ნახტომი





- - - - -

სილამაზის სალონის გახსნა


გამოხმაურებათა რაოდენობა: 3

#1 ketevani85

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 August, 2012 - 11:22

მოგესალმებით, კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ საიტზე :)
მინდა, მცირე ბიზნესის დაწყება.
შევჩერდი სილამაზის სალონზე. ფართი რომ ვიქირავო, ინვენტარი შევიძინო, ერთი პრობლემა რჩება - კარგი სპეციალისტი, თან ახალ გახსნილ სალონში შეიძლება, ბევრმა არ გარისკოს მუშაობის დაწყება.
თქვენი აზრით, ღირს გარისკვა ?

ვისაც ამ სფეროში გამოცდილება აქვს, გთხოვთ, გამიზიაროთ,

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 15 August, 2012 - 21:29

*
პოპულარული

მოგესალმები ქეთი :)

”ღირს თუ არა გარისკვა?” - ლეგენდარული შეკითხვაა ...
დაახლოებით იმ ტიპის - ”ერთი ტანკი უფრო ძლიერია თუ ორი?” ...

პასუხი ერთია: გააჩნია რა შემთხვევაში ...

პირადად მე სილამაზის სალონის ბიზნეს გეგმა ჯერ არ გამიკეთებია, მაგრამ ვფიქრობ დიდი შანსია რომ მოგებიანი გამოვიდეს ... ეს იქედან ვიცი, რომ არაერთ სტუდენტს ჰქონია სილამაზის სალონის ბიზნეს პროექტი ჩემი კურსების გფარგლებში გაკეთებული და ზეპირად ვიცი ამ საქმის ავკარგიანობა ... ეს მომსახურებაა, მომგებიანი სფეროა, თუ მინიმუმ სხვას არ ჩამოუვარდები ... თან არ მგონია კარგი სპეციალისტების მოძებნა გაგიჭირდეს თუ საქმე იცი ... სპეციალისტის მოზიდვაც არ მგონია რთული იყოს თუ ის სპეცი პერსპექტივას და თავის ინტერესს დაინახავს ...

ამ საქმეს პირველ წელიწადში მინიმუმ 20,000 აშშ დოლარი მაინც დასჭირდება ინვესტიცია თუ მეტი არა ... მოგებას სადღაც მეორე წლიდან უნდა ელოდო ... ეს ზოგადად ...

თუმცა ისევე როგორც ყველა საქმეს, აქაც დაგეგმვა არის საჭირო ... რომ წინასწარ დაინახო რისკები ... ჯობია 1000 აშშ დოლარით გარისკო [დაგეგმვის ხარჯი და სპეციალისტის მომსახურება] ვიდრე 20-ჯერ მეტით ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#3 ketevani85

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 August, 2012 - 09:48

გმადლობთ, ბატონო ტარიელ :)
დიახ, ჯერ მცირე თანხით ვაპირებ ამ საქმის წამოწყებას, თუ მოგება მომიტანა, უფრო გავაფართოებ სფეროს

#4 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 20 August, 2012 - 19:56

ფართო მდინარის ნახევარი ძალით გადაცურვის მცდელობა - ჰოი როგორი გავრცელებული შეცდომაა ...
თავიდან იმის შეფასებაც კი რთულია, რა ”ძალა” დასჭირდება ამას ...

წარმატებებს გისურვებთ :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share