ნახტომი





- - - - -

MMM 2011 - სერგეი მავროდი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 14

#1 iLLMan

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 3 გამოხმაურება
1

დაწერილია 30 April, 2012 - 23:15

*
პოპულარული

ბევრ ლაპრაკს და ახსნას არ დავიწყებ, უშუალოდ იმ ხალხის აზრი მაინტერესებს ვინც ჩახედულია ასეთ საკითხებში და გამოცდილება ჰქონია.

მოკლედ ლაპარაკია ფულის პირდამიზე.

ესაც ლინკები:

http://sergey-mavrodi.com/

http://www.mmm2011ge.com/

ეს თემა გახსნას ვერ ეღირსებოდა და არც მე არ დავინტერესდებოდი ამ სისტემით, რომ არა მილიონობით ადამიანი რომლებმაც უკვე უზარმაზარი მოგება ნახეს.

გთხოვთ მარტო ის დაწერეთ რაც ნამდვილად იცით.
თქვენმა პოსტმებმა შეიძლება გადაწყვიტოს შევიტან თუ არა საერთოდ ფულს.

მადლობა.

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 01 May, 2012 - 14:46

*
პოპულარული

პირადად მე მონაწილეობა მსგავს სისტემაში არ მიმიღია /ფული არ ჩამიდვია/, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გარკვეულწილად ინფორმირებული ვარ ... და ჩემი პოზიცია ასეთია: ერთხელ ყველაფერი უნდა გამოსცადო კაცმა!


20 დოლარი ღირს იმად, რომ გარისკო და შეხედო ...


ვიდეო შესავალი ვნახე საიტზე ... ბევრ დეტალს ვერ დავეთანხმები, თუმცა ერთი რამ ნაღდია - ერთხელაც შეიძლება ყველაფერი წამიერად დაკარგო და ეს დრო დადგება გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა სისტემის ზრდა შეფერხდება ...
აი რა მოხდება შემდეგ ... ოოო ... ეს სერიოზული თემაა და ამას სერიოზული მსჯელობა სჭირდება
კაცი რომელმაც ეს მოიფიქრა ძალიან ჭკვიანი ვინმეა და მას გეგმა B-ც ექნება მოფიქრებული ... მინიმუმ საკუთარი თავის გადასარჩენად
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#3 iLLMan

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 3 გამოხმაურება
1

დაწერილია 01 May, 2012 - 15:54

ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ პირამიდა ადრე თუ გვიან დაინგრევა, სანამ იმდენი ფული შემოვა რამდენიც გადის იარსებებს.
მთავარი კითხვაა როდის მოხდება ეს. საშუალოდ ფულის პირამიდები 12-24 თვე ძლებენ. მავროდის პირამიდა 1 წელი და 4 თვეა რაც არსებობს.
ანალოგიურს აკეთებდა 1994 წელს მარა ელცინმა დაურხია და 17 კამაზი ფული გამოიტანეს მაგის ოფისიდან. ეხლა ყველაფერი ელექტრონულია და წყნარად არის უფრო.

მოკლედ ვაპირებ 100$ ჩადებას 1 წლიანი საპროცენტო განაკვეთით. ამ შემთხვევაში 100$ = 5650$.

საქმე იმაშია ეს რომ გამომივიდეს მერე ამ ფულის შებრუნებას ვეღარ გავრისკავ და ვინანებ რატო არ ჩავდე მეტი.

ჯერ ჯერობით ისეთი ვერავინ ვნახე აქაური ქართველი ვინც ეს გააკეთა და თანხა გამოიტანა აქაური მენეჯმენტი ხმას არ მცემს ჯერ ეჯრობით არც მეილზე არც სკაიპში... სისტემის მუშაობის პრინციპი მაინტერესებს უფრო დეტალურად, აქ ყველაფერი ხელზე ხდება არანაირი დოკუმენტები რაც უფრო ზრდის რისკს.

გთხოვთ გამომეხმაუროთ ვისაც გქონიათ შეხება )))

მადლობა

#4 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 01 May, 2012 - 16:15

ეს პირამიდაა
ანუ გამოდის რომ პროცენტს მხოლოდ იქედან იღებ, რაც ვინმემ შემოტანა დეპოზიტის სახით
... სადამდეც სისტემისადმი ნდობა იქნება, მანამდე შემოდინება იქნება ...
მაგრამ მერე?

ჩამთრევი ისაა, რომ როცა მცირე თანხა იზრდება მერე უკანვე აბრუნებ ... ფსიქოლოგიურად გწნეხს ალბათ
რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება სისტემაში მით მეტი თანხა შებრუნდება სისტემაში ... და ასე გარკვეულ ზღვრამდე ...

დეტალები ალბათ თვითონ უნდა გაიგო ... რამე ფორუმი მაინც იქნება, სადაც ეს ყველაფერი ახსნილი იქნება

ამ მავროდიზე ერთი რუსული ფილმი მაქვს ნანახი ... საკმაოდ შთამბეჭდავად გაკეთებული ... და იგივე პირამიდის ინტერნეტ ვერსიაზე იქაც იყო საუბარი
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#5 iLLMan

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 3 გამოხმაურება
1

დაწერილია 02 May, 2012 - 00:30

კი არის ეგეთი ფილმი "პირამიდა" ქვია.

ანუ საქმე რაშია იცი ესენი თამაშობენ მატერიალურად გაჭირვებული ხალხის სიხარბის გრძნობაზე.

როცა ცუდად მიგდის საქმე შეიძლება ადგე და ეგრევე 1000$ წყვიტო. ან თუნდაც რო ახვიდე მაგდენზე სულ რაღაც 50$ დან მაინც გინდა რო შეაბრუნო და უფრო მეტი აიღო.
მოკლედ მთავარია პროგნოზები გქონდეს როდის დაერხევა სისტემას და დროზე მოხიო შენი ფულით.

ახლობელმა შეიტანა ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთზე 500 ლარი და 3 თვეში 1800 გამოიტანა.

ნუ მოკლედ აღარ ვიცი რა, 100$ გავისვრი რაც იქნება იქნება დიდი არაფერი მომაკლდება კაცმა უნდა გარისკო რა.

პროსტა თუ გამოვიდა ეს ამბავი მერე ალბათ ცუდად გავხდები 500-1000$ რატო არ ჩავდე თქო.

ერთ ერთ "ათმეთაურს" (მენეჯერს) დავუკავშირდი და მოგაწვდით ინფორმაციას რა და როგორ ხდება.

#6 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 02 May, 2012 - 19:16

ისე,
რაღაც ეტაპზე, როცა ”ის დრო დადგება” ... შეიძლება მთელი სისტემა გადააკეთო და რეალურად მოქმედ ფულის მანქანად აქციო, რომელიც ძალიან ბევრ ბანკზე დიდი ორგანიზაცია იქნება, უბრალოდ შეიძლება გადახდილი % გახდეს არა თვეში 20%, არამედ წელიწადში 15% ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#7 26dimon

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 1 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 May, 2012 - 13:55

მე ვარ "დესიატნიკი" და თუ რამე შეკითხვები გექნებათ დამიკავშირდით და ყველაფერს აგიხსნით რა და როგორ...

skype: crazy.system
tel: 577705165
icq:8-009-939


რეგისტრაციის დროს მიიღებთ 20$ საჩუქრად
15 მაისამდე თანხის შემოტანის 50% დაგერიცხებათ მომენტალურად.
ასევე ყოველ ახალ, თქვენს მიერ მოყვანილ ადამიანზე მიიღებთ 10%, "რეფერალის" ბონუსს, იმ თანხიდან რასაც შემოიტანს.
და თვიური 40 %

#8 Sardion

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 May, 2012 - 15:27

მივმართავ iLLMan-ს.

ნუ ორჭოფობთ, სისტემის წესების თანახმად თანხა თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს პირად ანგარიშზე - თქვენ თანხას ათავსებთ თქვენს პირად საბანკო ანგარიშზე, წინასწარ უთანხმდებით ამის შესახებ ათმეთურს და უგზავნით ინტერნეტბანკინგის Screen Shot-ს, რათა მას ჰქონდეს თანხის განთავსების საბუთი. სამაგიეროდ ათმეთაური, თქვენს პირად კაბინეტში (საიტზე www.sergey-mavrodi.com) გააფორმებს თანხის შესაბამის MAVRO-ს. ოღონდ, ამ შემთხვევაში, თქვენ იღებთ ვალდებულებას - ათმეთაურის მითხოვნისთანავე, თქვენი თანხის ნაწილს ან მთელ თანხას გადარიცხავთ ათეულის იმ წევრის ანგარიშზე რომელიც ითხოვს "მოგების" გატანას. გადრიცხვაზე უარის შემთხვევაში - თქვენი პირადი კაბინეტი უქმდება, თქვენ ტოვებთ სისტემას უკან დაბრუნების უფლების გარეშე, სამაგიეროდ თქვენი თანხა რჩება თქვენს ანგარიშზე. ასეთ დროს თანხის დაკარგვის რისკი (თუ თქვენ თანხის გადარიცხვა არ მოგთხოვეს) მცირეა ანუ მხოლოდ საბანკო.
გირჩევთ შეხვიდეთ საიტზე www.sergey-mavrodi.com > ИНОСТРАННЫЙ ОТДЕЛ > Консультации для новичков, მე-40 ნომრად მითითებულია სისტემის ოფიციალური ათმეთაური საქართველოში. დაუკავშირდით, კარგი კაცია.

#9 Sardion

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 May, 2012 - 17:13

აჰა, წესები და ათმეთაურის მონაცემები!


გლობალური ურთიერთდახმარების სოციალური ქსელი (სისტემა) – МММ-2011


სისტემის შექმნის ინიციატორი და მისი დამფუძნებელი არის სერგეი მავროდი.

არსებობს სისტემაში მონაწილეობის 2 პირობა:

1. გაწევრიანებისთვის დაგერიცხებათ 20 დოლარი, რომელიც ორი კვირის შემდეგ დაჯდება თქვენს მიერ მითითებულ ანგარიშზე.

შეგიძლიათ მოიხმაროთ ეს თანხა თქვენი შეხედულებისამებრ და დატოვოთ სისტემა - ამოიშლებით მონაწილეების სიიდან გაწევრიანების თარიღიდან ერთი თვის შემდეგ.

შეგიძლიათ არ დატოვოთ სისტემა. ამ შემთხვევაში, უნდა შეიტანოთ გარკვეული თანხა - 1 დოლარი ან მეტი, 2 0 დოლარის გატანიდან 2 კვირის განმავლობაში.

თუ თქვენ გსურთ, რომ გაწევრიანებისთვის დარიცხული 20 დოლარი გამოყენებულ იქნას MAVRO-ს შესაძენად, თქვენი სისტემაში რეალური შენატანი უნდა იყოს არა ნაკლებ 50 დოლარისა.

გაწევრიანებისთვის გამოყოფილი თანხა შეიძლება შეიტანოთ ათეულის ხემძღვანელის მიერ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ან თქვენს საკუთარ ანგარიშზე. ამ უკანასკნელის შემთვევაში, მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ თქვენს ანგარიშზე არსებული თანხა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოითხოვნილ იქნას ათეულის ხელმძღვანელის მიერ სხვა წევრებთან ანგარიშის გასასწორებლად.

2. შემოტანილი თანხა იზრდება 40 რთული პროცენტით დაწყებული თანხის შემოტანის თარიღიდან, ყველა ბონუსთან ერთად (სარეგისტრაციო 20 დოლარი - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემონატანი არის 50 დოლარი ან მეტი).

თანხის შემოტანიდან ერთი თვის შემდეგ მონაწილეს შეუძლია თანხის გატანა ნებისმიერ დროს, გატანის თარიღისთვის დადგენილი МАVRО-ს კურსით.

თანხის გატანის სურვილის შემთხვევაში ათმეთაურს უნდა შეატყობინოთ ერთი კვირით ადრე.


შენიშვნა

პოტენციალურმა მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს, რომ სისტემა მუშაობს პირამიდის პრინციპით, - ყოველი მომდევნო მონაწილე მოგების თანხას იღებს მისი მომდევნო მონაწილეების შემონატანების ხარჯზე, აგრეთვე, ძველი მონაწილეების დამატებითი შემონატანების ხარჯზე.

ასე, რომ არსებობს შემოტანილი თანხის დაკარგვის რისკი იმ შემთხვევაში, როდესაც სისტემაში თანხების შემოტანის დინამიკა დიდი ხნის განმავლოაში იქნება კლებადი.

თუმცა, სისტემის დამფუძნებელმა, სერგეი მავროდიმ, გაითვალისწინა მისი დაშლის ყველა საშიშროება და სისტემისთვის ისეთი სტრუქტურა შეიმუშავა, რომ აღნიშნული რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

სისტემის სტრუქტურის ზოგადი აღწერა

1) სისტემას აქვს იერარქიული სტრუქტურა - ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებიან მონაწილეები;

შემდეგ მოდიან ათეულის ხელმძღვანელები, რომლებიც ზრუნავენ 10-100 მონაწილის გაწევრიანებაზე და მათი საქმეების წარმართვაზე - განუმარტავენ მონაწილეებს წესებს, აძლევენ რჩევებს და ა. შ.

ათეულის ხელმძღვანელების მუშაობას აკონტროლებენ ასეულის ხელმძღვანელები, შემდეგ მოდიან ათასეულის ხელმძვანელები და ა. შ. მილიონის ხელმძღვანელებამდე.

2) ათეულის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მის მონაწილეებთან ანგარიშსწორებაზე. მას ამისთვის ბანკში გახსნილი აქვს სპეციალური ანგარიში. დღეისთვის სხვადასხვა ქვეყანაში მილიონამდე ასეთი ანგარიშია გახსნილი.

3) ყოველი ათეული თავისებური მიკროპირამიდაა, რომელშიც ანგარიშსწორება ხდება ახალი წევრების შემონატანების ხარჯზე.

იმ შემთხვევაში, თუ ათეულის ანგარიშზე არსებული თანხა არ არის საკმარისი მონაწილის კუთვნილი მოგების გადასახდელად, ასეულის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ამ ანგარიშის შევსებას სხვა ათეულების ანგარიშებიდან.

მონაწილისთვის თანხის გადახდის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.

დამატებითი ინფორმაცია

1. თქვენი მცდელობით გაწევრიანებული მონაწილისთვის გეკუთვნით ბონუსი - მისი შემონატანის 10% გადაანგარიშებული MAVRO-ში. თანხა შეგიძლიათ მოითხოვოთ 1 თვის შემდეგ, თუ მონაწილე არ დატოვებს სისტემას ან არ გაიტანს თანხას სისტემიდან ამ დროის განმავლობაში.

2. როდესაც თქვენი მცდელობით გაწევრიანებული მონაწილეების რაოდენობა მიაღწევს 10-ს, ათეულის და ასეულის ხელმძღვანელები განიხილავენ თქვენი ათეულის ხელმძღვანელად დანიშვნის საკითხს. ათეულის ხელმძღვანელს ეკუთვნის მისი ათეულის წევრების ყველა შემონატანის 10% MAVRO-ში, იმ ბონუსებთან (MAVRO-ში) დამატებით, რომელსაც იგი იღებს მისი მცდელობით გაწევრიანებული მონაწილეებისთვის.

3. სისტემაში ყოველ პარასკევს თამაშდება 100 და 50 დოლარიანი ლატარია. მოგებული თანხის გატანა არ შეიძლება, მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ახალი დეპოზიტის გასახსნელად. ყოველ მონაწილეს უფასოდ ეძლევა ორი ბილეთი.

4. სისტემის შიგნით, მონაწილეების ერთმანეთთან ურთიერთობისა და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლისთვის მოქმედებს "ჩატი" (Chat) Skype-ით.

5. სისტემის მთავარ საიტზე www.sergey-mavrodi.com შეგიძლიათ დაწვრილებით გაეცნოთ სისტემაში მონაწილეობის წესებს, სისტემასთან დაკავშირებულ ყოვედღიურ ახალ ამბებს, გაწევრიანებისთვის აუცილებელ კონტაქტებს და სხვა.

დაუკავშირდით MMM-2011-ის ოფიციალურ ათმეთაურს საქართველოში:

სახელი: ალექსანდრე;
ენა: ქართული, რუსული;
ელ-ფოსტა: aabesadze@gmail.com
Skype: boticeli88
ტელეფონი: +995 599 22 32 57

რედაქტორი Sardion, 04 May, 2012 - 17:17.


#10 iviko009

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 1 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 May, 2012 - 10:40

gamarjobat.me var mag sistemis monacile,sistema mushaobs ukve celicad naxevaria da xalxma fuli ishova,nu ratkmaunda vinc gariska da shevida sistemashi.me shevitane 1800$ da koveltviurad exla vgebulob 40% mogebas anu tveshi 720$... tu fuls ar gamoitan zed emateba prcentis procenti..sistema gaixsna 2011 clis ianvarshi,didxans vakvirdebodi sistemis efekturobas da exla vnanobro adre ar shevuertdi..kartvelebic blomad vart..dacvrilebiti informaciistvis ecviet gverds http://mmm2011ge.jimdo.com ..ik aris sakontakto monacemebi da konkretulad shemizlia kitxvebze pasuxis gacema.ateulis ufrosi da aseulis ufrosi chveni grupis aris kartveli,vart shvedetis iacheikashi fulis gadaxdis problema 5 tveze meti sistemashi var ar gvkonia...kvelafersro sheveshvat mxolod daregistrirebistvis shegizliat miigot 20$ ... dacvrilebiti cnobebistvis saitze mititebul sakontakto monacemebze shegizliat damikavshirdet.

#11 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 24 May, 2012 - 08:44

*
პოპულარული

http://lenta.ru/news/2012/05/24/mmm/
The Proud Participant of Business Conference

#12 Alexandre Bregadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 December, 2012 - 17:14

http://truba.com/video/327031/ საინტერესოა :)
ბაბუაჩემს აქვს ფული ჩადებული მაგრამ რათგინდა, 100 დოლარს ჩავდებ ვნახოთ

#13 Beqa Bulia

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 3 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 December, 2012 - 18:52

სხვათაშორის ამბობენ ანაზღაურდება კომპენსაცია, მაგრამ ზუსტი დრო და გზა არ სახელდება.. ვნახოთ. საინტერესო რამეა, 50 $ მეც გავრისკავდი.მაგრამ არა როგორც ბიზნესში არამედ როგორც აზარტულ თამაშში... რისკი ძალიან დიდია.

#14 Alexandre Bregadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 December, 2012 - 19:11

თვითონ ჩემს მიერ ზემოთ მოცემულ ლინკზე თუ ნახეთ კითხვას უსვამს ერთ-ერთი მონაწილე პროექტის:თქვენ განაცხადეთო აგარ დაბრუნდებითო,მაგრამ 2011 წელს ჩვენ ვნახეთ MMM2011 და ასევე თქვითო,რომ თუ დაბრუნდებითო ეს იქნებაო გამოწვეულიო უფულობითო და დავიჯერო უკვე ესეთ მდგოამრეობაში ხართო? და პასუხში ალბათ ისიგულისხმა ბექა რაც შენ დაწერე ანაზღაურებაზე. ვნახოთ მე 100 დოლარს გავიმეტებ

#15 askli

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 1 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 January, 2013 - 15:30

ახლა თუ თამაშობთ რომელიმე?



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share