მოგესალმები ქეთი
”ღირს თუ არა გარისკვა?” - ლეგენდარული შეკითხვაა ...
დაახლოებით იმ ტიპის - ”ერთი ტანკი უფრო ძლიერია თუ ორი?” ...
პასუხი ერთია: გააჩნია რა შემთხვევაში ...
პირადად მე სილამაზის სალონის ბიზნეს გეგმა ჯერ არ გამიკეთებია, მაგრამ ვფიქრობ დიდი შანსია რომ მოგებიანი გამოვიდეს ... ეს იქედან ვიცი, რომ არაერთ სტუდენტს ჰქონია სილამაზის სალონის ბიზნეს პროექტი ჩემი კურსების გფარგლებში გაკეთებული და ზეპირად ვიცი ამ საქმის ავკარგიანობა ... ეს მომსახურებაა, მომგებიანი სფეროა, თუ მინიმუმ სხვას არ ჩამოუვარდები ... თან არ მგონია კარგი სპეციალისტების მოძებნა გაგიჭირდეს თუ საქმე იცი ... სპეციალისტის მოზიდვაც არ მგონია რთული იყოს თუ ის სპეცი პერსპექტივას და თავის ინტერესს დაინახავს ...
ამ საქმეს პირველ წელიწადში მინიმუმ 20,000 აშშ დოლარი მაინც დასჭირდება ინვესტიცია თუ მეტი არა ... მოგებას სადღაც მეორე წლიდან უნდა ელოდო ... ეს ზოგადად ...
თუმცა ისევე როგორც ყველა საქმეს, აქაც დაგეგმვა არის საჭირო ... რომ წინასწარ დაინახო რისკები ... ჯობია 1000 აშშ დოლარით გარისკო [დაგეგმვის ხარჯი და სპეციალისტის მომსახურება] ვიდრე 20-ჯერ მეტით ...