ნახტომი





* * * * * 2 ხმა

სოფლის მეურნეობა


გამოხმაურებათა რაოდენობა: 12

#1 Giga Gedianidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 33 გამოხმაურება
4

დაწერილია 15 September, 2012 - 18:15

*
პოპულარული

ნებისმიერი საკითხი რაც სოფლის მეურნეობას უკავშირდება შეგიძლიათ განიხილოთ და კონსულტაცია გაუწიოთ მსურველებს.


რაც შეხება თემის გახსნის მიზეზს და მთავარ საკითხს რაც მე მაინტერესებს არის შემდეგი: მოგეხსენებათ გაქანებული პოლიტიკური ციებცხელებაა და ყველა თუ არა პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის საარჩევნო პროგრამაში 100 თუ არა მინიმუმ 50% მაინც სოფლის მეურნეობის გამოცოცხლებასა და ფეხზე დაყენებას ეთმობა. შესაბამისი აქვთ პოლიტიკური სლოგანებიც "მდიდარი გლეხი" და.სხვა. აქვე ვისმენთ ერთერთი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელის დაპირებას, რომ ის სოფლის მეურნეობაში პირველ ეტაპზე ჩადებს 1 მილიარდ ლარს. მსგავს განცხადებებს აკეთებენ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, ამასთან აქტიურად დაიწყეს სოფელ-სოფელ სიარული და გლეხებთან შეხვედრა. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო დღევანდელი პოლიტიკური სურათის დახატვა პირდაპირ გადავალ მთავარ თემაზე. მოდით დავუშვათ, რომ ერთერთმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ზემოთ ხსენებულ მილიარდის სოფლის მეურნეობაში ჩადებას აპირებდა მართლაც გაიმარჯვა და დანაპირები სიტყვაც შეასრულა! თქვენ როგორ გგონიათ რა ფორმით მოხდება ამ ფინანსების სოფლის მეორნეობაზე მოხმარება? ანუ მაინტერესებს როგორ ბიზნესმენმა როგორ ვისარგებლო ამ სიტუაციით და წინასწარ მოვემზადო ამ ხელსაყრელი სიტუაციისთვის? რა დადებითი და უარყოფითი მხარები შეიძლება ჰქონდეს შექმნილ სიტუაციას? მესმის რომ დიდი თემაა და ასე მშრალად რაიმეს თქმა ცოტა ძნელია თუმცა ვფიქრობ რაღაც სასარგებლო გათვლების გაკეთება შეიძლება.

წინასწარ გიხდით მადლობას გამოხმაურებებზე!

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 15 September, 2012 - 19:37

ჰმ ...
კარგი თემაა ძალიან ...
რატომღაც მგონია, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, სოფლის მეურნეობა მაინც პრიორიტეტულია და მიხედავენ ...
გააჩნია ვინ რა ტემპით მიხედავს ...

”მე რომ მომცა მილიარდი სოფლის მეურნეობისათვის რას ვიზამდი ... ”
იგივენაირად რთული სალაპარაკო თემაა, როგორც
”როგორ მოვემზადო ვინმემ რომ მილიარდის ჩაყრა გადაწყვიტოს სოფლის მეურნეობაში ... ”

”მე რომ მომცა მილიარდი სოფლის მეურნეობისათვის რას ვიზამდი ... ”
ეს სფერო არ ვითარდება იმიტომ რომ არამომგებიანია. მომგებიანი რომ გახდეს, ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარი უნდა დაიცვა, ან ფასები უნდა მაღლა დაიჭირო, ან ახალ ბაზრებზე გაიტანო პროდუქტები, ან მწარმოებლურობა უნდა გაზარდო ან კიდევ მსგავსი რამ ... ანუ ალბათ ჯობია ”ინტერესი” უნდა გააჩინო და ”ინსტრუმენტები” შესთავაზო ... რატომღაც მგონია რომ აქ ფასების ზრდას უნდა ველოდოთ და მაღალზე შენარჩუნებას პირველ რიგში ... მაგალითად მჭადის ფქვილის ფასის მოყვანაც შეიძლება ...

”როგორ მოვემზადო ვინმემ რომ მილიარდის ჩაყრა გადაწყვიტოს სოფლის მეურნეობაში ... ”
იყიდე მიწები [თუ ფული გაქვს] ...
მიწაზე მოთხოვნა გაიზრდება ჩემი აზრით ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#3 Giga Gedianidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 33 გამოხმაურება
4

დაწერილია 16 September, 2012 - 12:54

ბატონო ტარიელ, მე ვფიქრობ, რომ პირდაპირთან ერთად არაპირდაპირი მხარდაჭერა უნდა მოხდეს. ვგულისხმობ იმას, რომ მოხდება ისეთი საწარმოების აშენება, რომლებიც ორიენტირებული იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქტის გადამუშავებაზე მაგ: ნატურალური წვენები, ჩიფსები, ჯემები, მურაბები და სხვა. ამ მიმართულებით მე ვფიქრობ უნდა მოხდეს ქართული ბაზრის ადგილობრივი(ნატურალური) პროდუქტით ჩანაცვლება. მე პირადად სწორედ ამ კუთხით ვარ დაინტერესებული. რაც შეეხება მიწებს. კი სავარაუდოდ ფასები მოიმატებს და მოთხოვნადი გახდება ალბათ, მაგრამ ეს ერთჯერადად მოხდება იყიდი იაფად და გაყიდი მოთხოვნისა და ფასების მომატებასთან ერთად და დამთავრდა.

#4 David Kadagishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 13 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 September, 2012 - 15:42

იხილე გამოხმაურებაGiga Gedianidze, 16 September, 2012 - 12:54 -ში, განაცხადა:

მოხდება ისეთი საწარმოების აშენება, რომლებიც ორიენტირებული იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქტის გადამუშავებაზე მაგ: ნატურალური წვენები, ჩიფსები, ჯემები, მურაბები და სხვა. ამ მიმართულებით მე ვფიქრობ უნდა მოხდეს ქართული ბაზრის ადგილობრივი(ნატურალური) პროდუქტით ჩანაცვლება.



ასეთი საწარმოები გიგა არის უკვე თანაც საკმაოდ მსხვილი და ასვე თუ ისე წარმატებულიც, და წარმოიდგინე როგორი მენეჯმენტი უნდა გასწიო რომ მაგათ კონკურენციაში ჩაება (ღირსეულ კონკურენტობაზე აღარაფერს ვამბობ) ამიტომ თემას, რა შეიძლება იხეირო სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით ვფიქრობ უნდა შეხედო იმ კუთხით, რომ გლეხების მდგომარეობა გაუმჯობესდება (ფერმერულ ასპექტში) და ეს შესაბამისად აისახება გარკვეული სახის ბიზნესებზე, რაზე შენ უნდა მოიფიქრო. სამწუხაროდ მეტს ვერ გეტყვი :)

#5 Giga Gedianidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 33 გამოხმაურება
4

დაწერილია 18 September, 2012 - 15:47

იხილე გამოხმაურებაDavid Kadagishvili, 18 September, 2012 - 15:42 -ში, განაცხადა:



ასეთი საწარმოები გიგა არის უკვე თანაც საკმაოდ მსხვილი და ასვე თუ ისე წარმატებულიც, და წარმოიდგინე როგორი მენეჯმენტი უნდა გასწიო რომ მაგათ კონკურენციაში ჩაება (ღირსეულ კონკურენტობაზე აღარაფერს ვამბობ) ამიტომ თემას, რა შეიძლება იხეირო სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით ვფიქრობ უნდა შეხედო იმ კუთხით, რომ გლეხების მდგომარეობა გაუმჯობესდება (ფერმერულ ასპექტში) და ეს შესაბამისად აისახება გარკვეული სახის ბიზნესებზე, რაზე შენ უნდა მოიფიქრო. სამწუხაროდ მეტს ვერ გეტყვი :)

პრიმიტიულად რომ ვიმსჯელო გამოდის, რომ ფერმერებსა და გლეხებს ექნებათ მხარდაჭერა მხოლოდ :))

#6 David Kadagishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 13 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 September, 2012 - 15:57

იხილე გამოხმაურებაGiga Gedianidze, 18 September, 2012 - 15:47 -ში, განაცხადა:

პრიმიტიულად რომ ვიმსჯელო გამოდის, რომ ფერმერებსა და გლეხებს ექნებათ მხარდაჭერა მხოლოდ :))



ასეა.... ჩემი რჩევა იქნება ბიზნესის სხვა სექტორი აირჩიო :) ისე კი კონკრეტულად ჩიფსებს რაც შეეხება, შეიძლება მაგაზე მუშაობა, მაგრამ საკმაოდ მსხვილი ფინანსებისა და გამოცდილი მენეჯმენტის დახმარებით, რაც ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრებს ქართულ ჩიფსს ბაზარზე. უბრალოდ საქმე ისაა ღირს თუ არა ჩიფსის ბიზნესი ამდენ კაპიტალად და შრომად. მე პირადად არ მიღირს.

#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 18 September, 2012 - 22:45

ლეგენდარული პერიოდია ...
არჩევნებამდე პერიოდს ვგულისხმობ ...
ეს არჩევნები საქართველოში ყველა სხვა დღემდე აქ ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავდება ...
იმდენი უტოპიური დაპირება ისმის, რომ გულს აუჩუყებს ადამიანს ...
მჯიღის კვრისგან ბევრი მკერდი გადატყავდება კიდევ დარჩენილი დროში ...
”ისიამოვნეთ” ... 1 ოქტომბრამდე ...

სოფლის მეურნეობა მერე გაახსენდება ვინმეს?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#8 Giga Gedianidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 33 გამოხმაურება
4

დაწერილია 19 September, 2012 - 11:09

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, 18 September, 2012 - 22:45 -ში, განაცხადა:

ლეგენდარული პერიოდია ...
არჩევნებამდე პერიოდს ვგულისხმობ ...
ეს არჩევნები საქართველოში ყველა სხვა დღემდე აქ ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავდება ...
იმდენი უტოპიური დაპირება ისმის, რომ გულს აუჩუყებს ადამიანს ...
მჯიღის კვრისგან ბევრი მკერდი გადატყავდება კიდევ დარჩენილი დროში ...
”ისიამოვნეთ” ... 1 ოქტომბრამდე ...

სოფლის მეურნეობა მერე გაახსენდება ვინმეს?


ბატონო ტარიელ ძალიან პესიმისტური პოსტი გამოგივიდათ :D

ციტატა

ასეა.... ჩემი რჩევა იქნება ბიზნესის სხვა სექტორი აირჩიო :) ისე კი კონკრეტულად ჩიფსებს რაც შეეხება, შეიძლება მაგაზე მუშაობა, მაგრამ საკმაოდ მსხვილი ფინანსებისა და გამოცდილი მენეჯმენტის დახმარებით, რაც ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრებს ქართულ ჩიფსს ბაზარზე. უბრალოდ საქმე ისაა ღირს თუ არა ჩიფსის ბიზნესი ამდენ კაპიტალად და შრომად. მე პირადად არ მიღირს.


რაც შეეხება ქართულ ჩიფსსა და ქართულ ფრის მე პირადად საკმაოდ მომხიბვლელად მეჩვენება ეგ მიმართულება და აქვე გამოგიტყდებით კიდევ ერთ სფეროზე :) ეს არის ქართული "ხილის" არაყი. თან თუ ოპტიმისტები ვიქნებით და რუსული ბაზრის ფართო ხახაში ჩავიხედებით ვფიქრობ საკმაოდ ბევრი არაყის ჩასხმა შეიძლება ამ პირდაღებულ ცხოველში :)

#9 David Kadagishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 13 გამოხმაურება
1

დაწერილია 19 September, 2012 - 13:38

იხილე გამოხმაურებაGiga Gedianidze, 19 September, 2012 - 11:09 -ში, განაცხადა:





რაც შეეხება ქართულ ჩიფსსა და ქართულ ფრის მე პირადად საკმაოდ მომხიბვლელად მეჩვენება ეგ მიმართულება და აქვე გამოგიტყდებით კიდევ ერთ სფეროზე :) ეს არის ქართული "ხილის" არაყი. თან თუ ოპტიმისტები ვიქნებით და რუსული ბაზრის ფართო ხახაში ჩავიხედებით ვფიქრობ საკმაოდ ბევრი არაყის ჩასხმა შეიძლება ამ პირდაღებულ ცხოველში :)



ხილის არაყი კარგი თემაა, გერმანელებს აქვთ გადასარევი ხილის არყების არჩევანი, ბოლოს დავლიე ქლიავის არაყი აი საოცრება იყო.

#10 Giga Gedianidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 33 გამოხმაურება
4

დაწერილია 19 September, 2012 - 14:15

იხილე გამოხმაურებაDavid Kadagishvili, 19 September, 2012 - 13:38 -ში, განაცხადა:



ხილის არაყი კარგი თემაა, გერმანელებს აქვთ გადასარევი ხილის არყების არჩევანი, ბოლოს დავლიე ქლიავის არაყი აი საოცრება იყო.


ნეტა რა დაჯდება მთლიანი საწარმოო ხაზის ყიდვა, ჩამოტანა და გამართვა?! :D

#11 David Kadagishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 13 გამოხმაურება
1

დაწერილია 19 September, 2012 - 14:21

იხილე გამოხმაურებაGiga Gedianidze, 19 September, 2012 - 14:15 -ში, განაცხადა:


ნეტა რა დაჯდება მთლიანი საწარმოო ხაზის ყიდვა, ჩამოტანა და გამართვა?! :D



ჩემი აზრით საკმაოდ ძვირი, ბევრი რამე აგასათვალისწინებელი, პირველ რიგში ხარისხის კონტროლი და კიდევ ბევრი სხვა, ასევე ტექნოლოგია დამზადების საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა რამდენადაც ვიცი.

#12 Zviad Kamkamidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 49 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 September, 2012 - 17:05

მე ვფიქრობ რუსული ბაზრის გახსნაა ყველაზე მთავრი პრობლემა, ამის შემდეგ ბევრი რამის გაკეთებას ექნება აზრი:

#13 David Mujirishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 11 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 November, 2012 - 00:28

1. საკანონმდებლო ცვლილებები 2. ხარისხის კონტროლი 3. დაზღვევა 4. ფინანსური ინსტრუმენტები ინვესტიციების ხელშეწყობისთვის.

5. აღრიცხვა & სტატისტიკა 6. დარგის ირიბი სუბსიდირების ინსტრუმენტები. 7. დარგის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება

8. სტრატეგიის განსაზღვრა და ჩამოყალიბება. 9. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ან კარგად დავიწყებული კარგის გახსენება.

რიგითობის გთვალისწინების გარეშე :) იმდენად რამდენადაც სოფლის მეურნეობის დარგი თავისთავად კომპლექსურია და მისი განვითარება თითოეული კომპონენტის სრულყოფილ შემუშავებასა და შესრულებას მოითხოვს.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share