდან. პროფილის ან გვერდის მფლობელს უფლება არ აქვს იქ რეკლამა გაყიდოს. ეს ასეც უნდა იყოს პრინციპში, რეკლამა თავად facebook -ის ყულაბას ავსებს.

აქტიურ ფორუმზე და ბლოგზე კი მფლობელს მონეტიზაციის მრავალნაირი მოდელი შეუძლია აირჩიოს იქნება ეს Google Adsense ის განთავსება თუ რომელიმე კომპანიის ბანერის განთავსება. ეს კი რესურსის {თუ აქტიურია] გადარჩენის წყაროს უზრუნველყოფს. მეტიც, შეიძლება თავად რესურსი არ იყოს მომგებიანი ფულადი თავალსაზრისით, მაგრამ ფორუმის ან ბლოგის ავტორი საიტზე შეიძლება თავის პროდუქტს არეკლამებდეს და ირიბად ღებულობდეს შემოსავალს. ეს ზუსტად ისა, რასაც მე პირადად ვაკეთებ.

არამატერიალური შემოსავლებიდან გამოვყოფდი მაგალითად ცნობადობას, იმიჯს, რომლებიც პროფესიონალისათვის ახალი კლიენტების მოზიდვის საშუალება შეიძლება გახდეს. ამ მხრივ სოციალური ქსელიც კარგად შეიძლება იყოს გამოყენებული ისევე როგორც ფორუმიც და ბლოგიც.




მაშ საბოლოოდ რომელი ჯობია?

ყველაფერი დამოკიდებულია დასმულ ამოცანაზე, ანუ ჩემი პასუხი ასეთია: ”გააჩნია რა შემთხვევაში”!

ყველა ჩამოთვლილი კრიტერიუმის მიხედვით გარდა SEO / SE მეგობრულობისა და მონეტიზაციისა სოციალური ქსელი აშკარა და გამოკვეთილი ლიდერია თავისი შესაძლებლობებით და მასშტაბებით როგორც ინდივიდუალური ასევე ბიზნეს მიზნებისათვის. SEO და SE მეგობრულობა სხვა რამოდენიმე პარამეტრთან ერთად ფორუმს და ბლოგს კიდევ დიდი ხანი შეუნარჩუნებს შეუცვლელ როლს შეზღუდული, მაგრამ ექსკლუზიური ინდივიდუალური თუ ორგანიზაციული მიზნების მიღწევის კუთხით.






____________
მივესალმები მკითხველის გამოხმაურებას და შეკითხვებს. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ კოორდინატებზე.
____________
მასალის კოპირება არაკომერციული მიზნებით დასაშვებია მხოლოდ წყაროს მითითებით.

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 16 November, 2011 - 19:52.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 Kote Shengelia

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 7 გამოხმაურება
1

დაწერილია 24 November, 2011 - 02:07

*
პოპულარული

გამარჯობა ტარიელ,

საინტერესო მიმოხილვაა ნამდვილად, თუმცა დასკვნაში, სადაც წერ, რომ სოციალური ქსელი ყველა პარამეტრში ჯობნის ბლოგებს და ფორუმებს გარდა SEO-სა და მონეტიზაციისა, ვერ დაგეთანხმები. პრინციპში წინა მიმოხილვაში თვითონვე გიწერია კიდევ რა უპირატესობები აქვთ ბლოგებს და ფორუმებს.

ფორუმი, რომელსაც მისი ნიშა აქვს არჩეული - თუნდაც ეს (Conference.Ge) ფორუმი, ხომ შეიძლებოდა გვერდად ყოფილიყო წარმოდგენილი ფეისბუქში? რატომ არ მოხდა ასე? მონეტიზაციის და SEO-ს არ-არსებობის დაკარგვის გამო თუ იმიტომ, რომ ფორუმი ბევრად უფრო ორგანიზებული დისკუსიების გამართვის საშუალებას იძლევა, კატეგორიზაციიდან დაწყებული თემების სორტირებით დამთავრებული. Facebook-ზე კი გამოქვეყნებულ მნიშვნელოვან კონტენტს რამდენიმე საათში Like და Game Request ფუნქციები "კედლიდან" აქრობს, სხვა თუ არაფერი.

სოციალური ქსელი ჩემი აზრით იმისთვის უფრო გამოიყენება (კომპანიების მხრიდან), რომ მიმდინარე აქციების, ფასდაკლებების, შეთავაზებების, კონკურსების შესახებ რამდენიმე სიტყვით შეატყობინოს აუდიტორიას. ფორუმს კი, იგივე კომპანია გამოიყენებდა კლიენტებისგან უაღრესად სასარგებლო "Feedback"-ის მისაღებად, რაც რეალურად Facebook-ზე არ ხერხდება.

ბლოგებს რაც შეეხება, Facebook-თან შედარებით, ამასაც აქვს უპირატესობა - კონტენტის დახარისხება იგივე კატეგორიების მიხედვით, საძიებო ფორმით მკითხველისთვის სასურველი პოსტის მოძებნის საშუალება და ა.შ.

დასკვნის ჩემებურ ვარიანტსაც დავამატებ ბარემ:

ასე თუ ისე შენი დასკვნის (პირველი ნაწილის) გადამღერება გამოდის, მაგრამ გაშლა ვამჯობინე:

კომპანიამ, ამ სამი ვარიანტიდან (ფორუმი, ბლოგი, სოციალური ქსელი) ერთ-ერთი კი არ უნდა აირჩიოს მომხმარებელთან კომუნიკაციის დასამყარებლად, არამედ ყველა:

1) სოციალურ ქსელზე გამოაქვეყნებს მიმდინარე აქციებს მსუბუქი ფორმით და მეგობრული მესიჯებით (ასეც ხდება)
2) ბლოგზე გამოაქვეყნებს ისევ მიმდინარე სიახლეებს, თუმცა ფეისბუქთან შედარებით ამ სიახლეების ფორმატი იქნება გაცილებით ამომწურავი, ფორმალური და სოლიდური (ასეც ხდება, თუმცა საქართველოში არა, ჯერ-ჯერობით)
3) ფორუმზე დაამყარებს "ხარისხიან" კავშირს მომხმარებელთან. ფორუმში ჩართული მომხმარებლის რაოდენობა შეიძლება 100-ჯერ ნაკლები იყოს ბლოგზე და მილიონჯერ - სოციალურ ქსელზე, მაგრამ მასში ჩართული ათიოდე მომხმარებელიც კი გარანტიას იძლევა იმისა, რომ შედგება უაღრესად სასარგებლო დისკუსიები (კომპანიისთვის).

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 24 November, 2011 - 09:29

რა თქმა უნდა დასკვნის შენეული ვარიანტიც გამოდგება :)
მე, ვიყენებ ყველაფერს, მაგრამ სათანადო მიზნით

თუმცა მაინც ყველაფერი დამოკიდებულია მიზანზე და რესურსებზე

ისე, მე საქართველოში არცერთი ბიზნეს კომპანია არ ვიცი, რომელსაც თავისი ფორუმი აქვს და იქედან ურთიერთობს აუდიტორიასთან? რომელიმე იცი?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 Kote Shengelia

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 7 გამოხმაურება
1

დაწერილია 24 November, 2011 - 14:15

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, 24 November, 2011 - 09:29 -ში, განაცხადა:

რა თქმა უნდა დასკვნის შენეული ვარიანტიც გამოდგება :)
მე, ვიყენებ ყველაფერს, მაგრამ სათანადო მიზნით

თუმცა მაინც ყველაფერი დამოკიდებულია მიზანზე და რესურსებზე

ისე, მე საქართველოში არცერთი ბიზნეს კომპანია არ ვიცი, რომელსაც თავისი ფორუმი აქვს და იქედან ურთიერთობს აუდიტორიასთან? რომელიმე იცი?


მართალი ხარ, სულ რამდენიმე გამონაკლისია ქართული კომპანია ფორუმს რომ იყენებდეს მომხმარებელთან საურთიერთოდ, მაგრამ ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ეს "ფორუმების კულტურა" საქართველოში ჯერ ვერ იკიდებს ფეხს. პრინციპში, ჩემი აზრით, ფორუმებამდე სანამ მივლენ ბლოგების გამოყენება უნდა დაიწყონ აქტიურად ქართულმა კომპანიებმა.

ერთი სიტყვით ის, რომ "დღეს, ქართულ კომპანიებს მხოლოდ ფეისბუქის გვერდები აქვთ", არ მიანიშნებს იმაზე, რომ ფეისბუქი ჯობს დანარჩენ ორს, მიანიშნებს იმაზე, რომ ფეისბუქის გვერდი, სიმარტივის და ნაკლები დანახარჯების გამო, ქართული კომპანიებისთვის საკმარისია, ან თავს იტყუებენ, რომ საკმარისია.

იგივე ბლოგს ცოტა შემოქმედებითი წერა ჭირდება (მკითხველისთვის სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად), ტექსტი უნდა იყოს გამართული და სავსე, რასაც ვერ ვიტყვით ფეისბუქზე. მაგალითად, თუ ტანსაცმლის მაღაზია ატარებს აქციას, ამის შესახებ ფეისბუქზე თავის მომხმარებელს რამდენიმე სიტყვით შეუძლია შეატყობინოს ("მაღაზიაში 15% იანი ფასდაკლებაა, შემოგვიარეთ!"), აი ბლოგზე კი მოუწევდა დეტალური პოსტის გამოქვეყნება, აქციის პირობების, ვადის და სხვა დეტალების მიმოხილვა, რამდენიმე სურათის დადებაც. ეს ყველაფერი კი ჩემი აზრით კომპანიების უმრავლესობას უბრალოდ ეზარება, ან ჯერ არ აქვთ გათვითცნობიერებული ამ ყველაფრის მნიშვნელობა.

მხოლოდ ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ შეიძლება ფორუმებზე ლაპარაკი..

თუმცა რამდენიმე მცდელობა არის ფორუმების ქონის, მე რაც მახსენდება ეს არის:

http://forum.rustavi2.com/

და ახლახანს წავაწყდი - http://forum.concordtravel.ge/

შედარებით წვრილი კომპანიები forum.ge-ზე თემის გახსნით კმაყოფილდებიან. ეს ვარიანტი რათქმაუნდა სასაცილოა საკუთარი ფორუმის ქონასთან შედარებით, მაგრამ მაინც მიანიშნებს იმაზე, რომ კომპანიებს ფორუმის ტიპის საურთიერთო გვერდი იზიდავთ.

რედაქტორი Kote Shengelia, 24 November, 2011 - 14:18.


#5 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 08 January, 2012 - 00:18

ავერსს ჰქონდა ფორუმი, ალბათ ახლაც აქვს:)



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share