ნახტომი


- - - - -

საზოგადოების და ბიზნესის ინტერესები - თანამშრომლობა


გამოხმაურებათა რაოდენობა: 4

#1 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 16 April, 2012 - 17:13

საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობისა და დეველოპერების (ინვესტორების) პოზიტიური ურთიერთობების გამოცდილება ნაკლებად არის განვითარებული.

ამრიგად ნაკლებად არის განვითარებული ან საერთოდ არ არსებობს შეთანხმება ინვესტორებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, როდესაც მათ საკუთრებაზე პირდაპირი ან პირობითად - ირიბი ზეგავლენა ხდება ინვესტორის მხრიდან. საქართელოს მაგალითზე ადგილობრივი მოსახლეობის ნაცვლად გარიგება ინვესტორის მხრიდან წერილობითი (ოფიციალური ან არაოფიციალური) მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებთან ხდება. გამოცდილება კი გვაჩვენებს, რომ თუ ინვესტორი ადგილობრივ მოსახლეობასაც (როგორც ჩამოყალიბებულს საზოგადოებრივ გაერთიანებას) შეუთანხმდება და ყველა მხარე პრაგმატულად მიუდგება საკითხს - ყველა მოგებული იქნება.

http://ufleba.blogsp.../blog-post.html : საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების (Community Benefits Agreement) წარმოშობა და განვითარება დაიწყო ამერიკაში, კერძოდ კალიფორნიის შტატში. საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების დადების ძირითადი არსი არის ”ყველა მოგებულია” პრინციპი.

ვის რა გამოცდილება გაქვთ და როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ადგილობრივი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერება.

ვისაც ეს თემა გაინტერესებთ ფეისბუქზე შექმნილია სპეციალური გვერდი www.facebook.com/upleba . სიახლეებისათვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეგიძლიათ შემოურთდეთ. სულ მალე იგიგმება ამ თემაზე (ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება) ამერიკელი იურისტების ჩამოსვლა და შეხვედრები თავიანთი გამოცდილების გასაზიარებლად, როგორც სტუდენტებთან ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირებთან

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 17 April, 2012 - 11:47

ლევან გამარჯობა,

მე მგონი ეს საკითხი კარგად გავლილი თემაა
და პირველად და ყველაზე სერიოზულად მაშინ იქნა ”გავლილი” როცა ნავთობსადენი გადიოდა ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#3 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 18 April, 2012 - 00:45

გამარჯობა ტარიელ,

ერთ-ერთი მაგალითია ნავთობსადენი საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ კარგად გავლილი თემა სხვა საქმეა. ამ შემთხვევაში იყო სერიოზული პრობლემები, რაც ძირითადათ გამოიხატებოდა არორგანიზებულობაშა, რომ აღარაფერი ვთქვათ "საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების" დადებაზე, მაგრამ პირობითად ინვესტორი აქ უფრო განვითარებული იყო და ცივილურ მეთოდებსაც იყენებდა. ბევრი მესაკუთრე ცალკე ცდილობდა თავისი მიეღო და ზოგჯერ არ ცდილობდა შეთანხმება მოლაპარაკებით მიეღწია და უმალვე სასამართლოში არ წასულიყო.

ის თემა რაც მე ავღნიშნე მართლაც არ არის განივითარებული, რასაც ძირითადათ ვაკვირდებით, ის არის რომ ასეთ გაერთიანებებს თუნდაც ისინი არსებობდნენ აქვთ ნაკლები ზეგავლენა და ზოგ შემთხვევებში საერთოდ არც არიან აქტიურად ჩართული მნიშვნელოვან პროცესებში. აქ მნიშვნელოვანია არამარტო ის, რომ თუ ნავთობი ჩემს საკუთრებაზე გაივლის მესაკუთრეს მისცენ არა სამჯერ ნაკლები არამედ "სამართლიანი" კომპენსაცია, არამედ თუ ნავთობისმილის სიახლოვეს ყოფნის გამო ჩემი საკუთრებით სარგებლობაში გარკვეულწილად ხელი შემეშლება სხვა სასარგებლო პროექტებით მოხდეს ჩემი დაკმაყოფილება (დასაქმება, ირგვლივ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სხვა)...

უახლოეს პერიოდში განხოცრიელებული და მიმდინარე პროექტებიდან მაგალითისათვის აღსანიშნავია თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, ხუდონის ჰესი, თბილწყალკანალის პრივატიზაცია და სხვა. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც აღნიშნავენ, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს ერთ-ერთ დიდ პრობლემად კვლავ საზოგადოების ნაკლები ჩართულობა რჩება და ნაკლები საშუალება აქვთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიაღწიონ თავიანთი და ამავე დროს საერთო ინტერესების გათვალისწინებას ინვესტორებთან ერთად.

მაკრო დონეზეც, რომ გადავხედოთ მაგალითად - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები (სულ მცირე მათი ხელმძღვანელი წევრები) ხშირად უშვებენ სამართლებრივ შეცდომებს მათი სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის დროს, ბოლომდე და ეფექტურად ვერ იყენებენ თავიანთ საერთო საკუთრებას, ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაშიც ეფექტურად ვერ იღებენ მონაწილეობას საერთო განვითარების მიზნით. ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს გარკვეული მხარდამჭერი პროექტები, მაგრამ მათი რესურსები უსაზღვრო არ არის

რედაქტორი Levan Jorbenadze, 18 April, 2012 - 00:47.


#4 George Labuchidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 16 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 April, 2012 - 10:56

მოგესალმებით ყველას,

მინდა გამოვეხმაური თემის ავტორს. ბატონო ლევან თქვენ ახსენეთ ბინათმფლობელები რომლებიც ვერ იყენებენ თავიანთ უფლებებს. ძალიან კარგია როდესაც ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მხარეები რიგდებიან კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ქართულ საზოგადოებაში არ არსებობს კულტურა მოლაპარაკებებისა და მისი ღირებულების სწორად აღქმის. მინდა მოგიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი, რომელსაც პირადად შევესწარი.

მე ვცხოვრობ ძველი თბილისის რაიონში. გამომდინარე აქედან ხშირად მოდიოდნენ ინვესტორები სამოსახლო ფართების შესაძენად ან გადასაცვლელად რათა მოეხდინათ ინვესტიცია სხვადასხვა სფეროებში (თუ რა სფეროშჳ ამჯერად უმნიშვნელოა). ერთ-ერთი შეხვედრისას ინვესტორებმა მოსახლეობას შესთავაზეს იგივე ფართის ბინები სხვა უბანში (კერძოდ საბურთალოსა და ვაკის ტერიტორიაზე) სადაც საბაზრო ღირებულება კვადრატული მეტრისა ძველი თბილისის ღირებულებაზე თითქმის ორჯერ მეტია. დაახლოებით 1300-1500 $. თუმცა მოსახლეობის ერთმა ნაწილმა პრეტენზია გამოთქვა შემოთავაზებულზე და მოითხოვა კვადრატულ მეტრში 3500 არა დოლარი, არამედ ევრო !

შუამავალი ინვესტორებსა და მოსახლეობას შორის გახლდათ თბილისის მერია, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული ამ მოლაპრაკებებში. ამ ფაქტის შემდეგ პირდაპირ გვითხრეს, ციტირება მომყავს ”თავზე რომ დაგექცეთ ბინები არ გაბედოთ და არაფერი არ მოითხოვოთ”-ო. ამ ფაქტის შემდგომ იმ მოსახლეობის ნაწილისგანაც, რომელნიც თანახმანი იყვნენ ბინების დათმობაზე, არ შეისყდია ინვესტორმა ფართები, რადგან სჭირდებოდათ მთლიანი უბნის მონაკვეთი.

აქედან გამომდინარე მინდა გითხრათ რომ ქართულ საზგადოებაში ეგოიზმი და ინდივიდუალიზმი იმდენად გამჯდარია, რომ იღებენ არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს რაც საერთო ჯამში მოლაპარკებების აბსოლიტურად ჩავარდნას იწვევს მხარეებს შორის.

#5 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 18 April, 2012 - 17:53

”გავლილი” არა, უფრო სწორი იქნება ”გადავლილი” ვთქვათ.

მადლობა გიორგი, გეთანხმებით და სწორედ მეც მაგას ვწერდი, რომ წერილობითი დაიდოს ეს შეთანხმებები, რაც იურიდიულად გამართული საბუთი იქნება და შემდეგ სავალდებულოც შესასრულებლად..

ძველი თბილისის მაგალითი მართლაც სამწუხაროა და ხშირად ხდება ასეთი შემთხვევები. ამ დროს საჭიროა დარწმუნება/დაინტერესება სხვა მესაკუთრეების და სხვა გზების ძიებაც

განსაკუთრებულად პასუხისმგებლობა და ასეთი შეთანხმებების დადების საჭიროება მაშინ ჩნდება, როდესაც სახელმწიფო სუბსიდირებაა ან მთლიანად ბიუჯეტიდან ხდება დაფინანსება. მითუმეტეს, როდესაც სახელმწიფო ვალსაც კი იღებს ასეთი პროექტების განხორციელებისათვის.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადგილობრივი დონეზე მესაკუთრეთა გაერთიანებების და მსგავსი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება და წარმატებისათვის, მათი იურიდიული მომსახურების და სათანადო ინფორმაციის მიწოდებით დახმარება

რედაქტორი Levan Jorbenadze, 18 April, 2012 - 17:55.




1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share