საღამო მშვიდობის,
ძალიან სასიამოვნოა თქვენი მონდომება და შემართება საქმისადმი რაც იგრძნობა.
მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ, ვფიქრობ ურიგო არ იქნება მისი გათვალისწინება მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც.
არცერთი, ამ ფორუმზე, ისე არ ვიცნობთ თქვენს საქმეს როგორც თავად. უკეთ იცით საქმის მდგომარეობა და ხვდებით მისი განვითარების შესაძლებლობებს. ამიტომ, პირადად დაჯექით და ქვემოთ შემოტავაზებული გეგმის მიხედვით ჩამოწერეთ ყველაფერი. შემდეგ ყურადღებით რამდენჯერმე წაიკითხეთ. ეს საშუალებას მოგცემთ, უკეთესად დაინახოთ, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები საქმეში.
განსახილველი საკითხები:
1. პროდუქტები და სერვისები
2. მარკეტინგის გეგმა
3. საექსპლოატაციო გეგმა
4. ფინანსური გეგმა
1. პროდუქტები და სერვისები
ჩამოაყალიბე კონკრეტულად რას და როგორ სთავაზობ. რამდენი დასახელების პროდუქტი გაქვს, ერთგვარი კატალოგი შექმენი. თითოეული ელემენტი დაიხსომე და მისი რეალიზება წარმოიდგინე. შეფუთვა, შემადგენლობა, მიწოდების სახე, მიწოდების ჭურჭელი. აღნიშნე თითოეული დასახელების სარგებლიანობა. მაგალითად, სამარხო სოკოს ღვეზელი, მთის ყველის ნაწარმი და ა.შ. განახორციელე ფასწარმოქმნა. იფიქრე, რომ შენ უკვე ყიდი პროდუქტს. ასევე მოიქეცი სერვისის შემთხვევაში, რეკლამის დროს აღნიშნე სწრაფი მიწოდება, დაბალი ფასი და სხვა. აქვე წარმოადგინე მომხმარებლის თვალით დანახული შენი პროდუქცია და სერვისი.
2. მარკეტინგის გეგმა
აქ თავი მოუყარე შენს მონაცემებს. შეგიძლია გამოიყენო ცნობარები და გამოკვეთო რეალური კონკურენტები. სოციალურ ქსელებზე ჩაატარე გამოკითხვა (თბილისის ფორუმი ამის საუკეთესო საშუალებაა), ამით დაადგენ ჯგუფი რას ანიჭებს უპირატესობას, როგორ პროდუქტს, როგორ სერვისს. ეს დაგეხმარება დახვეწო აღნიშნული.
ჩამოწერე შენი მომხმარებლები, ბავშვები, მეზობლები, ახალგაზრდები და ასე შემდეგ. განიხილე შენეული მარკეტინგის სტრატეგია. დაწერე პასუხები. როგორ მიაწვდენ ხმას მომხმარებელს? რა საშუალებით? რა სიხშირით? არის შენი რეკლამა ეფექტური? რა ხდის ეფექტურს? დაამუშავე გაყიდვების პროგნოზირება.
3. საექსპლოატაციო გეგმა
აღწერე ბიზნესის ყოველდღიურობა, ადგილი, მოწყობილობები, პროცესები.
4. ფინანსური გეგმა
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მარკეტინგის გეგმის შემდეგ.
ა) 12 თვიანი მოგება-ზარალის დაგეგმვა.
ბ) ფულადი სახსრების მიმოქცევის დაგეგმვა.
გ) ბალანსის დაგეგმვა.
დ) გარდატეხის წერტილის პოვნა.
ა) 12 თვიანი მოგება-ზარალის დაგეგმვა
დაუშვი ვარაუდები, რომლებსაც გამოიყენებ კომპანიის შემოსავლისა და ხარჯების შესაფასებლად. ამაში დაგეხმარება 12 თვიანი ფინანსური გეგმის შემუშავება.
ბ) ფულადი სახსრების მიმოქცევის დაგეგმვა
ანუ, როგორი იქნება ნაღდი ფულისა და სხვა მატერიალური ღირებულებების ანგარიში მომავალში. თითოეული საგნისთვია განსაზღვრემ როდის ელოდები მისგან ფულის აღებას და როდის გამოთვლი მის დანახარჯებს. ფინანსური გეგმა შეადარე მიმოქცევას და მიხვდები რამდენად ადეკვატურია შენი ვაჭრობა. მიხვდები მოგებაზე ხარ თუ ზარალზე.
თუ ვაჭრობას აწარმოებ 1 თვეში, როდის შეკრიბავ ფულს?
ინვენტარსა და მასალებში როდის იხდი ფულს?
როგორ იმოქმედებს ეს ფულადი სახსრების მიმოქცევაზე?
არის თუ არა ზოგიერთი ხარჯი წინასწარ გადასახდელი?
გაქვს თუ არა არარეგულირებადი ხარჯები?
ბ) ბალანსის დაგეგმარება
ეს არის შენი 12 თვიანი ფინანსური გეგმის შეჯამება. შედეგი, თუ როგორია შენი ბალანსი 12 თვის შემდეგ. გაქვს ვარაუდები, რომლებიც გამოიყენე საქმის დაწყებისას და პროგნოზები, რომლებითაც წარმართავდი 12 თვიან გეგმას? თუ გაქვს ჩამოაყალიბე. დაინახავ მუშაობის შედეგს.
გ) გარდატეხის წერტილის პოვნა
ეს არის ვაჭრობის მოცულობა, მოცემული ფასისათვის მთლიანი ხარჯების ასანაზღაურებლად. გარდატეხის ვაჭრობას, გაყიდვებს გამოვთვლით შემდეგნაირად, ფიქსიებული ხარჯები გაყოფილი ცვალებად ხარჯებზე პროცენებში.
შეჯამების სახით, შეგვიძლია გამოვყოთ მნიშვნელოვანი საკითხები:
- ფასები
- ფასების დადების მეთოდები
- წარმოების მართვის სისტემა
- ხარისხის კონტროლი
- შრომის ნაყოფიერების საზომი. როგორ ზომავ ამ ნიუანსს?
- გარდატეხის წერტილის მნიშვნელობა და გაგება
- საგადასახადო და საშემოსავლო დებულებები
- რეგულარული მომხმარებლის შენარჩუნების სტრატეგია
- ახალი მომხმარებლის მიზიდვის სტრატეგია
- შენი კომპანიის იმიჯი.
მადლობა ყურადღებისთვის