თორემ მოგიწევთ გამოიცნოთ, თუ რა ეწერა სტატიის დასაწყისში
======================================================
შინაარსის ”სიღრმე”
შინაარსის სიღრმეში ვგულისხმობთ საკითხის განხილვის როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალურ მრავალფეროვნებას, როცა სხვადასხვა საუბრის მონაწილეებს შეუძლიათ სულ სხვადასხვა კუთხით განიხილონ საკითხი და თავისი საფუძვლიანი დასაბუთებები წარმოადგინონ. სამივე ინსტრუმენტი ეფუძნება მოსარგებლის მიერ გენერირებულ შინაარსს, რომელიც ცხადია სოციალურ ქსელზე გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ფორუმზე. ბლოგზე გენერირებული შინაარსი ჩვეულებრივ ორივე კონკურენტს ჩამოუვარდება აუდიტორიის სიმცირის გამო.
თუმცა,
სოციალურ ქსელში თავისი ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია წარმართო საკითხის შინაარსობრივი და საფუძვლიანი განხილვა. არც ფორმატია საამისო და არც აუდიტორიის დიდი მზაობა. აქ ხალხი არის იმისათვის რომ დაისვენონ, გაერთონ და ა.შ. აქ გაშვებული მესიჯების უმრავლესობა უბრალოდ ”ნასროლი” ფრაზებია.
ფორუმი გაცილებით უკეთესი ადგილია საკითხის მრავალმხრივად გასაშლელად და პროფესიონალური განხილვისათვის. ამ კრიტერიუმში ფორუმს ბადალი არ ჰყავს. ფორუმზე ყოველთვის უფრო მეტად ერთგული და მოტივირებული აუდიტორიაა, რომელიც ერთმანეთს უფრო მეტად და საფუძვლიანად დაეხმარება. ეს მახასიათებელი ფორუმების ”გადარჩენის’ კრიტიკული კომპონენტია.
ბლოგი როგორც აღვნიშნეთ ხშირ შემთხვევაში ცალმხრივი საუბარია აუდიტორიასთან, თუმცა ხშირ შემთხვევაში საფუძვლიანი და შინაარსობრივი განხილვაც შეიძლება შედგეს მკითხველებსა და ბლოგერს შორის. თუმცა ეს ალბათ გამონაკლისი უფრო იქნება ვიდრე ყოველდღიურობა.
შინაარსის და აუდიტორიის კონტროლი
სოციალურ ქსელში არსებობს ერთგვარი ბალანსი ქსელის მფლობელსა და მოსარგებლეს შორის. ქსელის მფლობელი კომპანია განსაზღვრავს ფორმატსა და შესაძლებლობებს, მოსარგებლე კი იმას, თუ რას გამოიყენებს და როგორ. მაგალითად თქვენ facebook გიქმნით შესაძლებლობა შექმნათ პროფილი, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული თუ ვის დაიმეგობრებთ. შედეგად იქმნება გარკვეული ჰარმონია კონტროლის კუთხით. მოსარგებლე წყვეტს აუდიტორიის კუთხით თუ ვინ დაიმატოს მეგობრებში, შინაარსის კუთხით კი ვისი ნაწერი გამოჩნდეს მასთან.
ფორუმის ადმინისტრაციას სრული კონტროლი აქვს ყველაფერზე გარდა მოსარგებლის მიერ მომავალში დაწერილი ტექსტისა. მოსარგებლეს მინიმალური შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ ასე ვთქვათ ”თავი დაიცვას” არასასურველი ”გამოხტომებისაგან”. თუმცა ყველა მოსარგებლე თანაბარ პირობებშია ამ მხრივ.
ბლოგის ადმინისტრაციას ასევე სრული კონტროლი აქვს ფორმატზეც და უკვე შექმნილ შინაარსზეც. მოსარგებლის ჩართულობა მინიმალურია და ხშირად მხოლოდ კომენტარით შემოიფარგლება.
გამჭვირვალობა, ანონიმურობა, კონფიდენციალობა
სოციალურ ქსელში აუდიტორიის უდიდესი უმრავლესობა თავისი რეალური ID ინფორმაციით არის წარმოდგენილი. ეს საუბრის ”სისუფთავეს” უზრუნველყოფს და კონფორტულ გარემოს ქმნის. საუბარი მეგობრებისათვის ღიაა, კონფიდენციალური საუბრისათვის კი არის PM.
ფორუმში ინდივიდი თავისი ავატარის მიღმა იმალება და ხშირად ეს ანონიმურობა ბევრისთვის კომფორტულია. ადამიანი ამ დროს უფრო გახსნილად და კრიტიკულად საუბრობს. რამდენად კომფორტულია გარემო ეს ხშირად მოდერატორების დასალაგებელი საკითხია. საუბარი ღიაა, კონფიდენციალური საუბრისათვის კი არის PM. მას შემდეგ რაც რამეს დაწერ, ჩვეულებრივ მასზე კონტროლი მეტწილად ადმინისტრაციაზე გადადის.
ბლოგში მხოლოდ უშუალოდ ბლოგერის ინფორმაციაა წარმოდგენილი. კომენტარის გამკეთებელი ხშირ შემთხვევაში ანონიმური რჩება. მოსარგებლეს და კომენტატორს მასალაზე კონტროლი არ აქვთ.
ხარჯების: დრო, ფული, პერსონალი
გავრცელებული აზრი, რომ სოციალური ქსელების გამოყენება [ანუ რაც იგივეა მათი მეშვეობით კომპანიის საკომუნიკაციო საქმიანობა] ”უფასოა”, მტკნარი სიცრუეა და ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის დეფიციტის ბრალია. ”უფასო” ამ ქვეყანაზე არაფერია. სოციალურ ქსელებში აქტივობა მეტად საპასუხისმგებლო PR და მარკეტინგული საქმიანობაა კომპანიისათვის, რასაც მინიმუმ სჭირდება ცოდნა და კომპანიების თანამშრომლების დრო [სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ]. ცოდნა და დრო კი ფული ღირს, რასაც კომპანია იხდის! ხარჯების ზედა ზღვარი პრაქტიკულად განუსაზღვრელია. მასშტაბი მეტ ადამიანურ რესურსს ითხოვს, რაც ხარჯს გაცილებით ზრდის.
ფორუმისა და ბლოგის შემთხვევაში დომენის და ჰოსტის ხარჯი მეტწილად იგივეა. ფორუმს ლიცენზირებული ძრავი და ყოველწლიური მხარდაჭერის პაკეტის შეძენა სჭირდება [სოლიდური კომპანია სხვაგვარად ვერ მოიქცევა]. ორივე შემთხვევაში საჭიროა ტექნიკური პერსონალი, რომელიც საიტს საჭირო დროს მოუვლის და ადამიანი, რომელიც მასალას პერიოდულად გამოაქვეყნებს. სხვა საკითხია საიტის ინტერნეტ მარკეტინგის ხარჯი, რომელიც ორივე შემთხვევაში უნდა კომპანიამ გაიღოს. ეს თანხა მასშტაბებიდან გამომდინარე წელიწადში შეიძლება 300 აშშ დოლარიდან იწყებოდეს.
მონეტიზაცია
მონეტიზაცია ნიშნავს შემოსავლის მიღებას, ამ შემთხვევაში ვებ რესურსისაგან. საუბარია იმაზე, თუ როგორ შეედრება სოციალური ქსელი, ფორუმსა და ბლოგს მონეტიზაციის თვალსაზრისით. თავიდანვე აღსანიშნავია, რომ მონეტიზაციაში უმრავლესობა გულისხმობს ფულად შემოსავალს, თუმცა მე მინდა სხვაგვრად შევხედო ამ საკითხს. შემოსავალი შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური, ანუ როგორც ფულადი, ასევე არაფულადი. ფულადი შემოსავალიც დიდწილად დამოკიდებულია იმ ბიზნეს მოდელზე, რომელსაც რესურსის ავტორი აირჩევს. არამატერიალური შემოსავლის კუთხით ალტერნატივები გაცილებით უფრო მეტია.
სოციალური ქსელი პრაქტიკულად არ გაძლევს ფულადი შემოსავლის გაკეთების საშუალებას საკუთარი პროფილიდან ან facebook გვერდიდან. პროფილის ან გვერდის მფლობელს უფლება არ აქვს იქ რეკლამა გაყიდოს. ეს ასეც უნდა იყოს პრინციპში, რეკლამა თავად facebook -ის ყულაბას ავსებს.
აქტიურ ფორუმზე და ბლოგზე კი მფლობელს მონეტიზაციის მრავალნაირი მოდელი შეუძლია აირჩიოს იქნება ეს Google Adsense ის განთავსება თუ რომელიმე კომპანიის ბანერის განთავსება. ეს კი რესურსის {თუ აქტიურია] გადარჩენის წყაროს უზრუნველყოფს. მეტიც, შეიძლება თავად რესურსი არ იყოს მომგებიანი ფულადი თავალსაზრისით, მაგრამ ფორუმის ან ბლოგის ავტორი საიტზე შეიძლება თავის პროდუქტს არეკლამებდეს და ირიბად ღებულობდეს შემოსავალს. ეს ზუსტად ისა, რასაც მე პირადად ვაკეთებ.
არამატერიალური შემოსავლებიდან გამოვყოფდი მაგალითად ცნობადობას, იმიჯს, რომლებიც პროფესიონალისათვის ახალი კლიენტების მოზიდვის საშუალება შეიძლება გახდეს. ამ მხრივ სოციალური ქსელიც კარგად შეიძლება იყოს გამოყენებული ისევე როგორც ფორუმიც და ბლოგიც.
მაშ საბოლოოდ რომელი ჯობია?
ყველაფერი დამოკიდებულია დასმულ ამოცანაზე, ანუ ჩემი პასუხი ასეთია: ”გააჩნია რა შემთხვევაში”!
ყველა ჩამოთვლილი კრიტერიუმის მიხედვით გარდა SEO / SE მეგობრულობისა და მონეტიზაციისა სოციალური ქსელი აშკარა და გამოკვეთილი ლიდერია თავისი შესაძლებლობებით და მასშტაბებით როგორც ინდივიდუალური ასევე ბიზნეს მიზნებისათვის. SEO და SE მეგობრულობა სხვა რამოდენიმე პარამეტრთან ერთად ფორუმს და ბლოგს კიდევ დიდი ხანი შეუნარჩუნებს შეუცვლელ როლს შეზღუდული, მაგრამ ექსკლუზიური ინდივიდუალური თუ ორგანიზაციული მიზნების მიღწევის კუთხით.
____________
მივესალმები მკითხველის გამოხმაურებას და შეკითხვებს. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ კოორდინატებზე.
____________
მასალის კოპირება არაკომერციული მიზნებით დასაშვებია მხოლოდ წყაროს მითითებით.
რედაქტორი Tariel Zivzivadze, 16 November, 2011 - 19:52.

დამფუძნებლის მიმართვა




პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!



